უმრავლოს საქართველოს სულიერი მწყემსები
უმრავლოს საქართველოს სულიერი მწყემსები
"თუ გინდა კარგად იყო, უნდა ეცადო, რომ სხვები იყვნენ კარგად", - ეს გახლავთ სიტყვები მოძღვრისა, რომელიც თავისმა მრევლმა გულით შეიყვარა.

მღვდელი დავით სუთიძე დაიბადა ქ. რუსთავში. იქვე დაამთავრა სკოლა და მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1989 წლიდან, ეროვნული გამოღვიძების გარიჟრაჟზე, დავითმა ქართული სულის ყივილს მიუგდო ყური და სახალხო ფრონტის რუსთავის განყოფილებაში გაერთიანდა. ჰყავდა ვაჟი - ზვიადი. მომავალი სასულიერო პირი ვერასდროს იფიქრებდა, რა განსაცდელი ელოდა. უბედურმა შემთხვევამ თავზარი დასცა სუთიძეების მშვიდ ოჯახს, რომელიც ვაჟიშვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. მთელ რუსთავს დაენანა სანიმუშო ახალგაზრდა, რომელიც დაჯილდოებული იყო სპორტული და შემოქმედებითი ნიჭით. მისი ნახატები, რომლებიც სავსეა რელიგიურ-ალეგორიული შინაარსით, განცვიფრებას იწვევენ მნახველებში. შვილის ტრაგიკულმა ბედმა დეპრესიაში ჩააგდო ერისკაცობაში მყოფი დავით სუთიძე. უფალმა არ მიატოვა გამწარებული მამა და მხსნელად მოუვლინა არქიმანდრიტი მიქაელ კასრაძე. მოძღვარმა გულში ჩაიკრა, სულიერ შვილად მიიღო ტკივილით აღსავსე კაცი. მცირე ხანში რუსთავის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში დავითს ჩააცვეს სტიქარი. ამ პერიოდში მან გაიცნო ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი, რომელმაც სტიქაროსანი თავის ეპარქიაში წაიყვანა და გარკვეული დროის შემდეგ აკურთხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად.

ვაჟიშვილის გარდაცვალებიდან ორიოდე წლის შემდეგ მღვდლის ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა. პატარა საბას მოვლინებამ ძალა და ენერგია შემატა მამა დავითს. სამი წლის საბასთან ერთად ფეხით დაიარებოდა სოფლიდან სოფელში, მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა თოვლი, წვიმა და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ზინობიანი, ჭიკაანი, გავაზი დავითისათვის ჩვეულ საფეხოსნო მარშრუტად იქცა და მრევლთან ერთხელაც არ დაუწუწუნია. დასაწყისში ჭიკაანის ტაძრის მრევლი სულ შვიდი კაცისაგან შედგებოდა, რომელიც თანდათანობით გაიზარდა და დღეს, უფლის წყალობით, ტაძარში მომრავლდა მრევლი. იგივე უნდა ითქვას გავაზზე. 2003 წლიდან მამა დავითი ყოველწლიურად მრევლთან ერთად მეუფე სერგის კურთხევით დაიარება საქართველოს სიწმინდეთა მოსალოცად. 2008 წლიდან, როგორც მღვდელი დავითის სულიერი შვილი, დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე მომლოცველთა ამქარში და ვეზიარე ქართული სულიერების მადლს განსაცვიფრებელი სიწმინდეების სახით. მოვიარეთ ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, ლეჩხუმი, აჭარა, მამა დავითის მშობლიური რაჭა. "კაცმა ჯერ თავისი ქვეყნის ფასი უნდა ისწავლოს, რომ მერე სხვისი დააფასოსო"- გვმოძღვრავდა იგი და გვასწავლიდა განუწყვეტელი ლოცვის მადლის შესახებ: "მლოცველ კაცს ღმერთი იცავსო".

2009 წელს სვანეთის მოლოცვისას გავიცანით ფრანგი ტურისტი ცოლ-ქმარი. ჩვენი თარჯიმნების დახმარებით მოისმინეს ქადაგება საქართველოს ისტორიიდან. უცხოელები მოწიწებით განიმსჭვალნენ მღვდლის ცოდნისა და განათლების მიმართ. მამა დავითი ძალზე სტუმართმოყვარე და გულგახსნილი ადამიანია. სხვებისგანაც მოითხოვს ამას. არ უყვარს ღალატი, ორპირობა, სიცრუე და საქმისადმი ზერელეობა. მთელი არსებით ცდილობს სწორ გზაზე დააყენოს თითოეული მისი მრევლთაგანი. აი, რას ჰყვებიან მამა დავით სუთიძის სულიერი შვილები მოძღვარზე:

ეკა, მრევლი:
მე პროფესიით პროვიზორი ვარ და, აქედან გამომდინარე, სულ რეცეპტებთან და წამლებთან მაქვს საქმე. მამა დავითმა გადამატანინა ძმის გარდაცვალება და გამაძლიერა რწმენაში. მამაო ისეთ მისამართს მაძლევს ცხოვრების გზაზე, რომ გზას მიკვალავს დაბრკოლებებისაგან. უნდა ითქვას, რომ მე მამა დავითის რეცეპტებით ვცხოვრობ. შვილმკვდარი მშობლები მამა დავითის საზოგადოებაში ნუგეშსა და შვებას პოულობენ. იგი დაუზარელად ასრულებს მსახურებას თავისი მრევლის თხოვნით.

მამუკა, მრევლი:
მამაოს 2005 წლიდან დავუკავშირდი. ჩვენი სოფლისათვის ბევრი კარგი რამ გააკეთა. არ გვქონდა ელემენტარული ეკლესიური ცოდნა, ბევრი გვასწავლა ამ კუთხით, რაც მთავარია, გვასწავლა სიყვარული, რითაც მრევლი ერთმანეთს დაუკავშირა. ძალიან მომწონს მისი ვაჟკაცურობა, პირდაპირობა და სიმართლის სიყვარული. ჭიკაანის ეკლესია იყო მხოლოდ კედლები, დღესდღეობით კი მამაოს მცდელობის შედეგად საფუძვლიანად შერემონტდა და საუბარია მის მოხატვაზეც. თითქმის ნანგრევებიდან აღდგა აგრეთვე გავაზის ბაზილიკის ტიპის პატარა ეკლესია.

ნანა, მრევლი:
დიდი ღვაწლი მიუძღვის მამა დავითს როგორც ჭიკაანში, ასევე ზინობიანში. დიდი შრომის ფასად გაიხსნა სამლოცველო ყოფილი ფოსტის შენობაში, სადაც თვეში ერთხელ წირვაც ტარდება. იქვე, სამლოცველოს მახლობლად ჩაყრილია საძირკველი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისა, ჩვენი მეუფის კურთხევით. 2005 წელს მოძღვარმა წაგვიყვანა გერგეტში, სადაც 12 ეპარქიიდან იყვნენ ჩამობრძანებულები. უფლის წყალობით, მთელი მრევლი ეზიარა. როცა მამა დავითი ტაძარშია, ძალიან მომთხოვნია, თუმცა გულმოწყალეც არის, როცა ჩვენს სულებს ასე სჭირდება. მან მოახერხა მოექცია სოფელი, რის გამოც ბევრი რამ გადაიტანა: შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, წყევლა, ღალატი, მაგრამ განსაცდელების მიუხედავად მამა დავითმა შეძლო გვერდით ამოეყენებინა მისივე მოავეები, უკვე მართლმადიდებლებად მოქცეულები. მოძღვარი რამდენ სულსაც გადაარჩენს, იმდენი შემწეობა ექნებაო, ნათქვამია! უფალი უსათუოდ ხედავს ჩვენი მოძღვრის მოღვაწეობას და ალბათ დიდი წყალობაც ექნება. მადლობა უფალს!

თეონა, ანა, ელისაბედი, ხატია, ლია, ჭიკაანის ტაძრის მგალობლები:
აშკარად ვგრძნობთ, როგორ ვუყვარვართ მამაოს, გვარიგებს და გვემეგობრება. როცა რუსთავში მიდის, იქიდან ჩამოსული ხშირად ამბობს: ვერსად ვეღარ ვძლებ ჩემი მრევლის გარეშეო. არ უყვარს შარვლები გოგონებზე, ამაზე შენიშვნას ყველას აძლევს, უცხოებსაც კი! მკაცრია დაუდევრობის და გულგრილობის მიმართ.

თეოფილე პორტერი,
ჭიკაანის სკოლის ამერიკელი მასწავლებელი ვაშინგტონის შტატიდან:
რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში მამა დავითის ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. ისე მიმიღო, როგორც საკუთარმა მშობელმა. მასწავლის ყველაფერს ისე, როგორც ჩემი სულისათვისაა საჭირო. ხშირად მესაუბრება ქართულ ტრადიციებზე, მისი წყალობით აქაურობა ძალიან შემიყვარდა. ჩვენ თუ დავუჯერებთ მამა დავითის დარიგებებს, ვიქნებით ჭეშმარიტი მართლმადიდებლები...

თეოფილე დიდი მონდომებით სწავლობს ქართულ ენას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მამა დავითიც ეხმარება. ამერიკელი მართლმადიდებელი საუცხოოდ გალობს ქართულ საგალობლებს, მათ შორის პირველია "ქრისტე აღსდგა".

მაია, მრევლი:
ვგრძნობ, როგორ დადებითად მოქმედებს ჩემზე მამაოს ქადაგებები. მასთან შეხვედრები წვეთწვეთობით მიმატებს რწმენას. ძალიან დიდი იმედი მაქვს უფლის და მამა დავითისა...

ლალი, მრევლი:
უდიდესი ღვაწლი აქვს მამაოს, რომ ტაძარში დავიწყე სიარული, გავძლიერდი რწმენაში და ვცდილობ, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, შეძლებისდაგვარად სწორად ვიცხოვრო...

ნინო, მრევლი:
იგი არის პიროვნება, რომელმაც მასწავლა, თუ როგორ უნდა მივუახლოვდე უფალს, ეს ძალიან რთულია, რადგანაც დღევანდელობაში ამდენი საცდურია, მან მასწავლა აგრეთვე, თუ როგორი ცოცხალი ურთიერთობა უნდა იყოს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის. მამა დავითის წყალობით ჩემში არსებული პატრიოტიზმის გრძნობა გაათკეცდა. ხალასი იუმორი, ბავშვული ბუნება, ხასიათის სიმტკიცე, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა - ეს არის მამა დავითის თვისებები, რითაც ვაფასებ და რის გამოც მიყვარს ჩემი სულიერი მოძღვარი. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი მამები. მჯერა, რომ მათი ლოცვის წყალობით საქართველო მართლაც გაბრწყინდება!

ლია, მრევლი:
ყველაზე მეტად რაც მახარებს, ის არის, რომ მამა დავითმა დაგვაახლოვა და გაგვაერთიანა ჭიკაანელები, გავაზელები, ზინობიანელები, შეგვაყვარა ერთმანეთი და საერთოდ, გვასწავლა ადამიანების სიყვარული. უფალმა არ მოაკლოს ამ მადლის საზღაური!

როდესაც საუბარი ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, პატრიარქს ეხება, მამა დავითის თვალები დიდი სითბოთი და სიყვარულით ივსება. ერთხელ, სიწმინდეების მოსალოცად ყოფნის დროს ასეთი რამ გვითხრა: "უბედნიერეს ადამიანად ვთვლი თავს, რომ ილია II-ის ეპოქაში მომიწია მღვდლობა. განუზომელია მისი ღვაწლი. მისი მადლიანი ლოცვებით და მსახურებით ჩვენი ქვეყანა ბევრ განსაცდელს გადაურჩა და უფლის წყალობით კიდევაც ბევრს გადაურჩება. დიდხანს გვიცოცხლოს ღმერთმა და უფრო მეტად გაგვიძლიეროსო".

ჩვენი საყვარელი მოძღვარი მამა დავით სუთიძე ჩვეული გულითადობითა და შემართებით აგრძელებს სულიერ მოღვაწეობას ჩვენს ეპარქიაში. რაჭველი კაცი კახეთში გაფიცხდაო, თქვა ერთხელ მისმა ერთმა მრევლთაგანმა; ასეთი სწრაფი რაჭველი ჩემს დღეში არ მინახავსო, დაამატა მეორემ. მამაოს ცხოვრებაში იყო გულისტკივილიც და გულგატეხილობაც, ღალატიც და ცილისწამებაც, მაგრამ ღმერთის შემწეობით დათმენასაც ახერხებს და უფლის წყალობად მიიჩნევს. ყოფილა შემთხვევა, როცა მის მრევლს უჭირდა, შუაღამითაც კითხულობდა მისთვის ლოცვებს, ავადმყოფები წაუყვანია მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავზე; სისტემატურად იხდის პარაკლისებს ქვეყნის ერთიანობისათვის; ქვრივების, ობლებისა და გზასაცდენილების შემწეა. მის სიფიცხეში იმდენი სიყვარული, შემწყნარებლობა და სიალალეა, რომ ეს თვისებები არ შეიძლება მხედველობის მიღმა დარჩეს ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს. არასოდეს მოგვიშალოს უფალმა მამა დავითის ომახიანი შემოძახილი მის მოყვარულ და მადლიერ მრევლს. ამინ!
ფიქრია პატარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat