ისეთი სიდიადე ჰქონდა, თითქოს მეფეა და მწირის სამოსი გადაუცვამსო
ისეთი სიდიადე ჰქონდა, თითქოს მეფეა და მწირის სამოსი გადაუცვამსო
ვინც მამა გიორგი ბულისკირიას იცნობდა, ამბობენ, რომ მისი დიდი სიწრფელისა და უბრალოების მიღმა რაღაცნაირი სიდიადე იდგა, - თითქოს მეფეა და მწირის სამოსი გადაუცვამსო...

მართალია, დიდხანს იცოცხლა და როცა ასაკს ეკითხებოდნენ, პასუხის გაცემა უჭირდა (1878 წელს დაიბადა და 1970 წელს აღესრულა), მაგრამ მთელი ეს წლები უკიდურეს ასკეტიზმსა და სიწმინდეში გაატარა და ეს სიწმინდე თითქოს თვალებში ედგა...

ცხოვრების ბოლოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მახლობლად დასახლდა, იქვე მსახურობდა და გალობდა... წარმოშობით კი სამურზაყანოდან, სოფელ ოქუმიდან იყო.

მამა გიორგიმ (ერში - ანდრიამ) ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა ნიჭი და მალე ფოტოსაქმეში ისე დახელოვნდა, ახლომახლო დასახლებებში სახელიც გაითქვა... მაშინ, მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში, ფოტოგრაფია ხელობა კი არა, ხელოვნება იყო - ტექნიკური სასწაული, რომელსაც დიდ მოთმინებასთან, ცოდნასა და სიზუსტესთან ერთად ხელოვანის გონება და სულიც სჭირდებოდა.

როგორც ამბობენ, მამა გიორგის გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა. დედამისს სურდა, მისთვის შესაფერისი საცოლე გამოეძებნა და დაექორწინებინა, მაგრამ ღვთის განგებამ მისი ბედი სხვაგვარად გადაწყვიტა.

ერთ მშვენიერ დღეს ანდრია დაბა სენაკში ნათესავებს ესტუმრა. ვახშმობისას მასპინძლებმა წამოიწყეს საუბარი მამა ალექსი შუშანიაზე (აწ წმინდანად შერაცხულზე), რომელმაც სენაკში მონასტერი დააარსა. იგი სოფელ-სოფელ დადიოდა, უპატრონო მიცვალებულებს მარხავდა, ჭლექით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულ ხალხს უვლიდა, საკუთარი ხელით აჭმევდა, ფეხებს ბანდა და ამ წყალს თვითონ სვამდა... ასე იღვაწა სამ წელიწადს. მერე საპყრობილეებში იწყო სიარული - პატიმრებს ანუგეშებდა და მათხოვრობით შეგროვილი ფულით მათთვის საჩუქრებსა და პროდუქტს ყიდულობდა.

როგორც ანდრიას მასპინძლებმა თქვეს, ბერი ალექსი შუშანია წმინდა ადგილების მოსალოცად ფეხით ჩასულა იერუსალიმს, იქიდან კი მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნებულა, ბერად აღკვეცილიყო...

რადგან არ სურდა, მონასტერი მდიდარი ადამიანების შემოწირულობებით აეშენებინა, გადაწყვიტა, საჭირო თანხა როგორმე თვითონვე გამოემუშავებინა და პირველი სენაკისთვის მაინც ჩაეყარა საძირკველი...

იმ დროს სენაკი სარკინიგზო კვანძი იყო, რომელსაც წყალგაყვანილობის სისტემა თითქმის არ ჰქონდა, ამიტომ თუ მატარებლებს ხანგრძლივად მოუწევდათ შეჩერება, სადგურზე მდგარ წყლის ერთადერთ ონკანთან უზარმაზარი რიგი დგებოდა... ჰოდა, მამა ალექსი ამდგარა და უახლოესი წყაროდან წყლის ზიდვა და ვაგონ-ვაგონ ჩამოტარება დაუწყია, რაშიც მგზავრები ხურდას აძლევდნენ...

დილიდან საღამომდე დაარბენინებდა მამა ალექსი წყლით სავსე ჩაიდანსა და ჭიქას ვაგონებში, და მოხდა საოცრება: სრულიად ჩვეულებრივი წყაროს წყალი მგზავრებს რატომღაც მინერალური წყალივით ეგემრიელათ და მასზე მოთხოვნილება ძალიან გაიზარდა... ერთი სიტყვით, როდესაც ალექსი ბერმა ამ საქმიანობით გარკვეული თანხის შეკრება შეძლო, მონასტრის მშენებლობა დაიწყო... საოცარი იყო - დახმარება არავისთვის უთხოვია, მაგრამ ადამიანები თავად სთავაზობდნენ ფულსაც და მშენებლობაში მონაწილეობასაც...

ასე გახდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამა ალექსი სულიერი ხუცესი... უამრავი სენაკელი იყო მოწმე მისი ლოცვით აღსრულებული სასწაულებისა.

ამ მონათხრობმა ისე შეძრა ახალგაზრდა ანდრია, ინათა თუ არა, სენაკის მთავარანგელოზების მონასტერს მიაკითხა. ბერმა ალექსიმ წირვაზე მდგომი უცნობი ჭაბუკი რომ დაინახა, შესთავაზა, ტრაპეზზე დარჩიო...

ტაძარში ანდრიამ ერთი რუსი მწირი ნახა, რომელსაც გულზე რამდენიმე მძიმე ჯვარი ეკიდა და მთელი წირვა გაუნძრევლად, ხელებაღმართული იდგა... ტრაპეზზე მამა ალექსიმ მას დაყვავებით უთხრა: "ქრისტე ერთ ჯვარზე ეცვა და შენ რატომ ატარებ ამდენ ჯვარს, აქედან ერთი - სიმდაბლის ჯვარი აირჩიეო". მწირს მდუმარედ მოუდრეკია თავი იღუმენისთვის, ჯვრები მოუხსნია და მის წინ დაუწყვია. მამა ალექსისაც იქიდან ერთი შეურჩევია და მწირისთვის უსიტყვოდ ჩამოუკიდებია გულზე...

ტრაპეზის შემდგომ ანდრიამ იღუმენს სთხოვა, გასაუბრებოდა და ერჩია, სული როგორ ეცხონებინა. მამა ალექსიმ კი იესოს ლოცვის შესახებ უამბო, ურჩია, ეს ლოცვა მუდამ გულში, ბაგეზე და ხსოვნაში ჰქონოდა და იგი გზამკვლევად ექცეოდა.

შინ მობრუნებულ ანდრიას ხასიათი შეეცვალა - სულ განმარტოებას ეძებდა... დედა შეაშფოთა შვილის ამგვარმა გარდასახვამ და მისნებთან იწყო სიარული - ეგონა, ავადააო... ხოლო როდესაც ქორწინებაზე ჩამოუგდებდა სიტყვას, ანდრია პასუხობდა, - სასძლოს თავად მოვძებნიო. მონაზვნობას გულისხმობდა... ბოლოს გამოტყდა, რომ ბერობა სურდა, რამაც დედამისი ისე გაამწარა, მოთქმა და თმის გლეჯა იწყო, შვილს მიცვალებულივით დასტიროდა. რომ ვერ გადაათქმევინა, საშინელი სიტყვებით დასწყევლა შვილი... პასუხად ანდრიამ მდაბლად დაუკრა თავი და იმ ღამესვე წავიდა შინიდან...

თავიდან, მოძღვრის, ალექსი შუშანიას კურთხევით, ფუწყურის პატარა მონასტერში დაემკვიდრა, სადაც 1908 წელს ბერად აღიკვეცა. ასე დაიწყო გიორგი ბულისკირიას ბერული ცხოვრება.

ფუწყურის მონასტერში მამა გიორგისთან ერთად იღვწოდნენ მღვდელმონაზვნები ფილიმონ ქარდავა და ივსიხი გეგეჭკორი, აგრეთვე ალექსი შუშანიას მიერ მამა გიორგისთან ერთად ამავე მონასტერში აღკვეცილი ბერები დიმიტრი სართანია, სერგი ალასანია და დოროთე კაჭარავა (თუ ვინმეს გსმენიათ მათ შესახებ, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ - ავტ.).

მამა გიორგი ხშირად აკითხავდა მოძღვარს. მისი ლოცვა-კურთხევით რევოლუციამდე მცირე ხნით ადრე მთებში სენაკი აიშენა და განმარტოვდა... განდეგილობაში მრავალმა წელმა განვლო. გიორგიმ დაივიწყა წუთისოფელი და წუთისოფელმაც დაივიწყა იგი...

ერთხელ, როდესაც მონასტერში ჩამოვიდა, ბერული სენაკების ნაცვლად გამჭვარტლული ნანგრევები და განძარცვული, კარჩამოხსნილი და ფანჯრებმოგლეჯილი ეკლესია დახვდა... ადგილობრივმა მოსახლეებმა უამბეს, ღამით როგორ მოვიდა იარაღიანი ხალხი ბერების დასაპატიმრებლად, ხოლო როდესაც მათ გაქცევა სცადეს, როგორ დაედევნენ და სათითაოდ ამოხოცეს, მონასტრის იღუმენი კი ნაჯახით ასო-ასო აჩეხეს...

მამა გიორგი უფრო განმარტოვდა და იშვიათადღა, ისიც - ღამით, თუ გამოვიდოდა სენაკიდან...

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეპრესიები შესუსტდა, ხელისუფლებამ ხალხს ტაძრები გაახსნევინა. ამოქმედდა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც, არქიმანდრიტ იოაკიმეს (შენგელიას) აღორძინებული (თუ ვინმეს რაიმე ცნობა გაქვთ ამ დიდი მოღვაწის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ - ავტ.).

მამა გიორგი ილორს გადმოვიდა. ხანდაზმულობის გამო ფეხით სიარული უჭირდა, ამიტომ არქიმანდრიტმა იოაკიმემ ტაძრის მახლობლად დააბინავა.

ილორს უამრავი მომლოცველი სტუმრობდა, - მოგეხსენებათ, იგი დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზეთისა და სამეგრელოს, გამორჩევით სათაყვანო სალოცავი იყო. მდუმარებაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ მამა გიორგის ძალზე უჭირდა ასეთ ხალხმრავლობაში ყოფნა. მერე ერთმა იქაურმა ქვრივმა საცხოვრებლად ტაძრის მახლობლად მდგარი საკუთარი სახლი შესთავაზა.

არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) მოგონებებიდან: "მამა გიორგის განსაკუთრებულად იესოს ლოცვა უყვარდა, თითქოს ამ ლოცვით სუნთქავდა და მისით ედგა სული... როგორც ყველა მლოცველს, მასაც განმარტოება ესათნოებოდა, შეეძლო, კელიის ნახევრად ბნელ კუთხეში საათობით მჯდარიყო და ელოცა, თუმცა ყოველნაირად ცდილობდა, თავისი ასკეტიზმი სხვათაგან დაეფარა. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო, არავის გაურბოდა. საუბარს არავის აწყვეტინებდა, მაგრამ შეეძლო, ერთობ ტაქტიანად, მოკლედ ეპასუხა და ისე გამომშვიდობებოდა ადამიანს, როგორც ოჯახის წევრს...

ბერი გიორგი არამომხვეჭელობითაც გამოირჩეოდა. ძალიან გაოცდა, როდესაც ჩემს სენაკში ორი სახარება ნახა. მითხრა: "თუ ორი სამოსი გაქვს - ერთი უპოვარს უწყალობე, თუ საკვები გაქვს - მშიერს უწილადე; მით უფრო ეს იმ წიგნს ეხება, რომელზეც ადამიანთა სულის ცხონებაა დამოკიდებული..." თავად მხოლოდ სახარება, ფსალმუნი და ლოცვანი ჰქონდა. იტყოდა ხოლმე, მთელი მსოფლიოს ფილოსოფია იესოს ლოცვით შემოიფარგლებაო...

განსაცვიფრებლად მკაცრად მარხულობდა: დიდი მარხვისას, შაბათ-კვირის გარდა, დღეში მხოლოდ ორ კარტოფილს სჯერდებოდა.

ხანდახან, წირვისას, მონაზონ ამბროსისთან (გვაზავასთან) ერთად ძველქართულ საგალობლებს იგალობებდა ხოლმე. მსგავსი გალობა მეტად აღარც მსმენია...

მამა იოაკიმეს გარდაცვალების შემდეგ მამა გიორგი სულიერ მოძღვრად თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტს კონსტანტინეს (ქვარაიას) თვლიდა (უმორჩილესად გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი მასალა ან ცნობა თავად გიორგი ბულისკირიაზე ან არქიმანდრიტ კონსტანტინე ქვარაიაზე - ავტ.), რომელთანაც აღსარების სათქმელად სენაკში მიდიოდა ხოლმე. ერთხელ იქიდან განსაკუთრებულად გახარებული გამოვიდა, ერთიანად ბრწყინავდა ღრმა და მშვიდი სიხარულით... მან გამიმხილა, რომ სქემაში გაბრიელის სახელით აღკვეცეს. ეს კი იმიტომ გამანდო, რომ პროსკომიდიაზე ამ სახელით მომეხსენებინა. ამ ამბავს ყველას უმალავდა, არც სქემით შემოსილა არასდროს.

დამამახსოვრდა მისი ხელის შეხება. გამხდარი, მოხუცი თითები უხრწნელ ნაწილებად მეჩვენებოდა, რადგან განსაკუთრებული სიწმინდის განცდას გიტოვებდნენ...

ღრმა სიბერემდე იცოცხლა და ასაკი აღარც კი ახსოვდა. როგორც ჩანს, იმათ, ვინც ცხოვრების დიდი ნაწილი უდაბნოში გაატარა, ამქვეყნიური დრო წარეხოცებათ ხოლმე მეხსიერებიდან...

თითქმის გარდაცვალებამდე საოცრად მსუბუქად მოძრაობდა, - ეს ალბათ განუწყვეტელი მარხვის ნაყოფი იყო, - მაგრამ მისი მოძრაობა არასოდეს ყოფილა ნაჩქარევი. უბრალოდ და ძალდაუტანებლად იქცეოდა, თუმცა მცხეთელი სქემმონაზონ აბრაამ ჩხეტიანივით ბავშვს როდი ჰგავდა; პირიქით, - მამა გიორგიში იხილავდით წლებით დაბრძენებულ ხუცესს, რომელიც წუთისოფელს ნათელი და მშვიდი მზერით უკვე სხვა სამყაროდან უჭვრეტდა...

მამა გიორგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდგომ 92 წლისა მიიცვალა და ილორის ტაძრის ეზოში, შესასვლელთან, განისვენებს...

მას შემდეგ ის მხოლოდ ერთხელ ვიხილე ძილში - სხვა, უცნობ ბერებთან ერთად გარს უვლიდა ილორის ტაძარს..."

P.S. მასალა ეფუძნება არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) მოგონებებს. ფაქტების, თარიღებისა და ფოტომასალისთვის უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ბატონებს ლუარსაბ ტოგონიძეს და გიორგი მაჩურიშვილს.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.

საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29

წინასწარ გიხდით მადლობას.
ბეჭდვაელფოსტა
06.07. 2016
მანანა ტუაევას
ღმერთმა ეს მადლი აროდეს მოგაკლოთ, რადგან დიდებულ საქმეს შეჭიდებიხართ – ჩვენი ქვეყნის ბერ–მონაზვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიების გაცოცხლება – ან, მართლაც, რა უნდა გააკეთოთ ამაზე უკეთესი... ღმერთმა გაგახაროთ...
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat