უფლის სახელით - ეკლიან გზაზე
უფლის სახელით - ეკლიან გზაზე
უბრალო მოკვდავისთვის ძლიერ რთულია და საპასუხისმგებლო იმ ადამიანის ცხოვრების შესახებ წერა, ვინც ჭეშმარიტი რწმენის სახელით ეკლიანი გზა აირჩია, ამაღლდა ამქვეყნიურ ამაოებათა ხიბლზე, ბოროტების წილ - თესა სიკეთე და ურწმუნოთაგან განაწამებმა შთამომავლობას უანდერძა უანგარო სიყვარულისა და მიტევების მადლი.

დღესაც დიდი მოწიწებით იხსენებენ რაჭველები დეკანოზ სიმონ ბაკურაძეს, თუმცა მისი გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა.

ამბროლაურის რაიონის სოფელ ჯვარისაში, შეძლებული მღვდლის ოჯახში, 1862 წელს დაიბადა ყმაწვილი, რომელსაც მემკვიდრეობით მოსდგამდა ღვთისმოშიშება და რწმენის ერთგულება. ღვთის სათნო ახალგაზრდას უხვად ჰქონია მომადლებული ნიჭიერება: ადვილად დაუსწავლია რუსული, გერმანული, ფრანგული ენები, ქართული საეკლესიო საგალობლები.

17 წლის სიმონი ოჯახს მოჰკიდებია. მისმა სასულიერო განათლებამ და ოჯახურმა აღზრდამ თავიდანვე განსაზღვრა ახალგაზრდა ადამიანის ბედი; მოკლე ხანში სიმონ ბაკურაძე მღვდლად უკურთხებიათ და მალევე მიუღია დეკანოზის ხარისხი.

მღვდელმსახური რწმენის ქურაში იწრთობოდა: რვა შვილის მამამ ორი პატარა ქალიშვილი მიწას მიაბარა, რომლებსაც "ბატონები" შეჰყროდათ. იმ დროს სოფელ ჯვარისაში მსახურობდა დეკანოზი და სათნო მეუღლესთან ერთად ქვრივ-ობოლთა, გაჭირვებულთა და დავრდომილთა დასახმარებლად ენთო იმედის ჩაუქრობელ კელაპტრად.

მამა სიმონის ეზოში გულუხვად დაიტვირთებოდნენ ხოლმე ხარები პურით, ღვინით, სიმინდით, ლობიოთი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით და შემწეობის გზას დაადგებოდნენ.

უყვარდა სოფელს კეთილი დეკანოზი, მადლიერ ადამიანებს პირზე ეკრათ მისი სახელი. ხელისუფლებამაც ჯეროვნად დააფასა სიმონ ბაკურაძის შრომა და მას ორგზის მიანიჭა ნიკოლოზ მეორის ორდენი და საპატიო სიგელი...

განსაცდელს უმზადებდა განგება...

საბჭოთა ხელისუფლებამ მოიცვა მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც. რადიკალურად შეიცვალა ადამიანთა ყოფა. ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო იწყო ხეტიალი რევოლუციის მახინჯმა პირმშომ, თვალთვალის, ბეზღების, ღალატისა და ცილისწამების წითელმა მონსტრმა.

დაშინებული ადამიანები გამოიკეტნენ საკუთარ ნაჭუჭში. პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მამა სიმონი კი ძველებურად აგრძელებდა ქადაგებას რწმენის სიყვარულზე, ერთგულებაზე, მიტევებასა და სათნოებაზე.

შვილებიც მოსწრებოდა დეკანოზს - ზოგი დაოჯახებულიყო, ზოგიც სწავლას აგრძელებდა...

მამა სიმონი ბოროტთა სამიზნე აღმოჩნდა. უსაფუძვლო ბრალდებების გამო საკუთარ სოფელში მოღვაწეობა აეკრძალა.

დეკანოზი ტყიბულის მაზრაში გადავიდა საცხოვრებლად და სოფელ ძმუისის ეკლესიაში განაგრძო მღვდელმსახურება. ძმუისელებმა მალე შეითვისეს მამა სიმონი. მისმა ავტორიტეტმა მტრულად განაწყო მედროვენი და ამჯერად, არამცთუ ეკლესიიდან, საკუთარი ოჯახიდანაც გამოაძევეს, აუკრძალეს ხალხთან ურთიერთობა, როგორც მავნე ზეგავლენის მქონე პიროვნებას. დეკანოზს საკუთარ ეზოში მოუზომეს მიწის ნაკვეთი, სადაც გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ, ფიცრულ საბძელში ცხოვრობდა წამების გზაზე შემდგარი ქრისტიანი. მისი ნუგეში მისივე შვილიშვილები იყვნენ, რომლებიც ყველასგან მალულად ღამღამობით ფიცრულში იპარებოდნენ და ბაბუას ყოფას უმსუბუქებდნენ.

სიმონ ბაკურაძის ვაჟიშვილებზეც გავრცელდა რეპრესიები. მათ დევნიდნენ, როგორც მღვდლის შვილებს - დაიჭირეს ეროვნულ-დემოკრატების არალეგალთა ჯგუფის წევრი ალექსანდრე, ონის ციხეში გამოამწყვდიეს ვასილი და მიხეილი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვასილი სვანეთში გადაიხვეწა, ალექსანდრემ პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, მიხეილი კი ციხის მძიმე პირობებისა და ცემისგან დაავადმყოფდა და გარდაიცვალა.

მძიმე დარტყმა იგემა მოხუცმა დეკანოზმა. იმ დროისთვის მას სასტიკად ეკრძალებოდა ყოველგვარი რელიგიური წესის აღსრულება. ნამეხარი ბერიკაცი არ შეეპუა ანტიქრისტეებს. ყოველ დილა-საღამოს, ჩვეულებისამებრ, საგანგებოდ ემზადებოდა წირვა-ლოცვისთვის, ჩამოივარცხნიდა სპეტაკ თმა-წვერს, სამეიზმოდ შეიმოსებოდა მღვდლის სამოსით და გულმხურვალედ აღავლენდა უფლის სადიდებელს.

1937 წელს ურჩი დეკანოზი დააპატიმრეს. ვერც ციხემ შეურყის ხორციელად განაწამებ დეკანოზს სული; საკნიდან მოისმოდა ქრისტიანის მთრთოლვარე ლოცვა-ვედრება პატიმართათვის, სამშობლოსა და ოჯახისთვის...

13 სექტემბრის ავადსახსენებელ დღეს დეკანოზი სიმონ ბაკურაძე, როგორც "ხალხის მტერი", სამშობლოს ღალატის მუხლით დახვრიტეს 75 წლის ასაკში. ასეთი იყო აღსასრული "ქრისტეს მიერ კეთილად მოღვაწე" დეკანოზისა, რომელმაც იობის მოთმინებითYდაითმინა ხორციელი სატანჯველები და ჭეშმარიტ უფალს მიუძღვნა სული.

დიდხანს დევნიდა სიმონ ბაკურაძის ოჯახს ხელისუფლება, ცდილობდა ყველაფრის განადგურებას, რაც დეკანოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას უკავშირდებოდა, მაგრამ ოჯახმა მაინც მოახერხა მამა სიმონის საეკლესიო მსახურების ნივთების, ფოტოსურათისა და ბეჭდის გადამალვა. მოგვიანებით, ოჯახის ნება-სურვილით, ეს ნივთები ერთ-ერთ ეკლესიას შესწირეს.

დეკანოზ სიმონ ბაკურაძის პიროვნების რეაბილიტაცია 1989 წელს მოხდა. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები შეაგროვა და მოგვაწოდა დეკანოზის ერთ-ერთი შთამომავლის მეუღლემ, სათნო ქალბატონმა ლალი ბოჭორიშვილმა.

ზუსტად 145 წელი გავიდა სიმონ ბაკურაძის დაბადებიდან. ვევედროთ უფალს, მოგვანიჭოს სულის მხნეობა, რწმენის სიმტკიცე და ერთმანეთის გატანა, რათა ღირსნი ვიყოთ ისეთ დიდ პიროვნებებზე საუბრისა, როგორიც იყო ღვთივსათნო დეკანოზი სიმონ ბაკურაძე.

მოამზადა
ლია გიგიტაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat