მოძღვარი უნდა იყოს კეთილი ხელოვანი, რომელიც საკუთარი ხელით ძერწავს სულიერი შვილის სულს
მოძღვარი უნდა იყოს კეთილი ხელოვანი, რომელიც საკუთარი ხელით ძერწავს სულიერი შვილის სულს
მორჩილება კონკრეტულ ადამიანს დამორჩილება კი არ არის, არამედ მორჩილება დედაეკლესიის განწესებისა
ბერი პაისი ათონელი ამბობს: "ყველა ცდილობს, მკურნალი ექიმი ახლოს ჰყავდეს , ასევე უნდა ცდილობდეს ადამიანი, მოძღვარი მისგან შორს არ იყოს. ახლოს მყოფ ექიმს შეუძლია, ავადმყოფს მეტი დახმარება აღმოუჩინოს, ვიდრე მედიცინის დოქტორს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შესაძლოა დიდად გამოცდილი არც იყოს. ავადმყოფთან სიახლოვისას ექიმი რეგულარულად იკვლევს მას, ხოლო აუცილებლობისას სპეციალისტთან გზავნის. როდესაც ტუბერკულოზის დისპანსერში ვიწექი, ჩემი ყურადღება ამგვარმა მოვლენამ მიიქცია: ტუბერკულოზით დაავადებული ბევრი მდიდარი დისპანსერში კი არა, შინ იწვა. მათ სამკურნალოდ მედიცინის დოქტორი მიდიოდა. მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი მკურნალობა სრულიად უშედეგო რჩებოდა, რადგან დოქტორი ავადმყოფს რეგულარულად ვერ აკვირდებოდა. ამიტომაც იძულებულნი გახდნენ, დისპანსერში მდიდრებისთვის სპეციალური განყოფილება გაეხსნათ. ავადმყოფთან სიახლოვისას ექიმი აკვირდება მას, როდესაც რაიმე წამალს დაუნიშნავს და ხედავს: ეხმარება ეს წამლები თუ მათ რაიმე გვერდითი მოქმედება აქვთ. მდგომარეობისდა მიხედვით უზრდის ან უმცირებს დანიშნულ დოზას. ხოლო თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, ავადმყოფს მკურნალობის სულ სხვა კურსი დაუნიშნოს. ასევეა მოძღვარიც. ის ახლოდან უნდა აკვირდებოდეს სულს. ადამიანი თანდათანობით განიცდის სხვადასხვაგვარ ცვლილებას, რომლებზე დაკვირვება და შედეგიანი დახმარება შორიდან შეუძლებელია. ერთხელ ერთ ქალს, რომელსაც რაღაც განსაცდელი ჰქონდა, ვურჩიე, თუ ასე მოიქცევი, ამ განსაცდელს დაძლევ-მეთქი. დამიჯერა და დაძლია განსაცდელი. მაგრამ შემდეგ სრულიად საპირისპირო განსაცდელი მოევლინა და შეეცადა, იმავე მეთოდით დაეძლია. დიდ უბედურებას გადაეყარა. ხომ შეეძლო, ვინმე გამოეგზავნა ჩემთან ან მოეწერა და ეკითხა, როგორ მოქცეულიყო. მე მას ახალ "წამალს" გამოვუწერდი, ანუ სხვაგვარ რჩევას მივცემდი. თუ ადამიანს ისე არ ვიცნობ, როგორც საჭიროა და მასთან მჭიდრო კავშირი არ მაქვს, შორიდან რჩევებს არ ვაძლევ".

გვესაუბრება ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე):

- უპირველესად, ადამიანმა უნდა იგრძნოს მოძღვრის საჭიროება და ამის შემდეგ მიდის ეკლესიაში. რა თქმა უნდა, მოძღვრის როლი განუსაზღვრელად დიდია მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. მოძღვარი არის მისტიკური სახე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგია მადლის გამტარი საშუალება. მოძღვრის ხელით აღესრულება შვიდი საიდუმლოება წმინდა ეკლესიისა, რომელთა მეშვეობითაც გადმოდის მრევლზე მადლი სულისა წმინდისა. მოძღვარი არის მწყემსი კეთილი, რომელსაც იმდენად უყვარს თავისი სამწყსო, რომ მზად არის, ერთი მათგანისათვის გაიღოს საკუთარი სიცოცხლეც კი. მოძღვარი არის უსასყიდლოდ დადგენილი ღვთისმსახური, რომელიც ვალდებულია, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღზარდოს და სწორ გზაზე დააყენოს სულიერი შვილი. მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა დამყარებულია უანგარო სიყვარულზე, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ პასუხისმგებლობას. დიდია სასულიერო პირის პასუხისმგებლობა ღვთისა და მოყვასის წინაშე, რომლის შესახებაც წმინდა და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ბრძანებდა: "პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო". მოძღვარი ვალდებულია, იქადაგოს ქრისტეს სახარება არა სიტყვით, არამედ საკუთარი ცხოვრების წესით და კეთილი მაგალითი გახდეს მრევლისათვის. თავის მხრივ, მრევლი ვალდებულია, მორჩილება აღასრულოს ღვთის წინაშე და იყოს ერთგული შვილი ეკლესიისა. ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე უყვარდეს მოძღვარი, რომელიც დღემუდამ იღვწის და ზრუნავს მრევლის სულიერი მდგომარეობის აღსაზრდელად და განსავითარებლად. ასეთი მოძღვარი, ბუნებრივია, იმსახურებს სიყვარულსა და პატივისცემას. თუმცა შეიძლება გამოიყოს მოძღვრის ორი სახე: ის არის საკუთრივ ღვთისმსახური ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დგას და აღასრულებს საეკლესიო საიდუმლოებებს. ამას, ცხადია, მრევლი ეჩვევა და მოძღვარი მარტოოდენ ამ სახით ჰყავს წარმოდგენილი; მოძღვრის მეორე სახე - პიროვნული, განცალკევებული ცხოვრებაა. ბუნებრივი ადამიანია მოძღვარი, რომელსაც აქვს პირადი ცხოვრება ანუ მოძღვარი გამოდის ეკლესიიდან, ბრუნდება შინ და ცხოვრობს საკუთარი, პირადი ცხოვრებით. როდესაც მრევლი ყურადღებას აქცევს მოძღვრის მეორე სახეს, ადამიანურ, პიროვნულ სახეს, ზოგჯერ აწყდება ხოლმე დაბრკოლებებს, რადგან მიჩვეულია, რომ მოძღვარი უნდა იდგეს ეკლესიაში და ლოცულობდეს, სხვა სახით მას მოძღვარი ვერ წარმოუდგენია. შეიძლება მოძღვარი ჭამდეს, სვამდეს, ჰქონდეს გარკვეული ქონება და ასე შემდეგ. რაც უფრო ნაკლებად ჩაიხედავს მრევლი მოძღვრის პირად ცხოვრებაში, მით უკეთესი იქნება მისი სულიერი განვითარებისათვის, არა იმიტომ, რომ იქ რაღაც ცუდს აღმოაჩენს, არამედ იმიტომ, რომ თავად მრევლი აღმოაჩენს, რომ იგი არის სულიერად მოუმწიფებელი და გაუწონასწორებელი. რამდენადაც სულიერად იზრდება ადამიანი, იმდენად სუფთად და წმინდად ხედავს ამა თუ იმ პიროვნებას. აქედან გამომდინარე, მოძღვარს შეიძლება გააჩნდეს პირადი ნაკლოვანებები, მისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები, რომელიც თავისთავად თანაგრძნობას საჭიროებს, ვინაიდან მოძღვარი თანაუგრძნობს საკუთარ მრევლს და ცდილობს, მამობრივი სიყვარულით, თანაგრძნობით მოეკიდოს.

სულიერი მოძღვრის არჩევის დროს ადამიანმა სულის გადარჩენის მიზნით, უპირველესად, სულიერებას უნდა მიაქციოს ყურადღება და ამის შემდეგ მოძღვრის გარეგნობას. ხშირად ფიქრობენ, რით უნდა განსაზღვრონ მოძღვრის ღირსება. ყურადღება უნდა მივაქციოთ არა იმას, გამხდარია მოძღვარი თუ მსუქანი, როგორი ხმის ტემბრი აქვს, არამედ პიროვნულ თვისებებს, მის სამღვდელო შინაგან მიმართულებას, ვინაიდან ადამიანი არის ერთადერთი და განუმეორებელი და საკუთარი მრევლის მიმართ მიდგომაც ინდივიდუალური აქვს.

მონასტერში მოძღვრის როლი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, ვინაიდან მონასტერი არის თვითონ განსხვავებული ცხოვრების წესით გამორჩეული ადგილი, სადაც შეიძლება იყოს მრევლის ნაკლებობა, მაგრამ მოძღვრის როლი ამ შემთხვევაში არის გამუდმებული ღვთისმსახურება. თუმცაMმონასტერსაც ჰყავს თავისი მრევლი, რომელიც ირჩევს მღვდელ-მონაზონს საკუთარ მოძღვრად და არის მისი დარიგებების და სულიერი მეთვალყურეობის ქვეშ. მღვდელმონაზონს მეტი დრო ეძლევა, განმარტოვდეს საკუთარ სენაკში და ნაკლებად იფიქროს დროებითსა და ამქვეყნიურზე. ამ მხრივ საერო მღვდლის ფუნქცია უფრო ტევადი და რთულია, ვიდრე მონასტერში მცხოვრები მოძღვრისა, თუმცა მონასტერში მცხოვრებ მოძღვარს არა მარტო ღვთისმსახურების ჩატარება ევალება, არამედ იგი ჩვეულებრივად არის მოღვაწე ბერი, რომელიც ასევე დიდ დროს უთმობს პირადი ლოცვითი კანონის შესრულებას და ამ ქვეყნისთვის ლოცვას.Aბერმონაზვნური ლოცვითი კანონი შრომატევადია და საპასუხისმგებლო.

მორჩილება არის საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა, რაზეც არის დამყარებული იერარქია. ტაძარში უფალმა დაადგინა იერარქია, რომელიც ზეცაში იწყება და დედამიწაზე გრძელდება. ზეცაშიც არსებობს იერარქია და მიწაზეც. მოძღვარი უფლის კურთხევით ხელმძღვანელობს თავის სამწყსოს და, შეიძლება ითქვას, რომ არის ღვთის მცნებებში სხვებზე განსწავლული და სულიერად აღმატებული. აქედან გამომდინარე, ახალმისული მრევლი ან მონასტერში მისული მორჩილი ვალდებულია, დაემორჩილოს მოძღვრის კურთხევას. როდესაც ადამიანი მიანდობს მოძღვარს საკუთარ თავს, უკვე მოძღვარი ზრუნავს ასეთ ადამიანზე. მორჩილება კონკრეტულ ადამიანს დამორჩილება კი არ არის, არამედ მორჩილება დედაეკლესიის განწესებისა და დოგმატებისა.Aჩვენ მივენდობით არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ეკლესიის სწავლებას, რომელსაც გადმოგვცემს მოძღვარი თავისი ლოცვა-კურთხევით.Eეს არის ნებაყოფლობითი აქტი, როდესაც ადამიანი გამოხატავს მორჩილებას სასულიერო პირის მიმართ.

გავიხსენოთ "საქმე მოციქულთა": პავლე მოციქული წერილს უგზავნის თავის სულიერ შვილს, ტიმოთეს, რომელიც მოწოდებულია სამღვდელო მსახურებისთვის და არიგებს: - ამხილე, შერისხე და ნუგეშინისეც, ჟამსა და უჟამოსა. ანუ დარიგებაში, ამ სამ სიტყვაში არის მოძღვრის ვალდებულება. თუკი სულიერი შვილი არასწორ გზას ადგას და თავს იღუპავს, მოძღვარი ვალდებულია, ამხილოს. თუ გაჯიუტდება, შერისხოს კიდეც. თუკი სინანულის გრძნობა აღმოაჩნდება, უნდა ნუგეშისცეს. ანუ ადამიანს სჭირდება როგორც მხილება, ასევე მოფერება, ნუგეშისცემა და ამ მხრივ იზრდება სულიერი შვილის სულიერი მდგომარეობა. ზოგს მოსწონს განსაკუთრებით მკაცრი მოძღვარი, ზოგს - ჰუმანური, დამთმობი. მოძღვარი არ უნდა იყო ზედმეტად მკაცრი და ზედმეტად ჰუმანური, თორემ დაზარალდება სულიერი შვილის მდგომარეობა. მოძღვარი უნდა იყოს კეთილი ხელოვანი, რომელიც ძერწავს სააკუთარი ხელით სულიერი შვილის სულს და ხდის ღვთისთვის სათნოს და მოსაწონს. მოძღვარი არის სულიერი შვილისთვის არა მარტო მამა, სულიერი ხელმძღვანელი, არამედ უდიდესი ფსიქოლოგი, რომელიც დიდი სულიერი დაკვირვებით გააანალიზებს, კონკრეტულ მომენტში რა დარიგება სჭირდება სულიერ შვილს. მოძღვარმა არ უნდა დააზიანოს სულიერი შვილი ზედმეტი სიმკაცრით ან ზედმეტი უყურადღებობით, ჰუმანურობით.

ჩვენ ვცხოვრობდით 70-წლიანი ათეიზმის პერიოდში, როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა რელიგიური გრძნობების დაკნინება, ეკლესიას ებრძოდა ბოლშევიკური მთავრობა. თაობები გაიზარდა ურწმუნოებით. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა, სულიერი გამოღვიძების მხრივ, დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა მრევლი სისტემატურად დადის ეკლესიაში.Eეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართველებს უყვართ ღმერთი და სურთ იარონ ეკლესიის კვალდაკვალ. ეს თვითკმაყოფილების საბაბი როდია, ყველა ქრისტიანი კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი საკუთარი თავის მიმართ, ასეთ დროს ვითარდება იგი სულიერად. თუ დაკმაყოფილდება იმით, რასაც აკეთებს, მაშინ ვერ გაიზრდება სულიერად. ჩვენ არ გვაქვს საბაბი, ვთქვათ, ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართო, თუმცა ერი მოქცეულია ღვთისაკენ და უკვე დროისა და მონდომების საკითხია, თუ როგორ განვითარდება და მიაღწევს სულიერ მდგომარეობას.

მოძღვარი იმდენად ერევა მრევლის სულიერ მდგომარეობაში, რამდენადაც თვითონ მრევლი აძლევს მოძღვარს ამის უფლებას. არ შეიძლება მოძღვარი უხეშად ჩაერიოს ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და თუ მას არ უმორჩილებს მოძღვარს, ეკლესიის სწავლებას, მის ცხოვრებაში ნებისმიერი სახით ჩარევა უშედეგო და უკურეაქციის მომტანი იქნება. თვითონ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოსწორების და მოძღვრის მორჩილების სურვილი. არ შეიძლება მოძღვარმა მოაწყოს დემონსტრაციები, საქვეყნოდ გამოხატოს პროტესტი წყობის და ამა თუ იმ პიროვნების მიმართ. მოძღვარმა აუცილებლად, როგორც საკუთარ მრევლს, ისე თითოეულ ადამიანს, უნდა მოუწოდოს სიმშვიდისკენ, სიყვარულისკენ, დათმობისკენ.Mმხოლოდ ასე მიიღწევა მშვიდობა როგორც მრევლში, ასევე ქვეყანაში.

ჩვენი ისტორიული წარსულიდან შეიძლება გავიხსენოთ დიდი მეფე აშოტ კურაპალატი, რომელიც წმინდანად არის შერაცხული და მის დროს მოღვაწე უდიდესი მამა გრიგოლ ხანძთელი. VIII-IX საუკუნეები სულიერი აყვავების ხანაა საქართველოში. მაშინ კეთილი ურთიერთობა ჰქონდათ მთავრობასა და სასულიერო ხელისუფლებას. წმინდა გრიგოლ ხანძთელი მიდის აშოტ კურაპალატთან, ითხოვს დახმარებას ტაძრის მშენებლობაში და ეუბნება, - მეფეო, კურთხეულო, თქვენთან არის მატერიალური სიმდიდრე, ჩვენთან კი სულიერი საუნჯე. მოდით ეს ორი შევაერთოთ და ერთად ვაკეთოთ საქვეყნო საქმეო. ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს იმ მდგომარეობას, რომელიც ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს ეკლესიის მიმართ. აქტიურად ვაკეთებთ ერთ საქმეს, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით. ძლიერთა ამა ქვეყნისათა აქვთ მატერიალური ფასეულობა. ეკლესია არის მატარებელი სულიერი ფასეულობისა და ერმა და ბერმა სწორედ ასე უნდა შეძლოს გაერთიანება. ღმერთმა ინებოს, რომ ერი და ბერი ერთად დადგეს და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat