არ არის საჭირო ფიქრების განსაკუთრებული კონცენტრაციისკენ სწრაფვა, არამედ გულის უბრალოებით ლოცვით უნდა ვესაუბროთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ახლოსაა ჩვენთან ჩვენი სულივით
არ არის საჭირო ფიქრების განსაკუთრებული კონცენტრაციისკენ სწრაფვა, არამედ გულის უბრალოებით ლოცვით უნდა ვესაუბროთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ახლოსაა ჩვენთან ჩვენი სულივით
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - გლინის საძმო ივერიის მიწაზე
(გაგრძელება)

მიტროპოლიტი ზინობი. მეუფე ზინობი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. 17 წლისა მივიდა გლინის უდაბნოში, სადაც სხვადასხვანაირ მორჩილებას ასრულებდა, მათ შორის სამკერვალო სახელოსნოშიც. ეს ხელობა შემდგომში გამოადგა. უფასოდ უქსოვდა ტანსაცმელს გეორგიევსკის ღარიბ მოსახლეობას და კარგად დაამახსოვრდათ მათ ეს. ერთ ბერძენს შემონახული აქვს ლაბადა, რომელიც მამამისს ბერმა ზინობიმ შეუკერა. მაგრამ ხალხს იგი უპირველესად თავისი უმწიკვლო მონაზვნური ცხოვრებისთვის უყვარდა. იყო მომუშაკე მოუკლებელი იესოს ლოცვისა და განსაკუთრებული შინაგანი ნათელი აბრწყინებდა მის სახეს.

მეუფე არაერთგზის დაიჭირეს და გადაასახლეს, მაგრამ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ყოფნისას თავმდაბლობითა და მოთმინებით პატიმრების პატივისცემაც დაიმსახურა, ციხის ზედამხედველებისაც, გამომძიებლებისა და სადისტი მოსამართლეებისაც, რომლებიც მსხვერპლის ტანჯვითა და თავიანთი მხეცური ძალაუფლებით ტკბებოდნენ. მეუფე ზინობი ჰყვებოდა, რომ გადასახლებაში ნება მისცეს, ტყეში განმარტოებით ელოცა, რაც არნახული ნდობა იყო პატიმრისადმი, რადგან ტყეში შესვლა გაქცევად ითვლებოდა და მცველებს შეეძლოთ, იქვე მოეკლათ. კვირასა და საზეიმო დღეებში იგი მიდიოდა პატარა ტბის ნაპირას და ლოცულობდა. ერთხელ თურმე ღვთისმშობლის დღესასწაულზე თავის განთავისუფლებაზე ღვთისგან რაღაც მინიშნება მიიღო, მაგრამ არ ამბობდა, კერძოდ რა.

მეუფეს განსაკუთრებული ლოცვის გულმოდგინება ჰქონდა ღვთისმშობლის მიმართ. ერთმა მღვდელმონაზონმა ჰკითხა, რა ვქნათ, როგორ დავრჩეთ ქრისტეს ერთგულნი და როგორ დავითმინოთ ყველა განსაცდელი, თუ კვლავ დაიწყება ეკლესიის სისხლიანი დევნაო. მიტროპოლიტმა უპასუხა: "ევედრე ღვთისმშობელს და რაც შეგიძლია, ხშირად იკითხე "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ". ვინც ამ ლოცვას კითხულობს, მას ღვთისმშობელი იფარავს! გადასახლებაში ერთ ეპისკოპოსთან ერთად ვიყავი. აიძულებდნენ, ხელი მოეწერა ქაღალდზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა. იქ მითითებული იყო რამდენიმე კაცი (ვითომ შეთქმულების მონაწილე, - კ.კ.). მას დაკითხვებზე აწამებდნენ, მაგრამ გაუძლო ტანჯვას. ეს ეპისკოპოსი განუწყვეტლივ წარმოთქვამდა ლოცვას "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...", საღამოობით კი ოდიგიტრიის კანონს, რომელიც ზეპირად იცოდა. იგი ამბობდა, რომ წამებისას უყუჩდებოდა ტკივილი, მერე კი გრძნობას კარგავდა. ბოლოს, თავისას რომ ვერ მიაღწიეს, ჩეკისტებმა მას თავი დაანებეს".

1950 წელს პატრიარქმა კალისტრატემ მამა ზინობი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. ტაძრის ახლოს გამოუყვეს საცხოვრებელი, ოროთახიანი ბინა. შემდგომში, როცა ეპისკოპოსი გახდა, ეს ოთახები დარჩა მის სამღვდელმთავრო აპარტამენტად.

მეუფე ზინობი ერში ასკეტი იყო. ლოცვის კანონის უმეტეს ნაწილს ღამით ასრულებდა, მისი ყოველი დღე კი დილიდან საღამომდე ტაძარსა და ხალხს ეკუთვნოდა. მეუფის მთავარი ლოცვითი მუშაკობა შინაგანი იესოს ლოცვა იყო, რომელსაც საუბრისასაც კი არ წყვეტდა. იშვიათად შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომლის ცხოვრებაც ასე განუყოფლად იყოს დაკავშირებული ტაძართან. მან ეკლესიის გარშემო შემოიკრიბა სამონაზვნონი, რომლებიც სხვადასხვა მოვალეობას ასრულებდნენ, ძირითადად კი კლიროსზე მორჩილებდნენ. გლინის უდაბნოს მეორედ დახურვის შემდეგ ბევრმა მისმა მონაზონმა მეუფესთან პოვა თავშესაფარი. მან თითქოს იღუმენი შეუცვალა გლინის საძმოს. ზოგი მეუფის ახლოს, თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძართან დაემკვიდრა, სხვები მთის სკიტებში წავიდნენ, მესამენი კი სამრევლო ტაძრებში იღვწოდნენ. იგი ყველას ეხმარებოდა სულიერად და მატერიალურად, მათზე ისე ზრუნავდა, როგორც მამა შვილებზე. სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ გლინის მონასტრის მონაზვნები, იცოდნენ, რომ მეუფე ზინობი ყოველთვის გვერდით ედგათ. ზოგიერთი მათგანი საქართველოში დარჩა საცხოვრებლად. თავისი სახლი მეუფემ სქემარქიმანდრიტ ანდრონიკეს (ლუკაშს) მისცა, თვითონ კი ტაძრის ახლოს ორ ოთახში ცხოვრობდა, რომლებიც სამონაზვნო კელიას ჰგავდა.

ხშირად მეუფე ადამიანებს მოწყალებას დაფარულად აძლევდა, რასაც ისინი შემდგომში შემთხვევით იგებდნენ. ზოგიერთი მონაზონი მიყვებოდა, როცა ტაძარში ვიდექით, მეუფე ჩვენს შორის მიმოდიოდა, გვაკურთხებდა და შეუმჩნევლად ფულს გვიდებდა ჯიბეშიო. ის ყოველდღიურად ესწრებოდა ყველა მსახურებას, ლიტურგიაზე კი მრავალი სეფისკვერიდან უამრავ ნაწილს კვეთდა ცოცხლებისა და გარდაცვლილთათვის, მათთვის, ვისაც იცნობდა და ვისთვისაც ლოცვა სთხოვეს. საკურთხეველში საეპისკოპოსო სავარძლის ნაცვლად სტასიდია (სპეციალური ხის სკამები მონაზვნებისთვის, რომლებიც კედელთან დგას) ედგა. მეუფე ზინობი უბრალო და მიმტევებელი იყო, ხოლო საეკლესიო მსახურებას განსაკუთრებული ზეიმურობით და კეთილმშვენიერებით ატარებდა.

ბევრი გამოცდილი მღვდელი და მოძღვარი საგანგებოდ ჩამოდიოდა თბილისში მიტროპოლიტ ზინობის სანახავად. მეუფეს რამდენჯერმე ესტუმრა სიღნაღში წმინდა ნინოს საფლავისა და სხვა სიწმინდეთა მოსალოცად ჩამოსული მამა საბაც (ოსტაპენკო). მამა საბა მას ასკეტი მღვდელმთავრის მაგალითად სახავდა, რომელიც დილიდან საღამომდე ეკლესიაში ადამიანებთან არის და მრავალრიცხოვან მოვალეობათა აღმასრულებელი არ დაუტევებს იესოს ლოცვას. იგი ამბობდა, მიტროპოლიტი ზინობი არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნო ერში იესოს ლოცვა, გამართლება არა აქვთ იმათ, ვინც იესოს ლოცვას არ ლოცულობს და იმიზეზებს, ძალზე დაკავებული ვარო. ერთხელ მამა საბას ვკითხე: - რა ვქნა, თუ მეუფე ზინობი თქვენგან განსხვავებულ რამეს მეტყვის-მეთქი. სწრაფად მიპასუხა: "დაუჯერე მეუფე ზინობს".

როცა მიტროპოლიტი ზინობი გარდაიცვალა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისი ტაძარში დაკრძლავის კურთხევა გასცა. კარგი იქნება, თუ მეუფე ზინობი არა მარტო სულით, სხეულითაც ჩვენთან დარჩებაო, - უთქვამს პატრიარქს.

მეუფე ზინობის საფლავზე ყოველთვის ძევს სამწყსოს მიერ მორთმეული ყვავილები ნიშნად მამა-მოძღვრის მადლიერი მოგონებისა.

განსვენებულ მიტროპოლიტს განსაკუთრებით წმინდა ნიკოლოზი უყვარდა და ყველას ურჩევდა, მწუხარებასა და გასაჭირში მისთვის მიემართათ, და თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა, რაც შეიძლება ხშირად წაეკითხათ ამ დიდი სასწაულმოქმედის აკათისტო. ასევე უყვარდა ლოცვა წმინდა მოწამე იოანე მხედრისა და წმინდა სერაფიმე საროველისადმი. თავისი ცხოვრების ბოლო წლებში სერაფიმეს სახელით საიდუმლოდ დიდი სქემა შეიმოსა. მასზე, ისევე, როგორც წმინდა სერაფიმეზე, შეიძლება ითქვას ტროპარის სიტყვები: "სიყრმიდანვე ქრისტე შეიყვარე".

გარდაცვალების მერე მიტროპოლიტი ზინობი ორჯერ ვნახე სიზმარში. პირველი სიზმარი: დაკრძალვის შემდეგ კუბოში ცოცხალივით ასვენია. ღამეა. ტაძარი დაკეტილია. ეზოდან ტაძრის კარებზე ვიღაც აკაკუნებს და მიტროპოლიტს კურთხევას სთხოვს. იგი დგება და გაიწვდის ხელს კურთხევისთვის. უეცრად ხელი ტაძრის კარებამდე უგრძელდება, აკურთხებს და კვლავ კუბოში წვება. ვფიქრობ, ამ სიზმრის აზრი ამგვარია. მეუფე სწრაფად პასუხობს ადამიანთა ლოცვას, თუნდაც ისინი თავიანთი ცოდვების გამო ეკლესიის კარს გარეთ იყვნენ (როგორც ძველ დროში ეპიტიმიადადებულნი), ისინიც არ აკლდებიან მის შეწევნასა და კურთხევას, მისი მათზე ლოცვაც ამაღლდება ღვთის ტახტის წინაშე.

მეორე სიზმარი: ღამეა. ტაძარი განათებულია. მეუფე ტაძარში დადის და ყურადღებით ათვალიერებს თითოეულ კუთხე-კუნჭულს. ესე იგი, ის არ წასულა ჩვენგან, აქ არის, როგორც ცოცხალი, ის უხილავად ნახულობს ტაძარს, რომლის წინამძღვარიც ოცდათხუთმეტი წელი იყო.

როცა მეუფე ზინობს იესოს ლოცვაზე ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, არ არის საჭირო რაიმე მაღალი საფეხურისა და ფიქრების განსაკუთრებული კონცენტრაციისკენ სწრაფვა, არამედ გულის უბრალოებით ლოცვით უნდა ვესაუბროთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ახლოსაა ჩვენთან ჩვენი სულივითო. გვირჩევდა, მარტოდყოფნის წუთებით გვესარგებლა და გულისთქმები იესოს ლოცვით განგვედევნა. ასეთ საქმიანობას მეუფე წიგნის კითხვაზე აღმატებულად თვლიდა - იესოს ლოცვა მდაბალ გულში დაინერგებაო. ახლობლებს მეუფე ზინობი უყვებოდა, რომ მან იესოს ლოცვა ახალგაზრდობაში, უდაბნოში ცხოვრებისას შეიძინა, ერში კი ცდილობდა მის შენარჩუნებას. მღვდელმთავრად ხელდასხმამდე ზოგჯერ გაიხსენებდა ხოლმე თავის მონაზვნურ მორჩილებას: ხან ანაფორას შეკერავდა, ხანაც ქვებისგან სკვნილს შეკრავდა. ღვთისმშობლის ლოცვით მას არაერთხელ გახსნია ციხისა თუ ბანაკის კარები (ანუ ათავისუფლებდნენ, - კ.კ.), საიდანაც ჩვეულებრივ მიცვალებულთა გვამები გამოჰქონდათ.

ახლა კი გვწამს, რომ ასევე ღვთისმშობლისა და ღირსი სერაფიმეს ლოცვით ზეცათა შინა მოიპოვა მან ჭეშმარიტი თავისუფლება და საუკუნო სიხარული.

სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე. გლინის სავანის დახურვის მერე ერთ-ერთი უკანასკნელი გლინელი ღირსი მამა, სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში) თბილისში ცხოვრობდა მიტროპოლიტ ზინობთან, წმინდა კეთილმსახური თავადის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის გვერდით მდებარე სახლში. სამწუხაროდ, იშვიათად ვსტუმრობდი ხოლმე ამ მოსაგრეს და ამიტომაც მის ცხოვრებაზე ცოტა რამ ვიცი.

სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე ნახევრად დაყუდებული ცხოვრობდა, სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, ისიც მხოლოდ ტაძარში შესვლისას, ამიტომაც განსაკუთრებული მიზეზის გარეშე მის შეწუხებას ვერ ვბედავდით. როცა მასთან მივდიოდი, ყოველთვის ერთსა და იმავე მდგომარეობაში ვნახულობდი: თავდახრილი იდგა ანალოღიის წინ, რომელზეც გადაშლილი იდო ფსალმუნნი. მითხრეს, რომ მამა ანდრონიკე კელიაში ასრულებდა ყველა მსახურებას გლინის მონასტრის ტიპიკონის მიხედვით და შესვენებისას ფსალმუნებს კითხულობდა.

მამა ანდრონიკეს კელიაში ჩარჩოში ჩასმული ორი ფურცელი ეკიდა. ერთზე ეწერა იესოს ლოცვა, მეორეზე კი ფსალმუნის ერთი სტრიქონი: "რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყვათათვის ბაგეთა შენთასა მე დავიცევ გზანი ფიცხელნი" (ფს. 18,4). ეს სიტყვები თითქოს ანათებდა მამა ანდრონიკეს სულიერი ცხოვრების ორ უმთავრეს ღვაწლს - ლოცვას და შინაგან მყუდროებას. იესო ქრისტეს სახელით მოვიდა გლინის უდაბნოში, იესოს ლოცვით ასრულებდა მონასტრის ყველა მორჩილებას. 50-იან წლებშიც კი მათთვის მოძღვრად დადგენილი, ახალდამწყები მონაზონივით, ბოსტანს ბარავდა, მარგლიდა, სტუმრების ოთახში იატაკს წმენდდა, სამზარეულოში კარტოფილს ფცქვნიდა... ყველა მორჩილებაში ცდილობდა, პირველი ყოფილიყო. იესო ქრისტეს სახელით დაითმინა შიმშილი, სნეულება, ციხისა და ბანაკის საშინელებები, სადაც მხოლოდ ღვთის სასწაულმა გადაარჩინა უცილობელი სიკვდილისგან.

სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე იგონებდა, როგორი სატანისტური გაბოროტებით უნდოდა მისი მოკვლა მთვრალ ციხის უფროსს. როცა მამა ანდრონიკე მიხვდა, რომ სიკვდილი ემუქრებოდა, პირველი ფიქრი, რომელმაც გაუელვა, ეს იყო, თუ რა ექნა წმინდა ძღვნისთვის (უფლის ხორცისთვის), რომელსაც გულზე ჩამოკიდებულს დაფარულად ატარებდა ყოველდღიური ზიარებისთვის. ბანაკში, პატიმართა შორის, ბევრი ეპისკოპოსი და მღვდელი იყო, რომლებიც ზოგჯერ ახერხებდნენ წირვის საიდუმლოდ ჩატარებას და წმინდა ძღვნის კურთხევას, რომელსაც მღვდლები ორცხობილას სახით ინახავდნენ. მამა ანდრონიკემ მაშინვე გახსნა ფუთა და გადაყლაპა წმინდა ძღვენი. ციხის უფროსი გაოცდა, რომ პატიმარმა სიკვდილის წინ რაღაცის შეჭმა გადაწყვიტა. ამოიღო რევოლვერი და ლულა მამა ანდრონიკესკენ მიმართა, თანაც შეაგინა და სასხლეტს გამოჰკრა. რევოლვერმა უმტყუნა. "გაგიმართლათ", - შეუღრინა და გაბოროტებულმა იარაღი მოისროლა...

(გარძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat