სქემმონაზვნები-კირილე და მარიამი (დაახლ. 1337) დიდი რუსი მამის, სერგი რადონეჟელის (ხს. 25 სექტემბერს) მშობლები-კეთილმსახური და დიდებული ბოიარები იყვნენ და როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარინიცაში ცხოვრობდნენ.
ჯერ კიდევ ღირსი სერგის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს მარიამმა და მთელმა მრევლმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როდესაც ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება.
დაახლოებით 1328 წელს მომავალი წმინდანის დედ-მამა რადონეჟში გადასახლდა. როდესაც უფროსი ვაჟიშვილები დაოჯახდნენ, ღირსმა კირილემ და მარიამმა ხოტკოვის ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის სავანეში სქემა შეიმოსეს და მალე უფლისთვის სათნო ღვაწლში მიიცვალნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი