შენ დედოფალო ცისა და მიწის,
შენით სიცოცხლე იწყება, იღვწის,
სიმბოლოვ ქვეყნის მარადისობის,
ყველა დროისა და ყველა მოდგმის,
წმიდა მარიამ, დედაო ღვთისა,
შენ დედაბოძო მიწის და ცისა,
მარად ქალწულო, მშობელო ძისა -
დედასამყაროს შემოქმედისა,
შენი ხვედრია ჩვენი ქვეყანა,
ბევრჯერ ჯვარცმული, ტანჯვით გვემული,
მაინც დღეგრძელი შენის მადლითა,
შენს კალთას რწმენით შეფარებული.
ღმერთმან გვიბოძა კვართი უფლისა
შენგან ქსოვილი, განუყოფელი,
ის ხომ გულია საქართველოსი,
და მისგან ქმნილი სვეტიცხოველი.
კვართის სურნელით განედლებულსა
კვალაც გავედრებთ მშობელ ქვეყანას,
გვედრით, გვაცილოთ ცოდვის ვნებანი,
სასუფეველში გყავდეთ შენთანა!
ციალა თევდორაძე