ყველანი ვგრძნობდით, რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა...
ყველანი ვგრძნობდით, რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა...
ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში როგორ ცხოვრობენ ისინი, ვინც მიზეზთა გამო საპყრობილის კედლებში მოხვდა. საუბედუროდ, ბევრს პატიმრობა ჯანთან ერთად სულსაც უწამლავს, თუმც საპირისპირო მაგალითებიც უამრავია. ამ საშინელ მიწურებს ალბათ მხოლოდ ის გადაურჩა, ვისაც განსაცდელმა საკუთარ თავთან ერთად ღმერთიც აპოვნინა, ბევრი ხომ საკნის უმზეო კედლებში იშვება ხოლმე სხვანაირი, ღვთისთვის სათნო ცხოვრებისთვის...

ამ მამათა ხვედრი ტყვეობა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ღმერთი არ უარყვეს და მარტოხელა შუქურებივით უმეგზურეს ადამიანებს უკუნ და მღელვარე უფსკრულის თავზე. ისინი ძალზე ბევრნი არიან, თუმცა მათ სახელებს და ამ მატიანეებს შემთხვევით სულაც არ გვიმჟღავნებს ზეცა...

***
როდესაც მოწამეთის მონასტრის წინამძღვრის, აწ გარდაცვლილი არქიმანდრიტ თორნიკეს (გაგი მოსეშვილის) ცხოვრებას გაეცნობით, ალბათ, ჩემსავით გაიფიქრებთ, რომ მეოცე საუკუნის კაცის კი არა, ძველი ქრისტიანის ცხოვრება წაიკითხეთ.

მამა გაგიმ თავისი დროის ყველა უბედობა გამოსცადა, მათ შორის - საპყრობილეც.

ის, რაც მისმა შვილმა, დეკანოზმა რევაზ მოსეშვილმა, გვიამბო, მხოლოდ წვეთია მამა გაგის თავგადასავლისა.

დეკანოზი რევაზ მოსეშვილი: "მართალი გითხრათ, მამაზე საუბარი ძალიან მიჭირს... ჯოჯოხეთური ტანჯვა გამოიარა, მაგრამ სულით არ დაცემულა...

ჩემს დაბადებას არ შესწრებია, რადგან, როგორც პოლიტიკური პატიმარი, შუა აზიაში გადაასახლეს და მხოლოდ რვა წლისამ ვნახე, 1962 წელს, როცა გადასახლებიდან დაბრუნდა.

1916 წელს შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ჩვენთან ის ავადსახსენებელი მეთერთმეტე არმია რომ შემოდიოდა, ხუთიოდე წლის იქნებოდა.

რადგან მშობლები საქართველოდან გახიზნული ჰყავდა, მისი აღზრდა მამიდებმა ითავეს. თუ რამ ებადათ, ბოლშევიკებმა ჩამოართვეს.

სკოლა თბილისში დაამთავრა და სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. მეოთხე კურსზე იყო, უწმინდესი კალისტრატე ცინცაძისგან კაბის ტარების უფლება რომ მიიღო, ინსტიტუტი დატოვა და ზედაზენს წავიდა სამორჩილოდ.

ერთ დღეს მონასტერში მეგობრებმა მიაკითხეს. გაიმართა ტრაპეზი, რომლის დროსაც მონასტრის ეზოში რუსი ცოლ-ქმარი შემოვიდა მხლებლებთან ერთად. როგორც ქართველებს გვჩვევია, მამამ სუფრასთან მიიწვია. ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ მამას სთხოვა, საქართველოს ისტორიაზე გვესაუბრეთო. მამა გაგი საკმაოდ ნაკითხი კაცი გახლდათ, ჩვენი წარსულის ჩინებული მცოდნე, და, ბუნებრივია, საუბარი საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან დაიწყო. როდესაც თამარის ეპოქას შეეხო, საგანგებოდ გამოკვეთა ქალი მეფის როლი.

რუსმა პოლკოვნიკმა ქართველთა სიწმინდე - თამარი უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მამა განრისხდა, პოლკოვნიკს სილა გააწნა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვეღარ შეიკავა და აგიზგიზებულ ბუხარში ჩავარდა.

სტუმარი სერიოზულად დაშავდა, მაგრამ მამამ მალევე განკურნა.

იგი კა-გე-ბეს თანამშრომელი აღმოჩნდა და რამდენიმე დღეში საკავშირო უშიშროების კომიტეტმა მამა საბჭოეთის მოღალატედ და ინგლისის აგენტად გამოაცხადა. იგი კოლიმაზე გადაასახლეს.

ახალგაზრდა, ენერგიული კაცისთვის ეს უმძიმესი წლები იყო. მკაცრმა კლიმატმა, შიმშილმა, სიცივემ და მძიმე ყოფამ ჯანი შეურყია და სიმსივნით დააავადა. სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მოიწვიეს ებრაელი ქირურგი, რომელმაც საოპერაციო მაგიდაზე მამას გულიდან ჯვრის მოხსნა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ ოპერაცია გაკეთდა, მაგრამ უნარკოზოდ...

მამას სხეული თითქმის ულპებოდა, საშინელი სუნი სდიოდა და აუტანელი ტკივილი ტანჯავდა. რომ არავინ შეეწუხებინა, დამლაგებლის საკუჭნაოში, იატაკზე იწვა და ლოცვაში ათენ-აღამებდა.

ერთ ღამეს ხილვაში დედა ღვთისა ნახა, რომელმაც ანუგეშა და ტკივილი დაუამა, მეორე ღამით კი ბებიამისი, ოლღა გაჩეჩილაძე, ესიზმრა, რომელმაც სამკურნალო ბალახების სახელები ჩამოუთვალა და მათი დამზადების წესიც ასწავლა.

რადგან მამას სიარული არ შეეძლო, ბალახები კოლიმაზე გადასახლებულმა ქართველმა პატიმრებმა შეუგროვეს და თავისივე ხელით დამზადებული წამლით თანდათან განიკურნა (მოგახსენებთ, რომ ეს ჩვენი საგვარეულო წამალია და დღესაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს).

რაც შეეხება ებრაელ ექიმს, თურმე დაცინვით მოიკითხავდა ხოლმე მამას, - ისევ ცოცხალიაო? ხოლო როდესაც სრულიად ჯანმრთელი იხილა, განცვიფრებულმა პატიება სთხოვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოინათლა კიდეც. როგორც მამა ამბობდა, იმ შავბნელ ეპოქას ვერც ის მოქცეული ებრაელი გადაურჩა...

გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ერთხანს ლენინგრადში, სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მაგრამ სამშობლოსა და ახლობლებთან განშორებას ვეღარ გაუძლო, საქართველოს დაუბრუნდა, უწმინდეს კალისტრატეს კვლავ აკურთხებინა კაბა და ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც აწ წმინდანთა დასს შერთულ გიორგი მხეიძესა და იოანე მაისურაძეს დაუახლოვდა. თუმცა ბოროტმა არც იქ მოასვენა და როგორც პოლიტიკურად არასანდო, კვლავ შუა აზიაში გადაასახლეს.

ისევ დაიწყო ტყვეობა და მტანჯველი წლები... ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...

პატიმრობიდან რომ მობრუნდა, შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად, მაგრამ მალე მესამედაც დააპატიმრეს და ისევ შუა აზიაში უკრეს თავი, საიდანაც საბოლოოდ 1962 წელს დაუბრუნდა სამშობლოს.

ხშირად მიკითხავს, თუ რა ძალამ დაათმენინა ამდენი ტკივილი და იცით, რა მიპასუხა? ყველაფერი ღვთის, მამულისა და ახლობლების სიყვარულმა დამაძლევინა, მუდამ ვგრძნობდი, უფალი ჩემთან რომ იყო და იმ მძიმე წლებშიც მუდამ ვცდილობდი, ადამიანად დავრჩენილიყავიო.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მამას ყველა დიდ ქალაქში აეკრძალა ცხოვრება.

ოჯახს უკიდურესად უჭირდა, ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილი ყურადღებას არ გვაქცევდა. ერთადერთ მხსნელად და ქომაგად ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე მოგვევლინა. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით დაინიშნა მამა ჯერ გუდაუთის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ კი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად. ბოლოს ბერად აღიკვეცა და არქიმანდრიტის ხარისხში მოწამეთის მონასტერს წინამძღვრობდა. სწორედ მის წიაღში განისვენებს მისი სხეული. 2007 წელს, თებერვალში მიიცვალა..."

სწორედ მის კედლებში დაიწყო ჩემი სულიერი გამოფხიზლება
ამას წინათ ინტერნეტის ერთ-ერთ საიტზე ცნობილი ამერიკელი სასულიერო მოღვაწის, სერაფიმ როუზის სულიერი შვილის, მონაზონ ნინოს ინტერვიუ ვიპოვეთ რუმინელ მართლმადიდებელ მღვდელ გიორგი კალციუსთან, რომელიც კომუნისტურ რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა და ტყვეობაში მყოფ არაერთ მართლმადიდებელ მოწამეს იცნობდა.

შეუძლებელია, ეს ყოველივე მოისმინო და სხვისთვის გაზიარება არ მოგინდეს.

მამა გიორგი კალციუსი: "თორმეტი და-ძმიდან სკოლაში მხოლოდ მე დავდიოდი და არასოდეს დამიკარგავს რწმენა, რომელიც დედამ ჩამინერგა.

შემდეგ სამედიცინო კოლეჯში ჩავირიცხე.

მალე კომუნისტებმა კოლეჯშიც იწყეს მარქსიზმის პროპაგანდა და მის შესწავლას გვაიძულებდნენ. მე გახლდით ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი, ვინც ეს მძაფრად გააპროტესტა და, შედეგად, 1948 წელს ციხეში ამოვყავი თავი.

1947 წელს რუსულმა არმიამ მეფე აიძულა, რუმინეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც კომუნისტებმა ძალაუფლება სრულად იგდეს ხელთ.

რუმინეთში რწმენა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინტელიგენციამ, რომელიც მოიხიბლა სექსუალური თავისუფლებითა და მასონობით, ეკლესიას უღალატა.

- მამა გიორგი, ვიცი, ამაზე საუბარი გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც გვიამბეთ პიტესტის ციხეზე და იმ შემზარავ ექსპერიმენტებზე, რომლებიც იქ ხორციელდებოდა.

- პიტესტი მაკარენკოს ექსპერიმენტის ასლი გახლდათ. ხომ მოგეხსენებათ, რა მიზანსაც ემსახურებოდა ხსენებული ექსპერიმენტი? ის ახალგაზრდები უნდა გადაეგვარებინა, რომლებიც კომუნიზმს შეეწინააღმდეგნენ. ყველაზე მეტად თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე ასაკის ადამიანებს გადაემტერნენ, რადგანაც სურდათ, თაობებს შორის უფსკრული გაეჩინათ.

რუმინეთი სულაც არ გახლავთ პრიმიტიული ქვეყანა. ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იყო ქრისტიანობა. ჰოდა, ეს სულიერი გადაგვარება სწორედ ახალგაზრდებიდან დაიწყეს.

პიტესტის ციხეში კოშმარი ტრიალებდა, უამრავი საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა იმ დრომ...

მე გამიმართლა, რადგან იმ თექვსმეტ ადამიანს შორის მოვხვდი, რომლებიც უშიშროებამ ჯილავის ციხეში გადაიყვანა (ეს ციხე მთლიანად მიწის ქვეშაა). სწორედ მის კედლებში დაიწყო ჩემი სულიერი გამოფხიზლება...

ჯილავის ციხეს ჰქონდა სპეციალური საკანი, რომელიც შუაზე გაჭრილ ცილინდრს წააგავდა. ჩვენ მიწის ქვეშ ვიმყოფებოდით. ამ ცილინდრში ოთხი უფანჯრო საკანი ააგეს, რომელთა თავზეც შვიდი მეტრი მიწა იყო.

დღის სინათლეს, ბუნებრივია, ვერ ვხედავდით, მხოლოდ ერთი ელექტრონათურა გვქონდა.

ჩვენს საკანში ერთი მძიმედ სნეული, კონსტანტინე ოპრისანი მოიყვანეს, რომელიც დღეში ორჯერ ფილტვებიდან სისხლს ახველებდა. რადგან სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მასზე ზრუნვა გადავწყვიტე.

კონსტანტინეს მოძრაობა აღარ შეეძლო და ყველაფერს მე ვუკეთებდი.

ის წმინდანს ჰგავდა. მსგავსი ადამიანი მანამ არ მენახა... პიტესტში სამ წელიწადს აწამებდნენ, იმდენი სცემეს, სანამ ფილტვები არ გაუნადგურეს. მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა და მტანჯველთა მიმართ საყვედურიც კი არ დასცდენია.

გამუდმებით იესოზე გვესაუბრებოდა და ყველანი ვგრძნობდით, რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა...

როდესაც გარდაცვალების ჟამი დაუდგა, ყველანი მორიგეობით ვდარაჯობდით, თვალს არ ვაშორებდით არც დღით, არც ღამით. მალე ერთ-ერთმა ჩვენგანმა შეამჩნია, რომ იგი მიდიოდა... სახე სრულიად შეეცვალა და თვალებზე ბინდი გადაეკრა. შეშინებულმა ხელზე ხელი მოვკიდე და განწირულმა ჩავძახე: "კონსტანტინე, არ მოკვდე, არა!" - და ის მართლაც გამობრუნდა, თვალები დაეწმინდა... არ ვიცი, რა ხდებოდა მის სულში, მაგრამ რომ შემომხედა, თვალები შიშით აევსო და ტირილი იწყო... მივხვდი, მზად იყო წასასვლელად, მე კი ისევ ამ საშინელ სამყაროში დავაბრუნე... საოცარია, მაგრამ ახალშობილს დაემსგავსა. ასე მტირალი ორიოდ წუთში მიიცვალა.

მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ ვიგრძენით, რაღაც როგორ განადგურდა ჩვენში. იცით, რა აღმოვაჩინეთ? ასე ავადმყოფი და მიწის ქვეშ ძლივს მფეთქავი ადამიანი, რომელსაც გადაადგილებაც კი არ შეეძლო, ჩვენი სიცოცხლის ნიშატად ქცეულიყო. საშინელი მარტოობა შევიგრძენით...

ცხედარი განვბანეთ, შემდეგ დაცვას შევატყობინეთ მისი გარდაცვალების შესახებ. სამ საათში მოგვაკითხეს და ნება მოგვცეს, გარდაცვლილი გარეთ გაგვესვენებინა.

ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვენახა, ნესტიან საკანში დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით და თითქმის დაგვავიწყდა, რომ სინათლეს მბჟუტავი ელექტრონათურის გარდა მზეც გამოსცემდა... რომ არსებობდა ცა და ყვავილები, დღე და ღამე...

მზე ჩადიოდა და ყველაფერს ოქროსფერი ნათელი ადგა.

ცხედარი მიწაზე დავასვენეთ. სრულიად შიშველი იყო, რადგან მისი უბადრუკი ტანსაცმელი სხვა პატიმრისთვის უნდა ჩაეცმიათ. ძონძებიც კი დაენანათ... მის გალეულ სხეულს რომ ვუყურებდით, არ გვჯეროდა, რომ ეს ადამიანის სხეული იყო, ამდენმა განსაცდელმა სულ გააძვალტყავა ეს საოცარი ადამიანი...

ჩემმა მეგობარმა აიღო და გარდაცვლილს გულზე ლურჯი ყვავილი დაადო..."

ცოდვის ტალახი არასოდეს მოსცხებია
არქიმანდრიტი პართენ აფციაური გულთამხილავი ბერი იყო, გულუბრყვილობამდე უბოროტო და ძველ მამათაებრ მადლიანი. განდეგილობისა და მდუმარების მრავალმა წელმა ღრმა შინაგანი სიჩუმე და განუწყვეტელი ლოცვა ასწავლა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): "მამა პართენი იმ უსათნოეს მტრედს მაგონებდა, მთელი ცხოვრება უკაცრიელ ადგილებს რომ დაჰფრენს და ცოდვის ტალახი არასოდეს მოსცხებია. რაღაც არაამქვეყნიური იყო ამ ადამიანში: წუთისოფელში მყოფი თითქოს ვერც ამჩნევდა მას. იგი იმ ძველ მამებს მიაგავდა, უდაბნოებსა და საპყრობილეებშიც რომ ინარჩუნებდნენ რწმენას...

KARIBCHE16 წლისამ ნაცნობ მღვდელს შიომღვიმის გზა გამოჰკითხა და დიდთოვლობის მიუხედავად, გაჭირვებით ჩააღწია.

მონასტერს იმ დროს მღვდელმონაზონი ეფრემი (მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე) წინამძღვრობდა.

დარბევას და აწიოკებას ვერც შიომღვიმე გადაურჩა - ბერები გამოიყვანეს და ციხედ ქცეულ მეტეხის ტაძარში გამოამწყვდიეს, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი, მათ შორის - ივანეც (მამა პართენის საერო სახელი, ავტ.), - ხანგრძლივი ტანჯვის, დაკითხვისა და შეურაცხყოფის შემდეგ ციხიდან ძლივს გამოიმეტეს (ათწლიანი პატიმრობის ნაცვლად იქ ხუთი წელი დაყო)".

ნინო იორაშვილი, არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერი შვილი: "ვიღაც მოისყიდეს და გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს - ძალზე სახიფათო იყო მისთანების არსებობა ხელისუფლებისთვის... ცილისმწამებელს ერთადერთი, სრულიად ჯანსაღი ვაჟი იმავე საღამოს უეცრად გარდაეცვალა.

- შვილი თავადვე მოვკალი, ამ ანგელოზის დარ კაცს ცილი რომ დავწამე. რა მინდოდა, რას ვერჩოდი, მორწმუნე რომ იყო, იმასო?! - ღრიალით მოვარდა სვეტიცხოველში.

ციხეში განმოსვა და წვერის გაპარსვა მოსთხოვეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

პატიმრებს იგი უზომოდ უყვარდათ და პატივს სცემდნენ. მრავალი მათგანი მოაქცია და განკურნა, რაზეც შემდეგ თავად ისინი ამოწმებდნენ".

***
საქართველოში ბევრისთვის ნაცნობ სქემარქიმანდრიტ საბას მრავალი საკვირველი ცხოვრება ახსოვს. თავად მისი ცხოვრებაც ასეთია, თუმცა ამაზე საუბარს ერიდება.

მრავალი წლის განმავლობაში პატიმარი იყო, ყაზახეთში გადაასახლეს, მაგრამ ამან რწმენა კიდევ უფრო განუცხოველა.

მამა საბა აფხაზეთში მეუდაბოე ბერობისას დაუახლოვდა ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, იმ დროს - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს. აფხაზეთის უდაბნოში მოღვაწე სასულიერო პირებზე (და არა მხოლოდ მათზე) სწორედ მისი თხოვნით დაწერა ყველაფერი, რაც ახსოვდა.

მამა საბამ სოხუმთან ახლოს მდებარე უდაბნოს მკვიდრ ორ ღმერთშემოსილ დედაზე, სქემმონაზონ ელენესა (დედა ელენე ახალმოწამეა, მისი თმიდან, რომელსაც მამა საბა სასოებით ინახავს, 15 წლის წინ მირონი გადმოდინდა) და მის დაზე, მონაზონ ნინოზე, გვიამბო.

სქემარქიმანდრიტი საბა: "1937 წელს მონაზონი ნინო 8 წლით ჩაქვის ციხეში ჩასვეს, გამუდმებით აწამებდნენ და შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ამ წლებზე არასოდეს უსაუბრია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთხელ, ფსალმუნის კითხვისას, ციხის უფროსმა თმაში ხელი მოჰკიდა (დედა ნინოს მსხვილი ნაწნავები ჰქონდა) და თავი შარდიან ქოთანში ჩააყოფინა.

არ გასულა დიდი დრო და მის შეურაცხმყოფელს შემთხვევით ვიღაც შემოაკვდა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოხდა ხანი და ციხის ახალ უფროსსაც გაუჩნდა პრობლემები - პატიმრები გაექცნენ. შეშფოთებული გაიძახოდა, - ახლა ნამდვილად პასუხს მომთხოვენ და მეც ჩამსვამენო, მაგრამ დედა ნინომ ანუგეშა, - პატიმრები აუცილებლად დაბრუნდებიანო და ასეც მოხდა.

მადლიერების ნიშნად, ციხის უფროსმა დედა ნინოს საკანში სალოცავი კუთხე გამოუყო და ეს ადგილი ფარდით გადაატიხვრინა.

ჩასვამდნენ ხოლმე ყოველი აღდგომის წინ საკანში, რომ არ ეწირა
უღმერთო ბოლშევიკურ ხელისუფლებას მოთმინების ძაფი გაუწყდა და ხანგრძლივი ტანჯვა-წამებისა და დევნის შემდეგ ერთი ქართული სოფლის, მოხისის ახალგაზრდა და "მოურჯულებელი" მღვდელი, სამსონ მძინარაშვილი უკანასკნელად დააპატიმრა.

მამა სამსონს იქამდეც ხშირად აპატიმრებდნენ - ჩასვამდნენ ხოლმე ყოველი აღდგომის წინ საკანში, რომ არ ეწირა და სოფლის ეკლესიის ზარები არ ეგუგუნებინა და აღდგომაჩავლილს ისევ უშვებდნენ. თან ხალხში მისი დიდი ავტორიტეტის ეშინოდათ და, როგორც ჩანს, ამ მიზეზითაც უთმინეს ამდენ ხანს.

ხშირ-ხშირი დაპატიმრებებით კი დაშინების ნაცვლად მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ მამა სამსონმა მოღვაწეობა უფრო გაააქტიურა.

1938 წელს ბრწყინვალე აღდგომა 24 აპრილს უწევდა. როგორც ყოველთვის, აღდგომის წინ, 23 მარტს, დიდმარხვის პირველი კვირის ჩათავებისთანავე დაატყვევეს. სხვა გზა აღარ ჰქონდათ: თავიანთი დრამბრიგადებით, კონცერტებითა და პროპაგანდით მამა სამსონს ვერ მოერივნენ და მენელსაცხებლე დედათა კვირას, 3 მაისს, ე. წ. სამეულის განჩინებით დახვრიტეს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat