აქ, სხვის მიწაზე, სადაც უამრავი განსაცდელია ჩასაფრებული და არავის ესმის შენი, სულიერი მწყემსის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია
აქ, სხვის მიწაზე, სადაც უამრავი განსაცდელია ჩასაფრებული და არავის ესმის შენი, სულიერი მწყემსის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქია კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წმინდა სინოდის განჩინებით 2002 წლის 17 ოქტომბერს დაფუძნდა. ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).

დღეს ქართული წირვა-ლოცვა ევროპის 13 ქვეყანაში აღესრულება და საქართველოდან გაგზავნილი სასულიერო პირები ღვთის სიტყვას მშობლიურ ენაზე უქადაგებენ სამშობლოდან დროებით გადახვეწილ ქართველობას.

მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით "კარიბჭე" შეეცდება გაგაცნოთ დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამრევლოები.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და დასავლეთ ევროპის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, მეუფე აბრაამის (გარმელიას) ლოცვა-კურთხევით, 2006 წლის 2 აპრილს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, გაიხსნა პირველი ქართული ეკლესია წმინდა ნინოს სახელობისა. ახალგახსნილ ეკლესიაში პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა ბასილ კიკვაძემ. უწმინდესისა და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის წინამძღვრობა დაევალა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენს ლუკას (ფალავანდიშვილი). რამდენიმე თვეა, მამა ლუკა ბარსელონაში წირავს და იქაურ ქართველ მრევლს სულიერად აპურებს. ბარსელონაში მამა ლუკა სულიერმა შვილებმა და მონასტრის ძმებმა გააცილეს. იქ კი მოძღვარს ქართველობა დიდი სიხარულით შეხვდა. ახლა სამშობლოსთან მეტ სიახლოვეს ვგრძნობთო, - უთქვამთ. ქართველები ტაძარში იკრიბებიან და ერთმანეთს სიხარულს და ტკივილს უზიარებენ.

ახლახან დავუკავშირდით მამა ლუკას. მოძღვრის კურთხევით, შეგვეხმიანა ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლი ლანა შიუკაშვილი. ის მამა ლუკას ჩასვლით გამოწვეულ სიხარულს "კარიბჭის" მკითხველს გულწრფელად ამცნობს. ვიდრე მის ნაამბობს შემოგთავაზებთ, მანამდე მამა ლუკას თვალით დანახული ბარსელონა გავიცნოთ:

- ბარსელონაში ექვს მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. თითქმის მესამედი უცხოელია. ამ ბოლო დროს აქ ქართველთა რაოდენობამ იმატა - რამდენიმე ათასი ქართველი ცხოვრობს. ბარსელონაში მთელი წელიწადი საუცხოო კლიმატია, უხვადაა ლამაზი ადგილები და არც ტურისტი აკლია.

წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია სამი მთავარი უბნის - სანტსის, ოსტაფრანკის და ჰორდეტას მიმდებარე ტერიტორიაზეა, კონსელ დე სენტის ქუჩის 73-75-ე ნომერში.

ბარსელონის ერთ-ერთი პრესტიჟული უბანი, რამბლა ცნობილია თეატრალური სანახაობებით და ყვავილების მაღაზიებით. აქვეა მეტად ეგზოტიკური ბაზარი. ვიწრო ქუჩები, ანტიკური ქანდაკებები, შადრევნები, მწვანეში ჩაფლული ბაღები მყუდრო გარემოს ქმნის და ძალიან ბევრ ხალხს იზიდავს.

ესპანეთის მოედანს გადმოჰყურებს თავისი სიდიადითა და მშვენიერებით ცნობილი მეფის სასახლე-მუზეუმი საუცხოოდ მოვლილი ბერძნული სტილის ბაღებით. სასახლის წინ აღმართულია ფერადი მოცეკვავე შადრევანი.

ესპანეთის მოედნიდან გავდივართ მონჯუიკის მთისკენ. ძველად იგი ქალაქის კარიბჭეს წარმოადგენდა. "მონჯუიკი" კატალონიური სიტყვაა და ნიშნავს ებრაელების სოფელს. აქ აღმოჩენილია ჩვ.წ.აღ-მდე III-II საუკუნეების იბერიული ნასახლარები. მთაზე დგას უძველესი და ძლიერი მონჯუიკის ციხესიმაგრე. აქაა დასასვენებელი ადგილები, ფეხბურთის სტადიონი, მუსიკალური თეატრი.

ლანა შიუკაშვილი გვწერს: - შობის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ბარსელონაში, წმინდა ნინოს ეკლესიისკენ მიეშურებოდა ესპანეთის სხვადასხვა მხარეში გაბნეული ამაყი, სიხარულისა და ბედნიერებისაგან გაცისკროვნებული ქართველობა. იცოდნენ, რომ წირვას აღავლენდა მეუფე აბრაამის კურთხევით მოვლენილი ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკა. არ მიგვატოვეს, აწი გვეშველებაო, - ამბობდნენ და მამა ლუკას ჩამობრძანებას ულოცავდნენ. დიდი ხანი ელოდა მრევლი ამ დღეს. "ჩვენთან დარჩებაო", - აიმედებდნენ ერთმანეთს. თვალებში კრძალვით და სასოებით შეჰყურებდნენ მოძღვარს.

მამა ლუკამ ბარსელონაში ჩამოსვლისთანავე იტვირთა უამრავი, დღემდე გადაუჭრელი პრობლემის მოგვარება. საქართველოს ეკლესიის რეგისტრირებაზე ზრუნვა მეორე დღესვე დაიწყო. შემდეგ ბარსელონიდან 500 კილომეტრით მოშორებულ ლარიოხას პროვინციაში, ქალაქ არნედოსა და ავტოლში მცხოვრები უამრავი ქართველი ინახულა.

2001 წლიდან ბარსელონაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მოქმედებდა მამა თეოდორეს წინამძღვრობით და სწორედ მას შეეკედლნენ ქართველები. უჭირდათ, ძალიან უჭირდათ, ქართული წირვა-ლოცვა ენატრებოდათ. ზოგიერთმა საერთოდ არ იცოდა რუსული ენა, ერთმანეთს ეხმარებოდნენ აღსარების წერაში. ქართულმა სულისკვეთებამ და მონდომებამ გამოსავალი აპოვნინათ. გადაწყდა ბარსელონაში ქართული ეკლესიის გახსნა. 2005 წელს ბარსელონაში ჩამობრძანდა დეკანოზი ბასილ კიკვაძე და მღვდელი დავითი. ისინი ერთი თვის განმავლობაში რუსულ ტაძარში ქართულად აღავლენდნენ წირვა-ლოცვას.

KARIBCHE2006 წელს, შობის დღესასწაულზე, ქართველებმა ხელმოწერები შეაგროვეს და პატრიარქს გაუგზავნეს - შველას სთხოვდნენ უწმინდესს...

მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ისევ ჩამოვიდა მამა ბასილი მგალობლებთან ერთად. მის მიერ საქართველოდან ჩამოტანილ შემოწირულობას ბარსელონაში მცხოვრებ ქართველთა მიერ შეგროვებული თანხა დაემატა და წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია გაიხსნა.

წირვა-ლოცვა აღევლინა, ბავშვები მოინათლნენ, ჯვარიც დაიწერეს... შარშან, 25 ნოემბერს ჩვენს ტაძარში მოინათლა და ჯვარი დაიწერა ესპანელმა წყვილმა, ხუანმა და კარლოტამ, რომლებიც დღესაც არიან ამ ტაძრის მრევლი.

მამა ბასილი საქართველოში დაბრუნდა და ბარსელონაში დატოვებული მგალობელთა გუნდი კითხულობდა ლოცვებს.

მოძღვარი ჩამოდისო, - გვახარეს ტაძარში მისულთ მგალობლებმა.

- გვეშველაო, - შვებით ამოისუნთქა მრევლმა...

- თქვენთან კარგა ხანს დარჩებაო, - დაგვამშვიდეს.

ვითომ რა ბედენა იყო შვიდი დღე ლოდინი, მაგრამ აქ, სხვის მიწაზე, სადაც უამრავი განსაცდელია ჩასაფრებული, სადაც არავინ გიწვდის დახმარების ხელს სანუგეშოდ და არავის ესმის შენი, ღვთის გარდა, მერწმუნეთ, სულიერი მწყემსის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დილაადრიანად ჩამოიტანეს ქართველებმა მთიდან საკურთხებლად ანკარა წყაროს წყალი. გასაოცარი სიმშვიდე და სიყვარული იფრქვეოდა წირვისას ტაძარში.

წინა დღეს ჩააბარეს მოძღვარს აღსარება... ნაზიარებნი სიხარულის ცრემლს ღვრიდნენ... მამა ლუკამ ნაკურთხი წყალი ჯერ ეკლესიის ყოველ კუთხეს, შემდეგ მრევლს ასხურა. ბოლოს დამოძღვრა მრევლი და უფრო მეტი სულიერი აქტიურობისკენ მოგვიწოდა. თითოეულს სულიერი თვალის ფართოდ ახელა მოსთხოვა და ბოლოს დაუყვავა, ისე ვით მამამ, სიყვარულით დალოცა მრევლი.

...ცხადი იყო, დაღამებამდე წუთითაც ვერ მოიცლიდა მოძღვარი. ბევრი ადამიანი უნდა "შეეყენებინა უფლის გზაზე". მათ შორის ერთი მაჰმადიანი ქალიც.

კვირაობით, წირვის შემდეგ, წინამძღვარი ბიბლიას უკითხავს იქ მისულთ.

მამა ლუკას ხელმძღვანელობით, ყოველგვარ ქართულ საქმეს მრევლის მიერ შერჩეული საეკლესიო საბჭოს წევრები მიხედავენ.

ძალიან ბევრმა ხალხმა დაიწყო ტაძარში სიარული. ტევა აღარ არის - ზოგმა პირველად ჩააბარა აღსარება და პირველად ეზიარა.

მამა ლუკა ხედავს, რომ აქ ძალიან სჭირდებათ მოძღვარი და წასვლაზე ხელაღებით აღარ ლაპარაკობს - "ვით მიატოვოს მის მიერ გზაზე მობრუნებული, თვალებში გულმოდგინედ შემციცინე მრევლი". იცის, აქაურ ქართველებს ზოგს გაუმართლა, ოჯახში გასაგზავნ პურის ფულს შოულობს, მაგრამ მეორენი, სამუშაოს გამუდმებით ძებნით დაღლილნი, განსამუხტავად ქუჩას აკითხავენ...

ფსალმუნთა მკითხველი ოცკაციანი ჯგუფი შეკრიბა მოძღვარმა. ვინც ვერ მოასწრო სიაში ჩაწერა, დააიმედა, მეორე ჯგუფსაც მალე შევქმნითო. წმინდა გიორგის ხატის ეკლესიიდან ოჯახებში მიბრძანებას დიდი სიხარულით შეხვდა მრევლი. დღითიდღე ემატება მრევლი ტაძარს. უადგილოდ დარჩენილები კიბეებიდან იმზირებიან. სხვები კი გაფაციცებულნი პირველ სართულზე დგანან. დაგვიანებულები ტაძრის შესასვლელში დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრულები უსმენენ მსახურებას.

საოცარი ძალა აქვს იღუმენ ლუკას. სულიერი შვილების დამოძღვრა სიმკაცრეგარეული ხმით სჩვევია. სიმართლის პირდაპირი თქმისთვის მრევლს უფრო მეტად უყვარდება. ცდილობს, ყველაზე იზრუნოს, არავინ გამოარჩიოს, ყველას დაუამოს სატკივარი, ყველა ანუგეშოს. თავად კი არაფერს ითხოვს. ბავშვივით უხარია, როცა თვალს გადაავლებს ტაძარში მოსულ მრევლს, მარადჟამს ლოცულობს სხვათა სულებისთვის და, რაც მთავარია, ცდილობს დაიყოლიოს მრევლი საქართველოში მალე დაბრუნებაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat