თუკი მარადიული სატანჯველის არ გეშინია, რატომღა უნდა გეშინოდეს აფხაზების?
თუკი მარადიული სატანჯველის არ გეშინია, რატომღა უნდა გეშინოდეს აფხაზების?
1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთში, სოხუმის მახლობლად მდებარე სოფელ კომანში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა: რუსმა და აფხაზმა ჯარისკაცებმა საშინელი წამებით ამოხოცეს წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში თავშეფარებული ადამიანები. მათ არც ტაძრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდეს. მასთან ერთად აღესრულა ტაძრის აღმდგენი, მართლმორწმუნე აფხაზი იური ანუა, რომელიც სწორედ იმ დღეს აკურთხა მამა ანდრიამ იპოდიაკვნად.

მამა ანდრიას გახსენება მის ძმას, მამა იოანე ყურაშვილს ვთხოვეთ.

- მამა ანდრია - ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი 1966 წლის აპრილს დაიბადა ბაღდათის რაიონში. მის გარდა ოჯახში კიდევ რვა დედმამიშვილი ვიყავით. პაატა რიგით მეოთხე გახლდათ. ბავშვობიდან გამორჩეული, სუფთა ბუნება ჰქონდა. ყოველთვის მოწყალებას იჩენდა გაჭირვებულთა მიმართ. ფიზიკურად ძლიერი იყო და სპორტსაც მისდევდა, თუმცა თავისი ფიზიკური ძალა არასოდეს გამოუყენებია სხვების დასაჩაგრად, პირიქით, სხვას თუ ჩაგრავდნენ, აუცილებლად გამოესარჩლებოდა. ოჯახს და მშობლებს რომ დახმარებოდა, მერვე კლასიდან პროფტექნიკურ სასწავლებელში გადავიდა და მუშაობა დაიწყო. ხელფასი უკლებლივ შინ მოჰქონდა.Oოჯახის წევრებსაც ყოველთვის განსაკუთრებული კრძალვა გვქონდა მისი.

- ბავშვობიდან ხომ არ ავლენდა რწმენისადმი ლტოლვას?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მშობლები - ელგუჯა და ლამარა ყურაშვილები ღვთისმოსაობითა და ეკლესიური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ, ჩვენი ბავშვობის პერიოდში, მოგახსენებათ, რა მდგომარეობა იყო სარწმუნოების თვალსაზრისით, შესაბამისად, არც ბავშვები მივდევდით ეკლესიურ ცხოვრებას, მაგრამ, როგორც ჩანს, შინაგანად და გაუცნობიერებლად მაინც ჰქონდათ ღვთის სიყვარული. ასე რომ არ ყოფილიყო, ცხრა შვილსაც არ გააჩენდნენ. მამა ამბობდა კიდეც - უფალი და განგება რამდენ შვილსაც გაჩუქებს, იმდენი უნდა გააჩინოთო. იმ პერიოდში ეკლესიებს ყურადღებას არავინ აქცევდა, მამამ მიტოვებული ეკლესია-მონასტრები დაასუფთავა, სიწმინდეები გამოიტანა და საკუთარი სახსრებითა და ამაგით დაარსებულ ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში დააბრძანა სხვა სიძველეებთან ერთად. მხოლოდ რამდენიმეჯერ ვიყავით ბავშვები მამასთან ერთად მიტოვებული ტაძრის ნანგრევებზე. ეს იყო და ეს.

მამა ანდრია აღსრულებამდე წელიწად-ნახევრის წინ მოინათლა. მშობლებმა კი მოგვნათლეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის პიროვნება, რომელმაც ჩვენი ნათლობა აღასრულა, სასულიერო პირად ნაკურთხი არ ყოფილა. ამის შესახებ პაატამ შეიტყო. თვითონაც მოინათლა მამა დავითის მიერ და ჩვენც მოგვიწოდა, რომ ჭეშმარიტი ნათლისღებით მოვნათლულიყავით.

- როგორ შეუდგა პაატა ღვთისკენ სავალ გზას და რამ გადააწყვეტინა ბერად შედგომა?

- ეს მოხდა ეროვნული მოძრაობის დროს. პაატა აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. მოგეხსენებათ, ეროვნულმა მოძრაობამ ხალხი ეკლესიისკენ მიაბრუნა. Pპაატამაც მაშინ შეიმეცნა ღვთის არსებობა. ერთ-ერთ აქციაზე ყოფნისას შემთხვევით შეხვედრია თავის ბაღდათელ ახლობელს - ილია კარკაძეს, რომელიც შემდგომ მღვდლად აკურთხეს. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ საუბარი სარწმუნოებაზე ჩამოუგდიათ. მამა ილიას წმინდა წერილი უთხოვებია. ბაღდათში ცალკე ბინაც გვაქვს, იქ განმარტოვდა და მთელი კვირა თავაუღებლად კითხულობდა წმინდა წერილს, შემდეგ ორი კვირით ბაღდათის რაიონში არსებულ ზეკრის ტყეში განმარტოვდა. შემდეგ გავაცნობიერე, რომ იქ საკუთარი თავის შესაცნობად განმარტოვდა, როგორც ჩანს, შინაგანად უკვე ემზადებოდა მონაზვნური ცხოვრებისთვის.Oორი კვირის შემდეგ დაბრუნდა. იმ პერიოდში ბაღდათში, მამაჩემის მიერ დაარსებულ მუზეუმში ქრისტიანობის შესახებ ლექციებს კითხულობდა გოჩა აბულაძე, რომელიც ამჟამად მეუფე სპირიდონია, პაატაც უკლებლივ ყველა ლექციას ესწრებოდა. მაშინ დაუახლოვდა მას. შემდგომში გოჩა მღვდლად აკურთხეს მამა გრიგოლის სახელით და პაატას სულიერი მოძღვარიც გახდა. 1991 წელს პაატა აჭარაში წავიდა სიწმინდეების მოსალოცად და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მონასტერში წასვლა. მამა გრიგოლის კურთხევით, ერთი წელი მორჩილებაში გაატარა სხალთის მონასტერში. 1992 წელს, გერგეტის სამებაში, ილიაობას აღკვეცა ბერად კათოლიკოს-პატრიარქმა და სახელად ანდრია უწოდა.

- აფხაზეთში როგორ აღმოჩნდა?

- იმ პერიოდში, როდესაც მამა ანდრია სხალთის მონასტერში იმყოფებოდა, მონასტრის წინამძღვარი იყო მეუფე დანიელი, რომელიც იმ დროს არქიმანდრიტის ხარისხში იმყოფებოდა. 1993 წელს მამა დანიელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ჩააბარეს. სწორედ მეუფე დანიელმა წაიყვანა მამა ანდრია აფხაზეთში და კომანის ახლადაღდგენილი, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. ოჯახში ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. გვქონდა ინფორმაცია, რომ სხალთაში აღარ იმყოფებოდა, მაგრამ არ ვიცოდით, სად იყო. რამდენიმე მონასტერში ვიყავი მისული, რომ გამეგო, სად მოღვაწეობდა, ბოლოს მამა ილია კარკაძისგან შევიტყვე, რომ მეუფე დანიელს ჰყავდა აფხაზეთში გადაყვანილი. მშობლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მომენახულებინა და მეთხოვა, რამდენიმე დღით მშობლიურ კუთხეში ჩამოსულიყო. როდესაც კომანში ჩავედი, მახსოვს, სეფისკვერებს და პურებს აცხობდა. სეფისკვერებს - მსახურებისთვის, თავისი გამომცხვარი პურებით კი მოხუცებს აპურებდა, რომლებიც ტაძრის მახლობლად თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა. გაუკვირდა კიდეც. მშობლების თხოვნა რომ გადავეცი, უარი არ უთქვამს, მითხრა, მეც ვაპირებდი წამოსვლასო. თავისი საქმე დაასრულა, მგზავრობის ლოცვა თქვა და წამოსასვლელად გავემზადეთ. ფეხსაცმელიც არ ჰქონდა. წავიდა, ძველი რეზინის ფეხსაცმელი იპოვა, გადაჭრა და იმით წამოვიდა. მეუფე დანიელის ლოცა-კურთხევის გარეშე ვერ წამოვიდოდით, ამიტომ ჯერ მეუფე მოინახულა, კურთხევა აიღო და წამოვედით. განუწყეტელი მარხვისა და ლოცვის კვალი სახეზეც აჩნდა - საოცარი ნათელი ადგა და ერთიანად უბრწყინავდა სახე. როდესაც დედემ დაინახა, გაოცება ვერ დამალა და მიამიტურად წარმოთქვა: "როგორ სულ ქრისტეს დამსგავსებიხარ, შვილოო".

მეუფისგან კურთხევა ჰქონდა, რომ ერთი კვირით დარჩენილიყო, მაგრამ სამ დღეზე მეტხანს არ გაჩერდა, სოხუმში უკვე დაძაბული ვითარება იყო და ჩქარობდა წასვლას - იქ ხალხი ჩემს ჩასვლას ელოდება და უნდა წავიდეო. ღამე სახლში არ გაუთევია, ზედა დიმის ეკლესიაში რჩებოდა. ყველა მოინახულა, ყველას მიეფერა, თავისი საყვარელი ადგილები მოინახულა, მდინარეშიც გაიცურავა შესამოსლით.Bბოლოს ბავშვობის მეგობარს სახლი უკურთხა და წასასვლელედ გაემზადა. სხვათა შორის, აპირებდა ყველაზე პატარა ძმა - იმედაც წაეყვანა, რომელიც ამჟამად მღვდელმონაზონი ელიზბარია, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა - უთხრა, შემდეგში წაგიყვანო.

- ვიდრე მამა ანდრიას აფხაზეთში დაბრუნებაზე ვისაუბრებთ, ისიც გავიხსენოთ, როგორი მოღვაწე იყო მამა ანდრია...

- მამა ანდრიას სულიერი მოღვაწეობის შესახებ იური ანუას მეუღლის - ზოია ანუას (ამჟამად დედა ნანას) და მისი ქალიშვილის მანანა ანუას მონათხრობიდან ვიცით. მამა ანდრია უდიდეს სულიერ ღვაწლში იმყოფებოდა. სარეცელზე საერთო არ წვებოდა,Mმჯდომარე მდგომარეობაში, ტაძრში კედელზე მიყრდნობილს ეძინა. ყოველდღიურად ასობით მეტანიას ასრულებდა. საოცარი მლოცველი იყო, ისეთი, ძველ პატერიკებში რომ წაგვიკითხავსო, - იგონებს მანანა ანუა. საოცარი მოშურნეობით გამოირჩეოდა. საზრდელსაც ძალიან მცირეს იხმევდა. ჰკითხეს თურმე, რატომ იმყოფები ასეთ ღვაწლშიო. ჯერ ორი წელიწადიც არ არის, რაც მოვინათლე, უფალი შევიმეცნე და ამ კურთხეულ გზას დავადექი, მანამდე დრო ტყუილად დავკარგე და ახლა უნდა ავინაზღაუროო, უთქვამს.

როგორც ვთქვით, მამა ანდრია კომანის იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი იყო, ვიდრე ტაძრის წინამძღვრად მამა ანდრიას დაადგენდნენ, იქ სასულიერო პირი არ მოღვაწეობდა. მოგეხსენებათ, კომანი ქრისტიანობის პირველი საუნეებიდანვე განდიდდა ღვთის მადლით და ცნობილი გახდა მართლმადიდებლური სამყაროსთვის - აქ მოსულან საქართველოში შემოსული უფლის მოციქულები - ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. კომანში აწამეს წმინდა ვასილისკო, წმინდა გიორგის ძმისშვილი და წმინდა თეოდორე ტირონის დისწული. მისი წამების ადგილას დღემდე მოედინება მაკურნებელი წყარო, რომელიც თურმე მაშინ აღმოცენდა ვასილისკოს ლოცვით, როდესაც წმინდა მოწამეს წამებისას წყალი მოსწყურებია. 407 წელს კომანში აღესრულა წმინდა იოანე ოქროპირიც, როდესაც იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში გადმოასახლეს. ერთხანს მისი წმინდა ნეშტი კომანის მიწაში განისვენებდა, მისი კონსტანტინოპოლში გადასახლების შემდეგ იქ დარჩა ქვის სარკოფაგი, რომელშიც მისი წმინდა სხეული განისვენებდა. კომანის მიწაში ინახებოდა ერთხანს იოანე ნათლისმცემლის თავიც. მისი პატიოსანი თავის პოვნა მესამედ სწორედ კომანში მოხდა. კომუნისტურ ხანაში ტაძარი, სადაც იოანე ოქროპირის სარკოფაგი ინახებოდა, დაინგრა. მორწმუნე ადამიანებს სარკოფაგი სოხუმში გადაუტანიათ. წმინდა ვასილისკოს წყაროს წინ კომუნისტებს თევზსაშენი გაუკეთებიათ, მაგრამ შემდეგ აღარ გამოუყენებიათ და მიუტოვებიათ. იქაურობა ერთიანად ჭაობად ყოფილა ქცეული. ამგვარ ვითარებაში იყო კომანის სიწმინდეები, როდესაც ამ სოფელში იური და ზოია ანუებმა აგარაკი იყიდეს. იური ანუას საკუთარი სახსრებით მოუწესრიგებია სიწმინდეები. ტაძარიც აღუდგენია და სოხუმიდან კვლავ კომანში გადმოუბრძანებია იოანე ოქროპირის სარკოფაგი. სწორედ ამ ტაძრის წინამძღვარი იყო მამა ანდრია...

- კვლავ იმ პერიოდზე გავაგრძელოთ თხრობა, როდესაც მამა ანდრია აფხაზეთში დაბრუნდა...

- აფხაზეთში დაბრუნება ძალიან გაუჭირდა. იმ დროს ტრანსპორტი ძალიან ჭირდა. ქუთაისიდან სოხუმამდე საერთოდ შეწყვეტილი იყო სატრანსპორტო მიმოსვლა. მამა ანდრიამ სამხედრო ვერტმფრენით მოახერხა გადაფრენა. მისი ჩასვლის შემდეგ კომანში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სწორედ კომანიდან აპირებდნენ სოხუმის აღებას. კომანიდან სოხუმი ხელისგულივით მოჩანს. სოფელს 35-კაციანი რაზმი იცავდა, ზაზა პაკელიანის მეთაურობით, მოწინააღმდეგე მხარეს კი 1500 კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლი ჰყავდა. 5 ივლისს, გამთენიისას, კომანი ცეცხლის ალში გაეხვა. სოფლიდან გაყვანილი ჰყავდათ ქალები და ბავშვები, ვისაც ბრძოლა არ შეეძლო - მოხუცებმა და ინვალიდებმა ტაძარს შეაფარეს თავი. როგორს ამბობენ, მამა ანდრია ამ მძიმე განსაცდელის დროსაც გასაოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა - ტაძარში შეკრებილ ადამიანებს ანუგეშებდა, მოუწოდებდა, სიმშვიდით შეხვედროდნენ განსაცდელს. მოწინააღმდეგე მხარეს მალე ტაძრის მიმართულებითაც გაუხსნია ცეცხლი. მორჩილს უკითხავს - მამა ანდრია, არ გეშინიათო? - თუკი მარადიული სატანჯველის არ გეშინია, რატომღა უნდა გეშინოდეს აფხაზებისო? - უთქვამს მამა ანდრიას, შემდეგ უნუგეშებია - ნუ გეშინია საშიში ცათა სასუფევლის გარეშე დარჩენააო... სწორედ იმ დღეს აღესრულა მოწამებრივად მამა ანდრია...…

საუბარს მომდევნო ნომერში განვაგრძობთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat