მღვდლად როცა ეკურთხება კაცი, მას ყველა ვნება გადახარშული უნდა ჰქონდეს
მღვდლად როცა ეკურთხება კაცი, მას ყველა ვნება გადახარშული უნდა ჰქონდეს
დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #23
ენციკლოპედიური განმარტებით, მო-ძღვარი სასულიერო პირს, ხუცესს, მღვდელს, წინამძღვარს, სულიერ მამას ნიშნავს. სხვა გაგებით - მეცნიერს, მასწავლებელს, მრჩეველს, აღმზრდელს, განმანათლებელს. უდავოა შინაარსობრივად, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, ამ სიტყვის არსი და ბუნება სავსებით შეესატყვისება ღვთის სამსახურში მყოფი სასულიერო პირის ყოველდღიურ ღვაწლსა და გარჯას, მაგრამ სიტყვისათვის რომ მეტი სისრულე, სულიერი ასპექტი და ცნების მნიშვნელობა მიგვენიჭებინა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა ხუროთმოძღვარიც გვეთქვა, რომელიც ამ სიტყვის ფუძიდან არის ნაწარმოები, რადგან ჭეშმარიტი ღვთისმსახური ხომ პირველ რიგში ადამიანების სულიერი ტაძრების მშენებლობას უნდა ემსახურებოდეს. როდესაც მამა ილია ჩიკვაიძეზე გვიხდება საუბარი, ვფიქრობ, ამ ტერმინის გამოყენება ნამდვილად არ უნდა იყოს გადამეტებული.

ჟურნალის წინა ნომერში გავეცანით მამა ილიას მშვენიერ პოეზიას.

მამა ილიამ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს გადაწყვიტა სასულიერო პირი გამხდარიყო. იყო თუ არა მოძღვრობა მისი პიროვნული არჩევანი? როგორც ამბობს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამის გადასაწყვეტად, მისი დიაკვნად და მღვდლად კურთხევა ურბნისის საკათედრო ტაძარში მოხდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორისა და რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით.

- ჩემმა ბავშვობამ და სიჭაბუკემ უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქალაქ თელავში, მიტროპოლიტ გრიგოლ ცერცვაძის წმინდა მარჯვენის ქვეშ გაიარა. მაშინდელი სამღვდელოება საოცარ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. მათ დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, ცილს სწამებდნენ, მაგრამ ყველაფერს დიდსულოვნად იტანდნენ და საოცარი მამობრივი მოწყალებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ. ჩვენი თაობა, მადლიერების ნიშნად, მუხლს უნდა იდრეკდეს მათ წინაშე, უმძიმეს პერიოდში იტვირთეს მღვდლობა. მათთან აღსარებაც კი ტკბილი იყო...

მე ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და ახლაც იმავეს გავიმეორებ, მღვდლობა მარტო ლიტურგიკული წესების შესრულება არ არის, ეს უწმინდესი მსახურებაა, ეს სულიერი განზომილებაა, სულიერი სფეროა. მღვდელი თუ ხარ, პირადი ცხოვრება, ფაქტობრივად, აღარ გაქვს, ეს არის დაუცხრომელი შრომა კაცთა სულების საცხოვნებლად, მღვდლად როცა ეკურთხება კაცი, მას ყველა ვნება გადახარშული უნდა ჰქონდეს. თუ შენ ვნებებისა და ცოდვის ჯურღმულიდან ჯერ არ გამოსულხარ, სულერი შვილი რომ იქ ჩავარდეს, როგორ უნდა გამოიყვანო სამშვიდობოს, თუ იქიდან გამოსასვლელი გზა არ იცი? მღვდლობა იმისთვისაა დადგენილი, დაეხმარო ადამიანს ცოდვის სიღრმეებიდან ამოსვლაში და უფლისკენ წარუძღვე მრევლს.

მეუფე თადეოზი მასწავლიდა: "თუ ტანჯვა არ გაიარე, ისე მღვდელი ვერ გახდები, შენთან რომ მშიერი კაცი მოვა, უნდა იცოდე, რა აწუხებს. მღვდელმა განსაცდელების გარკვეული ეტაპები თუ არ გაიარა, ის მღვდელი ვერ იქნებაო".

მღვდლობა ჯვარცმაა. სულიერი შვილებიდან ერთი ადამიანიც რომ ვერ ცხონდეს, მღვდელიც ვერ ცხონდება... მოძღვრის მოწოდებაა, მოამზადოს მრევლი მოტივირებული აღსარებისთვის. როდესაც მოძღვართან აღმსარებელი მოდის, მოძღვრის წინაშე მთელი მისი სამყარო იშლება. ადრე ადამიანს მძიმე ცოდვების ჩადენის შემთხვევაში მრავალწლიან ეპიტიმიას ადებდნენ. დღეს რომ ასე მოვიქცე, სულიერ შვილს დავკარგავ, რადგან წლების შემდეგ იგი აღარ ისურვებს ეკლესიაში მოსვლას, რის გამოც მღვდელს უწევს ამ უმძიმესი ცოდვის ტვირთვა. მოძღვარი ტირის და მას უშვებს საზიარებლად, რადგან კაცი რომ აღსარებაზე მოვა, მისი უკან გაბრუნება აღარ შეიძლება, ესაა უძღები შვილის დაბრუნება, ამასთან, ჩვენ ხომ არ ვიცით, იქნება თუ არა იგი ხვალ ცოცხალი?

არასოდეს დამავიწყდება 1995 წლის შემოდგომაზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათქვამი: "მამებო, თქვენ ვინ მოგცათ უფლება, ერს უყვიროთ... საქართველო ჰგავს ავადმყოფს, რომელიც სამოცდაათწლიანი ათეისტური რეჟიმის შემდეგ რეანიმაციაში მოხვდა და რეანიმაციაში მყოფ ავადმყოფს არ უყვირიან, ეფერებიანო". ამიტომ მოძღვარმა კი არ უნდა უყვიროს სულიერ შვილს, უნდა მოეფეროს, ანუგეშოს, სიყვარული აგრძნობინოს, რადგან ღმერთი სიყვარულია. მოძღვარს, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის თავისი სულიერი შვილების სატკივარი, განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდეს მათთვის. ჩვენმა პატრიარქმა კარგად განსაზღვრა თავის ეპისტოლეებში, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის. ვფიქრობ, არავის აქვს უფლება, ჩადგეს ღმერთსა და ადამიანს შორის, არც მღვდელს, არც მღვდელმთავარს. მოძღვარს ადამიანი მიჰყავს ღმერთამდე, ხელს მოჰკიდებს მრევლს და წარუდგენს უფალს, მაგრამ ღვთისა და ადამიანის ურთიერთობაში ჩარევა შეუძლებელია, რადგან ყოველ ადამიანს აქვს თავისთავადი ინდივიდუალური, ერთადერთი, პიროვნული და განუმეორებელი ურთიერთობა ღმერთთან, ამ ურთიერთობაში მოძღვარს ევალება ხელი შეუწყოს, დაეხმაროს სულიერ სამწყსოს ცოდვის მონობიდან განთავისუფლებაში და ღვთის მადლით სულიერ თავისუფლებამდე, ანუ განღმრთობამდე მიიყვანოს.

ვმადლობ უფალს, მეუფე იობთან რომ მიხდება ღვთისმსახურება, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

- მამა ილია, როგორ უნდა დაიცვას დღეს თავი ადამიანმა უამრავი საცთურისა და ბოროტის შემოტევისაგან?

- რაც შეიძლება ხშირად უნდა ეზიაროს, ზიარების დროს შემოდის ჩვენში ღმერთი და, მოგეხსენებათ, სადაც ღმერთია, იქ ბოროტს რა ხელი აქვს. სასულიერო პირთა ერთი ნაწილი თვლის, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა ვეზიარებოდეთ, რომ ეს პროცესი არ გაუბრალოვდეს. ალბათ ამ პოზიციასაც აქვს თავისი ახსნა, მაგრამ წმინდა საჭმელი იმიტომ არის დაწესებული, რომ პური და ღვინო, რომელიც უფლის სისხლად და ხორცად გარდაიქმნება, განწმენდს ყოველ ადამიანს და დააძლევინებს მას ყოველგვარ განსაცდელს, რაც ასე გახშირდა ჩვენს დროში. ბოროტის შებრძოლებისაგან როგორ ვიქნებით დაცულნი, თუ არა ზიარებით? "ნუ მპოოს მტერმან ჩემმან შიშველ, შორს უფლისა ჩემისაგან". სიშიშვლე არის უფლისაგან შორს დგომა, ცოდვაში ყოფნა, ამიტომ მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს, რომ აღსარებისა და ხშირი ზიარების საშუალებას გვაძლევს. აღსარება ხომ სულიერი ქირურგიაა. ზიარება აგვარებს პრობლემებს, ამის გარეშე როგორ განვიკურნებით ვნებებისგან?

- მამა ილია, აღსარების დროს თითქმის ყველა ადამიანი მართლაც ინანიებს ხორციელ ცოდვებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც ვერ თავისუფლდება მათგან, რაღაც აწუხებს, სულიერი ბრძოლები ეწყება.

- გეთანხმებით, ასეთი შემთხვევები, არცთუ იშვიათად ხდება. მოძღვარი უნდა ყურადღებით აკვირდებოდეს თავის სულიერ შვილს, თუ ის ფესვურ ცოდვას ვერ ამბობს, რაც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი ლოცვით. უფრო გასაგები რომ გახდეს, მოდით, გამოვიყენოთ ის ტერმინები, რასაც ჰქვია ფესვური ცოდვა და ზედნაშენური ცოდვა. ვამბობთ აღსარებაში, რომ ვმრისხანებდით, მაგრამ ამ მრისხანებას ბევრი რამ იწვევს: - ამპარტავნება, შური, სიძვა, გემოთმოყვარეობა, სახმართმოყვარეობა და ა.შ. ვთქვათ, დედა დაბრუნდა შინ, ამ დროს ბავშვს უნებურად ჭიქა გაუტყდა, ამაზე დედა გაჯავრდა, შვილი ხმამაღლა გალანძღა, მერე ესეც არ იკმარა და კარგადაც მიტყიპა. როცა ყველაფერმა გადაიარა, მივიდა დედა მოძღვართან და უთხრა, - მრისხანების ცოდვაში ჩავვარდიო. ამ შემთხვევაში მოძღვარმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს, რამ გამოიწვია ეს მრისხანება. შეიძლება უცებ აღმოჩნდეს, რომ ვიდრე ბავშვს განურისხდებოდა, მანამდე თავის "დაქალთან" გაიარა, იქ რაღაც ძვირფასი ჭურჭელი ნახა, ძალიან მოეწონა და რადგან თვითონ ასეთი არ ჰქონდა, სახმართმოყვარეობის გამო შურის ცოდვაში ჩავარდა, ამან ისე გააღიზიანა, რომ ჯავრი შვილზე იყარა, ასე რომ არა, შესაძლოა შვილისთვის მოფერებით ეთქვა: "გენაცვალოს დედა, რა უჭირს, თუ ჭიქა შემთხვევით გაგიტყდა, ამაზე არ ინერვიულო". როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ზედნაშენი ცოდვა არის მრისხანება, საფუძველი, ძირი ამ ცოდვისა კი არის შური და სახმართმოყვარეობა. ეს ყველაფერი მოძღვარმა უნდა გამოიკვლიოს და სულიერ შვილს აპოვნინოს, თუ რის საფუძველზე წარმოიშვა ზედნაშენი ცოდვა. ამიტომაც მოგახსენებდით ზემოთ, აღსარება ქირურგიული პროცესია-მეთქი. თუ აღმსარებელი მიეჩვევა მოტივირებული აღსარების თქმას და მოძღვრის დახმარებით ამოირწყვება ის ჩირქი, რომელიც ფესვებშია დაბუდებული, ამას მრავალი ცოდვა ამოჰყვება და ადამიანიც გათავისუფლდება ცნობიერი თუ ქვეცნობიერი შავი კუპრისა და ჭუჭყისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ზედა ნაწილს გავასუფთავებთ, არ ვიღებთ ჩირქგროვის ბუდეს. ეს კი მრავალ დაავადებას წარმოშობს. მოძღვარმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ცოდვებმა ღრმად არ გაიდგან ფესვები ადამიანში. რაც მეტად ვუღრმავდებით ჩვენს სულსა და გულში დაბუდებულ ვნებებს, მით მეტი ცოდვა ამოტივტივდება ზედაპირზე, როგორც ტალახი და ჭაობი, რომელიც სულიერად გვწამლავდა და ზიარების მადლს გვაკარგვინებდა. რაც ზედაპირზე ჩანს ხორციელი ვნებების სახით, იმის განკურნება ბევრად უფრო ადვილია, მოძღვრის მთავარი დანიშნულებაა, დაანახვოს თავის სამწყსოს სულიერი ცოდვები, ასწავლოს აღსარების თქმა, აღმოაჩინოს ის აისბერგები, რომელთაც ჩვენი სულის დიდი ნაწილი უკავია ცოდვების სახით და გააქროს ისინი. ამის გარეშე ვერ მივაღწევთ განღმრთობას, რომელიც სულიწმინდის მადლიდან მომდინარეობს, განსაცდელიც იმიტომ არის ჩვენი ცხოვრების თანმდევი, რომ არ ვიძიებთ საფუძვლიანად ჩვენი მუდმივი დაცემის მიზეზს, შესაბამისად, სწორ მკურნალობასაც ვერ ვახერხებთ.

"სამკალი ფრიად არს და მუშაკნი მცირედ". ვევედროთ უფალს გამოვლინდნენ მუშაკნი. მუშაკობა სწორედ ის არის, ცოდვა სარეველასავით ფესვიანად ამოიგლიჯოს.

- მადლობას მოგახსენებთ, მამა ილია, საინტერესო საუბრისთვის, ბოლოს კი თქვენი პოეზიის მოყვარულებს ვაცნობებ, რომ ახლო მომავალში დაისტამბება თქვენი რჩეული ნაწარმოებები.

შევთავაზოთ მკითხველს თქვენი ახალი ლექსი ამ კრებულიდან:

კარნავალი და სიცრუის მითი

შენ როსღა მიხვალ მამულის მზესთან,
გულმართალო და სულანთებულო?
ქარქქაშში როგორ ჩაჟანგებულხარ,
ხანჯალო, ბანზე შემოდებულო.

შენს ძვალ-ხორცს ლეწენ და შენს სისხლს სვამენ,
შენს ცაზე ვეღარ გამოიდარა;
შენს მართალ თვალში ჩამოდგა ღამე
და ღამემ დილის მზე მოიტანა.

შენს სიხარულში ცხოვრება ტირის,
შენს ცრემლ-თვალებში ბრწყინავს მზე შინა;
დაყუდებულთა მათ მწირთა გლოვა
კლდე-გალავნებად შემოგეშენა...

შენ გენატრება სიცოცხლე დიდი,
ვერ ურიგდები ძაღლ-ტანჯულ ლუკმებს;
ვინ ტირანს ლიქნის, ვინ მამულს ყიდის,
ვინ ამ სიმრუდეს ცეცხლ-გუნდრუკს უკმევს.

ვის ეს ძაღლური დღე-ყოფა ტანჯავს,
ვინ ცას უმღერის ღვთიური ჩანგით;
ვინ მოსართავად ატარებს ხანჯალს
და ხანჯლის პირზე თამაშობს ჟანგი.

ამ სიცრუეში დღეები ვლიან,
ვის შევჩივლოთ და ვის ვკითხოთ რჩევა;
აქ წლები მარტო თოჯინებს ცვლიან
და კარნავალი იგივე რჩება.

ვის თავი ღმრთისა ჰგონია ტოლი,
ვის შიმშილისგან კვლავ ახრჩობს ხველა;
აქ ყველას ერგო თავისი როლი
და მეტ-ნაკლებად თამაშობს ყველა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat