ბერმა პაისიმ მითხრა, - შენი ადგილი საქართველოშიაო
ბერმა პაისიმ მითხრა, - შენი ადგილი საქართველოშიაო
ოთხი ბერმონაზონი ერთ ოჯახში
ჩვენს გვერდით ხშირად ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომ მათ შესახებ ცოტამ თუ იცის რამე. ღმერთს მინდობილნი, ღვთის სადიდებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ და საღვთო მოშურნეობით ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ. ღვთის გზაზე შემდგართ, ღვთის ნება ხან სად წაიყვანს, ხან სად და ისეთ ადამიანებს შეახვედრებს, რომელთა ცხოვრებაც სიცოცხლეშივე წმინდაა.

შემთხვევით გავიგე ბორჯომში ბერი ანდრიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. თურმე მთელი მისი ოჯახი სასულიერო პირები არიან და უფალს ერთად ადიდებენ. მამა ანდრიას იმ დროს შევხვდი, როცა ათენში ძმასთან წასასვლელად ემზადებოდა. ბევრი საინტერესო რამ მიამბო. სამი დედმამიშვილიდან უფროსი ძმა, ტარიელი, ათენში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. შუათანა ძმა ბერია, მამა აბიბოსი, ათენის სასულიერო უნივერსიტეტში სწავლობს და მსახურობს კიდეც. სქემმონაზონია დედა - ევგენია. მამა - მღვდელმონაზონი კონსტანტინე გარდაცვლილია. ტარიადინების ოჯახში ღვთის სიყვარული კარგა ხნის წინ შემოვიდა. სურვილი და მისწრაფება სასულიერო პირად გახდომისა უწმინდესს გაუმხილეს და ლოცვა-კურთხევა სთხოვეს. მაშინ უწმინდესის თანხმობა მხოლოდ მშობლებს ხვდა წილად. გარკვეული დროის შემდეგ კი არჩევანი შვილებმაც გააკეთეს. მოვუსმინოთ მამა ანდრიას:

- ჩვენი ოჯახი თბილისში, მესამე მასივში ცხოვრობდა. ერთხელ ჩვენი მეზობლის ბიჭები - ისინიც ბერძნები იყვნენ - დაინტერესდნენ ეკლესიური ცხოვრებით და მკითხეს - ღმერთი თუ გწამსო. მწამს-მეთქი. ერთ-ერთს სახარება ჰქონდა და მისი კითხვა დავიწყეთ. უფრო ღრმად რომ ჩავწვდომოდი სახარებისეულ სიბრძნეს, სიონის ტაძრის ეზოში მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. თან მსახურებას ვესწრებოდი. პირველი აღსარება მამა ზურაბ ანთაძეს ჩავაბარე. უწმინდესს მაშინ პირველად შევხვდი. მუშაობაში ჩართულ ახალგაზრდებს მარტყოფში, მონასტრის მშენებლობაზე წასვლა შემოგვთავაზა (ამ დროს მარტყოფში გავიცანი მეუფე იობი (ელგუჯა) და მისი და მონაზონი შუშანიკი (ნინო), მაშინ ერის ადამიანები იყვნენ). თან გვითხრა, თუ სურვილი გაქვთ, იქნებ საქონელსაც მიხედოთო. დავთანხმდი და ჩემი ეკლესიური ცხოვრებაც ასე დაიწყო, თუმცა ბებიაჩემის პაპა ანდრია (კიურჯიევი) მღვდელი იყო. მამა ანდრია წალკაშია დასაფლავებული. ამბობენ, მას უხრწნელი ხელი აქვსო...

თავიდან ჩვენი ოჯახი წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში, მამა ანტონ გულიაშვილთან დადიოდა. მერე მეზობლის დახმარებით შუათანა ძმა, აკაკი, ახლა უკვე მამა აბიბოსი, მამა ვიტალისთან (სიდორენკო) მივიდა. მამა ვიტალიმ მას ლოცვანის წიგნი გამოუგზავნა. ცოტა ხანში ჩემმა მშობლებმა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, მამა ვიტალისთან დაიწყეს სიარული. ვიდრე ჯარში წამიყვანდნენ, მორჩილად ვიყავი წალკაში მამა დიმიტრისთან, ახლა უკვე სქემარქიმანდრიტ საბასთან. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ უწმინდესს ფოკაში წასასვლელად კურთხევა ვთხოვე. ორნი გაგვგზავნა. მაშინ ფოკაში ორი ვაგონი იდგა და იქ ვცხოვრობდით 1988 წლიდან 1991 წლამდე. შემდეგ ათონის მთაზე წასვლის სურვილი გამიჩნდა. სამი თვის განმავლობაში მონასტერს ვარჩევდი და ბოლოს ათანასე ათონელის ლავრაში გავჩერდი. ფინანსური პრობლემა შემექმნა და ამიტომ ერთი თვით ტრაპეზარად დამნიშნეს, მერე ერთმა ბერმა მორჩილად დარჩენა შემომთავაზა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსოფლიო პატრიარქს გაუგზავნეს წერილი და ოფიციალურად მიმიღეს მორჩილად ათანასე ათონელის ლავრაში.

- მამაო, როგორია თქვენი თვალით დანახული ათონის წმინდა მთა?

- იქ ყველანაირად აწყობილია ბერული, მონასტრული ცხოვრება. მამები 3-4 საათზე ცისკარს ეგებებიან და წირვას აღავლენენ, მერე ყველას თავისი მორჩილება აქვს. ლოცვას და მორჩილებას ერთმანეთს უთავსებენ. უქმი აზრებისგან დაცული, ათონის მთიდან შენი ახლობლისთვის რომ ლოცულობ, დედა ღვთისმშობელი თითქოს სწრაფად გისრულებს თხოვნას. პირადად მე მქონდა ბევრი ასეთი შემთხვევა. დედა ღვთისმშობელმა ხომ აღთქმა დადო - ვინც ამ მთაზე მემსახურება, განსაკუთრებით დავაჯილდოებო. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ლოცვაში გრძნობ ღვთისმშობლის განსაკუთრებულ მფარველობას.

- მამა ანდრია, როგორც ვიცი, თქვენ პირადად გინახავთ ბერი პაისი და გისაუბრიათ კიდეც მასთან.

- როცა ათონის მთაზე საქართველოდან ჩამოვიდნენ სასულიერო პირები - მამა ზურაბ ანთაძე, მამა პეტრე ბარამიძე და სხვები, ძალიან გამიხარდა მათი დანახვა. თავადაც სიხარულს ვერ მალავდნენ. ქართველმა მამებმა მამა პაისისთან მეგზურობა მთხოვეს - პარალელურად თარჯიმანიც ვიყავი.

მამა პაისი ცხოვრობდა ათონის მთის ცენტრში - კარიესთან. თავის პატარა სენაკში ეკლესია ჰქონდა. სითბოთი და სიყვარულით იღებდა მიმსვლელს. საუბარში ისე გაიღიმებდა, თითქოს შინაგანად რაღაცას გრძნობდა და თან ნუგეშით გავსებდა.

- რითი უმასპინძლდებოდა სტუმრებს?

- ერთხელ რაჰათლუკუმი მოგვართვა. მორჩილი ჰყავდა და ის ემსახურებოდა. პირადად მე არ შევსწრებივარ მის ტრაპეზობას.

- როგორი ბერული კაბა ემოსა?

- განსაკუთრებულად არ იყო შემოსილი. უცხოსთან შეხვედრის დროსაც უბრალოდ გამოიყურებოდა.

- მამაო, რა რჩევა-დარიგება მოგცათ მამა პაისიმ?

- ათონის მთაზე წასვლამდე ზაგორსკის მონასტერში მოვხვდი არქიმანდრიტ ნაუმთან. მაკურთხა, მივსულიყავი მამა პაისისთან და რასაც მეტყოდა, ისე მოვქცეულიყავი. როცა მივედი მამა პაისისთან, უკვე ცხრა თვე მონასტერში მორჩილებას ვასრულებდი. ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. მითხრა, - შენი ადგილი საქართველოშია. აქ ბევრი მამაა, შენ კი საქართველოში უფრო მეტ საქმეს გააკეთებ, იქ უფრო სჭირდებათ ბერებიო.

- რა იციან ათონზე ქართველი ბერების მოღვაწეობის შესახებ?

- ათონელი მამები საქართველოს ნაკლებად იცნობდნენ. თავიდან მკითხეს, საიდან ხარო. რომ ვუთხარი, ფოკიდან, წმინდა ნინოს მონასტრიდან-მეთქი, გაუკვირდათ. ათონზე გავიცანი მოხუცი მოღვაწე მამა მაქსიმე. მას ნანახი ჰყავდა ათონზე მოღვაწე ბოლო ქართველი მამები. მამა მაქსიმე ივერიის მონასტერთან ახლოს ცხოვრობდა, ძალიან უხაროდა, როცა ათონზე ქართველების ჩამოსვლის ამბავს გაიგებდა. ხშირად იხსენებდა იოანე ღვთისმეტყველის სენაკში ქართველების ცხოვრებას. წუხდა, რომ რაღაც პრობლემების გამო დატოვეს წმინდა მთა და საქართველოში დაბრუნდნენ. უყვარდა საქართველო. ბეთანიის მონასტერიც მოულოცავს და უწმინდესსაც შეხვედრია. მამა მაქსიმე 85 წლისა გარდაიცვალა.

- მამა იოანე კრესტიანკინთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებთ?

- საუბრის დროს იმდენ სითბოს და სიყვარულს გამოსცემდა, რომ ყველა მადლით ივსებოდა. მასთან ურთიერთობა შინაგანად უდიდეს სიხარულს მანიჭებდა. მასთან მიახლების და ჩახუტების სურვილი მიჩნდებოდა.

- მამაო, თქვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გქონდათ მამა ვიტალისთან. მისი ცხოვრების ამბების გახსენება დღეს ბევრს კეთილად წაადგება.

- არასდროს მინახავს, მამა ვიტალის (სიდორენკო) ვინმე განეკითხოს. მაშინაც კი, როცა კრიტიკული სიტუაცია იყო. ერთხელ ალექსანდრე ნეველის ტაძრიდან მივდიოდით დიდუბეში, მის სახლში. გზაში მეორე მანქანამ მოძრაობა დაარღვია და კინაღამ ავარია მოხდა. მამა ვიტალიმ თქვა - "რაბ ბოჟიი". ამ დროს ადამიანი განცდებში ხარ და შეიძლება ცუდი სიტყვაც წამოგცდეთ. მამა ვიტალი იმდენად აკონტროლებდა შინაგანად საკუთარ თავს, რომ თქვა, - მონა ღვთისა. ყველაფერ ცუდშიც კი კარგს პოულობდა. კიდევ ერთს გავიხსენებ. ეზოში ჩხუბი იყო და ბიჭები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. მამა ვიტალი გარეთ გამოვიდა და ლოცვა დაიწყო. თან თქვა, - ესენი თამაშობენო. ამ დროსაც კი არ განიკითხა. მისი ლოცვით ჩხუბიც დაწყნარდა. მამა ვიტალი პირადი მაგალითით გვასწავლიდა თავმდაბლობას, მოყვასის არგანკითხვას და ბევრ სხვა სათნოებას. მამა ვიტალი იმდენად ზრუნავდა თავის თავზე, რომ სხეულსაც კი სჯიდა. მაგალითად, სერაფიმ საროველი რაღაც სიმძიმის ტარებით თავის სხეულს თრგუნავდა. ბერულ ცხოვრებაში ბევრია ასეთი მაგალითი. მამა ვიტალის ტანზე ეკლიანი მავთული ჰქონდა დახვეული. იღუმენთან საუბრის დროს თურმე სუნი იგრძნო წინამძღვარმა და ჰკითხა, - რა გაქვსო. გახსნეს და დაინახეს, მავთული ხორცში შესვლოდა და დაჩირქებოდა. თან მორჩილებას ასრულებდა და არ წუწუნებდა. თავის სულიერ შვილებს არიგებდა - იყავით თავმდაბლები, მორჩილები და უბრალო რამეზე არ იწუწუნოთო, თავი არ გაიმართლოთ და სხვა არ დაადანაშაულოთო. საკუთარ თავში უნდა ეძებოთ, რა წინააღმდეგობასაც ცხოვრებაში ხვდებითო. თავადაც უთქვამს - სადაც წამიყვანთ, ყველგან კარგად და მშვიდად ვიქნებიო. იმიტომ, რომ მამა ვიტალი ყველაფერში ღვთის ნებას ემორჩილებოდა. ყველა ადამიანში კარგს ხედავდა.

ჩემს მშობლებს ბერად და მონაზვნად აღკვეცა სურდათ და ეს მამა ვიტალის უთხრეს. მან უწმინდესთან გაგზავნა. უწმინდესს უთქვამს მამაჩემისთვის, იქნებ მოძღვარი გახდეთო. მამაჩემი გიორგი უწმინდესმა მალე დიაკვნად აკურთხა. ცოტა ხანში მღვდლად დაასხეს ხელი და გაგზავნეს წალკის რაიონის სოფელ ბეშთაშენის ეკლესიაში. ერთი წლის შემდეგ უწმინდესმა მშობლებს ბერობის და მონაზვნობის კურთხევა მისცა. მამა ვიტალიმ აღკვეცა მამაჩემი კონსტანტინეს სახელით. შემდეგ ის ათონის მთაზე წავიდა. ამ დროს ჩემი ძმა, მამა აბიბოსი, და ის მორჩილი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა ფოკაში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა ვიტალიმ სიონის ტაძარში ბერად აღკვეცა. მამა ვიტალი 1992 წელს გარდაიცვალა. ერთი წლის მერე ჩამოვედი საქართველოში და უწმინდესის კურთხევით, მეუფე დანიელმა სვეტიცხოვლის ტაძარში ბერად აღმკვეცა. როცა ანდრია დამარქვეს, მამას ცრემლი მოერია, - პაპის სახელი ჩემზე გადმოვიდა. ნახევარი წელი სვეტიცხოველში ვიმსახურე დიაკვნად, მერე საპატრიარქოში. მეუფე სერაფიმეს სურვილით და უწმინდესის კურთხევით, თერთმეტი წელია, რაც ბორჯომში ვარ.

- მამაო, ბორჯომში ანდრია პირველწოდებულის ტაძრის აშენება როგორ დაიწყეთ?

- ერთ-ერთ უბანში, სადაც ჩემს მრევლთან დავდიოდი, სულ ბავშვები თამაშობდნენ. დამინახავდნენ თუ არა, გამოიქცეოდნენ და დალოცვას მთხოვდნენ. მაშინ მოვიფიქრე აქ ეკლესიის მშენებლობა. მეუფის კურთხევის შემდეგ დავიწყე მრევლთან ერთად ტაძრის შენება. თავიდან არ ვიცოდი, რომელი წმინდანის სახელზე აგვეშენებინა. მეუფემ მითხრა, ვილოცოთ და ღვთის ნება გამოჩნდებაო. საძირკვლის გათხრას ვაპირებდით. ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ ხატის კურთხევა მთხოვა. რომ დავინახე ანდრია პირველწოდებულის დიდი ხატი, ძალიან გამიხარდა. ირაკლიმ მითხრა, ქველმოქმედებას ვაკეთებთ და ეს ხატი აწყურში მიგვაქვსო. როცა გავუმხილე ჩემი ამბავი, ეს ხატი შემოგვწირა. მართლაც გამოჩნდა ღვთის ნება. წმინდა ანდრია პირველწოდებული დაგვეხმარა ტაძრის აშენებაში, ღვთის შეწევნით, ტაძარი უკვე იხატება. მაშინ გამახსენდა ბერი პაისის ნათქვამი - უფრო მეტ საქმეს იქ გააკეთებო. წინასწარ მომცა ლოცვა-კურთხევა და მისი სიტყვები წინ დამხვდა. რას ვიფიქრებდი, თუ ეკლესიის აშენებას შევძლებდი. წელიწადნახევარში დავასრულეთ საქმე.

KARIBCHE- მამა აბიბოსი როგორ გახდა უწმინდესის მორჩილი?

- როცა ჩემი ძმა ჯარიდან დაბრუნდა, საპატრიარქოში მივიყვანეთ. სადურგლო საამქროში დაიწყო მუშაობა. აკეთებდა ჯვრებს, ხატებს. მამაჩემმა და მამა აბიბოსმა გააკეთეს სიონის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩარჩო. საპატრიარქოში მამა აბიბოსი უწმინდესის მორჩილი იყო. როცა მოძღვრად აკურთხეს, მცხეთის ოლღას დედათა მონასტერში გაუშვეს. მერე, როცა მამაჩემი, მამა კონსტანტინე გარდაიცვალა, მამა აბიბოსი წალკაში, ბეშთაშენის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, იქ, სადაც მამა მოღვაწეობდა. ცოტა ხანში, უწმინდესის კურთხევით, მამა აბიბოსი საბერძნეთში წავიდა სასწავლებლად. ერთი წელი დარჩა სწავლის დამთავრებამდე.

უწმინდესთან ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ყოველ ნაბიჯს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვდგამთ და ასე ვცხოვრობთ.

- მამაო, როგორ უნდა იცხოვრო ერში ადამიანმა?

- პირველ რიგში ღმერთის სიყვარული უნდა გქონდეს, რათა ილოცო და იცხოვრო კიდეც. სხვანაირად, ყოველი შენი მოქმედება რიტუალად დარჩება, როგორც ეს დღევანდელ ცხოვრებაშია. თუ ღმერთს შეიყვარებ, ადამიანს ადვილად ცუდს არ გაუკეთებ. ყველას ვუსურვებ, შეიყვარონ ღმერთი და თავად ღმერთი ასწავლით ცხოვრებას. ყველა ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც ზრუნავს თითოეულზე.

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა მოგცეთ სიყვარული, საღვთო მოშურნეობა და ცხონება.

მამა ანდრიასთან საუბრის დასრულების შემდეგ მის დედას, სქემმონაზონ ევგენიას ვესაუბრე. ვკითხე, როგორ ნაწილდება დედის პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, როცა ღმერთმა ორი ბერის დედობა არგუნა.

KARIBCHE- როცა ადამიანი ბერი ან მონაზონი ხდება, - მიპასუხა დედა ევგენიამ, - ის აღთქმას დებს უფლის წინაშე, რომ მოძღვრის მორჩილი იქნება. აქ უკვე ფუნქციები იცვლება. მაგალითად, შეიძლება შვილი გახდეს მოძღვარი ანუ შვილის ლოცვა-კურთხევის ქვეშ იყოს მშობელი. სქემმონაზონი ვარ და მშობელი ორი ბერისა. დედობრივი მზრუნველობა სულიერ საკითხებში გადამაქვს და სულიერად შვილების მორჩილებაში ვარ. როცა ჩემი მეუღლე, მამა კონსტანტინე ცოცხალი იყო, მისი ლოცვა-კურთხევის ქვეშ ვიყავი. როცა საქართველოში იყო მამა აბიბოსი, მას ვემორჩილებოდი. ახლა მამა ანდრიასთან ვარ ბორჯომში და მონასტერში ვცხოვრობ მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით. ისე, მოძღვარი ყოველთვის იყო და იქნება მამა ვიტალი და უწმინდესი. როგორც დედა, განსაკუთრებით ვლოცულობ შვილებზე, მაგრამ სქემმონაზონის აღთქმა უფრო მეტს მოითხოვს. მთელ მსოფლიოზე ლოცვაა ჩემი მოვალეობა. გადმოცემით ვიცი, რომ ათონის მთაზე სქემმონაზვნები ასეთ ლოცვას ამბობენ: - უფალო, შეიწყალე მსოფლიო. მინდა გავიხსენო წმინდა სილუან ათონელის ცხოვრება, რომელიც XIX საუკუნის მოღვაწე ბერი გახლდათ. მას ჰქონდა გულის ლოცვა. თითქმის ორმოცი წელი გაატარა მარტო ლოცვაში. ერთხელ, ლოცვის დროს, ასეთი სიტყვები თქვა - ღმერთო, შეუწყნარებელი ხარო. ამის თქმის შემდეგ გამოეცხადა უფალი და უთხრა, - ერთი წამით არ მიმიტოვებიხარ. რაც შენ აქ მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობ, ყოველთვის შენთან ვარ და ჩემი წყალობით უძლებ მონასტრულ ცხოვრებასო. სილუან ათონელის ხატზე არის ცრემლი ნიშნად იმისა, რომ შეიგრძნო ღმერთის სიახლოვე. თავის წერილში მსოფლიოს მიმართავს - რომ იცოდეთ, რა ტკბილია უფალი, რა ახლოს არის ყველა ჩვენგანთან, ერთი წამით, გონებითაც არ დაშორდებითო. ამით კიდევ ერთხელ გვიქადაგა, რომ სქემმონაზვნის ლოცვას მთელ მსოფლიოზე დღესაც დიდი ძალა აქვს და მათი ლოცვები წყალობს კაცობრიობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat