კეთილისმყოფელი მრავლად გეყოლოს, რჩევის მიმცემი - ათასში ერთი
კეთილისმყოფელი მრავლად გეყოლოს, რჩევის მიმცემი - ათასში ერთი
როდესაც მოძღვარი ქადაგებას იწყებს, არასდროს არ უნდა დაავიწყდეს, რომ თვითონ არ არის ამ მოძღვრებისა და ამ ქადაგების დონეზე
ბერი პაისი ათონელი წერს: "დღევანდელი ადამიანები დაიღალნენ. ცოდვამ და ეგოიზმმა გამოთაყვანებამდე და გონების დაბნელებამდე მიიყვანა ისინი. ამიტომ დღეს - გაცილებით მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვა ეპოქაში - იგრძნობა აუცილებლობა კარგი და გამოცდილი მოძღვრებისა, რომლებიც უბრალოებითა და შეუორგულებელი სიყვარულით იქნებიან განწყობილნი ხალხისადმი და სულიერ საკვებს გონივრულად მიაწვდიან მას, რათა ადამიანებს შორის მშვიდობა დაამკვიდრონ. თუ კარგი მოძღვრები არ გვყავს, ცარიელდება ტაძრები და ივსება ფსიქიატრიულები, ციხეები და საავადმყოფოები... ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ: ისინი იტანჯებიან, რადგანაც მეტად შორს არიან ღვთისაგან. მათ უნდა მოინანიონ და სიმდაბლით აღიარონ ცოდვები". მოძღვრობა ურთულესი მისიაა. მისი საქმე ადამიანის შინაგანი განკურნებაა. ამიტომ დღეს ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იპოვოს მოძღვარი, ვისაც მიენდობა, აღსარებას ჩააბარებს და რჩევას დაეკითხება.

გვესაუბრება კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ანდრია მიდოდაშვილი.

- მამაო, წარმოშობით საიდან ბრძანდებით და ამ ტაძარში როდიდან მსახურობთ?

- წარმოშობით ცხინვალიდან გახლავართ. მოგეხსენებათ, იქ ახლა ქართველები სასაფლაოზეღა დარჩნენ. კოდაში დაგვასახლეს. ოჯახი იქ მყავს - მეუღლე და სამი შვილი. კასპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 2008 წლის ოქტომბერში ეკურთხა. მე აქ პირველი მღვდელი ვარ. ტაძარი ზურა სოლომონაშვილმა და მისმა ძმამ ააშენეს. ეს უკანასკნელი და მისი მეუღლე აღდგომის წინა ღამეს ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი. ტაძრის კეთილმოწყობაში აქაური მრევლი დაგვეხმარა. მათ მიერ შემოწირული ხატებით შეიმკო ტაძარი.

- ტაძრის კედლები უფრო მეტად ქართველი წმინდანების ხატებითაა შემკული. აქ ქართული სული მომეტებულად იგრძნობა. ვიცი, რომ განსაკუთრებით დაინტერესებული ხართ მომავალი თაობის ბედით. ზრუნავთ, რომ მათში "კეთილი თესლი" ჩათესოთ. ბევრი გაქვთ ნაფიქრი მათ სწორ აღზრდა-განათლებაზე და რეალური ნაბიჯებიც გადადგით. რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი იდეა, რომელსაც გინდათ ხორცი შეასხათ?

- ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა გახლავთ ის, რომ ჩვენი ცხოვრებისა და მსახურების პერიოდში ახალგაზრდები ღვთისა და ერის მოსიყვარულე ადამიანებად, ნამდვილ ქრისტიანებად აღიზარდონ. ეს ჩემი ტკივილიდანაც გამომდინარეობს. სამაჩაბლოელებს ამ მოვლენებმა კიდევ უფრო სხვა კუთხით დაგვანახა დროის ფასიც, საკუთარი შეცდომების სიმწარეც. წარმოიდგინეთ, თითქმის 18 წელი ომი იყო და ბოლოს ასეთი შედეგით დასრულდა. ეს ხომ ბოროტის მიერ ჩათესილი თესლია. ადამიანი კი მხოლოდ ბრმა იარაღი იყო ამ შემთხვევაში. დამერწმუნეთ, ოსები დღეს მართლა განიცდიან იმას, რომ რაღაც, ყველაზე მთავარი დააკლდათ. მიწა კი დარჩათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ის ადამიანი უფრო ფასეული ყოფილა, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობდა, ვიდრე მისი ნასახლარი. ჩვენი, მოძღვრების მიზანი და ამოცანა არის ის, რომ სანამ ვსუნთქავთ და ვარსებობთ, როგორმე იმ ხალხის მდგომარეობა, ვინც ჩვენს თვალსაწიერშია, ზნეობრივი თვალსაზრისით უკეთესობისაკენ წავიდეს. ამით გავიმარჯვებთ მტრებზე. ამ თვალსაზრისით ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გაკეთებული - ჯერ კიდევ არა.

- მამაო, ეკლესიაში მრევლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ ფარისევლობის მომენტიც არსებობს და მარტოოდენ ეკლესიაში სიარული ბევრ არაფერს განსაზღვრავს. თქვენი აზრით, რა შემთხვევებში იჩენს ხოლმე თავს ფარისევლობა?

- სად ვეძებთ ჩვენ გამოწრთობილ ფოლადს ანდა ოქროს, თუ არ გაგვაჩნია ბრძმედი და ქურა? მსგავსად ამისა, როგორ უნდა მივიღოთ კარგი თვისებების მატარებელი ადამიანი, თუ ის არ არის ოქროსავით ბრძმედში გამოდნობილი და გამოწრთობილი. რაღატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იგი წიდანარევია?! იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრება უნდა იყოს და არის კიდევაც სამჭედლო პიროვნებების ჩამოყალიბებისა. პარალელურად ეკლესიასთანაც უნდა არსებობდეს ასეთი რეალური სამჭედლო. ფარისევლობა იმიტომ არსებობს, რომ ჩვენს სასულიერო კადრს, გნებავთ, მრევლს, არ აქვს გავლილი ცხოვრების დიდი სკოლა. ჩვენ იმას კი არ ვცდილობთ, რომ პრობლემებს შევეჭიდოთ და ვძლიოთ, არამედ გვსურს, პრობლემებს შემოვუაროთ. დათხეულ წყალს ვგავართ. წყალს რომ დააქცევ, ის ცდილობს, საცა დაბალი ადგილია, იქიდან შემოუაროს წინაღობას და ისე გააგრძელოს გზა. ორთქლი იგივე წყალია, მაგრამ თავის თავში ცეცხლის თვისებას ატარებს. ორთქლი სხვაგვარად იქცევა - იგი მაღლა ადის და ზემოდან გადადის მთებზე. ჩვენ, დაათხეულ წყალს, სწორედ ორთქლის ეს თვისება - ცეცხლი გვაკლია. როდესაც კაცი დგება იმ ადგილას, სადაც მისგან ორთქლობას ითხოვენ, არადა ის წყალია, აბა, სხვა რაღა დარჩენია ფარისევლობის გარდა. ასეთმა კაცმა უნდა ითამაშოს ორთქლობანა.

- თქვენს ტაძართან არსებობს სამრევლო კლასი, სადაც ბავშვები ეცნობიან ბევრ საინტერესო რამეს ღვთისმეტყველებიდან, ეკლესიის ისტორიიდან და ა.შ. როგორც ვიცი, საღვთისმეტყველო საკითხებზე საუბარი აქ ყოველთვის თანამედროვე პრობლემების განასერში მიდის. ახალ თაობას ბევრი კითხვა უჩნდება. არსებობს კითხვები, რომლებზეც ნათელი და მკაფიო პასუხები არცთუ იოლი საპოვნელია. ყოფილა თუ არა კითხვები, რომლებზეც პასუხს გაქცევიხართ?

- ზოგჯერ არსებობს კითხვა, რომლის გამოთქმასაც ადამიანი ვერ ბედავს, ერიდება ან პრობლემებს არ იქმნის. როგორი კითხვაც არ უნდა გაჩნდეს, ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ გვერდის ავლას და მიჩქმალვას. უნდა გვახსოვდეს, რომ მრევლი საოცრად მგრძნობიარეა და ყველაფერზე რეაგირებს. ნებისმიერი ადამიანი, თუკი შენში გულწრფელობას დაინახავს, პრობლემებსაც გაპატიებს გულწრფელობის გამო. მაგალითად, მე ვარ სასულიერო პირი და მაქვს რეალური ნაკლი და პრობლემა. მე თუ მრევლის წინაშე ამ ნაკლის შელამაზებასა და მიჩქმალვას არ ვცდილობ, არამედ ვაღიარებ ჩემს უძლურებას, თუკი მე თვითონვე დიდ ტკივილად აღვიქვამ ამას და დიდი სურვილი მაქვს, განვიკურნო მისგან, ასეთი უშუალობა იმ პრობლემას უკვე მალამოდ ედება. ასეთ დროს შენი წყლული უკვე აღარ ხდება მრევლისთვის ზიანის მომტანი. ასეთი მიდგომა გაცილებით უკეთესია. ამ შემთხვევაში მრევლიც უფრო მეტად ენდობა მოძღვარს.

- კიდევ რა არის საჭირო, რომ მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა იყოს ორმხრივად სარგებლობის მომტანი?

- ჯერ ერთი, თუ ადამიანი არ გრძნობს, რომ მისი ტკივილი გტკივა და მისი განკურნება შენთვისვეა შვება, სხვანაირად საუბარს შედეგი არ მოაქვს. ილიას თქმისა არ იყოს: "ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწვოდეს მის ტანჯვით გული". თუ მრევლის წყლული საკუთარ წყლულად არ მიგაჩნია და მისი ტკივილი არ გტკივა, რა გამოვა. ისევ იმ ფარისევლობას მივადგებით. ცხადია, ადამიანებთან ურთიერთობაში არსებობს სიმპათია-ანტიპათიები, მაგრამ ეს ყველაფერი უკანა პლანზე უნდა გადასწიო მოძღვარმა. "უნდა" კარგია, მაგრამ როგორ? ეს არის საკითხავი. როგორ უნდა გადალახო მრევლთან ურთიერთობაში ის ბარიერები, რათა მათ მართლა იგრძნონ, რომ მათი ტკივილი მტკივა და მათი სიხარული მიხარია. მრევლი უნდა გრძნობდეს მოძღვრისგან, რომ მისთვის ის არის ფასეულობა.

- მამაო, მოძღვრის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ქადაგება. რამდენად ითვალისწინებთ, რომ თქვენი ქადაგებები იყოს მრევლისათვის აქტუალური, მისაღები, მათი პრობლემებისა და სულიერი მოძრაობების გამოძახილი?

- "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". თუ თითოეულს დამცავ ზღუდესავით წინ არ უძღვის საკუთარი ცოდვილობის განცდა, ასეთი ქადაგება ზღვარს გადადის და ირეალური ხდება. ანუ როდესაც მოძღვარი ქადაგებას იწყებს, არასდროს არ უნდა დაავიწყდეს, და აქცენტირება ყოველთვის უნდა გააკეთოს იმაზე, რომ თვითონ არ არის ამ მოძღვრებისა და ამ ქადაგების დონეზე. ქადაგება უნდა იყოს მიმართული მრევლის ტკივილსა და პრობლემებზე აქვე, ამ რეალობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამბიონი არ არის მჭევრმეტყველების ტრიბუნა. ეს ყველაფერი ჩვენ მერე ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება.

- თქვენ კარგად იცნობთ თქვენს მრევლს, გულის თვალითაც ხედავთ მათ გასაჭირს. ალბათ, ძნელია, მოუსმინო, გაუგო, ეზიარო თითოეულ ადამიანს თავის გასაჭირში. მოძღვრობა მართლაც საღვთო საქმეა, ამდენად, საპასუხისმგებლო და საფრთხილოც...

- თითოეული ადამიანი არის განუმეორებელი ინდივიდი იმ თვალსაზრისით, რომ არ ექვემდებარება ჩვენს ლოგიკურ ხედვას. მაგალითად, მე მითქვამს ერთი და იმას გაუგია მეორე. ანუ ადეკვატურად არ ხდება გაგება ჩემი ნათქვამისა. მისთვის სწორსა და კარგს ელაპარაკებოდე - საკმარისი არ არის. უმეტესწილად ადამიანის ცხოვრებას წარმართავს ემოციები და განცდები, რომლებიც ვერ ჩამოგვიყალიბებია.

- უკვე აღსარების პრობლემას მივადექით. სულიერი განცდების მოხელთება მეტად რთული შემოქმედებითი პროცესია. ჯერ თვითონ დანახვაა ძნელი. ხომ უნდა დაინახო განცდა, გააჩერო, ფოკუსირება მოახდინო, მერე კი გაიაზრო, სახელი დაარქვა, სიტყვად ჩამოასხა. ამას ბევრი ვერ ახერხებს... ამიტომაც ჩვენი აღსარება ისეთი გულწრფელი არ არის, როგორიც საჭიროა...

- დიახ, აღსარება რთული შემოქმედებითი პროცესია. ადამიანის სულიერი მდგომარეობა სათქმელადაც ძნელია და გასააზრებლადაც. ვამბობთ კი ჩვენ გულწრფელ აღსარებას? - ესეც ხომ პრობლემაა. ანუ ჩვენ ვამბობთ, რაც ჩვენს თავს ხდება გარედან, მაგრამ რა ხდება ჩვენს შიგნით დაფარულად? ამის თქმა ძნელია. აქ მართლაც ღმერთი გვეხმარება. თუ სასულიერო პირსა და აღმსარებელს შორის შედგა სწორი აღსარება, ამ დროს ხდება გაერთმთლიანება. ამ დროს სწორედ განცდითი ურთიერთობა ყალიბდება ერთმანეთთან. ის ვერ გიხსნის, მაგრამ მე ამის განცდა მაქვს. ისმის კითხვა: რატომ უჭირს ადამიანს საკუთარი თავის შემეცნება? - სოკრატესი არ იყოს: "შეიცან თავი შენი". მთელი ჩემი ცხოვრება არის საკუთარი თავის აღმოჩენა. გზადაგზა ვიგებ, აი, თურმე ვინ ვყოფილვარ, თურმე რა მდომებია, თურმე საით მდომებია და ა. შ. თურმე და თურმე. სულის ყოველ გაფაჩუნებაზე საკუთარი თავის აღმოჩენას ვაწარმოებთ. რა პროცესია ეს? - უფალი ამბობს: "მე ვარ ანი და ჰოე". ღმერთთან ანი და ჰოე განუყრელ კავშირშია ერთმანეთთან, შეკრული და გაერთიანებულია. ჩვენ, ადამიანები კი ვმოძრაობთ ანიდან ჰოესკენ. მთელი ჩვენი ცხოვრება არის ანი-დან ჰოე-სკენ მოძრაობის, მიზეზებისა და შედეგების ერთმანეთთან შეერთების, შეჯერებისა და ერთ წრედ შეკვრის პროცესი.

- საზრუნავებით დატვირთული ჩვენი ცხოვრება ისე ჩქარა გარბის, რომ ვერ ვიცლით, აღარ გვრჩება დრო რაღაც ყველაზე მთავარზე ფიქრისათვის. ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ არსებობს სული, რომელსაც ასევე სჭირდება ზრუნვა. სულს ხომ მორევაც უნდა, ჯერ უნდა დაინახო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბევრს ახსოვს სული და ის, რომ "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი"?

KARIBCHE- ამას ვერ დაკარგავს კაცი. ყველა ადამიანი შიგნიდან გარეთ იცქირება. თითოეულს აქვს ცოცხალი განცდა იმისა, რომ მე ისა ვარ, შიგნით რომ ვარ და არა ის, ვისაც გარედან უცქერიან. რაც შეეხება საზრუნავებს, საზრუნავიც არის და საზრუნავიც. სწორ საზრუნავს შვება მოაქვს, უფრო ალმობიერებს ადამიანს, საკუთარ თავში აღრმავებს, უფრო კონცენტრირებულს ხდის, ერთ მთლიანობად აქცევს. და პირიქით, არის საზრუნავი, რომელიც ფანტავს ადამიანს, მის პიროვნებას ხლეჩს. ხომ გქონიათ განცდა, რომ ერთი აღარა ხარ, არამედ ხარ მინიმუმ ორი?!

- მამაო, როგორ შევიცნო ღვთის ნება ანუ, კონკრეტულად, ჩემს ყოფით ცხოვრებაში, ამა თუ იმ სიტუაციაში ღვთისთვის სათნოდ ვმოქმედებ თუ არა?

- რამდენიმე საშუალება არსებობს ამისათვის. პირველი: დავეკითხოთ ჩვენს მართალ სინდისს. იმიტომ, რომ სინდისი შეიძლება იყოს არასწორი, დეგრადირებული. ამნაირი სინდისის დაკითხვას კარგი არაფერი მოაქვს. ყოველთვის ვერ ახერხებს კაცი, დაეკითხოს საკუთარ სინდისს და მისგან პასუხი მიიღოს. ძალიან ხშირად ის დუმს. ანუ ადამიანს ხშირად არ ესმის შინაგანი ხმა - სინდისის ხმა. ამის მერე ყველაზე კარგი საშუალებაა კარგი და გამოცდილი მოძღვრის რჩევა, რაც ასევე პრობლემა და დეფიციტია. მესამე - წმინდა წერილი და წმინდა მამათა ნაწერები. მათ გასაგებად კი კაცს უნდა ჰქონდეს კითხვის კულტურა და გარკვეული სულიერი გამოცდილება. წმინდა მამები წარმოგვიჩენენ სწორ ხედვას და ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი მემკვიდრეობის გაცნობას და მათით ხელმძღვანელობას. ახლა, თუკი სინდისი ვერაფერ უტყუარს ვერ გეუბნება, არც მოძღვარი გყავს, რომელსაც ენდობი და ვისი იმედიც გაქვს, რომ სწორ პასუხს მიიღებ, ვერც წმინდა წერილში პოულობ სწორ პასუხს შენს პრობლემებზე, მაშინ რჩება მეოთხე გზა - გამოცდილი, შენი კეთილისმოსურნე ადამიანების რჩევა. თუმცა აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნათქვამია: "კეთილისმყოფელი მრავლად გეყოლოს, რჩევის მიმცემი - ათასში ერთი". ძალიან ბევრი ადამიანი რჩევას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იძლევა.

- მამაო, თქვენ ყველა თაობის ბავშვებთან გიწევთ ურთიერთობა. მათ შემხედვარეს რა განცდა გეუფლებათ - როგორი მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას?

- არათუ იმედი მაქვს, არამედ რეალურ წინსვლას ვხედავ. ბავშვები ნელ-ნელა ეთანხმებიან და ემორჩილებიან მართლმადიდებლურ მოძღვრებას და ექცევიან მართლმადიდებლური ცნობიერების ჩარჩოებში. ცდილობენ, უფრო მეტად შეიმეცნონ, გაიგონ, თანაეყონ მოძღვრებას და თავის ცხოვრების წესად აქციონ. ჩვენ ჯერ მინუსიდან მოვდივართ ნულისაკენ და ეს აღიქმება წინსვლად. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით სათნოებათა განვითარების რაღაც ფაზაში. ჩვენ ჯერ მხოლოდ ვნებათა შემოზღუდვის ფაზაში ვართ.

- ტექნოლოგიების განვითარებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. კომპიუტერს ვგულისხმობ, რაც დღეს ჩვენი ბავშვებისთვის დაბრკოლებად იქცა იმ თვალსაზრისით, რომ ის შთანთქავს ბავშვის დროის უმეტეს ნაწილს.

- ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. განსაკუთრებით მინდა შევეხო ე. წ. ჩათებისა და ოდნოკლასნიკების საკითხს. მათი არსებობა, თავისთავად, ღმერთმა დაუშვა და ამას, ალბათ, თავისი დადებითი მხარეც აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ამ ინტერნეტში დამყარებული ურთიერთკავშირებით ბავშვებს საშუალება ეძლევათ აღმოთქვან ის, რაც მათი გულის უღრმეს ნაწილებში დევს. აქ სააშკარაოზე გამოდის ის, რაც მათ ქცენობიერში დევს ამა თუ იმ ფორმით. წმინდა წერილი კი გვეუბნება, რომ ის, რაც გამოაშკარავდება, განიკურნება კიდეც. რატომ არის, რომ თითქმის ყველა ბავშვი ინტერნეტში შედის? - წეღან რომ ვახსენე ანი-დან ჰოე-მდე მოძრაობის ბუნებითი პროცესი, აქაც ეს ხდება. ბავშვს აინტერესებს საკუთარი თავი. მას სააშკარაოზე გამოაქვს საკუთარი ინტერესები, რაც მასშია ჩადებული. ეს ღიაობა ჩვენს სფეროში მართლაც რომ მისაღწევია. მე უნდა ვიბრძოლო, რომ იმ დონის ღიაობას მივაღწიო, რაც არის ინტერნეტში. ერთხელ მე ავუკრძალე მრევლს "ოდნოკლასნიკებში" შესვლა, მაგრამ ქადაგების დასრულებისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც არასწორი გავაკეთე. ჩვენ შორის სულიერი მთლიანობა დაირღვა. ეს თითქოს იყო სიგნალი იმისა, რომ ზედმეტი სიმკაცრე გამოვიჩინე. გავაანალიზე და გადავწყვიტე, ეს მკაცრი პოზიცია შემეცვალა. შევცვალე კიდეც. მრევლს გამოვუცხადე, "ოდნოკლასნიკებში" შესულიყვნენ იმ პირობით, რომ მე თვითონაც შევიდოდი, დავათვალიერებდი მათ ფოტოებს, გავესაუბრებოდი ანონიმურად, ანუ გავაკონტროლებდი სიტუაციას. ეს უფრო მიიღეს... უნდა შევეცადოთ, კი არ ავუკრძალოთ, არამედ როგორმე გავაკონტროლოთ მიმდინარე პროცესი.

- მამაო, როგორც ვიცი, ეპარქიის გაზეთის გამოცემას აპირებთ. რა საკითხები იქნება წამოწეული წინ? საერთოდ, რას უნდა ემსახურებოდეს მასმედია?

- სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი სატელევიზიო არხები მობილიზებულნი არიან ერთი მიმართულებით - თუკი სადმე სიბოროტე გაფაჩუნდება, მაქსიმალურად წარმოაჩინონ და ხაზი გაუსვან. ჟურნალისტიკა არ არის აქცენტირებული ცხოვრების დადებითი მხარის წარმოჩენაზე. მისი მიზანია ხალხის დაშინება. ქამისა და ნოეს მაგალითს მოვიყვან. ჩვენი ტელევიზია დღეს ქამის მდგომარეობაშია. იგი აქცენტირებულია მამის სირცხვილის წარმოჩენაზე. ამას, რა თქმა უნდა, სჯობს სემისა და იაფეტის პოზიცია. მათ ხომ მამას მოსასხამი გადააფარეს უკუსვლით და ამით დაფარეს მისი სიშიშვლე. ჩვენი გაზეთის ფუნქციაც ეს უნდა იყოს. მისი საშუალებით უნდა ითქვას, რომ ჩვენში მარტო ცუდი კი არ ხდება, არამედ ცუდიც ხდება იმ ბევრ სიკეთესთან ერთად. რამდენი კარგი პიროვნება არსებობს, რამდენი კარგი საქმე კეთდება... ეს, თავისთავად, დიდი სტიმულისა და სიხარულის მომცემია ხალხისთვის. სიხარული შემოდის და იმკვიდრებს ჩვენს ყოფაში. აი, მაგალითად, ამას წინათ მთაში წავიყვანე ბავშვები. მათ თეძმის ქვები შეაგროვეს. ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მათ გარშემო, მათსავე სიახლოვეს რამდენი სილამაზე არსებობს. ასე უვითარდებათ ესთეტიკური ხედვა, ეჩვევიან ფიქრს სიკეთეზე, სამყაროში კეთილი განმგებლის არსებობაზე... გაზეთის ფუნქციაც ეს უნდა იყოს - სინათლე უნდა გამოიტანოს სააშკარაოზე. ბოროტება რომ სძლევდეს სიკეთეს, მაშინ სამყარო აღარ იარსებებდა, რადგან: "სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემეტოს მადლი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat