"მიყვარდა ღმერთი და საქართველო!.."
"მიყვარდა ღმერთი და საქართველო!.."
"დაიჩოქეთ და დაიწყეთ "მამაო ჩვენო"! დედაეკლესიაზე უკეთესი თავშესაფარი ნუთუ ვინმეს გეგულებათ?.."
"მე ვარ შემოქმედი შენი, შენ კი ქმნილება ჩემი: მომყევი!

მე ვარ ღმერთი შენი, რომელმაც შენთვის ხორცი შევისხი: მომყევი!


ცოდვილ მიწაზე შენთვის მოვკვდი: მომყევი!

მე, უხილავი, ხილული გავხდი, გამოგეცხადე, რომ დამეხსენი: მომყევი!

ქერუბიმთა და სერაბიმთათვის მიუწვდომელი, თვით გლახაკთათვის საკიცხავ ვიქმენ: მომყევი!

მე ვარ მეუფე ზეციური, მაგრამ მიწაზეც ვიცხოვრე შენთვის: მომყევი!

მე, ყოვლისშემძლე და სახიერი, შენ გამო დავშვერ: მომყევი!

მეუფე დიდებისა შენთვის შევიქენ შეგინებული, პატივაყრილი; მნერწყვეს და ცილი დამწამეს: მომყევი!

ხელთამპყრობელი მარადისობის, რომელსაც ხელმწიფება მაქვს უსასრულო, ჯვარზე ვეწამე... შენთვის ვიხილე გემო სიკვდილის: მომყევი!

მე, დიდების ტახტზე მჯდომარემ, ანგელოზთაგან თაყვანცემულმა, დიდებულმა და ხოტბაშესხმულმა, შენთვის ვითმინე ცოდვილთაგან შეურაცხყოფა: მომყევი!

მე ერთადერთი ვიყავი უკვდავი და ბინადარი უვნებო ქვეყნის, მაგრამ შენ გამო მომაკვდინეს და ბნელ საფლავში დამასვენეს: მომყევი!

მე ვარ შენი გამომსყიდველი, გადამრჩენელი და მაცხოვარი: მომყევი!.."

(წმინდა მამა ტიხონ ზადონელი)

ასე მოუხმობს ყოველწამიერად უფალი ცოდვაში მიძინებულ კაცობრიობას... ასე რეკავენ განგაშის ზარებივით ჩვენს გულის კართან მდგომი მაცხოვრის სიტყვები... ასე გვეძახიან: "მომყევი!.."

ერთნი ერში ცხოვრობენ და ისე მიჰყვებიან უფალს, მეორენი უფრო მძიმე, ბერობის ჯვარს ირჩევენ და ჯვარცმულ მაცხოვართან ერთად ადიან გოლგოთაზე საწამებლად... მიზანი კი ერთია - საუკუნო სიცოცხლე სამყაროს შემოქმედთან ერთად მარადიულ, ზეციურ სიხარულსა და ნეტარებაში...

მამა მიქაელმაც (კასრაძე) ეს ეკლიანი გზა აირჩია. დაუტევა მიწა და ზეცა მოიპოვა, უარყო თავი და ჭეშმარიტად განთავისუფლდა.

არქიმანდრიტი მიქაელი თავად მოგვიყვება თავისი ყრმობის, ერში ცხოვრებისა და უფალთან შეერთების შესახებ:

- ცხინვალში დავიბადე. იქ გავატარე ბავშვობა და იქვე დავამთავრე საშუალოც. ოთხი დედმამიშვილი ვიზრდებოდით: მე, ჩემი პატარა ძმა და ორი ჩვენზე უფროსი და. განსაკუთრებული დედა გვყავდა. მისი პირიდან ერთხელაც არ გამიგონია წყევლა, ისეთი შეგნებული, ისეთი ძვირფასი ადამიანი იყო.

მამაჩემი ღვთისმოყვარე, მორწმუნე კაცი იყო. ძალიან უყვარდა ლოცვა და მეც ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბდა უფლისკენ სწრაფვა. გონებრივადაც ყოველთვის მიზიდავდა ღვთიური ცხოვრება. მიყვარდა ღმერთი და საქართველო.

საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას, იმას, თუ როგორ ოჯახში და გარემოში ცხოვრობს ბავშვი.

"აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს!"


მამა ადრე გარდამეცვალა და დალაქად დავიწყე მუშაობა. თან ღამის სკოლაშიც ვსწავლობდი. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მივდიოდი ხოლმე სასწავლებლად და ღამის 11-12 საათზე ვბრუნდებოდი შინ.

უმაღლესში ჩაბარება ორჯერ ვცადე. მინდოდა, ან ჟურნალისტი, ან ისტორიკოსი გამოვსულიყავი. ყოველთვის მიყვარდა და დღემდე მიყვარს ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორია.

"გიყვარდეს შენი სამშობლო,
გიყვარდეს შენი ერია,
ვინც მოყვარესა არ ეძებს,
იგი თავისა მტერია!.."


1956 წელს ოჯახი შევქმენი. შემდეგ დავიწყე მუშაობა რუსთავის "აზოტში", საიდანაც 1958 წელს ერთოთახიანი ბინა მივიღეთ. სერგი (ამჟამად დეკანოზი სერგი, - ე.ბ.) 7 თვის გვყავდა, ოროთახიანი ბინა რომ მოგვცეს და საცხოვრებლად კიროვის ქუჩაზე გადავედით. 1962 წელს შეგვეძინა ქალიშვილიც - ლალი.

3 წლის გვყავდა ლალი, III სართულის აივნიდან რომ გადაგვივარდა. ბავშვი სასწაულებრივად, უფლის წყალობით გადარჩა. იმ დღიდან საერთოდ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. მე ტაძარში წავედი - ცხვრის დაკვლას ვაპირებდით ლალის სახელზე. მაშინ სამებაში ერთი ბერი იყო, ილარიონი. როცა გაიგო, არც ბავშვი გვყავდა მონათლული, არც ჯვარი გვქონდა დაწერილი, არც ნაზიარები ვიყავი, მირჩია, - ცხვრის დაკვლის ნაცვლად, ყველა ეს საეკლესიო საიდუმლო აღასრულეთო. ჩვენც ასე მოვიქეცით...

მაშინ პარტიული ვიყავი და ვიმალებოდი ხოლმე. ხშირად გვაკითხავდნენ შინ მდივნები და დაჭერით გვემუქრებოდნენ. 1970 წლიდან ღამეს შინ იშვიათად ვათევდი, დავდიოდი მონასტრებში და იქ ვრჩებოდი. მერე სასულიერო პირი გავხდი და საბოლოოდ დავუკავშირე ცხოვრება უფალს.

- მამა მიქაელ, გვიამბეთ ცხინვალში თქვენი მოღვაწეობის შესახებ. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ოსებს თქვენ მიმართ?

- ახალი წლები იყო მოახლოებული, ერთ საღამოს მანქანა რომ მოგვადგა სახლში, ნათლობა გვინდაო. მე უარი ვუთხარი და მეორე დღისთვის დავიბარე. დღისით ვერ მოვალთ, არ გვინდა, ხალხმა შეგვამჩნიოსო. თან შემომთავაზეს, ჩვენივე მანქანით წაგიყვანთ ტაძარშიო. ოთხი კაციდან სამი შინ დავიტოვე, ერთი კი ნათლობისთვის საჭირო ხელსაწყოებისთვის გავგზავნე ტაძარში. საიდუმლოს აღსრულების შემდეგ სამარხვო ტრაპეზიც გაგვიშალა ჩემმა მეუღლემ და ყველა ერთად დავსხედით. საოცარი სითბო გამოხატეს. მონათლულმა ერთ-ერთ სადღეგრძელოში გვითხრა, სულ სხვა გულით მოვედით და ახლა სიყვარულით სავსე მივდივართო.

ამ შემთხვევამდე ოსებმა ერთი დიაკვანი გაიტაცეს, ირაკლი, რომელმაც გამტაცებლებს განუცხადა: "მე ქრისტესი ვარ! სიკვდილის არ მეშინია! ამ წამებით სასუფეველში შევალო!.." ამ სიტყვების შემდეგ დიაკვანი შინ დააბრუნეს.

ერთხელ ჩემი წაყვანაც სცადეს. ერთი ინვალიდი ქართველი მომიგზავნეს, სახლის კურთხევაზე იქნებ წამომყვეთო. მე გულმა არ გამიწია და არ წავედი. მალე ის ბიჭი მობრუნდა და სინანულით მითხრა, მაშინ თქვენი წაყვანა ოსებმა მაიძულეს და ძალიან გამიხარდა, რომ არ წამომყევითო.

***
ერთ საინტერესო შემთხვევას ქალბატონი თალიკოც იხსენებს, მამა მიქაელის ყოფილი მეუღლე, რომელიც თვალისჩინდაკარგულ მამაოს სულიერად უდგას გვერდით, უვლის და ეხმარება:

"1991 წელი იყო. მამაო ცუდად გამხდარა და შობის წინა დღეებში რუსთავში ჩამოვიდა, მაგრამ შობის წირვა-ლოცვას ვერ გავაცდენო და 5 იანვარს ისევ ცხინვალში წაგვიყვანა. უკვე არეულობის პერიოდი იყო. გზაში მთელი არმია შემოგვხვდა, უამრავი ხალხი იყო. რუსებმა ჩვეულებრივ გაგვიშვეს, მაგრამ რაღაც მანძილი რომ გავიარეთ, ოსი ქალები გადაგვიდგნენ და გაგვაჩერეს. ქალები მამა სერგის მანქანიდან გადათრევას ცდილობდნენ. მე შიგნიდან ვექაჩებოდი, ისინი - გარედან... ამ დროს დავინახეთ, ზემოდან როგორ მორბოდა ვიღაც ოსი და ყვიროდა: "ხოზურ!.. ხოზურ!" - "კარგია, კარგიაო!.." თან მამა მიქაელზე მიუთითებდა. დერეფანი გაგვიხსნეს და გამოგვიშვეს. ღამე ეკლესიასთან ახლოს, ჩვენს ოროთახიან ბინაში გავათიეთ.

6 იანვარს, საღამოს, ოცამდე ქალი იდგა ლოცვაზე. შუაღამისას ერთი ოსი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან და მამა მიქაელი გააფრთხილა, ჩემი შვილი ჩამოვიდა, ამბობს, რუსები ხიდის აფეთქებას აპირებენ და საშიშროება მოგველისო.

მეორე დილით, წირვაზე, რვასართულიანი სახლიდან, რომელიც ტაძართან იდგა, ეკლესიას ავტომატები დაუშინეს. მერე ჩვენი პოლიციაც მოვიდა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად წირვის შეჩერება გვთხოვა. ხალხი აფორიაქდა, აღელდა... ამ დროს მამა მიქაელი გამოვიდა საკურთხევლიდან და მრევლს მოუწოდა: "დაიჩოქეთ და დაიწყეთ "მამაო ჩვენო"! დედაეკლესიაზე უკეთესი თავშესაფარი ნუთუ ვინმეს გეგულებათო..." მთელმა ხალხმა დაიჩოქა და ტირილით დაიწყო ლოცვა. აღარც ტყვიების ხმა გვესმოდა და აღარც იმ საშინელებაზე ვფიქრობდით, რომელიც ასე ახლოს, ტაძრის კარს იქით ხდებოდა...

იმ დღეს ყველა ვეზიარეთ და ისე დავკეტეთ ეკლესია..."

***
- მამა მიქაელ, თქვენი ვაჟი, მამა სერგიც, სასულიერო პირია. როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- მე სანთლის ცეხში ვმუშაობდი. ერთ დღესაც ცუდად გავხდი და რადგან წასვლას ვეღარ ვახერხებდი, სერგის მივეცი გასაღები და ვთხოვე, ადი და მუშებს კარი გაუღე, რომ იმუშაონ-მეთქი. სწორედ იმ დროს, როცა სერგი იქ იყო, ღვთის განგებით, ცეხის დასათვალიერებლად უწმინდესი მიბრძანდა და თურმე მთელი საათი ესაუბრა ჩემს ვაჟს.

ორი წლის შემდეგ სასულიერო აკადემია გაიხსნა. უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, შენმა შვილმა აქ უნდა ისწავლოსო. ასეც მოხდა... აკადემიის დამთავრების შემდეგ კვლავ მიხმო პატრიარქმა და მითხრა: სერგი ძალიან კარგი ბერი იქნება, ხომ არ ისურვებსო. მამა სერგის რომ ვკითხეთ, შვილი მინდაო და უბრალო მოძღვრობა გადაწყვიტა. აკადემიის დამამთავრებელ სიგელში პატრიარქმა ჩაუწერა: "შენ შვიდი შვილი უნდა გეყოლოს!" დიდება უფალს! რვა შვილი შეეძინა. მერვე, პატარა მიქაელი, უწმინდესმა მოგვინათლა.

- მამაო, ვიცით, საოცრად თბილი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ და უწმინდესს...

- მე და ჩვენს პატრიარქს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ერთხელ ვიღაცას უთქვამს მისთვის: "უწმინდესო, მამა მიქაელს ძალიან უყვარხართო!" უპასუხია: "მეც ასევე მიყვარსო!" ყოველი შეხვედრისას ცრემლებით გადავეხვევით ხოლმე ერთმანეთს.

საოცრად შემწყნარებელი, დიდსულოვანი პატრიარქია.

ერთხელ, როცა ღამის დარაჯად ვიყავი სიონში, ასეთი შემთხვევა მოხდა: ტაძრის კარი გატეხა და წმინდა ნინოს ხატის მოსაპარად შემოვიდა ერთი ებრაელი. მე და მამა დიმიტრი გორგიძის მამას, ალექსის, ჩაგვძინებოდა და ხმაურმა გამოგვაღვიძა. ქურდი შესაწირის ყუთის გახსნას ცდილობდა, ჩუმად რომ მივუახლოვდით. სანამ მე იმ ებრაელს თავს ვადექი, ალექსიმ ტაძრის ზარები დარეკა და დაცვამაც აიყვანა ქურდი. ის კაცი იხსენებდა, ყველანაირი იარაღი მქონდა, ყველაფრის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ვერაფერი შევძელიო.

უწმინდესმა ებრაელი შეიწყალა და სასამართლოდანვე გაათავისუფლა, ოღონდ გააფრთხილა, საქართველოში აღარ გაჩერდე და წადიო...

- მამა მიქაელ, დაგვილოცეთ ჩვენი მომავალი თაობა და საქართველო...

- ჩვენი ახალგაზრდობა, პირველ რიგში, დიდმორწმუნე უნდა იყოს. უფალმა გვითხრა: შენ მე დამემორჩილე და მე მოგცემ ყოველივეს, რაც შენ გჭირდება, რაც შენი სულისთვის არისო სასარგებლოო. უნდა დავემორჩილოთ ღვთის ნებას. ჩვენმა ქრისტემ და ქრისტიანობამ გადაგვირჩინეს საქართველო.

"სხვა საქართველო სად არი,
რომელი კუთხე ქვეყნისა?
ერი პურადი, გულადი,
მაქებელ ქრისტე ღმერთისა!"


ჩვენი სამშობლო ღვთით გადარჩა. შეიყვარეთ უფალი! ღმერთი სიყვარულია, ღმერთი ჩვენი მშვიდობა და სიხარულია...

ეკატერინე ბერიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat