წმინდა ამბროსი მედიოლანელი
წმინდა ამბროსი მედიოლანელი
წმინდა ამბროსი (333-397 წწ.) დაიბადა პოლიტიკურ წრეებთან დახლოვებულ ცნობილ ქრისტიანულ ოჯახში, მამამისი გალიის პრეფექტი იყო.
ამბროსიც მამის კვალს გაჰყვა და ადმინისტრაციულ კარიერაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, მუშაობდა ქალაქ მედიოლანის (მილანის) პროვინციების ლიგურიისა და ემილიის პრეფექტად. როგორც მრავალი მისი თანამედროვე, თავისი მონათვლის პროცესს ისიც აჭიანურებდა და მოინათლა მხოლოდ აუცილებლობის გამო, როდესაც მისთვის სრულიად მოულოდნელად, მილანის ეპისკოპოსად იქნა არჩეული. ამ არჩევის შესახებ არსებობს ნახევრად ლეგენდალური გადმოცემა. 374 წელს მილანის საეპისკოპოსო არჩევნებზე სახალხო კრებამ ვერაფრით შეარჩია შესაბამისი კანდიდატი: არიანული შფოთი დასასრულს უახლოვდებოდა და, ამდენად, ეპისკოპოსის არჩევის საქმე მეტისმეტად მგრძნობიარედ გამოიყურებოდა. ასეთ საზოგადოებრივად გართულებულ მომენტში ვიღაც ბიჭმა წამოიყვირა: "ამბროსი იყოს ეპისკოპოსი!" ხალხმა ამ წამოძახილში ზეციური ნიშანი დაინახა. რვა დღის შემდეგ ამბროსის ყველა შუალედური სტადია გავლილი ჰქონდა და მანამდე ცნობილი სახელმწიფო მოხელე ამბროსის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

როგორც ჩანს, ამბროსი გარკვეულწილად უკვე მომზადებული ქრისტიანი იყო და ამიტომ ღვთისმეტყველებაში ის ძალიან სწრაფად გაიწაფა, მოკლე დროში მრევლში ცნობილი მქადაგებლის სახელი დაიმკვიდრა. მისი ქადაგება ხალხთა ფართო მასების ყურადღებას იქცევდა. ცნობილია, რომ ამბროსის ქადაგებებმა წარუშლელი კვალი დატოვა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ნეტარ ავგუსტინეზე.

ამ პერიოდში, მიუხედავად მანძილისა და ინტელექტუალური წინააღმდეგობისა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კულტურულ-ენობრივი ერთიანობა ცოცხალ რეალობას წარმოადგენდა. ასე მაგალითად, 381 წელს ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ამბროსიმ გამოიყენა ციტატა გრიგოლ ნიზიანზელის სიტყვიდან, რომელიც გრიგოლმა მანამდე კონსტანტინოპოლში წარმოთქვა. მაგრამ, რაც შეეხება ეკლესიის შინაარსის გაგებას, ამბროსი თავის აღმოსავლელ კოლეგებს ყოველთვის არ ჰგავდა. ამ თვალსაზრისით ის დარჩა რომაელ სახელმწიფო მოღვაწედ. მიიჩნევდა, რომ ქრისტიანობა რომის იმპერიაში საკანონმდებლო წესით უნდა ინერგებოდეს და ეს კანონები მკაცრი და არაორაზროვანი უნდა იყოს.
380 წელს, რომის კურიიდან (მართლმსაჯულების აღსრულებისათვის განკუთვნილ შენობათა კომპლექსის აღმნიშვნელი სახელი, - მთარგ. კომენტ.) წარმართი არისტოკრატი მოსახლეობის თავისუფლების სტატუის აღების საწინააღმდეგო პროტესტის დაძლევისათვის დასავლეთ რომის იმპერატორის, გრაციანეს წინააღმდეგ ამბროსიმ თავისი ზეგავლენა გამოიყენა: მაშინდელ რომში ქრისტიანობა ახალ პროგრესულ რელიგიად ითვლებოდა, ხოლო წარმართობა, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი მისდევდა, რეტროგრადობად და კონსერვატიზმად მიიჩნეოდა, რის სიმბოლოსაც მოცემულ შემთხვევაში, სწორედ თავისუფლების ქანდაკება წარმოადგენდა. ამაოდ ცდილობდა რომაელი სენატორი, სიმახი თავისი უჩვეულოდ მომხიბვლელი მრავლისმომცველი ორატორული სიტყვით წარმართობა და მასთან რომანტიკულად დაკავშირებული ანტიკური ფასეულებები დაეცვა. ამბროსიმ იმპერატორისათვის მიწერილ მგზნებარე წერილში მკვეთრი პროტესტი გამოთქვა და მოუწოდა სრულად აეკრძალული ყუფილიყო წრმართული რელიგიის მხარდაჭერა.

388 წელს, როდესაც მესოპოტამიის ოსროენაში (ასირიელთა სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებლად დაახლოვებით ძვ. წ.აღ. 132-დან 244 წ. არსებობდა. ერთ-ერთი უპირველესი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა, - მთარგ. კომენტ.) ებრაული სინაგოგა დაანგრიეს და იმპერატორმა თეოდოსიმ ზარალის ანაზღაურება ადგილობრივ ქრისტიანული ეკლესიის მრევლს დაავალა, თავისი მრისხანე წერილით ამბროსიმ მწვავე უკმაყოფილება გამოხატა. იმპერატორი თეოდოსი ებრაელების დაცვისათვის მან მკაცრად გააკრიტიკა: რა თქმა უნდა, არ ღირდა ქრისტიანებს დაენგრიათ სინაგოგა, მაგრამ რადგან ასე მოხდა, განა აქ ღვთის ნება არ უნდა ვიგულიხმოთ?.. არ არის საჭირო ჭეშმარიტი რწმენის დაკნინება!

მილანის ეპისკოპოსი ამბროსის ერესთან ბრძოლის ენთუზიაზმზე მეტყველებს შემდეგი შემთხვევა. რომის არმიაში დაქირავებული არიანი გოთები მსახურობდნენ. არიანების დედოფალმა იუსტინამ სცადა ამბროსისთან მოლაპარაკება დაეწყო რათა გოთების ღვთისმსახურებისათვის მილანის ბაზილიკა გამოეყოთ. ამბროსიმ კატეგორიული უარი განაცხადა. მისი პასუხის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ არ შეიძლება ღმერთის ქონებას იმპერატორი განკარგავდეს, "რწმენის საკითხებში იმპერატორებს ეპისკოპოსები უნდა განიკითხავდნენ, და არა პირიქით" და კიდევ, "ჯერ ერთი, იმპერატორები საკუთარ კანონებს თვითონ უნდა ემორჩილებოდნენ, და მეორე, ნებისმიერი იმპერატორის კანონზე მაღლა ღმერთის კანონი დგას" (წერილი 21, 4, 9-10).

წმინდა ამბროსი ქრისტიანობის დამკვიდრების საქმეში სიმტკიცესა და უსაზღვრო გაბედულებას მუდმივად იჩენდა. როდესაც თესალონიკში, გადასახადების გამო, სახალხო აჯანყება მოხდა, განრისხებულმა თეოდოსიმ ქალაქი გადაწვა და ჩახშობის პროცესში შვიდი ათასამდე ადამიანი იქნა მოკლული. ყოველივე ამის შემდეგ თეოდოსი ქალაქში მობრუნდა, ლეგენდის მიხედვით, ამბროსიმ ეკლესიის კარი ცხვირწინ მიუხურა. სინამდვილეში ყველაფერი ასე ეფექტიანად არ მომხდარა. ჩამოსვლამდე ამბროსიმ იმპერატორს წერილი მისწერა, რომელშიც დაწვრილებით განმარტა, რადგან, როგორც იმპერატორი, ისე ყოველი ადამიანი (მათ შორის იმპერატორის ბრძანებით მოკლული, - მთარგ. კომენტ.) ეკლესიას ეკუთვნის, საჭირო იყო იმპერატორის მიერ სინანულის გამოხატვა. შედეგად: თეოდოსი მილანში, როგორც მონანიე ცოდვილი (სხვაგვარად, როგორც გონიერი ავაზაკი დაბრუნდა, - მთარგ. კომენტ.) დაბრუნდა და აღარ დარჩა საჭიროება, წმინდა ამბროსის იმპერატორი კარს მიღმა დაეტოვებინა. ეს ეპიზოდი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ამკვიდრებდა ამბროსი მედიოლანელი ეკლესიის უპირატესობას სახელმწიფოზე, ეს იყო პრინციპი, რომელიც მრავალი წლის შემდეგ რომის პაპის ინსტიტუტმა გამოიყენა.

თავის წერილებში წმინდა ამბროსი მეტაფიზიკურ სიღრმეებს არ განიხილავს, ის მსჯელობს, როგორც პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანი. მის კალამს ეკუთვნის მცირე მოცულობის წიგნი, რომელსაც `მომსახურეთა მოვალეობების შესახებ~ ეწოდება. ეს ნაშრომი წარმოადგენს სასულიერო პირთათვის განკუთვნილ ერთგვარ სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს საუბრებს მორალური თემების შესახებ. სხვა მისი წიგნი "საიდუმლოებათა შესახებ" გამიზნულია ახალმონათლული ქრისტიანებისათვის. "საიდუმლოებათა შესახებ" კატეხიზური საუბრების ოთხი კრებულიდან ერთ-ერთი იმ კრებულთაგანია, რომელიც IV საუკუნეში იმპერიის სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ოთხი ცნობილი ეპისკოპოსის - წმინდა ამბროსის, იოანე ოქროპირის, კირილე იერუსალიმელის და თეოდორე მოფსუეტელის მიერ დაიწერა. როდესაც ამ ოთხ თხზულებას ადარებ, გაოცებს მათ ერთსახოვნებაში გამოვლენილი ტრადიცია. საიდუმლოებათა წესის სტრუქტურა ოთხივეში ერთნაირადაა აღწერილი: სამჯერადი შთაფლვა, მრწამსის სამჯერადი აღსარება, შთაფლვამდე და შთაფლვის შემდეგ ზეთისცხება. საერთოდ ნათლობის წესი ნიშნავს სიკვდილს, რომელთან ერთადაც კვდება მთელი წარსული ცხოვრება, და ქრისტესთან ერთად ახალი ცხოვრებისათვის აღდგომას. ამ ახალი ცხოვრების დაწყება პირველი ზიარებით აღინიშნება.

ამასთან, წმინდა ამბროსიმ დაწერა "ექვსთა დღეთა", ტრაქტატი სულიწმიდის შესახებ, ეთიკური შინაარსის სხვადასხვა სახის თხზულებები, მათ შორის ოთხი აპოლოგეტური ტრაქტატი "ქალწულების შესახებ". ეს სიუჟეტი მოდური იყო ადრეული პერიოდის ყველა ქრისტიანი მწერლისათვის. მოყოლებული ტერტულიანედან, ყოველი ღვთისმეტყველი საჭიროდ მიიჩნევდა ასკეტური ცხოვრება, ბერ-მონაზვნობა და ქალწულება დიდებით შეემოსა. მეორე მხრივ, წმინდა იოანე ოქროპირის მეტი არავინ წერდა ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ. მწერლები ქალწულებას პროპაგანდას უწევდნენ და როგორც მონაზვნების, ისე საერო პირების ცხოვრებისათვის იდეალად ხატავდნენ. ეს იყო ყოველი ქრისტიანისათვის სტანდარტული ნორმა. ასეთი ქრისტიანული დამოკიდებულება იმ დროს რომის იმპერიაში გაბატონებული ზნეობრივი ხრწნის პროცესის მიმდინარეობისა და ოჯახური მორალის დაცემის პრაქტიკის გამო ვითარდებოდა. დაცემა იმითაც იყო განპირობებული, რომ ფართო საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ქრისტიანული მორალი ჯერ საკმაო ზეგავლენას ვერ ახდენდა, ხოლო ნაყოფიერებისა და სამყაროში დროის წრებრუნვასთან დაკავშირებულ ისეთ წარმართულ კულტებს, როგორიც იყო ასტარტა, ვენერა, ბაკქა და სხვებს თავისი გავლენები უკვე დაკარგული ჰქონდა.
ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ამბროსის შემოქმედებაში ძირითადი ყურადღება ეთიკურ, და არა საღვთისმეტყველო საკითხებს ექცეოდა.

ეს არის ნაწყვეტი პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფის ნაშრომიდან "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
თარგმნა რომილე ჩხეიძემ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat