ხმელი მჭადი და შენი სამშობლო გერჩიოს ყველაფერს
ხმელი მჭადი და შენი სამშობლო გერჩიოს ყველაფერს
თბილისის წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში სტუმარი ჰყავდათ - მამა ზაქარია ფერაძე - საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი კვიპროსსა და ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში. წირვაზე მოსულ მრევლს საკურთხევლიდან ტაძრის წინამძღვრის - მამა არჩილის ხმასთან ერთად კარგად ნაცნობი და მონატრებული ხმა ესმოდა - მამა ზაქარია მღვდლობამდე ამ ტაძრის მგალობელი და მედავითნე გახლდათ.

მამა ზაქარია: - მაშინ ძალიან რთული დრო იყო. ახლად ვიწყებდით უფლის შეცნობას და მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ამ ტაძარში მომიყვანა ისეთი მოძღვრის ფრთებქვეშ, როგორიც მამა არჩილია. წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში დიდი სკოლა გავიარე.

მძიმე 90-იანი წლები იდგა. ახალნაკურთხი მამა ზაქარია ხარაგაულში გაამწესეს. ყოფილი მილიციის შენობა მისცეს, რომელიც რევოლუციამდე მღვდლის საკუთრება ყოფილა. ხან ცხენით, ხან ფეხით დადიოდა მთის სოფლებში, სადაც ღრმად მოხუცნი თუ ახალგაზრდები ელოდნენ მოძღვარს.

საცხოვრებელ სახლში მოწყობილ საკლასო ოთახში ბავშვებს და მოზრდილებსაც ასწავლიდნენ კატეხიზმოს, გალობას, ქარგვას. რამდენიმე ბავშვი კი, რომელთა აღზრდაზეც, სხვადასხვა გარემოებათა გამო, არავინ ზრუნავდა, მამა ზაქარიასთან ცხოვრობდა. მოძღვარი და მისი მეუღლე ქეთევანი ღვიძლი შვილებივით უვლიდნენ და ზრდიდნენ ყმაწვილებს. მათგან უფროსი 15 წლის იყო, უმცროსი - 9-ისა.

ქეთევანი: - გულახდილად რომ გითხრათ, მათი აღზრდა ძალიან გაგვიჭირდა. ბავშვები უკვე მოზრდილები იყვნენ, ჩამოყალიბებული ჩვევები ჰქონდათ. მათი რეჟიმში ჩაყენება, მეცადინეობა, წესრიგის მიჩვევა ისე, რომ ჩვენს სიმკაცრეში სიყვარულიც ეგრძნოთ და გული არ სტკენოდათ, რთული იყო. ბავშვებსაც გაუჭირდათ - თავისუფალ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი, მაგრამ იმხელა სიყვარულს გრძნობდნენ მამა ზაქარიასგან, რომ ყველა სიძნელე დაძლიეს, მრევლიც მხარში ამოგვიდგა. მახსოვს, ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულმა დავითმა გვითხრა: - სკოლის დირექტორმა დამაბარა, მამა ზაქარიას ჩემგან დიდი მადლობა გადაეცი, შვილო, თვალებში შუქი ჩაგიდგათო.

თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი ჩვეული ბავშვური სიანცე ზოგიერთისთვის ეკლესიისა და ჩვენი განკითხვის საბაბი ხდებოდა.

მამა ზაქარია: - ხარაგაულში ყოფნის დროს რომელიღაც ალბომს ვათვალიერებდი. იქ ვნახე კვიპროსზე ქართული მონასტრის ნანგრევების ფოტო. დაუფიქრებლად წამოვიძახე, - უნდა წავიდე და ეს მონასტერი აღვადგინო-მეთქი. ჩემს ნათქვამზე თვითონვე გამეცინა.

ხარაგაულში ერთწლიანმა მსახურებამ ძალიან დამქანცა - მე ხომ ახალი ნაკურთხი ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა. ერთი კვირით ჯიხეთის მონასტერში წავედი. მთელი კვირა ვლოცულობდი და უფალს ვთხოვდი, თუ მისთვის სათნო იქნებოდა, კვიპროსზე წავეყვანე. მაგრამ ხარაგაულიდან ხულოში გადამიყვანეს. ალბათ იმიტომ, რომ გამევლო ერთგვარი წვრთნა.

ეკლესიური თვალსაზრისით, ხულო მაშინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი წერტილი" გახლდათ. 80-იანი წლების დასაწყისში იქ არც ერთი ქრისტიანი არ იყო. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კურთხევით, მამა ზაქარია დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. მოძღვარს იქ დახვდა ათიოდე მართლმადიდებელი, ძველ, მამა-პაპათა რწმენას დახარბებულნიც და ფანატიკოსი მაჰმადიანებიც.

ქეთევანი: - იქაურების უმეტესობა პატივს გვცემდა. მოდიოდნენ, სწავლობდნენ, ინათლებოდნენ. ტაძარი არ გვქონდა და სასწავლებლის საცხოვრებელ ნაწილში სამლოცველო ოთახი მოვაწყვეთ. მოსახლეობა ძალიან გვეხმარებოდა, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს ფანჯრებს ქვებსაც უშენდნენ.

ხშირად მოდიოდნენ ხოჯებიც და დიდხანს საუბრობდნენ მამა ზაქარიასთან. იგი ცდილობდა, მათთვის დაენახვებინა მამა-პაპათა სარწმუნოების ჭეშმარიტება.

ჩვენი აღზრდილებიც მხარში ამოგვიდგნენ და ახლა უკვე სხვებისთვის იყვნენ სამაგალითონი.

მამა ზაქარია: - ჩასვლისთანავე დავიწყეთ წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ტაძრის მშენებლობა. თუმცა მშენებლობის დამთავრებამდე გადამიყვანეს ქობულეთში - ჯერ ახალშენის, შემდეგ ქობულეთის ტაძრის მღვდელმსახურად. გასაკეთებელი აქაც ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ის ყოფითი პრობლემები, რაც ხარაგაულსა და ხულოში გვქონდა, ნაკლებად გვაწუხებდა, თითქოს უფალი ძალების მოკრების საშუალებას გვაძლევდა. 1999 წელს ორი კვირით მეუფე დიმიტრის ვახლდი კვიპროსზე. სხვა სიწმინდეებთან ერთად მოვინახულე ღალიას მონასტერიც. იქ ისეთი საშინელი სიცხე იცის, ისეთი უმწეობა ვიგრძენი, რომ ერთი სული მქონდა, შინ როდის დავბრუნდებოდი. ერთი წლის შემდეგ, როდესაც კვიპროსზე მსახურების არავითარი სურვილი აღარ მქონდა, სინოდის გადაწყვეტილებით, დავინიშნე საპატრიარქოს წარმომადგენლად კვიპროსსა და ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში.

ისტორიულად კვიპროსსა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ორივე გაუთავებლად იბრძოდა მამულისა და ქრისტიანობის დასაცავად. კვიპროსზე მოღვაწეობდა საქართველოს სიმბოლოდ წოდებული ლაზარე. იგი 18 წელი კიტიის ეპისკოპოსი იყო და იქვე დაკრძალეს. ლაზარეს ცხედარი ესვენა ქ. ლარნაკას წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში. დღეს აკლდამაში მხოლოდ თავის ქალაა.

ცნობილია, რომ ჩვენი მეფეები - დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ერეკლე II - დიდ ყურადღებას აქცევდნენ კვიპროსის ქართულ ეკლესია-მონასტრებს, აქ ქართული კოლონიებიც ყოფილა.

XVIII-XIX ს.ს.-ში საქართველოში ეპისკოპოსად იკურთხა და აქვე მოღვაწეობდა კვიპრელი ბერი სამუელი.

პოლიტიკურმა ვითარებამ, განსაკუთრებით კი თურქეთის ბატონობამ, ეს ურთიერთობები შეასუსტა. თუმცა ჩვენი მეფეები მაინც ახერხებდნენ კვიპროსის დახმარებას. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს კავშირები შეწყდა.

ბოლო წლებში პატრიარქის თაოსნობით დაიწყო ამ კავშირების აღდგენა. კვიპროსზე სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ სინოდის წევრები: მეუფე სერგი, მეუფე საბა, მეუფე თეოდორე და 2000 წლის თებერვალში უკვე საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა მამა ზაქარია ფერაძე.

მამა ზაქარია: - კვიპროსის ქართული მონასტრებიდან ყველაზე დიდი ღალიას ანუ ჟალიას მონასტერია. ბერძნულად "იალია, იალიოს" სანაპიროს ნიშნავს. მონასტერი კუნძულის ჩრდილოეთითაა, სანაპიროზე, მთაზე, ლამაზ წიწვოვან ტყეში, გვერდით წყაროც მოწანწკარებს (კვიპროსზე წყალი თითქმის არ არის). მონასტრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. X ს-ში აქ უკვე ძლიერი სამონასტრო ცენტრი იყო. აქ ითარგმნა ქართულად 75 ფსალმუნი (დღეს ეს ხელნაწერი პეტერბურგის ერთ-ერთ ინსტიტუტში ინახება).

XII ს-ში წმინდა თამარ მეფემ ხელახლა აღაშენა ეს სავანე და შეუქმნა მეტოქი კონსტანტინოპოლში, საიდანაც ის ფინანსდებოდა. იმ დროისთვის ღალიას მონასტერი, კიკოს მონასტერთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერი ყოფილა კვიპროსზე არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. აქ მოღვაწეობდა დიდი ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი. ღალიას მონასტრის ახლოს, სამასიოდე მეტრში, წმინდა ნიკოლოზის ნამონასტრალია. ვარაუდობენ, რომ ახლომახლო რამდენიმე ასეთი მონასტერი იყო, მაგრამ თურქების ბატონობისას თანდათან განადგურდა და გაქრა ქართული კვალი.

აქაურები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ღალიაში განისვენებს წმინდა მეფე თამარი. ეს ბუკლეტებშიც კი უწერიათ. ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც ლაშა-გიორგი დედის ნეშტს, მისი ანდერძით, იერუსალიმში მიასვენებდა, კვიპროსზე შეჩერდა; პოლიტიკური არეულობის გამო ვეღარ შეძლო იერუსალიმში გადასვლა და დედა ღალიას მონასტერში დაკრძალა. გავრცელებულია ასევე თქმულება აქ დაფლული უდიდესი განძის შესახებ. საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ უცდიათ ამ განძის დაუფლება, მაგრამ ვერ მოუხერხებიათ. ამბობენ, მას გველები იცავენო. ჩვენს იქ ყოფნაშიც, 2-3 წლის წინ, ორი კაცი ღამით მისულა განძის მოსაძებნად. როგორც კი თხრა დაუწყიათ, მიწიდან ამომძვრალა 3 ქვეწარმავალი და გარს შემოხვევია მძარცველებს. შეშინებულებს ნიჩბები დაუყრიათ თუ არა, გველები მაშინვე დახსნიან. ორიოდე კვირის შემდეგ ორივე ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

ადგილობრივი მცხოვრებლები სიამოვნებით გვაჩვენებენ კლდის ქიმს, რომელსაც ბერის ნახტომს ეძახიან და მოგვითხრობენ მონასტრის უკანასკნელ ბერზე, რომელსაც თურქები გამოდევნებიან მოსაკლავად. ქიმზე ასულ ბერს პირჯვარი გადაუწერია და გადამხტარა. გაოგნებული თურქების თვალწინ ნელ-ნელა, ნარნარით დაეშვა თურმე ბერი მიწაზე და ტყეში გაუჩინარდა. მონასტერი წმინდა მამათა სახელობისაა. თურქებს ბევრჯერ უნდოდათ მისი დანგრევა, მაგრამ ყოველი მცდელობისას ტყიდან გამოდიოდა ლომზე ამხედრებული წმინდანი და თავზარს სცემდა მოძალადეებს. 1953 წელს მონასტერი მიწისძვრამ დაანგრია. შემორჩენილია კედლები, გაფერმკრთალებული ფრესკები და წარწერები.

საჭიროა აქ არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. ჩვენ გვინდოდა ახლომახლო ქართული ეკლესიის აშენებაც. ხელისუფლებამ ამ განზრახვაზე უარი გვითხრა. შარშან, ჩვენი თბილისში ყოფნისას, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ვითარების შესწავლის შემდეგ თბილისში შედგა კვიპროსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და დაიდო ხელშეკრულება კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. კვიპროსში სულ მალე დაიწყება ღალიას მონასტრის არქეოლოგიური გათხრები ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.

კვიპროსის სამხრეთით, კიტიის ეპარქიაში, ქალაქ ლარნაკასთან, არის წმინდა გიორგის ქართული მონასტრის ნანგრევები. ის უფრო ცუდ მდგომარეობაშია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ძირის და სამრეკლოს ნაშთები. აქ ყოფილა დიდი ქართული კოლონია. ჩვენ გვინდოდა ნანგრევების გაწმენდა და პატარა საკურთხევლის მოწყობა წირვის დასაყენებლად, მაგრამ ჯერჯერობით დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით.

ქართული ტაძარი ყოფილა დედაქალაქშიც, მაგრამ დღეს მისი კვალიც არ ჩანს.

კვიპროსის თურქულ ნაწილში არის ქართული ნამონასტრალი.

***
2001 წელს კვიპროსზე ჩვენი პატრიარქი ბრძანდებოდა. კვიპროსი გამორჩეულად, მეფური დიდებით შეხვდა ივერიის სულიერ მესაჭეს, იმგვარადვე, როგორც უფალს ხვდებოდნენ იერუსალიმში. ყველა ქალაქში, ყველა ეკლესიაში, სადაც შევიდა პატრიარქი - ყვავილებს უფენდნენ, მოსახლეობა თვალცრემლიანი ეგებებოდა, სამხედროები ზალპით ხვდებოდნენ. თვით მთავრობის წარმომადგენლებიც კი გაოცებული იყვნენ. ექვსი წელია იქ ვარ და ასე არავის დახვედრიან. იმ დღეებში კვიპროსელი ქართველობა ერთსულ და ერთხორც შეიკრა, სპეციალურად ამ დღისთვის საკუთარი ხელით შეკერილი ეროვნული დროშებითა და ქართული საგალობლებით დახვდნენ უწმინდესს, მუხლი მოიყარეს და კურთხევა ითხოვეს. თვალცრემლიანმა პატრიარქმა დალოცა უცხო ცის ქვეშ მყოფი ქართველები და უთხრა: თქვენ კი არ უნდა მხვდებოდეთ აქ, მე უნდა გხვდებოდეთ საქართველოშიო. ვფიქრობ, უფალმა აღძრა ეს ხალხი, უფალმა დაგვანახა, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი პატრიარქი.

უწმინდესმა მოინახულა ღალიას ნამონასტრალი, მოილოცა და სურვილი გამოთქვა, - იქნებ აქ ავაშენოთ წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, რომელიც იქნება საქართველოს და კვიპროსის მეგობრობის სიმბოლოო.

კვიპროსელები გააოცა ჩვენი პატრიარქის თავმდაბლობამ. საერთოდ, ისინი დიდ პატივს სცემენ ჩვენს იერარქებს. აშკარად ჩანს, ჩვენი ეკლესია დღევანდელ მსოფლიოში - განსაკუთრებულია.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც კურირებს რელიგიის სფეროს, მითხრა: - დღევანდელ მსოფლიოში თქვენი პატრიარქი სამაგალითოა, ვისგანაც ყველამ უნდა ისწავლოსო.

ქართველ ღვთისმსახურებს დიდ პატივს სცემენ კიკოს მონასტერში. კიკოს მონასტერი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ ინახება ლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სახე დაფარული აქვს და არავის ეჩვენება. კიკოს მონასტერი წარმართავს კვიპროსის არა მარტო სულიერ, არამედ მატერიალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას.

საქართველოს დიდი ამაგი აქვს კიკოს მონასტერზე. როდესაც თურქებმა დაწვეს მონასტერი, მათი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და დახმარება სთხოვეს იმერთა მეფეს, სოლომონ I-ს. მეფემ მათ უბოძა სოფელი ვარძია ტყით და მონასტრით. ეს სოფელი 200 წლის განმავლობაში არჩენდა კიკოს სავანეს.

ვარძიის მონასტრის გარდა, სავანეს მიწები ჰქონდა სურამში, ქუთაისსა და თბილისში.

კიკოს არქივში არის ნუსხა, რომელიც ბერ ათანასეს (დღეს იგი ეპისკოპოსია და ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი რუსეთში) შეუდგენია. ნუსხა საკმაოდ სქელტანიანია. მასში შეტანილია არასრული სია იმ დახმარებებისა, რომელსაც საქართველო კვიპროსს უწევდა. შემონახულია წერილი, რომელშიც კიკოს მონასტრის ბერები უზიარებენ ბერძენ ბერებს - საქართველო რომ დამოუკიდებელი იყოს, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდაო.

- ჩვენ საქართველოს ვალს ვერასოდეს გადავიხდით, - ბრძანა კიკოს მონასტრის წინამძღვარმა უწმინდესის ვიზიტის დროს.

დღევანდელი სოციალური ვითარების გამო უამრავი ქართველი ლუკმაპურს საზღვარგარეთ ეძიებს. სამშობლოს მოწყვეტილი, მძიმე შრომით დაღლილი ადამიანისთვის ეკლესია აუცილებელი საყრდენია. ბოლო წლების უცხოურმა გამოცდილებამ აშკარად აჩვენა - ეკლესია პატარა ქართული ტერიტორიაა უცხო ქვეყანაში, რომელიც სულიერ საზრდოს და ძალას აძლევს ქართველს, ასწავლის, განმსჭვალავს სამშობლოში დაბრუნების სურვილით. რასაც გინდა მიაღწიო, იქ მაინც უცხო ხარ და რასაც ადვილად აპატიებენ თავისიანს, შენ არასოდეს მოგიტევებენ.

მამა ზაქარია: - კვიპროსზე ჩასვლისთანავე გვინდოდა ქართულად გვეწირა, მაგრამ აქ ნანგრევების გარდა არაფერი გვქონდა. ქართველები კი ძირითადად ქალაქებში მუშაობენ და მხოლოდ კვირა დღე აქვთ თავისუფალი. ვთხოვეთ იმ ეპარქიის მმართველებს, სადაც უფრო მეტი ქართველი მუშაობს და გამოგვიყვეს ტაძრები, სადაც ქართულად აღესრულება წირვა-ლოცვა. ერთ ტაძარში პატარა ფრესკაც კი გვაქვს. კვიპროსზე შედარებით უკეთესი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამ ტაძრებს აქვს წარწერები - ქართული ეკლესია, და იქვე ქართული დროშები ჰკიდია.

დღეს კვიპროსზე უამრავი ქართველია, განსაკუთრებით ბევრი ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც თურქულ და ბერძნულ ნაწილებს შორის აღდგა ურთიერთობა. კვიპროსზე არ გვქონდა არც საელჩო, არც საკონსულო და ქართველების უმრავლესობა ჩვენ გვთხოვდა პრობლემების მოგვარებას. უძლურნი ვიყავით საერო საკითხების გადაჭრაში. შემდეგ გაიხსნა საელჩო, რომელიც ისრაელს და კვიპროსს ერთად ემსახურება, დაინიშნა ელჩი - ლაშა ჟვანია. გვყავს კონსული - პეტრე კანკავა, კარგი ახალგაზრდა, ჩვენი ეკლესიის შვილი და ჩვენ ერთად უკვე ბევრი რამ შეგვიძლია.

დღეს გვაქვს ორი ტაძარი, სადაც ქართველები იყრიან თავს. დედაქალაქში კი ორ ენაზე (ბერძნულად და ქართულად) ვწირავთ უსინათლოთა მონასტერში. უსინათლოები მედავითნეობენ, გალობენ. თანდათან შეისწავლეს ქართული გალობა და ძალიან მოსწონთ. გვთხოვენ - სულ ქართულად ვიგალობოთო. კვიპროსზე ქართველი მღვდელი მარტო მე ვარ და კვირა დღეს, ბუნებრივია, ვერ ვწირავ ყველა იმ ქალაქში, სადაც ქართველები არიან. კვირაობით ვწირავთ დედაქალაქში, წმინდა ბარნაბა მოციქულის სახელობის ტაძარში. ბარნაბა მოციქულმა მოაქცია კვიპროსი და ამიტომ უპირველეს წმინდანადაა მიჩნეული. შემდეგ მივდივართ 80კმ-ის დაშორებით, ქალაქ ლიმასოლში, წმინდა მამაის სახელობის ტაძარში. ქალაქ ლიმასოლის ქართველობა მთელი კვირა ემზადება ამ დღისთვის. აქ ვიხდით პარაკლისს, ვქადაგებთ, აღსარებებს ვისმენთ, შემდეგ მივდივართ კვლავ 80-იოდე კილომეტრზე, ქალაქ პაფოსში, იქაც პარაკლისს ვიხდით (ამ ქალაქებში მონაცვლეობით ვწირავთ შაბათობით ან დღესასწაულებზე - მხოლოდ ღამისთევით, რადგან დღისით მუშაობენ. წირვას ისე ვიწყებთ, რომ ღამის პირველი-ორი საათისთვის დავამთავროთ). კვირა დღეს ვასრულებთ ღალიას მონასტერში, ვიხდით პანაშვიდს წმინდა ბერების სულის საოხად და აღვასრულებთ სამადლობელ პარაკლისს. ძალიან ბევრი უცხოელი მოდის ჩვენთან, განსაკუთრებით - რუსები და უკრაინელები. ღალიაში პარაკლისის შემდეგ ვმართავთ ტრაპეზს, ხშირად უცხოელებიც გვსტუმრობენ და ვცდილობთ, ქართულ კულტურას ვაზიაროთ. ერთ-ერთ გერმანულ ტურისტულ ბუკლეტში საგანგებოდ არის შეტანილი ჩვენი მონასტერი თავისი ტიპიკონით. მოუწოდებენ, ყველა მოვიდეს და გაეცნოს ქართულ ლოცვას, დამოკიდებულებას სასულიერო პირსა და მრევლს შორის და ქართულ სუფრას. პირველად რომ გერმანელები ტრაპეზზე დავპატიჟეთ, იკითხეს - ვინ გადაიხდისო. მომდევნო კვირასაც მივიწვიეთ. სხვებიც მოიყვანეს. ჩვენი ახალგაზრდები ცდილობენ, ქართული კულტურა ყველას გააცნონ. ღალიაში, წყაროზე, გვაქვს პატარა სანათლავი, სადაც მსურველებს ვნათლავთ. ერთი გერმანელი ქალი სწორედ აქ მოინათლა მართლმადიდებლურად და აქვე დასახლდა.

ქეთევანი: - მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარე აქვს. აქ ტიტანურად შრომობენ ორიოდ გროშის თავმოსაყრელად. მეუხერხულებოდა, ამ გაჭირვებულ ხალხს რომ ვუყურებდი და მეც დავიწყე მუშაობა. აქ გიყურებენ, როგორც მონას, მექანიზმს, რომელიც გაუჩერებლად უნდა მუშაობდეს. პირობები საშინელია - ზაფხულში სიცხე 45-50 გრადუსამდეა.

ტყუილია - ქართველებს შრომა ეზარებათო. ყველაფერი შეგვძლებია. აქ განსაკუთრებული მოთხოვნაა ქართველ მუშახელზე. ჩვენ რომ სამშობლოში ასე ვშრომობდეთ, ქვეყანა აღორძინდებოდა, თუმცა ჩვენთან ანაზღაურება უფრო დაბალია.

მამა ზაქარია: - ხმელი მჭადი და სამშობლოში ყოფნა სჯობს სხვაგან ფუფუნებით ცხოვრებას. იქაური დიდება მაცდური და ტყუილია. კიდევაც რომ გამდიდრდე, მაინც უცხო ხარ. რამდენი იქ გარდაიცვალა ახლობლების ნატვრაში. ყველას ვთხოვ, ფიქრადაც არ გაივლონ სადმე წასვლა. შენი ჰაერი და წყალი უფრო მეტია, ვიდრე იქაური სიმდიდრე. იქ ცნობილი ქართველი ოსტატებიც მუშაობენ. თამაზ გოზალიშვილმა კვიპროსის თითქმის ყველა სიწმინდე მოაპერანგა, მათ შორის ლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი და უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი, მაგრამ მის ქართველობაზე იქ არავინ ლაპარაკობს. მისი ნამუშევრების გამოფენები მთელ მსოფლიოში კვიპროსის სახელით ეწყობა. მადლობა უფალს, რომ იგი დღეს სამშობლოშია.

ქეთევანი: - იქ მყოფი ქართველებიდან ბევრს პატარები ჰყავს. ვცდილობთ, ბავშვები ერთმანეთს შევახვედროთ, შევუქმნათ ქართული გარემო. ვაპირებთ ქართული წერა-კითხვის შემსწავლელი ჯგუფის გახსნას. გვინდა ვასწავლოთ ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.

საშობაოდ ზეიმიც ჩავატარეთ. ბავშვებმა ძალიან გაიხარეს. წაგვიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და ბოლოს საჩუქრებიც მიიღეს.

ჩვენი შვილობილები გაიზარდნენ, დაოჯახდნენ (უკვე ათი შვილიშვილიც გვყავს). უფროსი - მამა ილია მაღლაფერიძე თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია, ანდრია და დავითი კვიპროსზე წავიყვანეთ. დღეს მამა ანდრია (სხილაძე) ქ. ლიმასოლში მსახურობს დიაკვნად, მხარში უდგას ლიმასოლის ქართველობას. ამ ცოტა ხნის წინ იგი იერუსალიმში იყო და გადაიღო შოთა რუსთაველის აღდგენილი ფრესკა (ბერძენი ეგონათ და გადაღების საშუალება მისცეს). დავითი (მაღლაფერიძე) კიკოს მონასტრის დიაკვანია და ძალიან გვეხმარება. მათ შეიმეცნეს, რომ საზოგადოებრივი პიროვნულზე მაღლა დგას და რომ ერისთვის სამსახური მთელ მათ შთამომავლობას წაადგება.

უმცროსს, ელისაბედს, ზესტაფონში სანიმუშო ოჯახი აქვს.

საკუთარ მიწა-წყალს მოშორებული ქართველები, მიუხედავად მატერიალური მდგომარეობისა, თითქოს მონატრებული სამშობლოს ძებნაში უფალს პოულობენ. ბოლო დროს კვიპროსის გაზეთებში იბეჭდება თემურ ქეცბაიას ფოტო, გვერდით - მამა ზაქარიასი წარწერით - "ჩვენი გმირების სულიერი მამა".

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონის, "ანორთოსის" მწვრთნელია. გუნდში 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და ხუთივე მამა ზაქარიას სულიერი შვილია.

მამა ზაქარია: - საოცარია, უფალი სად გაპოვნინებს გზას. აქ, სხვა ქვეყნის გუნდში თამაშისას, მოაკითხეს ეკლესიას და ჩემი დალოცვის გარეშე არც ერთ თამაშზე არ მიდიან. გუნდი კვიპროსის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგო თურქეთის "ტრაპზონსპორს". თურქეთთან მოგებას ეროვნულ და სარწმუნოებრივ მნიშვნელობას ანიჭებენ, თან გადამწყვეტი ბურთიც ქართველმა გაიტანა. ფეხბურთელები ლამის ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს. გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია ყველა ინტერვიუში აცხადებს, - რომ არა ჩვენი მოძღვრის დალოცვა და უფლის ნება, ამ თამაშებს ვერ მოვიგებდითო.

მაგრამ კვლავ ვიტყვი - ხმელი მჭადი და შენი სამშობლო გერჩიოს ყველაფერს. ძალიან მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ აქ შეძენილ სულიერ შვილებს ვერ დავკარგავ. ვლოცავ ყველას და ვისურვებ, ყველა ერთად დავბრუნდეთ საქართველოში და ავაღორძინოთ, ყველამ ერთად გავაძლიეროთ და ვაქციოთ ისეთსავე მძლავრ მართლმადიდებლურ ცენტრად, დასაყრდენად, როგორიც გასულ საუკუნეებში იყო.

მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
28.12. 2016
gio
gmertma gagazlierot mama zakaria, tkvennairi adamianebi bevri gvkavdes da didxans kargad gamkopot upalma, tkven kartvelobas ak metad sjirdebit, upalma didi jvari mogzat da ketilad getarebinot bolomde, martali brzandebit kartveli mxolod sakartveloshia bednieri, uplis zkalobit male moxdeba da kvelas dagvabrunebs chvens monatrebul samshobloshi bednierebi
22.12. 2016
levani
mamao gmertma gagazlierot zalian did saqmes aketebt, es magalitis mimcemi unda iyos yvelastvis, es zalian didi da mzime jvaria, ufals zalian uyvarxart, vfiqrob tqveni meugle didad xexmarebat am jvris zidvashi, ketevani sufta qartveli qristiani mandilosania, es statia rom wavikitxe cremli momadga, chemi didi survilia saqartvelos daibrundes qartveli xalxi, gadarchena fulis shovnashi ara sulis xsnashoa, mamao ixaret orsave sofelsa shina❤️❤️❤️❤️
21.12. 2016
aq darchenili qartveli! alistraxos!
qartveli rom iyo magas arityodi, alistraxo, saxelic ar gaqvs qartuli ase rom shenistanebi kona abazshia:) mixaria shenistanebi vinc aaxvevs saqartvelodan:) mchadic gvaqvs kargi mwvadic da xinkalic, chame mand murabiani sawebela:), shenistanebi didixnis gadaxvewilebi unda iyvnen, rom mogindes saqartveloshi chamosvla ra namusit unda chamoxvide? tumca tu chamoxval da ikadreb shemexmiane purmarilis gemo gagagebino:))) ramagra gshiebia, chamodi ufaso sasadiloebic gvaqvs:)))
20.10. 2016
ლევანი
ირის გაქრობა , კულტურის დეგრადაცია , ერის დაცემა მაშინ იწყება როდესაც ცივილიზაციას ჩამორჩება , ეს სამყაროს კანონზომიერებაა, ღარიბი ქვეყები ვერ ქმნიან კულრურას ,არარფერს ვაბობ რომ სიღარიბეში ერიავადდება როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად , მაგრამ თქვენ ეგ სულ არ გკიდიათ , შენ ჭადიც გენება და ღორის ბარკალიც
03.08. 2016
nina
ki me didi survili maqvs saqartveloshi yopnis 20 welia amerikashi var sakmaod bevric sheviine, magram aba chemc shvilebc kitxet yopnit?
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat