ვგრძნობ, რა საოცარი სითბო მოედინება ხატიდან
ვგრძნობ, რა საოცარი სითბო მოედინება ხატიდან
მადლობა უფალს, რომ ეს საქმე შეგვაძლებინა
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეაში რელიგიურ თემებზე შექმნილი ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა 1978 წლიდან უქცევიათ ტრადიციად. როგორც გალერეის დირექტორმა, ქალბატონმა ლია გორგაძემ ბრძანა, აქვე კიდევ ერთ ტრადიციას ჩაყრია საფუძველი - გამოფენას ყოველ წელიწადს ათვალიერებს ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ხარობს მოზარდების ინტერესით რელიგიური თემების მიმართ და მათი მხატვრულ-შემოქმედებითი ზრდით.

წელს იმდენი ნამუშევარი მოგროვებულა, გალერეის თანამშრომლები იძულებულნი გამხდარან, კედლებიდან "ოქროს ფონდის" ნიმუშებიც ჩამოეხსნათ და თბლისის, გარდაბნის, მცხეთის, გორის, დუშეთისა და დედაქალაქთან ახლოს მყოფი სხვა რაიონების მკვიდრი ოთხასზე მეტი ბავშვის მიერ რუდუნებით შექმნილი ფერწერული, გრაფკული, კერამიკული დ ხატწერის ნიმუშები გამოეფინათ.

გამოფენა 25 აპრილს გაიხსნა და იგი უამრავმა ხალხმა დაათვალიერა. აქ ბრძანდებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები: სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი პეტრე (ცაავა) და მამა ისააკი (ფრიდონაშვილი) ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიიდან, რომელიც ამავე დროს ხატმწერიც აღმოჩნდა.

გალერეაში გამოფენილ ნამუშევრებს შორის აშკარად გამოირჩეოდა ხატწერის ნიმუშები. სწორედ მათ შესახებ ვთხოვე კომენტარი სტუმრებს:

- მეუფე პეტრე, მოგეწონათ ნამუშევრები? თქვენი აზრით, ღირს თუUარა მომზადდეს მასალა მათ შესახებ?

- მიმაჩნია, რომ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ მომზადებული ერთი მასალა საკმარისი ნამდვილად არ იქნება. უმჯობესია, თუ მათ ჟურნალის მთელი ნომერიც კი დაეთმობა, რადგან ვთვლი, რომ ამ მშვენირი ნამუშევრებისა და მათი პატარა ავტორების შესახებ მთელმა საქართველომ უნდა შეიტყოს. აქ უბრალო ნახატები როდია გამოფენილი; მათში ამ ბავშვების რწმენა, მათი რელიგიური ცნობიერებაა ასახული. ხშირ შემთხვევაში მათ ძალიან ზუსტი და საინტერესო ხედვა აქვთ ამა თუ იმ რელიგიური თემისა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- ვიდრე ხატვას, ქარგვას თუ ხატწერას შეუდგებიან, რა უნდა ქნან ბავშვებმა, როგორ კურთხევას მისცემდით მათ?

- ცნობილია, რომ უწმინდესმა წინასწარ აკურთხა მასალა, რომელზეც შემდგომ წმინდა სამების ხატი გამოსახა. და თუ ასე მოიქცა ღვთის უდიდესი მადლის მატარებელი პატრიარქი, რაღა უნდა ქნან ჩვეულებრივმა ადამიანებმა? ყოველი საქმის დაწყების წინ აუცილებლად უნდა ვთქვათ ლოცვა, მუშაობის დამთავრების შემდეგაც უნდა მოვახსენოთ მადლობა უფალს - ჩვენ ხომ უხილავად გვეხმარება ღმერთი და ჩვენი მფარველი ანგელოზი. მადლობა უნდა მოვახსენოთ იმისთვისაც, რომ გვიბოძა ნიჭი და შესაძლებლობა ამ ნიჭის რეალიზაციისა და იმისთვისაც, რომ ასე იოლად გვაკეთებინებს ღვთის სათნო საქმეს.

- თქვენ გულდასმით დაათვალიერეთ ყველა ნახატი, კერამიკული და ხატწერის ნიმუშები. მიგაჩნიათ, რომ ეს ბავშვები მომავალი მხატვრები და ხატმწერები არიან?

- პირველ ყოვლისა, ისინი მომავალი ქართველები, გაბრწყინებული საქართველოს შვილები არიან, სწორედ ისეთები, საქართველოს გამთლიანებასა და აღმშენებლობას რომ სჭირდება. ეტყობა, ისინი მართლა მთელი გულით აკეთებენ ამ ნამუშევრებს. ღმერთმა შეაძლებინოთ, მუდამ გულწრფელად ეკეთებინოთ საღვთო საქმე. ქრისტე აღსდგა! საქართველოსთან ერთად ჩვენც გაგვახაროს და გაგვაძლიეროს ღმერთმა, ამინ!

- მამა ისაკი, როგორც შევიტყვეთ, ხატმწერი ბრძანდებით. მით უფრო საინტერესოა თქვენი აზრი ამ ნამუშევრების შესახებ. რა მოგეწონათ, არ არ მოგეწონათ, რა აქვთ დასახვეწი ბავშვებს?

- შთაბეჭდილება დიდია, ნამუშევრები მომეწონა, ისინი თითქოს სცილდება კიდეც ბავშვურ შემოქმედების ფარგლებს. სასიამოვნოა, რომ მომავალ თაობას სურვილი და შესაძლებლობა აქვს, თავისი ხელოვნება საუკეთესო მიმართულებით წარმართოს. ღმერთმა დაგლოცოთ და წყალობა არ მოგაკლოთ.

შემდეგ თავიანთ ნამუშევრებთან მორიდებით მდგომ ბავშვებსა და მათ პედაგოგს, ქალბატონ ნინო ღლონტს მივმართე რამდენიმე შეკითხვით:

- ქალბატონო ნინო, რამდენადაც ჩემთვის ცნობლია, თქვენ სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული. როგორ გაგიჩნდათ იდეა, შეგესწავლათ ხატწერის ტექნიკა და მერე იგი პატარებისთვის გადაგეცათ?

- ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება ამქეყნად. მადლობა უფალს, რომ ეს საქმე შეგვაძლებინა. აბა, რას გავხდებოდით უფლის მადლის გარეშე? რომ ნახოთ, რა ლამაზები არიან ბავშვები, როცა მუშაობენ, თვალს ვერ მოწყვეტდით. მათ შემყურეს, ყველა ტკივილი, დარდი, პრობლემა მავიწყდება. ისიც კი აღარ მახსოვს, როდის ვქმნიდი მოდელების ესკიზებს, თუმცა ჩემი სპეციალობა ძალიან გამომადგა ჟურნალ "პირიმზეში" მუშაობის პერიოდში. ეკლესიური ცხოვრებაც იმხანად დავიწყე. სრულიად ახალგაზრდა მამა ალექსანდრე (ბოლქვაძე) გახდა ჩემი მოძღვარი. როცა ის სიონის საკათედრო ტაძრიდან ქვემო ბეთლემში გადაბრძანდა, მეც თან გავყევი და ახლა ამ ეკლესიის მრევლის წევრი ვარ. ხატწერის შესწავლის სურვილიც მაშინ გამიჩნდა. მე მყვანან მეგობრები, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამ სფეროში. ბევრი რამ შევიტყვე და შევისწავლე მათგან, ბევრსაც მუშაობის პერიოდში თავად მიმახვედრა ღმერთმა. როცა დიდია სურვილი, უფლის შეწევნაც არ აყოვნებს.

საბურთალოზე, 151-ე სკოლის ბაზაზე, გაიხსნა დიდ დიღომში არსებული ხელოვნების სკოლის ფილიალი, რომელიც მიმდინარე წელს მრავალპროფილიან სამუშაო სკოლად გადაკეთდა. სწორედ იქ ვასწავლი ხატვას, ფერწერას, ხატწერასა და გობელენს. ძალიან კარგი მოსწავლეები მყვანან. ბევრი დაოსტატდა არჩეულ სფეროში. ხატმწერთა ჯგუფის ბავშვებს ხშირად დამატებით მეცადინეობას იუნესკოს ასოცირებული სკოლების მრავალდარგოვან ლიცეუმშიც ვუტარებ, სადაც მანამდე ვმუშოაბდი და რომლის დირექტორი, ბატონი ვახტანგ მუნჯიშვილი, დიდად გვეხმარება მუშაობაში.

- ბავშვის სული ისედაც მდიდარია, მაგრამ თუ არ ექნა საზრდო, იგი ვერ გაიფურჩქნება, ვერ განვითარდება, - საუბარში ჩაგვერთო ერთ-ერთი მოსწავლის, ინო ზურაბიანის დედა, მუსიკოსი ნათია სარჯველაძე, - ნინო მასწავლებელმა ჩვენს შვილებს არა მარტო ხატვა, ხატწერა და გობელენი ასწავლა, არამედ მათში კეთილი თესლი ჩააგდო, სწორი გეზი მისცა იმ კეთილ საწყისს, რომელიც თითოეულ ბავშვში ძევს, სკულპტორივით გამოძერწა მათი სულები. ნამუშევრებიც იმიტომ იქმნება ასეთი კარგი. აქ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია გამოფენილი. ცოტა ადრე თავად 151-ე სკოლაში მოეწყო უფრო დიდი, მასშტაბური გამოფენა. ვერ აგიწერთ, რა ხდებოდა იქ, რამდენი ხალხი მოდიოდა, რომ ბავშვების ხელით შექმნილი ეს საოცრება ენახა. მჯერა, ერთი სანთლიდან ათასობით სანთელი აინთება, ასეთი თაობა საქართველოს გადარჩენის იმედს იძლევა.

- ამ ძნელბედობის დროს, ყველაფერს მოკლებულები, როგორ ვახერხებთ ამ ყველაფერს, მართლა გაუგებარია, - გვითხრა თეონა ჩარაულის დედამ, ქალბატონმა ლია ფიტარიშვილმა, - ნინო მასწავლებელმა მშობლებიც ისე შეგვკრა და გაგვაერთიანა, სულიერ დებად გვაქცია. დღეს ჩვენი შვილები თავინთი გონებრივი, სულიერი შესაძლებლობებით წარდგნენ დამთვალიერებელთა წინაშე, სიყვარულით აქვთ გასხივოსნებული სახეები, აღარც კი ახსოვთ, სიცივეში, გაყინული ხელებით რომ შექმნეს თითოეული შტრიხი. სწორედ ამაშია ნინო მასწავლებლის პიროვნული ძალა. იგი ცხოვრების სირთულეებთან ჭიდილში აყალიბებს ამ პატარების მომავალს და საქმისა და ბავშვების უკიდეგანო სიყვარულით საუკეთესო მაგალითს აძლევს ცხოვრების საგზლად. ძალიან ბევრი ნამუშევარი დარჩა გამოფენის მიღმა, რადგან ადგილი აღარ იყო. სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო დიდი, სოლიდური გამოფენა ყაზბეგშიც წავიღოთ და ადგილობრივი მოსახლეობაც გავახაროთ. ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა.

- რატომ გადაწყვიტთ ხატწერის შესწავლა, რა განცდა გეუფლებათ მუშაობისას? - ვკითხე გამოფენის მონაწილე ბავშვებს.

ნინო ზურაბიანი: მეოთხე კლასიდან სიონის საკათედრო ტაძრის მრევლი ვარ. მამა ამირანია ჩემი მოძღვარი. ხატვა პატარაობიდანვე მემარჯვებოდა. ხატწერის შესწავლას დიდი სიხარულით შევუდექი. მუშაობის დროს ვგრძნობ, რა საოცარი სითბო მოედინება ხატიდან. თან ვლოცულობ. ახლა მგალობელ-რეგენტის კურსებს ვამთავრებ და ზოგჯერ ვგალობ კიდეც. ანდრია პირველწოდებულის ხატის დაწერა რომ გადავწყვიტე, პირველი რაც აზრად მომივიდა ის იყო, რომ მან არა მარტო ქრისტიანობა იქადაგა, ღვთისმშობლის პირველი ხატიც მანვე შემოაბრძანა ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვმუშაობ მუყაოზეც და თაბაშირზეც. მუყაოზე მუშაობა შედარებით ძნელია. თაბაშირი ადვილად იღებს ფერებს. წმინდა სამების ხატიც მუყაოზეა შესრულებული. თავიდან გრაფიკულად, ფანქრით გადამაქვს, მერე ფერებით ვამუშავებ. ყველაზე მეტი დრო სახეების დამუშავებას მიაქვს, მერე - ხელებისა და ფეხებისას. კვიპრიანესა და იუსტინას ხატის შექმნისას სულ ვფიქრობდი, რომ ღმერთი ყოველივე ბოროტისაგან დაგვიცავს. საქართველოს განმანათლებელი, წმინდა ნინო, ჩემი მფარველი წმინდანია და მისი ხატიც სიამოვნებით დავწერე. ჯვარცმა, აღდგომა, ბზობა, ამაღლება და ყოველთა ქართველთა წმინდანთა ხატები ჭედურ მინანქარშია შესრულებული. ტიხრული ხატწერაც კარგად გამომდის. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ნება მომცა, ამდენ სიწმინდეს შევხებოდი.

ელენე დიდებულიძე: სამი წელია ხატწერით დავინტერესდი და ახლა მხოლოდ რელიგიურ თემებზე ვმუშაობ. მუშაობის პროცესში საოცრად ამაღლებული განცდა მებადება. ანტონ მარტყოფელის ხატის დაწერის სურვილი მაშინ გამიჩნდა, როცა შევიტყვე, რომ საქართველოში პირველმა მან შემოაბრძანა უფლის ხელთუქმნელი ხატი. ქეთევან დედოფლის ხატის დაწერა დედაჩემის პატივსაცემად გადავწყვიტე - ის მისი მოსახელე წმინდანია. თან ისიც ვიცოდი, როგორ ეწამა ქრისტიანობისთვის ეს უსათნოესი დედოფალი. ყოველთა ქართველთა წმინდანთა ხატზე მუშაობა მათ მიერ უფლის წინაშე საქართველოს მეოხებაზე ფიქრით აღსავსემ დავიწყე. წერის დროს მეჩვენება, რომ ცოცხალ არსებებს ვეხები და ძალიან მერიდება მათი.

თეონა ჩქარეული: მე დიდუბის ეკლესიის მამა თევდორეს (ამბროლაძე) სულიერი შვილი ვარ. ხშირად ვსაუბრობთ ჩემს საქმიანობაზე. მრავალ სასიკეთო რჩევას მაძლევს. ამ გამოფენაზე წარმოვადგინე წმინდა სამების, წმინდა ნიკოლოზის, უფლის, მშობიარეთა შემწე ღვთისმშობლის ხატები და ღვთისმშობელი ყრმით. ზოგჯერ ჩემი და ნინო მასწავლებლის აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა, სხვადასხვა ხედვა გვაქვს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ ვთანხმდებით, სხვაგვარად ნამუშევარი ისეთი ვერ გამოვა, როგორიც საჭიროა.

ჯული სანიკიძისა და ნინო გორგაძეს მაცხოვარი, ჯვარი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი და წილკნის ღვთისმშობელი დაუწერიათ. თამუნა კელაპტრიშვილის ტიხრულ მინანქარში შესრულებულმა, პატიოსანი თვალებით მოოჭვილმა ჯვარმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

P.S. სააღდგომო გამოფენაზე რამდენიმე დღის შემდეგ მიბრძანებულ პატრიარქს ყველა ნაშრომზე გამოუთქვამს თავისი აზრი, მერე კი პირველი გამოფენაც გაუხსენებია. ერთ პატარა გოგონას გვერდზე გადახრილი სამრეკლო დაეხატა. პატრიარქის შეკითხვაზე მორცხვად მიუგია, სიძველისაგან გადაიხარაო. საბედნიეროდ, დღეს საქართველო მიტოვებულ, დაქცევის პირას მისულ სამრეკლოს აღარ ჰგავს, რისი დასტურიც ეს გამოფენაც გახლდათ.

მინდა, წერილი პატრიარქის ერთ-ერთი ეპისტოლედან მოყვანილი მცირე ამონარიდით დავასრულო, რომელიც კიდევ უფრო ცხადად დაგვანახვებს, რაოდენ კეთილ საქმეს სჩადიან ეს პატარა გოგონები: "ხატები ჩვენი უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარებიან. მათზე მადლია ღვთისა და ამიტომაც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილ შემწეობას, ისე უნდა ვღებულობდეთ. ისინი განსაკუთრებული სიწმინდეები არიან, მათში დაგროვილი სულიწმინდის მადლი კი ყოველი დაბრკოლების დროს შეგვეწეა".

მოამზადა
თამარ კაპანაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat