ღერბეთუ ლაგვშედა - შეგვეწიოს უფალი!
ღერბეთუ ლაგვშედა - შეგვეწიოს უფალი!
ღვთის მადლით, დღესაც ცხოვრობენ ჩვენს გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებიც უჩუმრად, ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობენ და გარშემო უამრავ სულიერ მარცვალს თესენ.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მეუფე ილარიონთან ერთად ორი ერთმანეთზე უკეთესი მღვდელმსახური იღვწის - სქემიღუმენი ეგნატე (კურტანიძე) და დეკანოზი გიორგი ჩართოლანი. მამა ეგნატეს შესახებ მკითხველს "კარიბჭის" წინა ნომერში ვუამბეთ. ამჯერად მამა გიორგი ჩართოლანზე გესაუბრებით.

მამა გიორგი აქაურია. სასულიერო გზის არჩევის შემდეგაც საყვარელ ფუძეს არ მოშორებია, ცოლ-შვილთან ერთად შუაგულ მესტიაში ცხოვრობს და შრომითა და ლოცვით ადიდებს მაღალ ღმერთს. იყო დრო, როცა მთელ ზემო სვანეთში მხოლოდ ერთი მოძღვარი, მამა გიორგი მსახურობდა და მისი გამოჩენა ბევრს უკვირდა. რთული და გრძელი გზა გამოვიარეო, მითხრა მამა გიორგიმ.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის გაყოფამდე მას მართავდა ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსი, ახლა უკვე მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე. მესტიაში პირველი ეკლესიაც ამ დროს, 1988 წელს ამოქმედდა. ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მაშინ ორი მოძღვარი - მამა გიორგი შალამბერიძე (დღეს ქუთაისში მსახურობს) და აწ განსვენებული მამა გენადი ნიჟარაძე - მსახურობდა. მამა გიორგის პირველი ნაბიჯები სასულიერო ცხოვრებაში მათთან დამოწაფებით დაიწყო. "მაშინ 28 წლის ვიყავი. ერთი წლის შემდეგ, 1989 წლის აგვისტოში ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად მაკურთხეს. იმავე წელს კი წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით - მღვდლად. ჩემს კუთხეში, ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში დავიწყე მსახურება. პირველი მოძღვარი გახლდით მას შემდეგ, რაც მამა გიორგი და მამა გენადი ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადავიდნენ", - იხსენებს მამა გიორგი. მისი, როგორც სასულიერო პირის გამოჩენას სვანეთში სხვადასხვანაირად შეხვდნენ. "ერისკაცი უცბად მღვდელმსახური რომ გავხდი, ეს მათთვის მოულოდნელი იყო. ჩვენი კუთხის ხალხი სასულიერო პირს არ იყო შეჩვეული. პირველი მღვდელი და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოწოდება აქაურებისთვის მიუღებელი იყო. მაგრამ, ღვთის წყალობით, ეს ყველაფერი უკვე დაძლეულია. დღეს ყველას შეგნებული აქვს, რომ მღვდელმსახური მოწოდებულია ღვთისაგან და მათ ღვთის მადლს აზიარებს ეკლესიაში ყოფნისას. მოსახლეობა თანდათან მოდის ეკლესიაში, ისმენს ღვთის სიტყვას, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, აღასრულებენ საეკლესიო წესებს", - ამბობს მამა გიორგი.

მესტიაში სულ ოთხი მოქმედი ტაძარია - წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი, ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი, ლეღვთას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი და ახალაშენებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. დანარჩენი ტაძრები მსახურებისთვისაა მომზადებული. ზემო სვანეთში თითქმის ყველა სოფელშია მოქმედი ეკლესია. "შარშან, - განაგრძობს მამა გიორგი, - არ დარჩენილა სოფელი, სადაც ღვთისმსახურება არ ჩაგვეტარებინა. წირვა-ლოცვა აღვასრულე უშგულში, კალაში, იფარში, მულახში, წვირმისში, ბეჩოში, რადგან ეპარქიაში ორი მღვდელმსახური ვართ, მღვდელმთავართან ერთად, მსახურების ჩატარება ამ სოფლებში მორიგეობით გვიწევს. იონა წინასწარმეტყველის ტაძარი მთელ საქართველოში მხოლოდ სოფელ ლატალშია. შარშან, ტაძრის დღესასწაულზე მობრძანდნენ ზუგდიდის ეპარქიიდან, ასევე - სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მიტროპოლიტი გიორგი გამრეკელი. მისი მონაწილეობით წირვა აღავლინა ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე ილარიონმა".

- მამა გიორგი, ბევრი რამ მსმენია თქვენს მოღვაწეობაზე, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თქვენი მსახურება ლაღამის ტაძარში, სადაც თავად იყავით მოძღვარიც, მედავითნეც, სტიქაროსანიც...

- ჩანს, მამა გიორგისა და მამა გენადის ერთწლიანი მსახურების პერიოდი საკმარისი დრო არ აღმოჩნდა ტაძარში მრევლის შემოსაკრებად. ღვთისმსახურებაზე მისულს მრევლი არ მხვდებოდა და მარტო მიწევდა მსახურება - ვიყავი დიაკვანი, მკითხველი, მგალობელი, სტიქაროსანი. ფაქტობრივად, მარტოს მიწევდა ყველაფრის შესრულება. ყოველ კვირას ასე ტარდებოდა წირვა-ლოცვა, რომელიც ზოგჯერ ექვსი საათიც კი გრძელდებოდა. ერთ-ერთი მსახურების დროს მოულოდნელად გალობა გაისმა... კურთხევის გარეშე ჩაერთო ვიღაც მსახურებაში და კვერექსი - "უფალო, შეგვიწყალენ" წარმოთქვა. ამან ძალიან გამახარა... ტაძარში შემოდიოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ უყურებდნენ ერთი ადამიანის მსახურებას და ცდილობდნენ დახმარებოდნენ. ზოგს თანამედროვე მხედრული ფსალმუნების კითხვას ვავალებდი, ზოგჯერ კიდევ რას. ასე ნელ-ნელა, ერთობლივი მსახურებით მრევლიც შემოვიკრიბეთ. მრავალი გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი, ძალას და სიმტკიცეს რომ მმატებდა. ასეთ რთულ პერიოდში ჩემს სულიერ მოძღვართან, მამა გიორგი გამრეკელთან ურთიერთობამ განსაკუთრებით გამაძლიერა. მისი კურთხევით ჩავდიოდი თბილისში და ბიბლიოთეკებში სასულიერო ლიტერატურას ვეცნობოდი. პატრიარქის გვერდით ვესწრებოდი ღვთისმსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში. უფალმა შემაძლებინა ყველაფერი დამეძლია.

დღეს მესტიაში, წმინდა გიორგის ტაძარში, რამდენიმე თაობის მგალობლები დადიან. წინათ თუ ლოცვაზე მრევლად ხუთი კაცი მენატრებოდა, დღეს უკვე ორმოცი მარტო მგალობელი გვყავს.

KARIBCHE- მამა გიორგი, თქვენ მესტიაში დააფუძნეთ ქრისტიანული კულტურის ცენტრი, სადაც ბავშვები ეუფლებიან ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგს. გვიამბეთ ამაზე?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მხარდაჭერით 2001 წელს ქრისტიანული კულტურის ცენტრი დავაფუძნეთ, სადაც ვემსახურებით ტრადიციული ქრისტიანული და საერო კულტურის, ხელოვნების განვითარებას, მის აღორძინებას. ამ მიზნით ვამზადებდი იჯარით აღებულ სკოლა-ინტერნატის შენობას, რომელიც, გაურკვეველი მიზეზების გამო, 2005 წელს გადაიწვა. ეს ძალიან დიდი ზარალი იყო, მაგრამ სკოლამ ფუნქცია მაინც შეინარჩუნა - მეუფე ილარიონმა თავისი რეზიდენციის პირველი სართული გამოგვიყო. საგალობლებისა და ფოლკლორის ჯგუფთან ერთად არსებობს ქორეოგრაფიული, ტრადიციული ცეკვების, ხატწერის და ფერწერის, გობელენის შემსწავლელი ჯგუფები, სადაც ასზე მეტი ბავშვი მეცადინეობს.

- მამაო, სვანეთში უამრავი სიწმინდეა შემონახული. როგორ უვლიან აქაურები ამ განძეულს?

- თუ რამ გვაქვს შემონახული, ძვირფასი საგანძური და სიწმინდეები, ამ კუთხის შვილების წყალობაა. ადრე ცალკეულ საგვარეულო ოჯახებში, კოშკებსა თუ სამალავებში ინახავდნენ სიწმინდეებს. რაც გადაურჩა ჟამთასვლას, ახლა ცდილობენ, ტაძარში მოაბრუნონ. ძალიან ბევრი ხატი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ბევრი, ვინც იცოდა, სად ინახებოდა ესა თუ ის სიწმინდე, ისე გარდაიცვალა, რომ არ გაამხილა მისი ადგილსამყოფელი. მაგრამ უფლის მადლი ნათელს მოჰფენდა და გამოაჩენდა ხოლმე დაკარგულ სიწმინდეს. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა სოფელ ლენჯერში, სადაც მიმალულ საგანძურს მიაკვლიეს. ამ საგანძურის გაყიდვას აბრალებდნენ ადამიანს, ვისმა წინაპარმაც იცოდა მისი ადგილსამყოფელი. მოხდა სასწაული, დაინგრა კოშკი და ნანგრევებიდან სიწმინდეებით სავსე ხის ყუთი გამოჩნდა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ გვარის ოჯახში ინახება და სოფელი თვალისჩინივით უფრთხილდება მას.

- მაინც რატომ არის მესტიაში ამდენი კოშკი?

- კოშკებს მტერთა და მოქიშპეთაგან თავდაცვის გარდა, სიწმინდეების შენახვის ფუნქციაც ჰქონდა. მას შეძლებული საგვარეულოები აშენებდნენ.

- ნათქვამია, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და პრობლემები თუ გაქვთ სვანეთში?

- გარკვეულწილად, ყველგან, სადაც არ უნდა იმსახურო, პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს. პრობლემები აქაცაა, მაგრამ გამოსავალი მაინც სიყვარულსა და მოთმინებაშია. ეს მადლი ღვთისა ყველა მძიმე მდგომარეობიდან გამოგვიყვანს.

- ოჯახის წევრები თუ გიწყობენ ხელს?

- სადაგ დღეებში ოჯახის წევრები გულნაკლულები არიან, ცოტა დროს რომ ვუთმობ ოჯახურ საქმიანობას. მათი შეწევნით, თანადგომით ვახერხებ საქმის კეთებას. შვილები წამომეზარდნენ, უფროსი ვაჟი სტუდენტია. მცირე მეურნეობაც გვაქვს...

- მამაო, როგორ მოძღვრავთ აქაურებს?

- სიყვარულით ვაფუძნებ სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი. უმთავრესად ქრისტეს ათი მცნებიდან გამოვდივარ ხოლმე. დანარჩენი - ვის რა ესაჭიროება, რა ნაკლოვანება აქვს და რა პრობლემებითაა დატვირთული, ცალკე ვაძლევ ხოლმე რჩევა-დარიგებას. ხშირია შური, მიუტევებლობა, გულგრილობა, მცირედმორწმუნეობა, სიცრუე, უსასოობა, უიმედობა - რაც მცირედ რწმენას წარმოშობს. მორწმუნეს არა აქვს უფლება, ბოროტის წილ ბოროტება მიაგოს. მიტევებასა და მოყვასისადმი სიყვარულში ვუთმობთ უფალს, რათა აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ცხონების გზას დავადგეთ.

ღერბეთუ ლაგვშედა - შეგვეწიოს უფალი ყველა კეთილ საქმეში, რწმენის განმტკიცებასა და ურთიერთსიყვარულში, ცხონებაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat