ეს გასაღები აქვე არის - საქართველოში
ეს გასაღები აქვე არის - საქართველოში
ქართველ წმიდანთა თხუთმეტწლიანი ლოცვისა და ბრძოლის შედეგი
მოწამეთას მღვდელმსახურ მამა გიორგისთან (ბასილაძე) ჩაწერილი ეს ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" 2 ივნისის ნომერში დაიბეჭდა. ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი მკითხველისთვის დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ მისი გულისყურით წაკითხვა.

- მამა გიორგი, თქვენ ხშირად ამბობთ, რომ აფხაზეთში მალე დავბრუნდებით. მაინც, როგორ ხედავთ, ეს დაბრუნება ომით იქნება თუ მშვიდობით?

- თქვენი შეკითხვა მხოლოდ სულიერ მხარეს რომ მოიცავდეს, უფრო თავისუფლად გიპასუხებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, კითხვა მაინც მოიცავს პოლიტიკურ მხარესაც. თუმცა სასულიერო პირმა პასუხი მაინც ისე უნდა გასცეს, როგორც ამას მისი სულიერი ხედვა მოითხოვს...

ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით, სურთ თუ არა ეს აფხაზებს, რუსებს და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს!.. ჩვენ დავბრუნდებით მიუხედავად იმისა, მოეგებიან გონს ჩვენი აფხაზი ძმები თუ კიდევ უფრო გაისასტიკებენ გულს ჩვენ მიმართ!..

ჩვენი დაბრუნების პოლიტიკური წინაპირობებიც გამოიკვეთა, ვგულისხმობ ხელისუფლების პოზიტიურ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას საქართველოსადმი.

აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების რამდენიმე გეგმა "დევს" ღმრთის წინაშე და თითოეული გეგმის უკან სხვადასხვა ძალის ანგელოზები და ასევე საქართველოსათვის მეოხი სხვადასხვა წმიდანები დგანან.

ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე - ქართველებზე! იმაზე, თუ როგორ დავუახლოვდებით ღმერთს. მთავარი არის ღმრთის წინაშე გამოცდის ჩაბარება!.. ერის გამოღვიძება და მასზე ღვთით დაკისრებული სულიერი მისიის გაცნობიერება, გათავისება და განხორციელება. სწორედ ამ მისიისათვის გვამზადებდა ღმერთი. ერთხელ უკვე გითხარით: ამდენი ტკივილი, ტანჯვა, სიმწარე და სისხლი იყო ჩვენი განსაბანელი ცოდვებისაგან. თორემ ჩვენ ვერ მოგვერევიან, უფრო მეტიც, ჩვენ ვერ გაგვიძლებენ!.. მე ამ სიტყვებით არავის ვაშინებ, არამედ ვამბობ სიმართლეს!.. ეს ასეა!..

მოწყალე ღმერთი აფხაზებსაც აძლევს დროსა და შანსს სულიერი გადარჩენისათვის ქართველებთან თანაცხოვრების გზით!.. ამას ისინი ოდესღაც მაინც მიხვდებიან, მაგრამ მე ვუსურვებდი, დროზე აღმოეჩინოთ მათ ეს. საქართველო მსოფლიო სულიერი მისიის ქვეყანაა, არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვინდოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ ასე ღმერთმა ინება!..

თუ ქართველებმა ასე მწარედ ვზღეთ ცოდვების გამო, გეუბნებით: - ღვთის რისხვა გაცილებით სასტიკი იქნება აფხაზებისათვის!.. ურჩობის, განდგომის, ღვთისგან ბოძებული გზის უარყოფისათვის!..

ის, თუ აფხაზეთის დაბრუნების რომელ გეგმას აამოქმედებს ღმერთი, დამოკიდებულია ისევ ჩვენზე და აფხაზებზეც!.. ყველა გეგმა დაგვაბრუნებს აფხაზეთში, მაგრამ რის ფასად?!. თუ ქართველმა ერმა შეძლო დიდი სულიერი ძვრებით წინსვლა, ხოლო აფხაზებმა ღვთის განგებულების გულისხმისყოფა - აფხაზეთი დაბრუნდება მშვიდობიანად, მაგრამ თუ ჩვენი ერი ჩამორჩა სულიერი განვითარების ღვთით განსაზღვრულ ვადებს და ასევე თუ აფხაზები სულიერად ვერ გამოიხედავენ თვალებში, გეუბნებით: ომი გარდაუვალია!!! ეს არის ჩემი სულიერი ხედვა და არა პოლიტიკური პროგნოზი!..

ბევრს შეუძლია განმიკითხოს იმის გამო, რომ სასულიერო პირი ომზე ვლაპარაკობ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ: - არა მგონია, თქვენ ბერებზე უფრო ფაქიზი სული გქონდეთ!.. და მეორეც, თუ ომი ღვთისაგან დაიშვა, მაშინ რას გვიბრძანებთ სასულიერო პირებს?! - რავა, "მსოფლიოს მბრძანებელთა" საამებლად ვიძახოთ, "მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობაო"?! ეს შეუძლიათ პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს კი ყველაფერში ღვთის მორჩილება გვმართებს! ღვთის ყველანაირი გადაწყვეტილება მადლიერებითა და მორჩილებით უნდა მივიღოთ!..

მსურს, სწორად გამიგოთ! ომი არ მინდა და აქედან გამომდინარე, არავის მოვუწოდებ ომისაკენ, მაგრამ დღესდღეობით ჩვენი სულიერი წინსვლის ტემპები და თავად აფხაზების სულიერი მდგომარეობა, სამწუხაროდ, მაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება ღმერთმა დაუშვას აფხაზეთის დაბრუნების "ომის გეგმის" ამოქმედება!..

ისევ ვიმეორებ, მთავარია ღმერთი!.. გაერო, ევროკავშირი, ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი... ისე ალაპარაკდებიან, როგორც ღმერთს სურს ჩვენთვის! საქართველოს გაერთიანების და აღორძინების გასაღებს ტყუილა დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც - რუსეთში! ეს გასაღები აქვე არის - საქართველოში, უფრო მეტიც - თითოეულ ქართველში! ეს აქ და "ზეციურ საქართველოში" წყდება!..

ჩვენთვის უმთავრესია ღვთით დაკისრებული მისიის აღსრულება, ამისთვის კი წმიდანების "გამოჭედვაა" საჭირო!.. მართალია ეს პროცესი კარგა ხანია მასებისათვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მაგრამ არა იმ ტემპებში, რასაც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან!..

თუ დროში "ჩავეტევით", მაშინ ღმერთი დაუშვებს დაბრუნების "მშვიდობიან გეგმას" და თუ ღმერთმა მაინც აამოქმედა "ომის გეგმა" - ისევ ჩვენი "დაგვიანების" გამო, გეტყვით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ ამ უმძიმეს ომში, თუმცა, დიდი სისხლის ფასად!.. ამიტომ, ყველას გვევალება დროზე გავაცნობიეროთ ჩვენი პირადი მისია და ჩვენი სამშობლოს სულიერი დავალების აღსრულებისათვის თავდაუზოგავი და შეგნებული შრომის აუცილებლობა!.. ქართველებმა ჭეშმარიტი სულიერი ხედვა უნდა მოვიმუშაკოთ და ამავე დროს ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება!..

არ გიკვირთ, თხუთმეტი წლის დაგვიანებით რატომ "აღიარა" გაერომ ქართველთა "გენოციდი" - ეთნოწმენდა?! განა ეს "არაღიარება" მხოლოდ "საინფორმაციო ომის წაგებით" იყო განპირობებული?! არა, ამას ანტიქრისტეს "მსოფლიო მაფია" არ აკეთებდა და არც გააკეთებდა მისდღემჩი!.. გაეროს ეს ნაბიჯი ქართველ წმიდანთა თხუთმეტწლიანი ლოცვისა და ბრძოლის შედეგია და ასევე ხელისუფლების დიდი ძალისხმევაც. თხუთმეტი წელი დასჭირდათ წმიდანებს, რომ გაერღვიათ ის უხილავი, სულიერი რკალი, რომელშიც შეგვიტყუა შევარდნაძემ და მისმა "ჩრდილოელმა" თუ "დასავლელმა" მასონმა ძმებმა.

გაეროს ეს ნაბიჯი ქართველ წმიდანთა გამარჯვებაა, რასაც უდიდესი სულიერი ზეწოლის შედეგად მიაღწიეს. ეს პროცესი ერისათვის უხილავად მიმდინარეობდა, ერი მხოლოდ მიღწეულ პოლიტიკურ ნაბიჯებს აფიქსირებს...

ამისთვის ლოცულობდა ყველა ნამდვილი... დიდი სულიერი, უხილავი შრომა აქვს გაწეული უწმინდესს... ამისთვის ვლოცულობდი მე პირადადაც!..

ჩვენ ანტიქრისტეს სისტემა გვებრძვის, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ქართველ წმიდა მამათა ნუგეშის სიტყვები: "ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოში მას თავად ქრისტე ღმერთი დახვდება!!!"

აუცილებელია უფრო ბეჯითად ვიღვაწოთ სულიერად!.. დრო არ ითმენს!.. ღვთის გეგმის შესრულებას ჩვენი დაუღალავი, გონივრული და სულიერი გარჯა სჭირდება! ქართველ წმიდანებს უდიდესი სულიერი ცოდნა და ძალა აქვთ, მაგრამ ეს ცოდნა და ძალა რომ გადმოგაბარონ, თავად უნდა იყოთ მზად, ამას კი სულიერი ღვაწლი სჭირდება!..

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

- თქვენ უწმინდესის ღვაწლი ახსენეთ, ადრეც აღგინიშნავთ მისი ამაგი...

- დიახ, ვახსენე, რადგან ეს ასეა!.. სასულიერო სემინარიიდან მოყოლებული, ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩემთვის. ბევრჯერ დამხმარებია ხორციელადაც. ადამიანმა სიკეთის დანახვა და დაფასებაც უნდა ისწავლოს და კეთილისმყოფელის პატივისცემაც!.. ესაა აუცილებელი!..

ილია II ძალზე რთული პერიოდის პატრიარქია. გარდა რწმენისა, კიდევ ბევრი სხვა თვისებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული, როგორც პიროვნება, რომელსაც უნდა ემართა ეკლესია უღმრთო ხელისუფლების პერიოდში... მოთმინება, სიბრძნე, განათლება, ხედვა, მოქნილობა, სიფრთხილე, გამჭრიახობა და, გნებავთ, პოლიტიკური ალღოც სწორედ ის თვისებებია, რომელთა წყალობითაც და უფლის შეწევნით შეძლო უწმინდესმა ეკლესიის ისე მართვა, რომ განერიდებინა ის მტრების მიერ საგანგებოდ მომზადებულ არაერთ საფრთხესა თუ ხლართებს.

რამდენიმე ხნის წინ ჩემთან იყო ქალბატონი ენდი, რომელიც თავის დროზე ტყიბულის ქალაქკომის მდივნად მუშაობდა, დღეს ის ეკლესიურია... და აი, რა მიამბო: "1978 წლის დამდეგს, როდესაც ილია II პატრიარქად აკურთხეს, ედუარდ შევარდნაძემ მოიწვია საგანგებო დახურული რესპუბლიკური თათბირი, რომელზეც რაიკომების ყველა მდივანი ესწრებოდა. მათ შორის მეც გახლდით... და არ დამავიწყდება შევარდნაძის სიტყვები, რომლებმაც მაშინ ყველა ჩვენგანი გააოცა: "საპატრიარქოს სათავეში ჩაუდგა ისეთი ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია კომუნისტურ იდეოლოგიას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, ამიტომ საჭიროა გავაძლიეროთ აქტივობა იდეოლოგიურ მუშაობაში!" მაშინ ყოვლად აუხსნელი იყო ჩემთვის შევარდნაძის მიერ გამოთქმული განგაშის ეს სიტყვები, მით უმეტეს, იმ დროს, ეკლესიისაგან საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელი მესახებოდა".

იმ ქალბატონის სიტყვები იმიტომ მოვიყვანე, რომ შევარდნაძე, რომელიც თვითონ ფლობდა დიდ ძალას და ჰქონდა სულიერი ხედვა ბოროტისგან, გრძნობდა უწმინდესის სულიერ ძალასაც და მისი მოსვლის პირად საშიშროებასაც! თორემ პოლიტიკურად იმხანად დამორჩილებულ მდგომარეობაში მყოფ ეკლესიას რა საფრთხე უნდა შეექმნა კომპარტიისათვის?!

ბევრი რამ გააკეთა უწმინდესმა და უფასდება კიდეც ქართველი ერისაგან...

...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!.. უწმინდესი "რომის პაპი" კი არ არის!.. ცოცხალ ადამიანს მოსდის შეცდომები, მაგრამ პიროვნების სახეს მაინც განსაზღვრავს კეთილი საქმეებისა და შეცდომების მეტ-ნაკლებობა. კეთილი საქმე კი უწმინდესს, როგორც ხედავთ, ბლომად აქვს!..

ისევ ვიმეორებ, რთული დრო იყო. უწმინდესს ურთულესი "ფრონტი" ებარა. ბევრი განკითხვა, შეურაცხყოფა და უნდობლობა იწვნია მან, მაგრამ ყოველივე თავმდაბლობითა და სულგრძელობით დაითმინა: სწამდა, რომ ხალხი ბოლოს მაინც გაუგებდა მას. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ბევრი უწმინდესს განიკითხავდა არა იმიტომ, რომ მის მიმართ პირად სიძულვილს განიცდიდა, არამედ იმიტომ, რომ მათაც ძალიან უყვარდათ საქართველო... მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი სულიერი ხედვა იყო საჭირო, რომ ჩაეხედათ უწმინდესის დაფარულ პიროვნებაში.

თუ დააკვირდებით, უწმინდესი საოცრად მლოცველი პატრიარქია. ის გამუდმებით წირვა-ლოცვაშია, იშვიათია სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც ამდენ ლოცვაზე იდგეს წლების მანძილზე და თანაც ამ ასაკში; და კიდევ, ეს არის პატრიარქი, რომელსაც უიშვიათესი მოსმენის უნარი აქვს...

დღეს საქვეყნოდ აღიარებენ უწმინდესის ღვაწლს: რომ აშენდა და კეთილმოეწყო ამდენი ტაძარი, მომრავლდა სასულიერო პირთა რაოდენობა, გაიხსნა სემინარია-აკადემიები, გამოიცა ამდენი სასულიერო ლიტერატურა და კიდევ ბევრი სხვა რამ!.. მაგრამ ეს არ არის მთავარი... აქ ჩამოთვლილი ადრე თუ გვიან მაინც აღესრულებოდა სხვა, ნებისმიერი პატრიარქის ხელშიც, რადგან ერი, ღვთის შეწევნით, შემობრუნდა და დაადგა ღვთით განსაზღვრულ გზას!.. ეს ისტორიული აუცილებლობა იყო!

მე კი მინდა აღვნიშნო უწმინდესის კაცთაგან დაფარული ღვაწლი, რომელთაგან ერთ-ერთი გახლავთ მისი უდიდესი დამსახურება ეკლესიის ერთიანობის საქმეში. ის, რომ ეკლესია დღემდე მოვიდა სწორედ ასეთი სახით, არის უწმინდესის დიდი სულიერი ძალისხმევის შედეგი. ბევრჯერ ჰქონია მტერს ქართული ეკლესიის განადგურების, გახლეჩის და არევის მცდელობა. დღესაც ძალიან ბევრს არ ასვენებს ქართული ეკლესიის აღორძინება. ვგულისხმობ როგორც აშკარა მტრებს, ისე "ერთმორწმუნე კეთილმოსურნეებსაც". საფრთხე სულ იყო და არის კიდევ, როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც - ვგულისხმობ სხვადასხვა ძალის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ და ასევე დიდებისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილ პირებს, რომელთაც "შეთქმულების ჭია" ჯერაც უღრღნით გულს... რომელთა წინდაუხედავ ზრახვებს შეეძლო ეკლესიაში საშინელი არეულობა, განხეთქილება და მღელვარება შეეტანა, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ისეთი უმძიმესი შედეგი, როგორიცაა მორწმუნე მრევლის სასოწარკვეთილება და ეკლესიიდან გაუცხოება!..

ყველა ეს საფრთხე რეალური იყო, თუმცა შეუმჩნეველი ერისთვის და შეუმჩნეველია ის ძალისხმევაც, რომელიც გამოავლინა უწმინდესმა ამ საფრთხეების ასაცილებლად. ეს უმძიმესი შრომაა!..

სხვა საკითხია, ვინ როგორ აფასებს და როგორ იყენებს უწმინდესის ნდობასა და ხელდასხმას!..

თუმცა, უწმინდესს თავისი ხედვის წყალობით, არა მგონია, ვინმეს "სუნთქვა" გამოეპაროს და თუ ითმენს ბევრ რამეს, ალბათ, სულგრძელობითა და კაცთმოყვარეობით ითმენს. მაგრამ როცა საკითხი ეკლესიის სიწმინდესა და ქვეყნის მომავალს შეეხება, არა მგონია, უწმინდესმა ვინმეს მიმართ ზედმეტი "შემწყნარებლობა" გამოიჩინოს!..

ესაუბრა
ნინო ჩეგიანი, ქუთაისი
ბეჭდვაელფოსტა
09.11. 2015
Violeta
Gmertma didxans da jamrtelad gvimyofos qartvel ers chveni mwyemsmtavari da didi mama,gmertma misches dzala daenergia shedzlos saqartvelos miwa-wylia damruneba misi lochvita da daugalavi shromit.
25.05. 2015
Violeta
Gmertma didxans,didxans gvichochxlos qartvel ers misi uwmindesoba ilia, rata misi lochva kurtxevit yovelive sikete mogvmadlos ufalma. Gaadzlieros ufalma.
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat