მინანქრით გაცოცხლებული წარსული
მინანქრით გაცოცხლებული წარსული
ტიხრულ მინანქარს გამორჩეული ადგილი უკავია შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. ხელოვნების ეს დარგი X-XII ს.ს. ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა საქართველოში, როგორც ხუროთმოძღვრება , კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დასტურად გამოდგებოდა X ს-ში შექმნილი ხახულის კარედი. ხატის ცენტრალურ ნაწილში ჩასმული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება გამოირჩეოდა სხვა ნიმუშებისაგან ზომით, ფერთა მრავალფეროვნებით, დახვეწილი გემოვნებითა და შესრულების მაღალმხატვრული ოსტატობით. მინანქრის ფილიგრანული ხელოვნების ეს უიშვიათესი ნიმუში XIX ს-ში გაუტაციათ და ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ხატი ისეა გაძარცული, მისგან მხოლოდ ღვთისმშობლის სახის ფრაგმენტი, ხელები და შარავანდის რამდენიმე ნაწილია შემორჩენილი, იგი მაინც განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

სამწუხაროდ, ქართული ტიხრული მინანქრის მრავალი უნიკალური ნიმუში დაიკარგა. ბევრმა მათგანმა XIX საუკუნიდან კერძო კოლექციონერთა საგამოფენო დარბაზებსა და მუზეუმებში გადაინაცვლა. მათგან მხოლოდ სამი მინანქარი დაუბრუნდა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. ჯუმათის ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში კი უკვალოდ გაქრა და დღემდე დაკარგულად ითვლება.

ჩვენს დრომდე სასწაულებრივად მოაღწია VIII საუკუნით დათარიღებულმა კათალიკოსის გულსაკიდმა ჯვარმა, ამავე პერიოდის ენკოლპიონმა, IX ს-ის ვარძიის ხატის მინანქრებმა...

X-XII სს-ში, ხელოვნების ამ დარგმა, განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია. XV ს-ის ბოლო პერიოდს მიეკუთვნება მინანქრის წმინდა გიორგის ორი ცნობილი ხატი, რომელიც დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

XXI ს-ის დასაწყისში კვლავ გაჩნდა იმედი, ისევ განვითარდეს ხელოვნების ეს მეტად სპეციფიკური დარგი საქართველოში, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს ისე, რომ ტიხრულ მინანქარზე მუშაობისას მხატვრის განცდა მხოლოდ წარსულისა და ტრადიციული აღქმისკენ არ იყოს ორიენტირებული?

ვესაუბრებით მინანქრის ხელოვნების გალერეა "ორნამენტის" ერთ-ერთ დაამარსებელსა და სკოლა-სახელოსნოს მასწავლებელს მხატვარ თეა გურგენიძეს.

- მუზეუმში გამოფენილი ძველი მინანქრებიდან საოცარი ძალა გამოდის. ფერით, ხასიათით, ტონალობით, ყველაფერში იგრძნობა ქართულობა, რომ ესენი ჩვენმა წინაპრებმა განსაცვიფრებელი ოსტატობით შექმნეს. დასანანია, რომ არც ერთი დიდოსტატის სახელი არ არის შემორჩნილი. არსებობდა მინანქრის ქართული და ბიზანტიური სკოლები, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფერით, ხასიათით, კომპოზიციით. პროფესიული თვალით ეს იოლი შესამჩნევია. ჩვენ ძალიან კარგი კოლექცია გვაქვს. ბევრი უცხოელი აღფრთოვანებულია ჩვენი ხატებით, მათ ის ხიბლავთ, რომ ამ ნიმუშებში ქართული ბუნება იკითხება, ქართული ფერი, გამა, ასეთი ღვინისფერი სხვას არავის აქვს. როგორც ქართული მრავალხმიანობაა განსხვავებული, იგივე ითქმის ქართულ მინანქარზეც.

- როდის გაიხსნა მინანქრის გალერეა?

- 1988 წელს დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი მინა-კერამიკის განხრით. ჯერ ფერწერას მივყვებოდი, მერე მინანქარიც მოვსინჯე. 2000 წელს მეგობრებთან ერთად გავხსენი მინანქრის გალერეა "ორნამენტი", 6 თვეში - სკოლა-სახელოსნოც. პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მოგვცა, ჩვენს სკოლაში სასულიერო პირებისთვისაც მიგვეცა კონსულტაცია. ჩვენი პირველი მოწაფეები მონაზვნებიც იყვნენ: მამა საბა სულუხია, დედა გლაფირა (ახლაც ჩვენთანაა)... აწ განსვენებული ლიანა მიქიანი, რომელსაც ძალიან მშვენიერი ნამუშევრები აქვს ჭედურობაში, დავით კაკაბაძეც ჩვენი მოწაფე იყო, რომელი ერთი ჩამოვთვალო, დღეს, სადაც კი სახელოსნოები გაიხსნა და მინანქრის ოსტატები არიან, თითქმის 80 პროცენტი ჩვენი მოწაფეები არიან. გვაქვს სისტემატური კონტაქტი სხვადასხვა მონასტერთან.

ტიხრული მინანქრის სწავლება არ არის იოლი, გარკვეული დრო და პრაქტიკა სჭირდება, ტექნოლოგიების დაუფლება თვეების მანძილზე გრძელდება, შემდეგ კი ყველასთან ინდივიდუალური კონსულტაციები იწყება, მასალის შერჩევა, ხაზის, ფერის გამოყვანა... თემატიკით არა ვართ შეზღუდულები - ჩვენს გალერეაში, ხატების გარდა, არის ჯვრები, მედალიონები, სამკაულები, სხვადასხვა კომპოზიცია, XII-XV საუკუნეების ხატების ასლებთან ერთად, ავტორები ცდილობენ თავიანთი ხედვაც აჩვენონ. ხატის შექმნისას კანონიკას არ უნდა ავცდეთ. ვცდილობთ, დავიცვათ ტრადიციული ქართული ფერები და დაბალ ტონებს ვარჩევთ, რაც არამხოლოდ მინანქარში, ქართულ ხატებსა და ფრესკულ ხელოვნებაშიც.

- ალბათ, უცხოელებსაც ქართული უფრო იზიდავს არა?

- რა თქმა უნდა. უცხოელი მოწაფეებიც ბევრი გვყავს. საოცარია, ყველა უცხოეთიდან ჩამოსულს რატომღაც ჰგონია, რომ წმინდა გიორგი მისი ქვეყნის მფარველი წმინდანია.

მინანქარი ჩვენს საუკუნეში ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხშირად მიხდება საზღვარგარეთ მასტერ-კლასების ჩატარება, არაერთი მასტერ-კლასი ჩავატარე საფრანგეთში, ესპანეთში, ამერიკაში... გვქონდა საერთაშორისო გამოფენები, სადაც ჩვენს ნამუშევრებთან ერთად ქართულ ხელოვნებასაც ვუწევთ პოპულარიზაციას, ვაწყობთ შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ნიმუშების ფოტოგამოფენებს, ბევრს მოსწონს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და სპეციალურად ჩამოდიან უცხოეთიდან მის სანახავად. ჩვენს სკოლაში ასწავლიდა პროფესორი ლეილა ხუსკივაძე, რომელიც ტიხრულ მინანქარზე გამოცემული წიგნის ავტორია, ყოველ შაბათ-კვირას, ლექციის შემდეგ, სტუდენტები მიგვყავდა მუზეუმში ექსპონატების დასათვალიერებლად. ეს აუცილებელია როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.

განსაკუთრებით ბიენალეზე ფასობს ჩვენი ნამუშევრები. ვილნიუსში ხშირად გვიწევს გამოფენების მოწყობა, იქაც ძალიან მოსწონთYქართული მინანქარი, თითქმის ყოველწლიურად ვმონაწილეობთ გამოფენებში, მათ კატალოგებშიც შეჰყავთ ჩვენი საუკეთესო ავტორები.

- თეა, შენ მინა-კერამიკის ფაკულტეტი დაამთავრე, არასდროს გიმუშავია ამ მიმართულებით, თუ ტიხრული მინანქარი მეტი ფანტაზიის საშუალებას იძლევა?

- არანაკლებ საინტერესოა ამ სფეროში მუშაობაც, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, არ განვითარდა ეს ხელოვნება. ჩემი სტუდენტობისას ერთი მინის ქარხანა იყო ორთაჭალაში და ისიც დაიხურა... მინანქარზე დიდი გამოცდილება შევიძინე და ძნელია, ამ საქმეს მოვწყდე. მიხარია, რომ ჩვენ გავხსენით პირველი სკოლა 12 წლის წინ და მინანქრის აღორძინებაში წვლილი შევიტანეთ, "სიონთან" გავხსენით ეს გალერეა. თავიდან სამნი ვიყავით - მე, ხათუნა და მარინა ბიბილეიშვილები, ჩვენი ხელით ვაწყობდით ყველაფერს...

- კარგია, რომ ბევრი მოწაფე გყავს, შენ თვითონ ვისი შეგირდი იყავი?

- როცა ამ საქმით დავინტერესდი, ხუთი კაცი თუ მუშაობდა მინანქარზე. მაშინ ყველაზე კარგი პროფესიონალი ბატონი ზაზა ლოდია გახლდათ. მივედი ერთ დღეს მასთან კონსულტაციაზე და არ მოვასვენე შეკითხვებით. მითხრა, - დაჯექი, მიყურე და შეეცადე, როგორც მე ვაკეთებ, ისე გააკეთოო. გამარკვია თუ არა ტექნოლოგიაში, დავჯექი და თავდაუზოგავად ვიმუშავე. მალე ჩემმა შრომამ ისეთი ნაყოფი გამოიღო, მივხვდი, ეს ის სფერო იყო, რომელიც შემეძლო სხვებისთვისაც მესწავლებინა.

დღემდე კარგი ურთიერთობა ამქვს საპატრიარქოსთან, ამ ხელოვნებით დაინტერესებულ სასულიერო პირებს ვიცი, ძალიან სჭირდებათ ჩვენი კონსულტაციები და ვცდილობთ, უანგაროდ მოვემსახუროთ მათ. ვასწავლი, როგორ დასვან ფერები და შუქჩრდილები. ურთულესი მომენტებია გასათვალისწინებელი, ის შუქჩრდილი თუ საჭირო ადგილას არ დაჯდა, შეიძლება კომპოზიცია ერთ მთლიანობად აღარ აღიქმებოდეს. ტექნოლოგია ბევრნაირი არსებობს, ტვიფრული მინანქარი ყალიბებში ჯდება, შენზეა დამოკიდებული, რა ფერს მიიღებ და როგორ ტექნოლოგიას აირჩევ. სასურველი ფერი რომ მიიღო, ლითონზეც არის დამოკიდებული - ვერცხლი იქნება იგი, ოქრო თუ სპილენძი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგისთვის, კარგი ნამუშევრის შექმნა არ არის ადვილი.

ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები, რომ ხელოვნების სამსახურს სიკეთე მოაქვს. თუ პედაგოგი მოწაფეს გულისხმიერად მოექცევა, შეუძლებელია ის ცუდ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ნათქვამია, ვინმე რომ მოწყალებას გთხოვს, მას მარტო თევზი კი არ უნდა მისცე, თევზის ჭერაც უნდა ასწავლოო. ამიტომ მე კონკურენცია ვერ წარმომიდგენია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში ყველა უნდა ჩავერთოთ.

- საკუთარი ნამუშევრებიდან რომელს გამოჰყოფდი.

- ნამუშევრით კმაყოფილი თუ დარჩები, ალბათ იქ დამთავრდება შენი შემოქმედებითი განვითარება. ისე, რა თქმა უნდა, ბევრი ნამუშევარი მიყვარს. ერთ-ერთი, რომელიც ასე თუ ისე მომწონდა, საფრანგეთის მუზეუმმა იყიდა. რაც უფრო მეტს მუშაობ, მეტი გინდება.

პატრიარქმა გვთხოვა, მის მიერ დაწერილი სამების ხატი მინანქრით შეგვემკო, იმ ხატზე მარკოზ მახარებლის ლომის გამოსახულება ჩემი ნამუშევარია და მიხარია, რომ მის შექმნაში, რომელიც წმინდა სამების ლავრაშია დაბრძანებული, სხვებთან ერთად მეც მივიღე მონაწილეობა, მეორე ხატზეც მე გავაკეთე სიმონ კანანელის გამოსახულება, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat