გმადლობთ ამ პატარა სამოთხის შექმნისთვის
გმადლობთ ამ პატარა სამოთხის შექმნისთვის
როგორც არ უნდა გეჩქარებოდეს, წამით შეჩერდი მაცხოვრის ხატთან, გადაიწერე პირჯვარი, ადიდე უფალი, გადადგი ნაბიჯი ტაძრისკენ
პეკინის გამზირი, N23ა, საბავშვო ბაღის "საპოვნელას" ტერიტორია. ტროტუარის სიღრმეში აღმართული ჯვარი მიგვანიშნებს, რომ აქ ახლოს ეკლესია უნდა იყოს. იქვე შემოგეგებება წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხატი. შენდა უნებურად ჩერდები, პირჯვარს იწერ...…

აი, ისიც - საცხოვრებელ კორპუსებს შორის აღმართულა წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ულამაზესი პატარა ტაძარი. იგი მაშინვე იპყრობს ყურადღებას თავისი არქიტექტურით, დახვეწილი და ნატიფი ჩუქურთმებით, ლამაზი ინტერიერით. ტაძრის აშენების იდეა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ეკუთვნის ბაღის დირექტორს ქალბატონ მარიცა ლორთქიფანიძეს. წმინდა კვირიკე და ივლიტა ხომ ბავშვების მფარველები არიან. ამ იდეას ხორცი შეასხა მისმა მეუღლემ ბატონმა მურთაზ გულედანმა. დიდი მადლობა მათ მრევლის სახელით და ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახი ამ ღვაწლისთვის.

ტაძარი მთლიანად მოხატულია მისი წინამძღვრის დეკანოზ გიორგი ყიფშიძისა და მისი მეუღლის მადონა ლანჩავას მიერ. საოცარი ტანდემია... ამ ორი ადამიანის სულიერებით, დიდი სიყვარულითა და დახვეწილი იკონოგრაფიული ოსტატობითაა შესრულებული ყოველი ფრესკა, თითოეული რელიგიური კომპოზიცია, თითოეული ხატი. უყურებ და გრძნობ, როგორ ოსტატურად, ერთი ამოსუნთქვით, რბილად, ლაღად და თავისუფლად მოძრაობს ფუნჯი მათ ხელში. როგორი რწმენითა და სიყვარულითაა შექმნილი თითოეული წმინდანის სახე. არაფერს ვამბობ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებზე. მათ რომ ვუყურებ, ჟრუანტელი მივლის, იმდენად ძლიერი და მეტყველია მათი გამოსახულება.

სულ ცოტა ხნის წინ ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, იოსებიძის ქუჩის კუთხეში, შევნიშნე კვარცხლბეკზე აღმართული ხატის დასაბრძანებელი. ტაძრის ეზოში შესულს კი მარიამ ღვთისმშობლის ჯერ კიდევ საღებავშეუშრობელი ხატი დამხვდა. მივხვდი, ის ამ ხატისთვის იყო გამზადებული. ღმერთმა დალოცოს მამა გიორგი და მისი მეუღლე, მათი მარჯვენა, როგორი საჩუქარი მოგვართვეს! რა დიდებულია...…რა სითბო, სიკეთე და მადლი იღვრება ღვთისმშობლის თვალებიდან. შეჰყურებ ღვთისმშობლის ხატს და გრძნობ, რომ მარტო არ ხარ.

ჯვრის თაყვანისცემის დღეს, 30 მარტს, წირვის დასრულების შემდეგ ზარების რეკვითა და გალობით გამოვაბრძანეთ ტაძრის ეზოდან ღვთისმშობლის ხატი და მისთვის განკუთვნილ ადგილას დავაბრძანეთ. ცრემლმორეული ვადევნებდი თვალს ყოველივე ამას...…გალობის ფონზე ჩაქუჩის ხმაც კი არაბუნებრივად კეთილხმოვანი მეჩვენა. საოცრება იყო...…მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა, აკურთხა ხატი და დაგვლოცა.

ღმერთო დიდებულო, რა მადლი ტრიალებს ამ უბანში. პეკინის მხრიდან წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას და წმინდა გიორგის ხატები, ტაძრის კარიბჭესთან მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ახლა ესეც - ახალი ხატი ღვთისმშობლისა იოსებიძის ქუჩის მხრიდან...

მამა გიორგი ამით არა მარტო თავის მრევლს, არამედ ყველას, ნებისმიერ გამვლელს შეახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, ეს პატარა საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრია, რომ ჩვენს სამშობლოს თითოეული ჩვენგანისგან მოფრთხილება ჭირდება, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ის ბედნიერი ერი ვართ, რომელსაც წილად ხვდა უდიდესი სიწმინდე - ღვთისმშობლის კვართი.

KARIBCHE

მამა გიორგი შეახსენებს ყველას - როგორც არ უნდა გეჩქარებოდეს, წამით შეჩერდი მაცხოვრის ხატთან, გადაიწერე პირჯვარი, ადიდე უფალი, გადადგი ნაბიჯი ტაძრისკენ. იქ საოცარი სიმშვიდე სუფევს, ნათელი ჩაგეღვრება სულში, წმინდა კვირიკე და ივლიტა დაგლოცავენ, დაანთე ერთი პატარა სანთელი, ადიდე უფალი და შესთხოვე ცოდვათა მიტევება. არ დაგავიწყდეს, რომ ვინც უფალს ეძებს, ის უფრო მეტად უყვარს მას. უცოდველნი არავინ ვართ. ვეცადოთ, შევინანოთ ცოდვები და იგრძნობ, როგორი სიმშვიდე დაისადგურებს სულში.

ბედნიერი ხარ? - არ დაგავიწყდეს, მადლობა შესწირე უფალს.

შეჭირვებული, სნეული ან მგლოვიარე ხარ? - შესთხოვე დახმარება: "დღესა ჭირისა შენისასა ღაღად-ყავ ჩემდამი და მე ვისმინო შენი", - გვეუბნება უფალი.

ტაძრის შემოგარენში ხშირად ჩნდება ახალ-ახალი პლაკატები, სტენდები, რომლებზეც აღბეჭდილია პატრიარქის ქადაგებებიდან მნიშვნელოვანი გამონათქვამები, ტაძრის ცხოვრების ამსახველი ფოტოები.

ბზობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდეგ მრავალრიცხოვანი მსვლელობა მოეწყო. წმინდა გიორგის მოჭედილი ხატი გადავაბრძანეთ სამების საკათედრო ტაძარში. ეს ხატიც მადონა ლანჩავამ დაწერა.

საოცარია, როგორ სწვდება ყველაფერს მამა გიორგი. არაფერი გამოეპარება მის თვალს. ერთნაირად გულისხმიერი და ყურადღებიანია ყველას მიმართ. რამდენ უმწეოსა და გაჭირვებულზე ზრუნავს, ამხნევებს და ეკონომიურადაც შეძლებისდაგვარად ეხმარება. დადის ბავშვთა სახლებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საპყრობილეში. პატიმრებს ასწავლის, როგორ მოინანიონ ცოდვები, როგორ გაუძლონ საპყრობილის მკაცრ რეჟიმს, როგორ მოიპოვონ სულის სიმშვიდე და როგორ იცხოვრონ სასჯელის მოხდის შემდეგ.

დადის სკოლებში, საბავშვო ბაღებში. ხშირად იწვევს პატარებს ტაძარში ზეთის ცხებაზე. საოცარი სანახავები არიან ამ დროს. ორ-ორად გვერდიგვერდ მდგარი ბავშვები ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებენ მამა გიორგის და მორჩილად ელოდებიან თავიანთ ჯერს. მჯერა, რომ ეს წუთები არასოდეს დაავიწყდებათ და იმისიც მჯერა, რომ ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანებად, ღირსეულ ქართველებად გაიზრდებიან.

პატრიარქის კურთხევით, მამა გიორგიმ მრევლისთვის შექმნა ხელსაქმის კურსები: სწავლობენ ქარგვას, კერვას, ხატწერას, მინანქარზე და ხეზე მუშაობას, მოეწყო მრევლის ნამუშევართა გამოფენა, ბავშვებისთვის გაიხსნა გალობის შემსწავლელი ჯგუფები.

ხშირად ბეჭდავს და საჩუქრად გვირიგებს ლოცვებს, ხატებს.

KARIBCHE KARIBCHE

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოეწყო სპეციალური გამოფენა, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30-ე წლის იუბილეს. გამოფენა ხუთი დღე გაგრძელდა. მისი სულისჩამდგმელი მამა გიორგი იყო.

მამა გიორგის ძალისხმევით შეიქმნა არაჩვეულებრივი ფილმი წმინდა კვირიკესა და ივლიტას ცხოვრებაზე, ტაძარზე, გაიხსნა ვებგვერდი ინტერნეტში და მსურველს შეუძლია, ჩვენს ტაძარზე ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვოს.

შეიქმნა ახალი ფილმები, რომელთა ავტორები თავად მამა გიორგი და მისი მუუღლე არიან. მათ აწუხებთ მიტოვებული ბავშვების ბედი, აწუხებთ საუკუნის დაავადება - ნარკომანია, რომელიც უკვე მისწვდა 12-13-14 წლის მოზარდებს. აფიქრებთ ერის გამრავლების პრობლემა. "მიტოვებული ყვავილები", "ნათელი ბნელში", "ჩამქრალი სიცოცხლე" - აი, ფილმები, რომლებიც ამ მტკივნეულ საკითხებს ეხმაურება. ტელევიზიის თითქმის ყველა არხით მოხდა მათი ჩვენება. მათ აჩვენებენ სკოლებშიც. ფილმებში დასმული პრობლემები მოსწავლეთა მსჯელობის საგანი ხდება.

შეუძლებელია აუღელვებლად ნახო ფილმი "მსვლელობა ტაძრისკენ". გეამაყება, რომ ქართველი ხარ. გეამაყება, რომ ამ მრავალჭირნახული ერის შვილი ხარ, რომელმაც, მიუხედავად საუკუნეების მანძილზე გაუთავებელი შემოსევებისა, ღალატისა და ომებისა, დღემდე მოიტანა ენა, მამული და სარწმუნოება.

ჩვენ ის ბედნიერი ერი ვართ, რომელსაც, უფლის წყალობით, ისეთი მწყემსმთავარი გვყავს, როგორიც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანდება. ამიტომაცაა, რომ რწმენითა და სიყვარულით გულანთებულები მამა გიორგის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით მტკიცე ნაბიჯებით მიუყვებიან გზას სამების ტაძრისკენ. ამ პათოსითაა მთელი ფილმი განმსჭვალული.

წირვის შემდეგ ხშირად ვისმენთ მამა გიორგის ქადაგებას, ხშირად გვაქვს მრევლის დღე. იგი ყოველთვის მზად არის, ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე, დროდადრო რომ გვიგროვდება, ამომწურავი პასუხი გაგვცეს. თუ მრევლთაგან რომელიმე ავად გახდა, შინ მიაკითხავს, გაამხნევებს და დალოცავს. ღმერთმა მისცეს მამა გიორგის ჯანმრთელობა, ძალა და ენერგია!

მამა გიორგისთან ერთად იღვწის მამა ზურაბი (მღვდელი ზურაბ მჭედლიშვილი). დღის განმავლობაში, როცა არ უნდა მიხვიდეთ ტაძარში, ყოველთვის დაგხვდებათ წყნარი, დინჯი, გაწონასწორებული, თბილად და კეთილად მოღიმარი მღვდელმსახური - მამა ზურაბი, უაღრესად განათლებული პიროვნება, რაც ძალუმად იგრძნობა მის ქადაგებებსა თუ ინტერვიუებში. ჩვენი მოძღვრები ერთმანეთს ავსებენ, ერთ საქმეს ემსახურებიან და სულითა და გულით იღვწიან სულიერი შვილების სულების გადასარჩენად.

გმადლობთ ამ პატარა სამოთხის შექმნისთვის.

გმადლობთ, მამა გიორგი, იმ ზრუნვისთვის, სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელმაც შემაძლებინა მწუხარებისა და ტკივილის დაძლევა, ფეხზე დამაყენა, მასწავლა ლოცვა და სინანული, დამანახა ის ნათელი და ჭეშმარიტი გზა, რომლითაც უნდა ვიარო.
პატივისცემითა და მოკრძალებით
დოდო თითმერია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat