ხელოვანი მოძღვრის მონოლოგი
ხელოვანი მოძღვრის მონოლოგი
ტოტალიტალური სექტები
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის სოფელ კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა შოთა ორველაშვილი 2013 წლის დამდეგს ქარვასლაში გავიცანი, მისი ნახატების პერსონალურ გამოფენაზე. ნამუშევრებმა მართლაც განსაცვიფრებელი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე. თუმცა იმ დღეს და შემდეგაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს შორის დიალოგი ვერ აეწყო. ბოლოს, მორიდებით მითხრა: "როგორც ჩანს, ჟურნალისტებთან საუბარს მიჩვეული არა ვარ და თუ შესაძლებელია, პასუხს თქვენს შეკითხვებზე წერილობით მოგაწოდებთო". გამოხდა ხანი და მამა შოთამ გადმომცა 2012 წელს დაწერილი მისი პირადი დღიურები, ლექსების კრებული და გასული წლის პერსონალურ გამოფენაზე ძირითადად ზეთით შესრულებული მხატვრული ტილოების ლამაზად გამოცემული კატალოგი და ამით, მართლაც ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი. მღვდელ შოთა ორველაშვილის ფერწერაც და პოეზიაც ხომ ერთგვარი მონოლოგია ქართველი ხელოვნების მოყვარულებისთვის. ხელოვან მოძღვარს ღმერთმა მართლაც უხვად დააბერტყა მრავალმხრივი შემოქმედის ნიჭი. ამიტომ მისი პოეზია და მხატვრული ნამუშევრები პოპულარობითა და დიდი მოწონებით სარგებლობს მრევლშიც და ხელოვნების სამყაროშიც.

"თუ ადამიანი არ გიყვარს და არც გძულს, მასთან ადვილია ურთიერთობა, დიპლომატია; არც სინდისი გქენჯნის იმის გამო, რომ ატყუებ, რომ ღალატობ, რომ მტრობ. გულგრილი ადამიანები ადვილად ცხოვრობენ, თანამშრომლობენ, ლაზღანდარობენ და უთმენენ ერთმანეთს. ისინი არც სხვისგან ითხოვენ სიყვარულს. ორგულობასაც ადვილად პატიობენ და არც შურისძიებით ინთებიან მწყენინებლის მიმართ. ისინი მშვიდი და სანდო ადამიანის იმიჯს ატარებენ, რადგან ჭაობივით მოულოდნელნი არიან. ისინი მშვიდად გიყურებენ როდის ჩაიძირები... მერე მოვლენ და ქელეხის სუფრაზეც იტყვიან რამეს, სხვათა შორის, თან თვალები დააწყდებათ ხაშლამის საუკეთესო ნაჭრების შერჩევაში", - მამა შოთა ორველაშვილის დღიურიდან, 2012 წლის 7 თებერვალი.

იგივე აზრია გატარებული ლექსში "სევდას მგვრის":

სევდას მგვრის მუდამ ხის ტოტიდან
ფოთლის მოწყვეტა,
არა და არა, ეს ტკივილიც არ დამიამდა,
ნატანჯ გულიდან სინანულის ცრემლი მოწვეთავს,
სევდას მგვრის მუდამ განშორება ადამიანთან.

"ზოგადად, ადამიანის შემოქმედება დაკარგული ედემის ნოსტალგიაა და მისი მიზანი ამ იდეის დაბრუნებაა. ის მოძრაობს, ეძებს, ქმნის, ცვლის და სამყაროს სასურველ ფორმად გადაკეთებას ცდილობს, რომელიც ბედნიერებას განაცდევინებს. ის პატარ-პატარა სიხარულის დღემოკლე განცდებითა და მოლოდინით შეპყრობილი, მალევე კარგავს ყველაფერს და თავიდან იწყებს განახლებული იმედით, რომ ერთხელაც იქნება ბედს ეწევა და მოიპოვებს მარადიულ ბედნიერებას, რაშიც ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი, თუმცა ცნობიერების მიღმა".

მამა შოთა ორველაშვილი დაიბადა 1960 წლის 11 ოქტომბერს. 1976-80 წლებში სწავლობდა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი პერსონალური გამოფენა 1983 წელს ჰქონდა თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში, 1984 წელს მონაწილეობდა ქართული გრაფიკის რესპუბლიკურ გამოფენაზე, ამავე წლებში მხატვრის სახლსა და ეროვნულ გალერეაში ჯგუფურ გამოფენებშიც მონაწილეობდა. 1997 წელს მიიღო მონაწილეობა გამოფენაში თემაზე: "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაშიც". შოთა ორველაშვილის პერსონალური გამოფენა 2012 წელს მოეწყო ქარვასლაში, რომელმაც აღაფრთოვანა სახვითი ხელოვნების მოყვარულები.

მუსიკაში თუ სახვით ხელოვნებაში ვერ იქნება ტოლფარდი ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის მადლის გამოვლინებისა. მაგრამ ღმერთთან მიახლოებას კი შეიძლება შეუწყოს ხელი.

სადა ხარ ღრუბელო?!
ვინ ხარ ღრუბელო,
ხომალდივით ცაში რომ ცურავ,
საიდან მოხველ,
ან რას იტევს შენი ფიქრები;
რა ზრახვები გაქვს, რა მიზანი,
ან რა ოცნება;
რას გვიამბობენ შენი ცრემლით
სველი ფიქლები?!
იქნებ დარდი ხარ მგლოვიარის,
ან მოლოდინი,
იქნებ სამშობლოს მონატრებამ
ეს გზა მონახა;
უცხო მიწაზე გაყიდული
ქართველი ქალის
ჩადრქვეშ ნაწვიმი
საიდუმლო ცრემლის კონა ხარ?!
იქნებ სისხლი ხარ,
მიწიდან რომ ცას შეჰღაღადებს,
ცხელი შანთიდან ატყორცნილი
შირაზის გზაზე,
ავი წარსულის იმ სატანჯველ
წამებს აღადგენ,
წამებს, რომელიც აახლოვებს
ღვთაებრივ სამზერს.
ან იქნებ ვაზის ტირილი ხარ,
ან ღვინის მადლი,
ან სადღეგრძელო წინაპართა
თქმული კაცურად;
იქნებ პოეტის დაუწერელ
ლექსებით დაღლილს,
ჩაგეძინა და ცის სიზმრების
ზღვაში დაცურავ.
იქნებ შენა ხარ სანატრელი
ღვთისმშობლის კალთა,
ან უფლის ხელით შექმნილი ხარ
ციურ ვენახად.
თუ ვერ ვეღირსე, რომ გიხილო
სამოთხის კართან,
წვიმად მოხვალ და აქ მიწაზე ერთმანეთს ვნახავთ.

მთელი ცხოვრება
თუმცა დარდები მადევს ლოდივით,
ეს გული კვლავაც ბორგავს, არ ცხრება;
მთელი ცხოვრება არის ლოდინი,
მთელი ცხოვრება არის გაქცევა.
ხვალ არაფერი მემახსოვრება,
ვწერ აშუღივით და ვსვამ ლოთივით,
ჯერ ისევ ძალმიძს ლექსში ცხოვრება,
ჯერ ისევ ძალმიძს ლექსში ლოდინი.

***
არ მიყვარს, როცა კაცის სიტყვას არა აქვს ფასი,
როცა მის ნათქვამს გაატანენ ქართ და ნიავთა,
შურსა და მტრობას კიდევ რაღაც სახე აქვს კაცში,
მძაგს გულგრილობა, სულნამცეცა ადამიანთა.
არც მზესუმზირის ყვავილები მომწონს ქოთანში,
არც იკებანა, არც ვარდთა და არცა იათა,
გადაგვარება შემოსულა ახლა მოდაში,
შიშს მგვრის წაშლილი ღვთის ხატება ადამიანთა.

გაგრძელება იქნება



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat