ხელოვანი მოძღვრის მონოლოგი
ხელოვანი მოძღვრის მონოლოგი
(დასაწყისი "კარიბჭე" #1)
გურჯაანისა და ველისციხის სოფელ კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა შოთა ორველაშვილი
საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია 1999 წლიდან. მამა შოთა შესულია თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში - "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში - 2000". მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთის, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის და საბერძნეთის კერძო კოლექციებში.

"კითხვებს ცნობისმოყვარენიც სვამენ და ღვთის მოშურნენიც. კითხვები არ აქვთ რწმენის მიმართ გულგრილთ და იმ მორწმუნეთ, რომლებმაც ღმერთი შეიყვარეს ისეთი, როგორიც უშუალოდ გამოცხადებაშია. ისინი ენდობიან მას მთელი არსებით, რაც საკმარისია რწმენისთვის, სიყვარულისთვის, სინანულისთვის, სიქველისთვის, მორჩილებისთვის და ცხონებისთვის", - წერს მამა შოთა. სამყაროს თავისებური აღქმით, ადამიანის ბუნების შეცნობის და ჭეშმარიტების დაუოკებელი ძიებით, მისი დღიურები, გასული საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწე ცნობილი სასულიერო პირის, მღვდელ ალექსანდრე ელჩანინოვის ჩანაწერებს მოგაგონებთ.

უფლისა და ადამიანებისადმი თავგანწირვამდე მისული სიყვარული მამა შოთა ორველაშვილის შემოქმედების მასაზრდოებელი წყაროა.

ვწუხვარ კაენზე
დამწუხრებული ვუმზერ ჩემს სულს,
ვით მყიფე ლერწამს,
სხეულს მთრთოლვარეს
"ვით ქართაგან ძლიერთა" ქროლვით;
მაცდურის ხარისხს, ნიშნის მგებელს,
სიცოცხლის მლეწავს,
ცას შევღაღადებ უდაბნოში
უღვთოდ დაკლული.
აბელის სისხლი ჩემს ძარღვებში
იფეთქებს ერთწამს,
ცოდვილი ხორცით ვნების ჯვარზე
მე ვარ გაკრული.
უფლის ტარიგი ღმერთს თავის ხატად
გამოუძერწავს
ვწუხვარ კაენზე, გულთნაღარი
და გულნაკლული.

- ამას წინათ ადამიანები რამდენიმე კატეგორიად დავყავი სამყაროსთან და ღმერთთან მიმართებაში.

არიან ჩემს გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც ისე დაბერდნენ, რომ ღმერთი არ დაჭირვებიათ და ამის გამო თავს სულაც არ გრძნობენ დისკომფორტში. მათი მატერიალურ-პრაგმატული ინტერესები სავსებით საკმარისია, რომ ყველაზე ჯანმრთელადაც გამოიყურებოდნენ. ისინი ზედმიწევნით მიწიერები არიან და ამის გამო თავს უფლებას აძლევენ, სანამ არიან, ცხოველური, ხორციელი ინტერესების მსახურნი იყვნენ. ისინი ნდომას, ვნებას, შიშს (დასჯის შიში), ანგარებას და ამათგან აღძრულ ოცნებას ემორჩილებიან. მათი ეთიკა და ზნეობა ამაზეა აწყობილი. ისინი ერთმანეთს საჭიროების და სარგებლიანობის კრიტერიუმიდან განიხილავენ. ისინი წუთისოფლის შვილები არიან და მათი შრომისმოყვარეობა, ოპტიმიზმი თუ იმედგაცრუება, ჭირი თუ სიხარული წუთისოფლური ქართითაა შემორაგული და იმის იქით რა ხდება, - არც იციან და ვფიქრობ, არც უნდათ ამის გაგება. ისინი აქ იწყებიან და აქ მთავრდებიან; მთვარეს ამინდის პროგნოზისთვის თუ ახედავენ, ადამიანთა ნიჭებს სტრატეგიული ღირებულებების კუთხიდან განიხილავენ და აფასებენ. მათი სამებაა (შიში, ანგარება და სიამოვნება (ჰედონისტური). მათი კერპებია: ძალაუფლება, ჭამა და გარყვნილება, მათი იარაღია ფული, "დუბინკა" და სანახაობა. მათი გრძნობის ორგანოები დიაფრაგმის ქვემო განყოფილებაშია. მათი თანამშრომლობა საზოგადო კი არა, პირადი ინტერესების ამფსონური ერთობაა, სადაც ღალატი, ორგულობა, ორპირობა - ერთის თქმა, მეორის ფიქრი და მესამის კეთება თვითშენახვის ინსტინქტზეა დამყარებული. ამასთან კეთდება ბრბო, რომელიც ადვილად სამართავია. პატარა ძალას მისი სტიქიად ქცევა შეუძლია. მუდმივად მოტყუების ობიექტია; ჯიუტი ოპტიმიზმით ცხოველური და დაუნდობელია. ისინი ყველა დროში არსებობენ უმრავლესობაში. მათი პრიმიტიული ცნობიერება ღმერთს ვერ ხედავს, ვერც განიცდის და ამიტომ არ სჭირდებათ და თუ ტრადიციაში აქვთ, ისიც გაფოლკლორებული, თავის გაგებამდე დაყვანილი, გაკერპებული, გაანგარებული, ჭამა-სმა-ღრეობად ქცეული.

მეორე კატეგორია ადამიანებისა მცოდნე, ნამდვილი ღირებულებისკენ მიდრეკილი, კულტურანაზიარები, სულიერების მაძიებელი, მიწიერი კატეგორიებით მოაზროვნე ინტელექტუალები არიან, რომელნიც ღმერთის არსებობას აღიარებენ არა რწმენითა და განცდით, სიყვარულით და სიხარულით, არამედ ცოდნით. მათ ღმერთი კი არ სწამთ, არამედ იციან. მათ ღმერთი კი არ უყვართ, არამედ აღიარებენ, რიდი და მოკრძალება აქვთ. მათი ცოდნა უსუსურია ტრანსცენდენტური გაგებისთვის. მათ არსებაში უშუალო განცდის, რწმენის ადგილი სამყაროს რაციონალურ გაგებას, იმპერიულ მტკიცებულებას და დასაბუთებას უკავია, რომელიც იკვებება დაშვევებში დაშვებული შეცდომებით, ვარაუდებით და უზუსტობებით შექმნილი წამლეკავი ინფორმაციის მოუნელებლობის გამაოგნებელი სტიქიურობით, ისინი ღმერთს აღიარებენ, როგორც ამ მიგნებული სირთულის საოცარი კანონზომიერების, მექანიზმების სრულყოფის მექანიკური შესაძლებლობის ალტერნატივას. მათ ღმერთი მისი ქმნილების სასწაულებრივი მრავალფეროვნების გამაოგნებელ მექანიზმში ივარაუდეს. მათ იცნეს ღმერთი მის ქმნილებაში. თუმცა ვერ განიცადეს, როგორც მამა მათი მოყვარული, მათი მხსნელი, მათი გზამკვლევი, მაცხონებელი, მათთვის ტანჯული, მათთვის მომკვდარი და მათთვის აღმდგარი, მათთან თანამყოფი და მათი ჭირისუფალი. მათ რაციონალურ ბუნებას უსუსურად ეჩვენება რელიგიური განცდები, რასაც ემპირიულთან შეუთავსებლობის გამო პარადოქსად განიცდის. მათი არსება გავსებულია, გაჯერებულია ემპირიზმით და უშუალობისთვის განცდისთვის, ტრანსცენდენტური აზროვნებისთვის ადგილი აღარ რჩებათ. ისინი ღმერთს თავისთავში ვერ პოულობენ, იმიტომ რომ თავისთავში არ ეძებენ და თუ იპოვეს, მაშინ ისინი ხდებიან ღვთის მეგობრები. ეს დღესასწაულია, მეორე დაბადებაა, შეიძლება დიდ ტკივილზე გადიოდეს, მაგრამ ბედნიერებაა უდიდესი და განუზომელი. აქედან იწყება გზა მარადისობისკენ.

მესამე კატეგორია მორწმუნეთა კატეგორიაა. მათაც რწმენის ხარისხი განასხვავებთ; ღრმადმორწმუნენი, მორწმუნენი და მცირედმორწმუნენი. ეს უკანასკნელნი, შერეული სახით შეიძლება ყველგან აღმოჩნდნენ. ადამიანი შეუცდომელი არ არის და ამიტომ მორწმუნენი განსხვავდებიან უფლის მიმართ ნდობის, სიყვარულის, ღვთსმეტყველების ხარისხით, რაც ღვაწლში, სინანულში, თავმდაბლობაში, მორჩილებაში, სიქველეში, მოთმინებაში, შემნდობლობაში და მსახურებაში გამოვლინდება, რისი თავიც და ბოლოც სიყვარულია ღვთისა და მტრისა.

- რელიგიური გულგრილობის ეპოქის ადამიანს უფრო მეტი გასაჭირი დაადგა და თუ სხვა ეპოქებში ღვთის რწმენა იმედის ნაღვერდალს უღვივებდა, უღმერთობის ჟამს ეს ნაღვერდალი ჩაუქრა და გაუცივა, სულში სიბნელე და სიცარიელე ჩაუბუდა და მის მაგივრად უდღეური, უსუსური, უტოპიური იდეები შესთავაზა, რამაც კიდევ უფრო გააღარიბა და გაასაწყლა ისედაც გაღარიბებული ადამიანი, მაგრამ ბოლომდე არც აქ გაიწირა: უფრო მეტად მოშივდა და მოსწყურდა ამაღლებული ყოფით წვრილმანებზე აღმატებული, განახლებული, სულიერი მდგომარეობა დარვინიზმით ღირსებააყრილ ღვთის გაფერმკრთალებულ არსებაში დაიწყო საპროტესტო ძვრები და გადაფასებები. თავს მოხვეული იაფფასიანი და ყალბი ღირებულებებისა, სადაც ისევ ღვთის მოწყალებით გამოიკვეთა ღმრთის წაშლილი კონტურები და ყველაფერი გასაგები გახდა, განათდა სულში და დაიბრუნა ადამიანმა ღირსების გრძნობა. გაეცა უამრავ ბურუსით მოცულ კითხვას პასუხი და აქამდე მოქანავე სხეული "ქართაგან ძლიერთა მყარად დადგა ღვთის სასოებით განახლებული და გაძლიერებული". ყველა ძიებას თუ ჩავუღრმავდებით, ღვთის ძიებამდე მივყავართ. ღმერთმა თავისი გამოცხადებით ეს ძიებები მინიმუმამდე დაიყვანა, სადაც ღმერთს კი არ ვეძებთ, არამედ ჩვენს თავს ვეძებთ ღმერთში და ვამზადებთ მასთან ღირსეულად შესახვედრად. ბედნიერების ძიებაც ღმერთის ძიებაა ალტერნატიული საშუალებებით. ვერც ერთი მეცნიერული მიგნება, ვერცერთი გენიალური მხატვრული ქმნილება ვერც ლიტერატურაში, მუსიკასა თუ სახვით ხელოვნებაში ვერ იქნება ტოლფარდი ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის მადლის გამოვლინებისა, მაგრამ ღმერთთან მიახლოებას კი შეიძლება შეუწყოს ხელი.

ადამიანის ჭეშმარიტი ამბიცია ღმერთთან მოხვედრის ამბიციაა და რაც ამის შესრულებაში ხელს უწყობს, ის არის ღვთისთვის სათნო და რაც ხელს უშლის - მიუღებელი.

ჩემს თავს ჩავძახი
ვიტყვი ჩემს სათქმელს,
თუ უფალი ცოტას დამაცდის,
მე ჩემი წილი გათლილი ქვა
ტაძრისკენ მიმაქვს,
იყავ მებრძოლი, თავს ჩავძახი -
იყავ მამაცი,
იყავ ამაყი,
საკუთარი ვნებების მიმართ!
წუთისოფელი ჩემ წინ წამებს
მარცვლის და მარცვლის,
თუკი რამე აქვს, ხან მოაქვს
და ხან კიდევ მიაქვს.
ზოგჯერ სიმართლეს ტყვიასავით
გულში დამახლის.
ზოგჯერ სიცრუის ხიბლს გაატანს
ოცნების ნიავს.
ნურც ლუკმა გინდა ნურავისი
ნაყვედრ-ნაძრახი,
ნუ შეგაშფოთებს ავი კაცის
ავი ნათქვამი,
იყავ მომთმენი, დღენიადაგ
ჩემს თავს ჩავძახი,
ნუ გინდა პური მტრის წისქვილზე
ჩამონაფქვავი.
წუთისოფელი, ჩემს წილ წამებს
მარცვლის და მარცვლის...
ვიტყვი ჩემს სათქმელს
თუ უფალი ცოტას დამაცლის.

- ჯანმრთელი მხატვრული ქმნილება გრძნობა-გონებას წვრთნის მაღალი ღირებულებების ასათვისებლად. ამით უნდა ფასდებოდეს ქმნილების ავკარგიანობა. თვითმიზნურობა ხელოვნებაში, თვითრჯულობის და ერესის მსგავსია, თუმცა არსებობის უფლება აქვს, როგორც თავისუფლების გამოვლინებას და არა როგორც ჭეშმარიტების ალტერნატივას.

ხელოვნება გაქცევაა სინამდვილისგან ახალ სინამდვილეში, რომელიც არ იძლევა სულის სიმშვიდეს, სანამ ის არ მიაღწევს უფლის სადიდებლამდე, სანამ ის არ იქცევა ჰიმნად, სანამ არ გაჯერდება ღვთის უშუალო განცდითა და სიყვარულით. ნამდვილი მხატვრული პროდუქცია ამ ნიშნის მატარებელია და ამით ამოიცნობა, რაც ამას მოკლებულია - დაცემული სულის დამბანგველი და ხიბლის მომგვრელია, რაც სულის ზრდასა და ცხონებას ნამდვილად არ უწყობს ხელს თავისი მაღალმხატვრულობისა და გენიალურობის მიუხედავად.

ჯანმრთელი ხელოვნება სულს წვრთნის და უფლისკენ სავალ გზაზე მეგზურად იქცევა უფრო მაღალი ღირებულების - რწმენისა და სიყვარულის განსამტკიცებლად. ხელოვნება გზაა და "რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს?!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი, შევიტყოთ რას ნიშნავს იგი და რას გვასწავლის მით მაცხოვარი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat