ქართული გალობა - ეს არის ღვთისმეტყველება მუსიკაში
ქართული გალობა - ეს არის ღვთისმეტყველება მუსიკაში
მგალობელსაც მოეთხოვება მუდმივი ზრუნვა სულიერი სრულყოფილებისთვის
ქრისტიანული ღვთისმსახურება გალობის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ღვთისმსახურების ქართულ ტრადიციაში გალობას მაინც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. ის არ არის მარტოოდენ ესთეტიკური ტკბობის საგანი, იგი ღვთისმეტყველების სახეა. გალობა ისევე სრულყოფილად გადმოსცემს ქრისტიანობის არსს, როგორც სიტყვა. საგალობელი სიტყვისა და მუსიკის იდეალური კავშირია. "ეს არის მუსიკალური ბგერებით გაძლიერებული სიტყვა ღვთაებრივი განგებულების გამოსახატავად".

დიდი ხანი არ არის, რაც ქართული მრავალხმიანი გალობა ეკლესიის წიაღს დაუბრუნდა და ღვთისმსახურებაში ხელახლა ჩაერთო. ეს პროცესი დიდი ძალისხმევისა და მოთმინების ფასად დაუჯდათ ქართველ მამულიშვილებს.

ჭეშმარიტი ქართული გალობის აღდგენაში წვლილი დღევანდელ მგალობლებსაც მიუძღვით. გალობა მეტად ფაქიზ, სერიოზულ დამოკიდებულებასა და ოსტატობას მოითხოვს. ის, ვინც ღვთისმსახურებაში მონაწილეობს, პირველ რიგში თავად უნდა ცდილობდეს, სულით უფრო მეტად მიეახლოს იმ საქმეს, რომელსაც ემსახურება.

გვესაუბრება თბილისის წმინდა სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი, საქართველოს საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის წევრი, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის წევრი სიმონ ჯანგულაშვილი.

- როგორ მოხვედით ეკლესიაში, როგორ გახდით მგალობელი?

- ყველა ქართველს ბავშვობიდანვე აქვს ეკლესიასთან გარკვეული ურთიერთობა. ჩემს ოჯახში ყოველთვის მოწიწებით ეპყრობოდნენ რელიგიას, თუმცა ეკლესიურად არ ცხოვრობდნენ. ბებიაჩემი მორწმუნე გახლდათ. იცავდა მარხვას, ზეიმობდა მართლმადიდებლურ დღესასწაულებს. დროთა განმავლობაში ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის შესწავლამ ეკლესიის მიმართ მოწიწება აღმიძრა. ჩვენს ლიტერატურაში თვალნათლივ ჩანს, რამ გადაგვარჩინა ქართველები, რამ მოგვცა ის საუნჯე, რომელზეც დგას საქართველო, რითაც ვქართველობთ. მერე თბილისის IX მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. იქ შევხვდი ქართულის მასწავლებელს, ქალბატონ მარიამ მესხს. მთელი კურსი პირველად სწორედ მან მიგვიყვანა ეკლესიაში - მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში. შემდეგ ჩემმა მოძღვარმა გალობის სასწავლებლად ქალბატონ ლია სალაყაიასთან გამგზავნა. სადაგ დღეებში მრევლის ბიჭები ვგალობდით სიონში, ნარიყალაზე, 1998 წლიდან კი უწმინდესთან ვგალობთ.

- როგორ ჩამოყალიბდა თქვენი გუნდი?

- პატრიარქთან რომ დავიწყეთ გალობა, მაშინ გამოიკვეთა, ვინ იქნებოდა გუნდში. ესენი უმთავრესად ანსამბლების: "მართვესა" და "ბიჭების" - აღზრდილები არიან. თავიდან, სიონში გალობისას, ცამეტნი ვიყავით. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი რიცხვი 100-150 კაცამდე უნდა გაზრდილიყო. მანვე გვითხრა, ეს გუნდი საქართველოში მთავარი და საუკეთესო უნდა იყოსო. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა სასწაულებრივად სრულდებოდა - თავისით მოდიოდნენ ბიჭები, ერთმანეთი მოჰყავდათ. ახლა უკვე სამოცდაათამდე კაცი ვართ. ჩვენი გუნდი აერთიანებს ხალხური სიმღერის სხვადასხვა ანსამბლის წევრებს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ზრუნვითა და სიყვარულით ვარსებობთ. ის ხშირად ამბობს, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს უფალი იქმს ჩვენითო. ვმადლობთ უფალს, რომ ქართული გალობის, ქართული კულტურის გადარჩენასა და აღორძინებაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შეგვაქვს.

- ათეულობით წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიებში არ სრულდებოდა კანონიკური საეკლესიო საგალობლები, რომელთა აჟღერებაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ გახდა შესაძლებელი...

- ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ მეფის და შემდეგ ბოლშევიკური რუსეთი ყოველნაირად ცდილობდა ჩვენი ერის გადაგვარებას, რათა უფრო ადვილად დაეპყრო იგი და გაეთქვიფა იმ ნაცრისფერ მასაში, რომელსაც რუსული იმპერია ერქვა. რუსი ეგზარქოსები (რამდენიმეს გარდა) ვერ იტანდნენ ქართულ გალობას, მას "ძაღლის ყეფასა" და "თხის კიკინს" უწოდებდნენ.

კომუნისტური მმართველობის დროს, როცა ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, საეკლესიო ხელოვნება კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების ღვაწლით ქართული გალობა გადარჩა. დაახლოებით ასი ათასი საგალობლის შენახვა-შენარჩუნება მოხერხდა სანოტო თუ ფონოჩანაწერების სახით, მაგრამ ეს საგალობლები არქივებში ინახებოდა, რადგან საეკლესიო გალობის ზეპირი თუ წერილობითი გადაცემისა და სწავლების ტრადიცია, სკოლა მოშლილი იყო. საეკლესიო ხელოვნების დახვეწასა და სრულყოფაზე ზრუნვის დრო ჯერ არ დამდგარიყო, თუმცა იმ ძველი მგალობლების გალობა მათი თავგანწირვისა და აღმსარებლური ღვაწლის გამო (მოგეხსენებათ, მაშინ სარისკო იყო ეკლესიაში შესვლაც კი, არათუ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა) ალბათ ბევრად უფრო სულიერი და ტკბილი გახლდათ და ეს ძველი თაობის მღვდელმსახურებს კარგად ახსოვთ.

- წმინდა სინოდის განჩინებით, ძველი ქართული გალობის შესრულება ყველა ქართულ ტაძარში სავალდებულოა. როგორ დაიწყო ქართული გალობის აღორძინება და რა მნიშვნელობა აქვს მას?

- ქართული გალობა პირველად დაიწყეს ანსამბლებმა "გორდელამ" და "რუსთავმა" ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. ამის გამო მათ დიდი პრობლემები შეექმნათ. ეკლესიაში პროფესიონალების მოზიდვა იმხანად შეუძლებელი იყო. ძველი ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 1988 წლიდან დაიწყო, როდესაც დაარსდა ანჩისხატის გუნდი მალხაზ ერქვანიძის ხელმძღვანელობით. ამ გუნდმა იტვირთა ისტორიული მისია ქართული გალობის ეკლესიაში დაბრუნებისა და აღდგენისა. დიდია ქალბატონი ლია სალაყაიას ღვაწლიც. ქართული გალობა - ეს არის ღვთისმეტყველება მუსიკაში. უწმინდესის სიტყვები საოცრად ზუსტად გამოხატავს ქართული გალობის არსს, მისი წარმოშობისა და განვითარების მიზეზს, მის სულიერ სიღრმესა და სიმაღლეს და იმას, რასაც განიცდიან ქართული გალობის მსმენელნი და შემსრულებელნი. იგი ამბობს: "ღმერთმა ყველა ერს მისცა მადლი, ხოლო ჩვენ, ქართველებს, მოგვცა მისი განსაკუთრებული თვისება - უდიდესი სიყვარული, რომელიც, პირველ რიგში, უძველეს ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში ჩანს. ქართული გალობა - ეს არის სიყვარული უფლისადმი, ხოლო ქართული სიმღერა - სიყვარული მოყვასისადმი, მუსიკაში აჟღერებული და გადმოცემული". ბატონი ზვიად გამსახურდიასგან გამიგონია, რომ პარიზის რომელიღაც სამეცნიერო დაწესებულებაში სულით ავადმყოფებს ქართული გალობით მკურნალობდნენ.

- მაინც რითია გამორჩეული ქართული გალობა?

- მუსიკა უფლის განსაკუთრებული მადლია, ადამიანებზე გადმოსული. საზოგადოდ, ხელოვნებაც ხომ ღმერთთან ადამიანის ურთიერთობის ნაყოფია; მაგრამ ქართულ გალობას აქვს უშუალო მუსიკალური ენა, რითაც ის ყველასგან განსხვავდება. იგი საოცრად გულში ჩამწვდომია. ყველა განიცდის და აღნიშნავს ქართული გალობის საოცარ სულიერებასა და მადლს.

- რამდენად უწყობს ხელს გალობა ლოცვითი განწყობის შექმნას?

- თავისთავად, საეკლესიო ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ ლოცვითი განწყობა შექმნას და ადამიანის გული ზეცისაკენ მიმართოს. თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებაში ლოცვით განწყობას ზოგიერთი სასულიერო თუ საერო პირი სუბიექტურად აფასებს. ლოცვითი განწყობა ჩვენ კი არ უნდა შევიქმნათ, არამედ უნდა გავიზიაროთ ის სულიერი განწყობა, რაც საგალობლებშია გამოხატული. ჩვენ ჩვენი სუბიექტური განწყობის მიხედვით არ უნდა ვცადოთ ეკლესიის შეცვლა. რაც საუკუნეების მანძილზე გადმოგვეცა ჩვენი წინაპრების, ჩვენი წმინდა მამების მიერ, იმაზე უნდა აღვიზარდოთ, იმას უნდა დავუმორჩილოთ ჩვენი სული. ეკლესიაში დრო არ არსებობს; მისი მემკვიდრეობა მარად ცოცხალი და მარად თანამედროვე წარსულია. ჩვენმა წინაპრებმა საკმარისი სულიერი საზრდო დაგვიტოვეს და ვისაც ეს არ აკმაყოფილებს, საკუთარ თავში ეძებოს პრობლემის მიზეზი.

- რა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, რა მოეთხოვება მგალობელს?

- როგორც ყველა ქრისტიანს, მგალობელსაც მოეთხოვება მუდმივი ზრუნვა სულიერი სრულყოფილებისთვის, წინსვლისთვის. საჭიროა ხშირი აღსარება, საეკლესიო საიდუმლოებებთან ზიარება და ამ გზით ნელ-ნელა განწმენდა. ის, ვინც ღვთისმსახურებაში მონაწილეობს, პირველ რიგში თავად უნდა ცდილობდეს, სულით უფრო მეტად მიუახლოვდეს იმ საქმეს, რასაც ემსახურება. ჩვენს დროში ეს უფრო ძნელია, რადგან სულიერად ძალიან ვართ დაშორებულნი თუნდაც 60 წლის წინანდელ მგალობლებს. არტემ ერქომაიშვილის ფონოჩანაწერებია შემორჩენილი. ისინი მწირი ტექნიკური შესაძლებლობების პირობებშია შესრულებული, მაგრამ მოუსმენ თუ არა, მაშინვე მიხვდები, რა გვაკლია თანამედროვე მგალობლებს. ჩემი აზრით, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ბევრი ვისწავლოთ, იმ ძველი წესითა და მანერით ვიგალობოთ, რითაც ჩვენი წინაპრები გალობდნენ. თუ ამას ვისწავლით, ნელ-ნელა ალბათ ლოცვითი განწყობაც მოვა.

დღეს ძნელია, გარემოს გავლენისგან გათავისუფლდე და ეკლესიაში შესვლისას "ყოველივე მსოფლიო დაუტევო ზრუნვა". ალბათ, მრევლიც გრძნობს ამას და ამიტომაც არის, რომ უფრო მეტს მოითხოვს მგალობლებისგან.

სულიერ სრულყოფილებას მიღწეული ადამიანის არათუ გალობიდან, არამედ საუბრიდან, თვალებიდან, მთელი მისი არსებიდან იფრქვევა მადლი. ასეთ ადამიანს შეიძლება მშვიდი და ტკბილი ხმა ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე მგზნებარედ, ყველაზე ხმამაღლა ქადაგებდეს სულიერ სრულყოფას.

- წმინდა სამების ტაძრის გუნდის მგალობლებს ჩოხები გაცვიათ. როგორი იყო ძველად მგალობლის სამოსი?

- ჩოხებს პატრიარქის კურთხევით ვიცვამთ ხოლმე დიდ დღესასწაულებზე. საერთოდ, მეცნიერულად გამოსაკვლევია მგალობლების საეკლესიო სამოსის საკითხი. არიან მგალობლები, რომელთაც სტიქარები აცვიათ. თავისთავად, ჩოხა განგაწყობს და გავალდებულებს, ისეთი ქართველი და ისეთი კაცი იყო, როგორებიც იყვნენ წინაპრები, რომელთაც ეს ჩოხა ემოსათ და რომელნიც ამ ჩოხით ემსახურებოდნენ და ეწირებოდნენ საქართველოს. ჩოხის ჩაცმა ჩვენთვის უდიდესი სიხარულია.

- გარდა მგალობელთა გუნდისა, სხვაგანაც ხომ არ მოღვაწეობთ?

- გვაქვს ხალხური სიმღერის ანსამბლი "ბასიანიც", რომელსაც მე და გიორგი დონაძე ვხელმძღვანელობთ.

- საზღვარგარეთაც ყოფილხართ. როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოელებს ქართული გალობისა და სიმღერის მიმართ?

- უწმინდესთან ერთად იერუსალიმში გახლდით, მაცხოვრის შობის 2000 წლისთავის აღსანიშნავ სადღესასწაულო მსახურებაში მივიღეთ მონაწილეობა. ვმონაწილეობდით მაცხოვრის საფლავზე, ბეთლემში ჩატარებულ დიდ წირვებშიც. შემდეგ იერუსალიმის მთავარ დარბაზში კონცერტი გავმართეთ. ყველა ეკლესიას თავისი გუნდი ჰყავდა ჩამოყვანილი. ქართულმა სიმღერამ და გალობამ უდიდესი აღტაცება დაიმსახურა. წამოსვლის წინა დღეს ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ მაცხოვრის საფლავზე მაინც მივედით. გვიცნეს - საქართველოს პატრიარქის მგალობლები არიანო და ურიგოდ შეგვიშვეს.

დაუვიწყარი იყო ორი წლის წინ პატრიარქთან ერთად ათონის მთაზე მოგზაურობაც. მაშინ პირველად აღევლინა საპატრიარქო წირვა ივერიის ღვთისმშობლის ხატთან. უწმინდესი ხატის წინაშე დიდხანს უხმოდ, ტირილით ლოცულობდა. ყველას ცრემლი გვედგა თვალზე.

ტაო-კლარჯეთშიც ვიყავით. საგასტროლო მოგზაურობები გვქონდა ლიტვაში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, უკრაინაში, ჰოლანდიაში... ყველგან მეგობრები შევიძინეთ. ქართული გალობა და სიმღერა ადამიანთა გულებს აერთებს.

- დაბოლოს, რა არის თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი და რას უსურვებთ "კარიბჭეს"?

- მინდა, ყველა ჩვენს თანამემამულეს ჰქონდეს საშუალება, საყვარელ საქმეს ემსახუროს. კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს მსხვერპლადო. საქმეს თუ გული არ შესწირე, არაფერი გამოგივა.

ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და ერთიანობა, ღმერთმა ინებოს, ყველანი ჩვენი პატრიარქის ერთგული და მართალი სულიერი შვილები ვყოფილიყავით, ისეთები, როგორიც ჩვენს ზეციერ დედასა და პატრონს გაუხარდება.

ჟურნალ "კარიბჭეს" ვუსურვებ, უფრო და უფრო მეტი ადამიანის გული გაეთბოს, უფრო და უფრო მეტი ადამიანის გულში გაეღოს სინანულისა და სიყვარულის კარიბჭე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat