ღვთის გზაზე კაცმა ის ჯვარი უნდა აიღოს, რომლის ზიდვაც შეუძლია
ღვთის გზაზე კაცმა ის ჯვარი უნდა აიღოს, რომლის ზიდვაც შეუძლია
როცა ადამიანი ერისკაცობასა და მონაზვნობას შორის არჩევანზე იწყებს ფიქრს, იძულებულია, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზლად გადაამოწმოს. ბევრი სწორად აფასებს განსხვავებას სურვილსა და შესაძლებლობას შორის, ბევრიც თავს მონასტერში ცდის. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ზოგი, უბრალოდ, გაურბის ცხოვრებას, ცხონება კი ერშიც შეიძლება; მთავარია, ღირსეულად ზიდო საკუთარი ჯვარი.

ჟურნალის წინა ნომერში მკითხველს უძლოურის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (პიტნავა) წარვუდგინეთ. ამჯერად მას საერო და ბერული ცხოვრების ზღვარსა და მათ შორის არჩევანზე ვესაუბრებით.

- სამონასტრო ცხოვრება საეროსგან ფრიად განსხვავდება. რა უმჯობესია ცხონებისთვის, რამდენად მოეთხოვებათ ერში მყოფთ მონასტრული სიმკაცრით ცხოვრება?


- მონასტრული ცხოვრების სიმკაცრე მდუმარებაში, მარხვასა და თავგანწირულ ღვაწლში მდგომარეობს. სხვა არაფერი განასხვავებს მონაზვნისა და ერში მყოფის სარწმუნოებრივ ცხოვრებას. ეს არის, მონასტერში მეტი მღვიძარება, ლოცვა, შრომა და ბრძოლაა საჭირო.

KARIBCHEერში მყოფი მოძღვარი უფრო ახლოს არის საერო ცხოვრებასთან და მეტ კომპრომისზე მიდის. ზოგ რამეს მეც ვთმობ, ერისკაცებს არ ვთხოვ ბერული სიმკაცრით ცხოვრებას, ვითხოვ, მარხვაში სტუმარი სარწმუნოების მოთხოვნისამებრ მიიღონ, თუმცა ამ პერიოდში სტუმრად წასვლის კურთხევას არ ვიძლევი, რადგან მარხვა სურვილების შეზღუდვას ნიშნავს და თუ ყოველდღიურ სიამეზე იფიქრებს ადამიანი, სულიერად ვერასოდეს გაიზრდება.

- როგორია თქვენი უმთავრესი მოთხოვნა სულიერი შვილების მიმართ, რის ნებას ვერ მისცემთ და რას ვერ აპატიებთ მათ?

- სულიერი შვილებისგან პირველ ყოვლისა ქრისტიანულ, ზნეობრივ ცხოვრებას მოვითხოვ, რასაც ლოცვაზე წინ ვაყენებ. არ შეიძლება, იმის იმედად, ჩემს ლოცვას ღმერთი შეისმენსო, უფლის წინაშე უზნეოდ იდგე, არაქრისტიანულად იცხოვრო. ლოცვის კურთხევას ინდივიდუალურად, სულიერი სიძლიერის მიხედვით ვაძლევ, იმის მიხედვით, ვის რა ღვაწლი შეუძლია გასწიოს. ოჯახურ პირობებსაც აქვს მნიშვნელობა - ზოგს შინ ლოცვას უშლიან, ეკლესიური ცხოვრების გამო დევნიან. ასეთ შემთხვევაში მორწმუნეს უფლება აქვს, შეძლებისდაგვარად, ჩუმად ილოცოს და იაროს ტაძარში. ქრისტიანული წესის თანახმად, შვილმა მშობლების მორჩილებით უნდა იცხოვროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარწმუნოების მიმართ წინააღმდეგობა იჩენს თავს. ასეთ დროს ტყუილიც კი დასაშვებია, თუ ის ღვთის გზაზე დაუბრკოლებლობისთვის არის ნათქვამი, მაგალითად, როცა შვილი ეკლესიაში წასასვლელად თეატრში წასვლასა თუ სხვასა და სხვას იმიზეზებს.

რას ვერ ვაპატიებ სულიერ შვილებს და ჩემი კურთხევის შეუსრულებლობას. მაგალითად, მანდილოსნებს არასწორი შესამოსლის ტარებას, სიშიშვლეს. პირველ ჯერზე მეტანიებს ვაძლევ, შემდეგ ვაფრთხილებ: თუკი ჩემი ლოცვა-კურთხევის შესრულება არ შეგიძლია, სხვა მოძღვარი აირჩიე, ვინც შენს მოთხოვნებს გაითვალისწინებს-მეთქი. კურთხევის დარღვევა პირველ რიგში უფლისადმი უმადურებაა, რადგან ღმერთი ყველას უმჟღავნებს თავის სიყვარულს. სწორედ უფლისადმი უმადურებას ამჟღავნებს მორწმუნე, როცა სიყვარულის წილ ცხონებისთვის დადგენილ ღვთიურ კანონებს არღვევს - ის ამით ცხონებაზე, ღვთის უდიდეს სიყვარულზე ამბობს უარს, რადგან საქმით ღმერთს განეშორება.

- განა ბერობა ერთადერთი გზაა ცხონებისთვის?

- ცხონება ერშიც შეიძლება ღვთის სიყვარულით. შეიძლება, ერში იმდენი მადლი აკეთო, ბერულ ცხოვრებას აღემატებოდეს. ბერობაში ცხონება ძნელია, რადგან ეს მძიმე ჯვარია. როცა ადამიანი მონასტერს ირჩევს, მისი სულიერება ისეთ მაღალ საფეხურზე უნდა იყოს, ღვთის ისეთი სიყვარული და იმედი უნდა ჰქონდეს, ერში არაფერი აკავებდეს, რათა ბერული ყოფა ცხონების გზაზე დამაბრკოლებლად არ ექცეს, ღვთის გზაზე კაცმა ის ჯვარი უნდა აიღოს, რომლის ზიდვაც შეუძლია.

- მომხდარა თუ არა, სულიერი შვილისთვის ერში დარჩენა გერჩიოთ? როგორ განსაზღვრავთ ერში დარჩენის აუცილებლობას და რას ურჩევდით საერო და მონაზვნური ცხოვრების ზღვარზე მყოფთ?

- როცა სულიერ შვილს კარგად იცნობს მოძღვარი, არ გაუჭირდება, მისი შესაძლებლობები განჭვრიტოს, თუმცა ბერული ცხოვრების მოსურნე მონასტერში, მორჩილების პერიოდში იცდება, ამ დროს ირკვევა, რამდენად სწორ არჩევანს აკეთებს და შეუძლია თუ არა ასე ემსახუროს ღმერთს. ზოგი ერში ცხოვრებას გაურბის, რადგანაც სულიერად ძალიან გაუჭირდა და გაქცევით ფიქრობს თავის შველას, სურს, მონასტერს ღვთის იმედით შეაფაროს თავი, მაგრამ თუ მონასტერში წასვლის მიზეზი პრობლემებია და არა ღვთის უკიდეგანო სიყვარული, მას მონასტერშიც გაუჭირდება, რადგან გონებით ყოველთვის ერში იქნება.

სულიერ შვილებს, მათივე აღსარებიდან გამომდინარე, იმ ჯვრის ზიდვას ვურჩევ, რომლის ტვირთვაც შეუძლიათ, თუმცა იყო შემთხვევა, როცა მონასტრული ცხოვრების მოსურნისთვის რაღაც ძალამ მიმაცემინა კურთხევა.

საერო და ბერული ცხოვრების ზღვარზე მყოფთ ვურჩევდი, ჯერ თავად გააანალიზონ საკუთარი სულიერი მდგომარეობა, მიზეზები, რა უბიძგებთ მონასტრისკენ, საერო პრობლემებს მოძღვრის რჩევა-დარიგებით ერში ებრძოლონ და თუკი მიხვდებიან, რომ იქ არაფერი აკავებთ და სურთ, მხოლოდ უფალს მიუძღვნან თავი, მერეღა გაანდონ მოძღვარს გადაწყვეტილება. თუმცა შეიძლება, სულიერი შვილი თავს მზად თვლიდეს, მოძღვარმა კი კურთხევა არ მისცეს. ეს უფლის საიდუმლოებაა და მორწმუნემ მორჩილებით უნდა მიიღოს მოძღვრის კურთხევა.

პირადად მე ერში ყოფნისას, როცა ღვთის არსებობა შევიგრძენი, მისი დახმარებით მსურდა მომეწყო ცხოვრება და თანაც ღვთიური საქმე მეკეთებინა. სამ ლატარიის ბილეთს ვყიდულობდი ხოლმე და უფალს ვევედრებოდი, ორი ოცდაოთხი მომაგებინე, ერთით ეკლესიას ავაშენებ და ერთს ჩემთვის გამოვიყენებ-მეთქი. ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, ის თანხა არ ამენაზღაურებინა, რასაც ბილეთების საყიდლად ვხარჯავდი, მხოლოდ ერთ მანეთს მოვიგებდი და მეტს არაფერს... ღვთისთვის სათნოა ჩვენი შრომით გაწეული ხარჯი და არა მონაგები, რომელიც ხშირად აზარტად იქცევა ხოლმე და ბოროტის მახეში აქცევს ადამიანს. რაც შეეხება ეკლესიას, რომლის ასაშენებლადაც უფალს ოცდაოთხს ვთხოვდი, ახლახან, ბერული მოღვაწეობის თხუთმეტიოდე წლის შემდეგ, მხვდა წილად მის რესტავრაციაში მონაწილეობის მიღების მადლი. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ჩემს მშობლიურ სოფელში, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ნახევარ წელიწადზე მეტია ვუძღვები ტაძრის აღდგენით სამუშაოებს და მალე სოფელს ღვთის სადიდებლად მოქმედი ტაძარი შეემატება.

- ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდები ოჯახს ტოვებენ და მონასტერში მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სასტიკი წინააღმდეგია. მართებულად მიგაჩნიათ, რომ ადამიანი შინ ატირებულ მშობლებს ტოვებს?

- თუ ახალგაზრდა თავის არჩევანში მყარად არის დარწმუნებული, სჯერა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა და შეუძლია ასეთი ფორმით ღვთის მსახურება, მშობლების ნების წინააღმდეგ მოქცევა დასაშვებია. ხშირად ისინიც ღვთის გზას ადგებიან და შვილის საქციელი მაცხოვნებელი ხდება მათთვის. ერთი ასეთი ამბავი მინდა მოგითხროთ: მამა ილია (კარკაძე) რომელიც დღეს ქუთაისის სულხან-საბას დასახლების წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, გელათის მონასტერში ჩემი მსახურებისას მორჩილი იყო და ბერობისთვის ემზადებოდა. დედამისი ჯერ, საერთოდ, მისი სარწმუნოებრივი ცხოვრების წინააღმდეგი გახლდათ, შემდეგ, ბერობა რომ დააპირა, მღვდლობაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ მონასტერში არ წასულიყო და მეუფეს შესჩივლა თავისი წუხილი. ეს ქალბატონი ბაღდათის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექთანი იყო. ერთხელაც ავად გახდა. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. მთხოვა, იქნებ შვიდგზის ზეთისცხების ლოცვები წამიკითხოთო. ვესტუმრე შინ. შესვლისას მითხრა: მამაო, თქვენს მოსვლამდე წმინდა ნიკოლოზი ნახევარი საათი ხილულად თავზე მადგაო. შე დალოცვილო, - ვუპასუხე, - რომელ საუკუნეში ცხოვრობდა წმინდა ნიკოლოზი და ცოცხლად ნახე, შენი შვილისთვის კი უკვდავება არ გემეტება-მეთქი. ასე რომ, როცა მშობლები შვილების უკვდავებას გლოვობენ, როგორ შეიძლება, მათი ტირილი გამართლებულად მივიჩნიოთ და იმ გზაზე დავბრკოლდეთ, რომლითაც სულის უკვდავება მიიღწევა?

- თქვენ თუ გაგიჭირდათ ბერობის გზაზე? ან თავად როგორ გააკეთეთ არჩევანი? გახსენებდათ თუ არა თავს საერო ცხოვრება?

- ბერობის სურვილი ბავშვობაშივე გამიჩნდა. დედამ გეგუთის ციხის ნანგრევები დამათვალიერებინა. იქ ერთი ბერი იყო, სახეში არავის უცქეროდა. მისმა ნახვამ საოცარი მადლით ამივსო გული. ის ბერი ჩემთვის მონაზვნური ცხოვრების ერთგვარ საზომად იქცა. მერე ღმერთმა არაერთხელ მაჩვენა თავისი ძალმოსილება და... ასე გავხდი თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ქუთაისის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი. მერე მეუფე შიომ მღვდლობა შემომთავაზა. დიაკვნობისთვის წინასწარ შემამზადა. ხუცური კითხვა და სადიაკვნო კვერექსები საოცარი სისწრაფით ავითვისე... როცა ჩათვალა, რომ მზად ვიყავი, მოწამეთობის წინა დღეს, სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ, მითხრა: წადი, მეუღლე მოიყვანე, - იმხანად ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ის კი არა, სანამ პირადად არ მომიხდა ღვთისმსახურებასთან შეხება, არც კი ვიცოდი ჯვრისწერის აუცილებლობის შესახებ, - მეუღლე მოიყვანე, ჯვარს დაგწერთ და ხვალ მოწამეთაში დიაკვნად გაკურთხებთო. მეუღლემ რომ გაიგო, ხელდასხმას მიპირებდნენ, ისეთი წინააღმდეგობა გამიწია, მღვდლობა გადამაფიქრებინა. მერე, როცა ეპარქიის მმართველად მეუფე კალისტრატე მოვიდა და გამიცნო, მითხრა: მართალი კაცი ჩანხარ, შენში სარწმუნოებას ვხედავ და მინდა, მღვდლად გაკურთხოო. მღვდლობაზე არა და ბერობაზე კი ვფიქრობ-მეთქი, ვუპასუხე მეუფეს. მღვდლობა უფრო მძიმე ტვირთად ჩავთვალე - სხვების სულებზე ზრუნვა ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამიტომ რიგითი ბერობა მერჩივნა... მეუფეს გაუხარდა და მითხრა: ვიცოდი, ამას რომ მეტყოდი, მოემზადე და მერე მღვდელ-მონაზვნადაც გაკურთხებო. 50-ე და 90-ე ფსალმუნებისა და მრწამსის სწავლა დამავალა. მაშინაც ვიცოდი, მაგრამ სასწაული ხდებოდა - ნახევრამდე ვიტყოდი და ვეღარ ვაგრძელებდი. ასე თვეობით გასტანა. ერთხელ მეუფემ მკითხა, რა ქენი, ლოცვები თუ ისწავლეო? მეც დაუფიქრებლად მივუგე, კი-მეთქი და სასწაული მოხდა - მეუფის წინ ყველა ლოცვა ბოლომდე უშეცდომოდ წარმოვთქვი. ოჯახისთვის არც მიკითხავს, ისე დავთანხმდი ბერად აღკვეცაზე. ეს ის დრო იყო, გელათის მონასტერი რომ იხსნებოდა...

1989 წლის 31 იანვარს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში ბერად აღმკვეცა მეუფე კალისტრატემ. დილით სახლში საკუთარი ნივთების წამოსაღებად ბერული შესამოსლით მივედი... მეუღლეს მაშინ არაფერი უთქვამს, მერე კი არაერთხელ სცადა, შინ დავებრუნებინე, თუმცა ამაოდ...

საერო ცხოვრება თუ გახსენებდათო თავს, მკითხეთ. გეტყვით, რომ არა. მე მონასტერში ღვთის სიყვარულმა, რაღაც უხილავმა მიმიყვანა. იქ ჩემი ადგილი ვიპოვე და არასოდეს მინანია ეს. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, რომელმაც ერული ცხოვრების მონატრება გააღვიძა ჩემში: გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები კონსტანტინე ჯანგავაძის შვილიშვილი მოვნათლე. ოჯახმა დიდი წვეულება გამართა. მუსიკამ ჩემზე ისე იმოქმედა, ცრემლიც კი მომადგა თვალზე, მაგრამ დაბრკოლებად არ ქცეულა.

- როგორია დღეს, თქვენი აზრით, სარწმუნოებრივი სიმაღლე მრევლში? როცა ასე მომრავლდა საცდური, "საამო გახდა ცხოვრება", რას უნდა მიაპყროს ყურადღება ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, სული რომ გადაირჩინოს?

- მე არა ვარ კმაყოფილი მრევლის დღევანდელი მდგომარეობით. ეკლესიურ კანონებს ერთეულები თუ იცავენ. უფალმა წვეულებაზე ყველა შემხვედრი მიიწვია, მაგრამ ვისაც საზეიმო სამოსი არ ეცვა, უკან გამოაძევეს. წვეულებაზე მხოლოდ საზეიმო სამოსში მყოფნი მოხვდნენ, ისინი, ვინც მზად იყო დღესასწაულისთვის - უფალთან შესახვედრად. ზიარებას მრავალი იღებს დღეს, მაგრამ ყველა როდია მზად ამ უდიდესი სიწმინდისთვის.

მახსოვს, აღდგომის ცისკარზე ტაქსით წავედი პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში. მძღოლმა მითხრა, ეკლესიასთან კომკავშირლები დგანან და დაგიჭერენო. დამიჭირონ-მეთქი, ვუპასუხე. მე სარწმუნოებისთვის მივდიოდი ტაძარში და მხოლოდ ღვთის შიში მქონდა. მაშინ ხალხი მხოლოდ ღვთის სიყვარულს მიჰყავდა ეკლესიაში. დღეს ზოგი - სხვის დასაწყევლად, ზოგი საკუთარი კეთილდღეობის სათხოვნელად მიდის უფალთან და არა მადლობის სათქმელად, რომ მის შესაცნობად ამქვეყნად მოავლინა. ღვთის შეცნობა კი უდიდესი სიამოვნებაა, რომელსაც ვერც ერთი ამქვეყნიური სიამე ვერ შეედრება. იმისათვის, რომ ქრისტიანმა სული გადაირჩინოს, უპირველესად მოძღვარს უნდა უგდოს ყური და ღვთის სათნოდ იცხოვროს.

- ერში, სადაც ოჯახს ქმნიან, ცოლს ირთავენ და თხოვდებიან, ხშირია ქალისა და ვაჟის გარიგების შემთხვევები. ხშირად მოძღვრები თავად აოჯახებენ სულიერ შვილებს. რამდენად გამართლებულია ასეთი რამ?

- მოძღვრის მხრივ გარიგება დასაშვებია, რადგან მან იცის თავისი მრევლის სულიერება და იცის, როგორ ოჯახს შექმნიან. თუ ქალ-ვაჟი სხვადასხვა მოძღვრის შვილია, სულიერი მამები ესაუბრებიან ერთმანეთს. თუ ამგვარად შექმნილ ოჯახში რამე ბზარი გაჩნდა, რაც გამორიცხული არ არის, ისევ მოძღვარი ერევა მათ ურთიერთობაში, გამოიკვლევს მიზეზს და შესაბამის სასჯელს დაადებს სულიერ შვილს, ვისი მიზეზითაც გაჩნდა უფლის მიერ ნაკურთხი ოჯახის დაშლის საშიშროება - ოჯახის დანგრევა ღვთის გმობაა და ბოროტისგანაა, რამეთუ უფლის კურთხევის წინააღმდეგაა მიმართული.

***
მამა ნიკოლოზს განდეგილი ბერის ცხოვრება სურდა, მაგრამ დღეს იგი, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტის ხარისხში ღვთის უდიდესი სიყვარულით აღასრულებს ნებას ზეციერისას, სხვათა სულებზე ზრუნვა რომ დააკისრა და მიიჩნევს, რომ ვისაც ცხონება სურს, ერთმანეთის წამხედურობით და დროის შესაბამისად კი არ უნდა იცხოვროს, არამედ ეკლესიურად, რამეთუ დრო წარმავალია, წინ კი უფლის სამსჯავრო გველის...

ესაუბრა
ხათუნა გედენიძე
ბეჭდვაელფოსტა
15.03. 2015
mari
და მეუღლე რომ დატოვა, მას რომ სულიერი ტრამვა მიაყენა ამის პასუხი მაინტერესებს
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat