ხატწერა ასახავს უხილავსა და მარადიულს
ხატწერა ასახავს უხილავსა და მარადიულს
მიტევების თემა ქრისტიანულ ხელოვნებაში
გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე.

- ქრისტიანული ხატწერა, თამამად შეიძლება ითქვას, თავიდან ბოლომდე გამოვლინებაა მიტევებისა. უფალი განკაცდა, რათა კაცი გამოეხსნა ცოდვისა და სიკვდილისაგან და სასუფევლისკენ მიებრუნებინა. ამდენად, თვით ქრისტიანობა მიტევების მოძღვრებაა და, ამის კვალობაზე, ხელოვნებაც, რომელიც მის წიაღში იშვა, მიტევების ამსახველი ხელოვნებაა.

აპოკრიფული ლიტერატურის თანახმად, ხატწერა თვითონ მაცხოვარმა აკურთხა - მეფე ავგაროზის მიერ წარგზავნილ მხატვარს მან ტილო ჩამოართვა, სახეზე მიიდო და მისი ხატი, საღვთო ნებით, მანდილიონზე გამოისახა. ამგვარად, ხატწერა ღვთის ნებით არის დაშვებული, ხოლო ხატზე განწმენდილი, უხრწნელი ხორცი აისახება.

თავად ხატი ღვთისა უკვე დასტურია მიტევებისა. ძველი აღთქმის ისრაელი არ იცნობს ღვთის ხატს, ვერ ხედავს მას. თვით მოსე წინასწარმეტყველიც კი, რჩეული წინასწარმეტყველთა შორის, რომელსაც მიემადლა ძველი აღთქმის სჯული, სინას მთაზე, ცეცხლში გახვეული, მხოლოდ უფლის ზურგს ხედავს. ეს იმიტომ, რომ კაცობრიობა ჯერ არ არის მზად უფლის სახილველად. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: "ჩვენ უფალს გამოვსახავთ იმდენად, რამდენადაც მან თავად ინება განხორციელება" და განხორციელდა ისე, როგორც ადამიანს შეეძლო, დაეტია. აქედან გამომდინარე, მიტევება უფლის განკაცებიდან იწყება.

თუნდაც სხვა ხატები გავიხსენოთ. მაგალითად, ხარება. ეს მოვლენა ახალი აღთქმის დასაბამად ითვლება. როდესაც ხარებას გამოვსახავთ, ამით გამოვსახავთ მიტევებას; ხარების ხატი გვიჩვენებს, თუ როგორ ინება უფალმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეულში განკაცება. ამასთანავე, ეს არის ხატი სინერგიისა, რადგან უფლის თავმდაბლობასა და სიყვარულს ეგებება ღვთისმშობლის აბსოლუტური მორჩილება და სიყვარული. ყოვლადწმინდა ქალწულის სიტყვებში; "ეჰა, მხევალი ღვთისა! მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!" - ვლინდება ღვთისა და ადამიანის ნების სრული თანხვედრა, რაც დასტურია მიტევებისა, შეერთებისა და უზარმაზარი სიყვარულისა.

მირქმის ხატზეც უდიდესი მიტევების ფაქტია ასახული. ამ დროს წმინდა სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის სახით მთელი ძველი აღთქმა იღებს მხსნელს. ეს არის ძველი აღთქმის მიგებება უფალთან. უდიდესი დღესასწაულია ნათლისღებაც, როდესაც მთელი სამყაროსთვის გაცხადდა ყოვლადწმიდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა. და, სხვათა შორის, ძალზე ნიშანდობლივია ისიც, რომ სულიწმიდა მტრედის სახით გარდამოვიდა - წმინდა მამები აქ ხედავენ ანალოგიას ნოეს მტრედთან, რომელიც შეწყალების მაცნე იყო. ამგვარად, სულიწმიდის გარდამოსვლა მტრედის სახით გახლდათ ნიშანი, რომ უფალმა შეიწყალა კაცობრიობა. ამ დროს უფალი იესო ქრისტე განცხადებულად, კაცებრივად იდგა წყალში. ნათლისღების დროს განიწმინდა იორდანე და ამ გზით - წყლის მთელი სტიქია, განმბანელი ჩვენი ცოდვებისა. ასე რომ, ნათლისღებაც მიტევების ხატია.

ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით ჯვარცმის ხატს. ჯვარცმა უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ამასთანავე უდიდესი სიხარული, რადგან უფალი აღესრულა, რათა მკვდრეთით აღვედგინეთ; ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა ჩვენ ავეყვანეთ ზეცად. სხვათა შორის, აქვე ისიც შეიძლება ითქვას, რომ ჯვარცმის გამოსახვის მართლმადიდებლური ტრადიცია პრინციპულად განსხვავდება კათოლიკურისგან - მართლმადიდებლურ გამოსახულებაში უფლის ჯვარცმასთან ერთად ენობრივად მის მომავალ აღდგომაზეც არის მინიშნება, კათოლიკები კი გვიჩვენებენ უზომოდ ნაწამებ კაცს და იკარგება მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის სახე. მელ გიბსონის ფილმი "უფლის ვნებანიც" იმით არის სულისშემძვრელი, რომ იქ ნაჩვენებია კაცებრივი წამება და არ ჩანს აღდგომა, ამ წამების გზით მოპოვებული თავისუფლება და განღმრთობა.

დაბოლოს, სულიწმიდის მოფენის ხატი, დაგვირგვინებაა სამყაროს გამოხსნისა. ის, რაც გაცხადდა იორდანეში ნათლისღების დროს, განსრულდა სულიწმიდის მოფენით. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოსული სულიწმიდა აღთქმაა იმისა, რომ ჩვენ, ყველანი, მისი მეოხებით ვიღებთ სასუფევლის მადლს.

- ზემოთ ხატწერის ენა ახსენეთ. რას ნიშნავს ეს? საზოგადოდ, როგორია ხატწერის კანონიკა?

- ქრისტიანული მწერლობა საოცრად მდიდარია. მის წიაღში უამრავი მიმდინარეობა წარმოიშვა: კომენტარები, განმარტებები, ქადაგებები, - მაგრამ არსად არის მითითებული, როგორ უნდა დაიწეროს ხატი. ამ თვალსაზრისით ხატწერა თავისუფალია. ერთადერთი, რასაც წმინდა მამები მიუთითებენ, არის ის, რომ ხატზე არ უნდა გამოისახოს ხრწნადი და ამაო. ხატწერა ასახავს უხილავსა და მარადიულს. ხატმწერი ღრუბელს არ დახატავს, თუ ეს არ არის ის ნათლის ღრუბელი, რომელიც უფალს ახვევია გარს. არც პეიზაჟს დახატავს შემთხვევით. მაგალითად, გამოსახავს არა უბრალოდ ფოთოლს, არამედ ფოთოლს იმ მუხისა, რომელიც ადიდებს ზეცის დასაყრდენ სვეტს, ეს კი სრულიად სხვა რამ გახლავთ.

ქრისტიანული დამოკიდებულება სხეულის მიმართ სწორედ მის სრულყოფილებას უსვამს ხაზს, მაგრამ არა ხორციელი ვნების აღმძვრელ მშვენიერებას, არამედ სხეულს როგორც ღვთისგან შექმნილ უპატიოსნეს ჭურჭელს, სულის ინსტრუმენტს. ხატწერაში ის ნაჩვენებია თავდაპირველი, შესაქმისეული სიწმინდით.

- როგორ გამოხატავს ტაძარი, ლიტურგიკული სივრცე მიტევებას?

- ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, სად დავიბადეთ, რომელ სივრცეში. ჩვენ მართლმადიდებლობის წიაღში მოვევლინეთ ქვეყნიერებას, მართლმადიდებლურ ტრადიციებსა და კულტურაზე ვდგავართ და ხანდახან ვემსგავსებით უზრუნველ ბავშვებს, რომლებიც მდიდარ ოჯახში დაიბადნენ და პურის ლუკმის ფასი არ იციან. ურიგო არ იქნებოდა, ცოტა მეტად გაგვეხილა თვალი და ის უდიდესი მადლი დაგვენახა, ქრისტიანული ტაძარი და ამ ტაძრის სივრცეში მიმდინარე ლიტურგია რომ იტევს.

- კიდევ როგორ აისახება ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში მიტევების თემა?

- ქრისტიანული ტაძრის გული, მისი უმთავრესი სივრცე, საკურთხეველია. ის სასუფეველს გამოსახავს, სადაც ხდება უფლის მსხვერპლშეწირვა და საიდანაც შემდეგ გამობრძანდება ბარძიმი, რათა ვეზიაროთ და განვიღმრთოთ. მაგრამ მხოლოდ ამ განზომილებით როდია ქრისტიანული ტაძარი მიტევების გამოხატულება; კიდევ ერთხელ გადავხედოთ წარმართულ საკულტო ნაგებობებს. რომელმა მათგანმა იცის გუმბათი? არც ერთმა, გარდა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრისა, მაგრამ იქ მას სხვა დატვირთვა აქვს. ქრისტიანული ტაძრის თავზე აღმართული გუმბათიც გარკვეული აზრით მიტევების გამომხატველია - გუმბათი ზეცის სიმბოლოა, ხოლო ის, რომ მისი სივრცე ტაძრის ძირითად ნაწილს უერთდება, სიმბოლურად ცისა და მიწის გაერთიანებაზე მიანიშნებს. სიმბოლურია ისიც, რომ ცისა და მიწის შეერთების ადგილას ქრისტიანულ ტაძარში ჯვარია. "ჯვარმა მიწისანი ზეცისათა შეგვაერთა". ამდენად, თვით ქრისტიანული ტაძრის სემანტიკურ-კომპოზიციური ფორმულაც ხატია მიტევებისა.

- მართლმადიდებლურ ხატწერას დავუბრუნდეთ. რითია ის განსაკუთრებული და რით განსხვავდება კათოლიკური ხატწერისგან?

- კათოლიკური ხელოვნება ადამიანის გონებას ხშირად უფრო მიწიერი განზომილებისკენ მიმართავს. მაგალითად, მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ ქრისტე კაც იქმნა, რათა კაცი განღმრთობილიყო; მოკვდა იმისთვის, რომ მკვდრეთით აღვედგინეთ; მიწაზე მოვიდა, რათა ზეცად ავეყვანეთ, კათოლიკურ მსოფლშეგრძნებასა და ხელოვნებაში კი ეს ასე ითქმის: ქრისტე კაცია, ქრისტე მოვიდა, ქრისტე მოკვდა... ხოლო ის, რომ მოვიდა, რათა ზეცად ავეყვანეთ, მოკვდა, რათა აღვედგინეთ, ესე იგი, მთავარი იკარგება. ნიშანდობლივია ისიც, რომ კათოლიკურ სივრცეში ქრისტეს შობას - ამქვეყნად მოსვლას - უფრო მეტად ზეიმობენ, ვიდრე მკვდრეთით აღდგომას.

- რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ხატების შემკობას ძვირფასი ქვებითა და ლითონებით?

- ჩვენ ხატებს ოქროსფერ ფონზე გამოვსახავთ, მაგრამ არა მხოლოდ სილამაზისთვის; ეს არის მოწმობა, იგივე მარტვილია. მარტვილი არის ის, ვინც უფლის ერთგულებას წამებით ამოწმებს, ოქრო კი (მოგეხსენებათ, ის უჟანგავი ლითონია) ამოწმებს, რომ არსებობს უხრწნელი სივრცე - სასუფეველი.Oოქრო არის ხატი უქრობი, დაუვალი სინათლისა.

ხატებზე ანგელოზთა ფრთები, წმინდანთა შარავანდედი ხშირად მარგალიტით ან მარგალიტისებრი წერტილებით არის შემკული. რატომ მარგალიტით? ეს ტრადიცია სათავეს იღებს სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ კაცი გონიერი გაყიდის ყველაფერს და იყიდის ერთ მარგალიტს, "მრავალსასყიდლისას". მარგალიტი "მრავალსასყიდლისაი" კი სხვა არაფერია, თუ არა თვითონ უფალი იესო ქრისტე. ძალზე საინტერესოა თვით ამ ქვის სახისმეტყველება: მარგალიტი თეთრია, თუმცა მასზე სპექტრის ყველა ფერი გადადის. რა კავშირი აქვს ამას ქრისტიანობასთან?

- როგორც მაცხოვარმა ერთ სხეულად შეაერთა ცა და მიწა, ღმერთი და კაცი, უკვდავება და მოკვდავი, ასევე აერთებს მარგალიტი ფიზიკურად სითეთრეს - სასუფევლისეული ნათლის ხატს და წუთისოფლის მრავალფეროვნებას.

არის ასეთი საღებავი - სინგური, რომელსაც შესწევს საოცარი უნარი, მზის სინათლე თვისებრივად შეცვალოს და აქციოს მეტაფიზიკურ სინათლედ - წითელ, მოუხელთებელ შუქად. ხატწერის სიმბოლიკით, ეს მოწმობაა იმ უნივთო ცეცხლისა, რომელიც ღვთის დიდი წყალობით ყოველ წელიწადს ინთება იერუსალიმში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat