რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად სწყურია სხვათა სამსახური...
რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად სწყურია სხვათა სამსახური...
ვინ არიან და როგორი უნდა იყვნენ ისინი, ვინც უზენაესთან უნდა დაგვაბრუნონ? ან რა თვისებები უნდა აბრუნებდნენ თავად მათ ზეცასთან?

სულიერი მოძღვრობის შესახებ გვესაუბრება მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი:

- რა შეგიძლიათ თქვათ იმ მრევლის შესახებ, სადაც მოძღვარი გაკერპებულია და მისი ყოველი სიტყვა არა მხოლოდ სულიერი ცხოვრების, არამედ პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, ღვთის ნების გამოცხადებად ითვლება?

მიტროპოლიტი ანტონი:
- პიროვნების კულტი ერთ-ერთი მავნე მოვლენაა არა მხოლოდ ეკლესიურ, არამედ, საერთოდ, ადამიანთა (მათ შორის პოლიტიკურ) ცხოვრებაში.

უპირველესად, რასაკვირველია, ჩემი საუბარი მოძღვრებს შეეხება. საკუთარ პერსონას მღვდელი განუწყვეტლივ უნდა აყურადებდეს და მიწყივ ახსოვდეს, რომ ღვთის მადლის გარეშე, რომელიც მასზე წყალობის სახით გარდამოდის, თავად არაფერს წარმოადგენს.

ერთხელ მამა სოფრონმა მითხრა, რომ ეკლესია შეიძლება მივამსგავსოთ პირამიდას, რომელიც თავდაყირა, წვერით მიწაზე დგას. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად სურს სხვათა სამსახური. იგი სულ უფრო დაბლა და დაბლა უნდა ჩადიოდეს, რადგან ამ პირამიდის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, რომელთანაც განისვენებს სამყაროსა და ადამიანურ ცოდვათა მთელი სიმძიმე.

თუ მოძღვარს გაკულტებისაგან გათავისუფლება სურს, უნდა გამოფხიზლდეს, გონს მოეგოს და მიხვდეს, რომ გადამეტებულ პატივს ან იმისთვის მიაგებენ, რაც ღვთისგან მიეცა და ან იმისთვის, რასაც ადამიანები მიაწერენ და სინამდვილეში არ გააჩნია.

უპირველესად, ღვთისგან მოძღვნილი შეიძლება მისი გარეგნობა იყოს, რაც დიდ როლს თამაშობს, რამდენადაც ადამიანი პირველ შთაბეჭდილებას სწორედ გარეგნობით ახდენს. მღვდელი (როგორც ყველა სხვა ადამიანი, მაგრამ იგი - განსაკუთრებით) უნდა დაფიქრდეს, რომ გარეგნობა სხვათათვის საცდურად და საკუთარი პატივმოყვარეობის, სიამაყის, სულიერი უვიცობის და სისულელის გამოხატულებად არ აქციოს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

გონებრივი თვისებანიც ღვთის ნაწყალობევია, თუმცა ისინი ბრძნულადაც შეგვიძლია წარმოვაჩინოთ და კადნიერადაც. როგორც ერთი XVII საუკუნის ფრანგი მწერალი იტყოდა, ცოდნა და სიბრძნე ჯიბის საათივით უნდა შევინახოთ და მხოლოდ მაშინ ვისარგებლოთ, როდესაც დროის დაზუსტება გვჭირდება და არა იმ მიზეზით, რომ ყველას დავანახოთო.

შესაძლებელია, კაცმა მიღებული ცოდნითა და განათლებით მოიწონოს თავი, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ იგი მას არ ეკუთვნის და ისეთივე საჩუქარია ღვთისა, როგორც გონება, რომლის მეოხებითაც ამ ცოდნის მიღება შეძლო.

ამასთან, თავმომწონეობის საცდურს უნდა ერიდოს და პატივისცემისა და საზოგადოებაში გარკვეული ადგილის მოსაპოვებლად სამღვდელო ხარისხით არ ისარგებლოს, რადგან თუ მავანი ამ წოდებათა ხმაურს წინ წაიმძღვარებს, შესაძლოა, უფალმა უთხრას: - ხარისხს კი ფლობ, მაგრამ ღირსებას - არა. შენ არ შეესაბამები იმ წოდებებს, რომლებითაც თავი მოგაქვს და რაც მეტად აღმატებული ხარისხი გიპყრია, მით უფრო განისჯები!.. ამის ხსოვნა უმნიშვნელოვანესია სასულიერო პირისა თუ ნებისმიერი ერისკაცისთვის, რომელსაც ღვთისაგან ნაბოძები ამა თუ იმ თვისების გამო ასხამენ ხოლმე ხოტბას.

მიწყივ უნდა გვახსოვდეს ნეტარებათა დასაწყისში მოქცეული უფლის სიტყვები: - ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა...

მაინც, რას ნიშნავს გლახაკნი სულითა?! ეს ის ადამიანია, სულის სიღრმეში ან თუნდაც მცირედად რომ გრძნობს, რომ მასში არაფერია გარდა იმისა, რაც ღმერთმა მისცა, რომ ყოველივე კეთილი, რასაც ფლობს, ოდენ ღვთის საჩუქარია და ამით თავის მოწონება უადგილოა.

მახსოვს, როგორ მოვიდა ჩემთან მშვენიერი გარეგნობის, ოციოდ წლის გოგონა და საშინელი გამომეტყველებით მითხრა:

- მე ვერ ვცხონდები, რადგან პატივმოყვარეობის მიზეზით ვიღუპები.

- როგორ ცდილობ ამის გამოსწორებას?

- არ ვიცი, რა უნდა ვქნა... ვებრძვი, მაგრამ პატივმოყვარეობა მჯაბნის...

- როგორ გამოიხატება შენი პატივმოყვარეობა?

- როდესაც საკუთარ თავს სარკეში ან მინის ზედაპირზე არეკლილს შევხედავ, ყოველთვის ვფიქრობ: - რა ლამაზი ვარ-მეთქი...

გამეღიმა: - კი, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა-მეთქი.

- რა უნდა ვქნა? გამოდის, ვიღუპები!

- არა, არ დაიღუპები, უნდა შეძლო, პატივმოყვარეობის ნაცვლად მადლიერება შეიძინო... სიმდაბლეს ჯერ არც შენ დაუფლებიხარ და არც - მე... იგი წმინდანებს მოსავთ, მადლიერება კი ის თვისებაა, რომლის მოპოვებაც ნებისმიერ ჟამს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

- როგორ მოვიპოვო იგი?

- დღეში სამჯერ სარკის წინ დადექი, დაითვალიერე სახის ის ნაკვთები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონს, ბოლოს კი თქვი: - ,,გმადლობ, უფალო, რომ ეს ყოველივე მიწყალობე, რადგან ამის შემოქმედი მე არ ვარ!" და პატიებაც გამოითხოვე.

წმინდა მაკარი დიდის ამქვეყნიდან გასვლის შემდგომ მისმა მოწაფეთაგანმა იხილა ზეცად ამაღლებული მოძღვრის სული, რომელსაც საზვერეებში ეშმაკნი სხვადასხვა ცოდვაში გამოსცდიდნენ, ის კი თითოეულ მათგანს დაუბრკოლებლად გადიოდა და როდესაც წმინდა მაკარიმ სასუფევლის კარს მიაღწია, ავსულებმა მისი უკანასკნელად ცდუნება განიზრახეს და ტაშისცემით შეჰყიჟინეს, - მაკარი, შენ გვაჯობეო! მაკარი დიდი კი მოუბრუნდა და მიუგო: - ჯერ არა! და ამ სიტყვებით შეაბიჯა სასუფეველში.

ვფიქრობ, თითოეულ სტუდენტს, ერისკაცს თუ დიაკვანს უნდა ვასწავლოთ, რომ ყველაფერი, რაც გააჩნია, ღვთის საჩუქარია და როდესაც აქებენ, იგი ღვთის მადლობითა და შემუსვრილი გულით უნდა მიიღონ, რადგან კაცი ბოლომდე რომ ემორჩილებოდეს უფალს, წვრილმანების გამო არ შეაქებდნენ.

მაგონდება წმინდა ტიხონ ზადონელის წერილი ახალგაზრდა მღვდლისადმი, რომელმაც შესჩივლა, მაქებენ და რამდენსაც ვუმტკიცებ, რომ ეს უადგილოა, კიდევ უფრო მასხამენ ხოტბას და აღარ ვიცი, რა ვიღონოო.

ტიხონ ზადონელმა მიუგო: - ნუკი ეტყვი, რომ ცდებიან და მათ ქებას არ იმსახურებ, რადგან ისინი შენს არარსებულ ღირსებებს შენს არარსებულ თავმდაბლობასაც მიაწერენ, არამედ მოუსმინე, დაიმახსოვრე, თუ რა თვისებებს ხედავენ შენში და შეეცადე, ისინი მოიხვეჭო და ისეთად იქცე, როგორსაც გხედავენო. აქ აღზრდაა საჭირო, რაც ოჯახში, საზოგადოებაში, ეკლესიაში, სემინარიაში და აკადემიაში უნდა დაიწყოს და ეს მუდამ უნდა გრძელდებოდეს, რათა ადამიანმა ერთმანეთში არ აურიოს ის, რაც მიეცა, ამასთან, რაც ბუნებით ეკუთვნის ან ღვთის საჩუქარია... ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

თუ კაცი ისწავლის, რომ საკუთარი თავით არ იამაყოს, მაშინ, შესაძლოა, პიროვნების კულტი მის გარშემო არსებობდეს, მაგრამ მისგან ეს ტალღები არ მომდინარეობდეს.

გარდა ამისა, ადამიანები უნდა გააფრთხილოს, რომ ყოვლისმცოდნე არ არის და, შესაძლოა, ზოგჯერ პასუხი არც ჰქონდეს. სულიერ საკითხებში ისეთი მომენტებიც არსებობს, როდესაც მოძღვარი, ღვთის წყალობითა და მღვდლობის მადლით ნათლად ხედავს, რომ ამა თუ იმ ადამიანს კითხვაზე ან გასაჭირზე პასუხი უნდა გასცე, ზოგჯერ კი ამას ნათლად ვერ ხედავს, რომ შეეძლოს წმინდანთა ცხოვრებიდან ან ბიბლიიდან შესაბამისი მაგალითი მოუთხროს. ზოგჯერ კი უნდა შეეძლოს, უთხრას: - "არ ვიცი!" ჩვენზე დიდ ადამიანებს ჰყოფნიდათ ამის გამბედაობა.

წმინდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებიდან ორი შემთხვევა მახსენდება: როდესაც ადამიანები მას რაიმეს დაეკითხებოდნენ ხოლმე, სთხოვდა, მცირე ხნით მონასტერში დარჩენილიყვნენ, სანამ ილოცებდა და ღვთისგან პასუხს გამოითხოვდა. ორი-სამი დღის შემდეგ ეს ადამიანები მასთან მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შინ ეჩქარებოდათ და პასუხის მოსმენა სურდათ. წმინდა ამბროსი კი პასუხობდა. ,,რამდენიმე დღეა, დედა ღვთისას ვეკითხები, რა გიპასუხო, ის კი დუმს, მე რა შემიძლია, გითხრა?!"

თუ საქმე სულიერ ცხოვრებას კი არა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებს ეხება, მოძღვარი მოვალეა, თქვას: - მე აქ პოლიტიკური ან საერო საკითხების გადასაწყვეტად კი არა, სახარების საქადაგებლად დამადგინეს.

არსებობს ესა თუ ის სფერო, რომელშიც აუცილებელი არ არის, რაღაც მოსაზრებას იზიარებდეთ. ბოროტებისგან განრიდებას, რაღა თქმა უნდა, ყველა უნდა ცდილობდეს, თუ საქმე პოლიტიკასა და სამოქალაქო ცხოვრებას ეხება, აქ მრავალი ნიუანსი არსებობს, ამიტომ საჭიროა, თითოეული საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი და მასთან თანხმობაში იქცეოდეს, მკაცრად ადევნებდეს თვალს საკუთარ თავს, იმგვარად იქცეოდეს, რომ ქრისტეს წინაშე შეეძლოს წარდგომა და თქმა: - მე იმ ადამიანებს ასე ვუთხარი შენი სახელით, მაგრამ მხოლოდ იმით როდი ვსარგებლობდი, რომ ჩემში ქრისტიანსა და მოძღვარს ხედავენ, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც მე წარმოვთქვი, შენი სახარებიდან, შენი სიტყვიდან იღებს დასაბამს.

სხვათა თაყვანისცემას მოძღვარი უნდა გაურბოდეს, რომ ადამიანები იმას არ ხედავდნენ, რაც სინამდვილეში მასში არ არსებობს. მღვდლები იმის შესახებ უნდა საუბრობდნენ, რომ მათი სიწმინდე საიდუმლოებათა აღსრულებით ,,შემოიფარგლება" და ამასაც თავად უფალი აღასრულებს, რაც გარკვევით წერია ლიტურგიაში. ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიტურგიისას ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები ღვთაებრივი ძალისაა, რამეთუ მე მათ მხოლოდ წარმოვთქვამ, ძალა კი ღვთისაგან აქვთ, ვიმეორებ სიტყვებს, რომლებიც თავად ქრისტემ გადმოგვცა. სხვა სფეროში გულწრფელად შემიძლია აზრის გამოთქმა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ღვთის ნებაა.

- როგორ გესმით მორჩილება?

- ვისურვებდი, ადამიანებს გამუდმებით შეახსენებდნენ, რომ მორჩილება იმაში როდი გამოიხატება, რომ მონურად შეასრულო მოძღვრის ბრძანება, მაშინაც კი, როცა იგი რჩევის სახით გეძლევა. მორჩილების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ასწავლოს, გამოეთიშოს საკუთარ აზრებსა და საგნების მიმართ დამოკიდებულებებს და მიიღოს ის, რასაც სხვა ადამიანი ეუბნება. აქედან იწყება მორჩილება და იგი მხოლოდ საეკლესიო პრაქტიკას კი არა, ადამიანთა შორის ყოველგვარ ურთიერთდამოკიდებულებასაც ეხება.

როდესაც ადამიანი გვესაუბრება, უმეტესწილად, არ ვუსმენთ, რადგან სანამ საუბრობს, ჩვენ პასუხს ვამზადებთ. როდესაც ადამიანი გელაპარაკება, საკუთარ აზრებზე ფიქრი უნდა შეწყვიტო და მის სიტყვებს დაუგდო ყური, თანაც ისე, რომ გაიგო, როგორ წარმოთქვამს, რათა აზრი დაიჭირო და არა მხოლოდ ბგერები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სიტყვებს შეიმეცნებ და მიიღებ, როგორც სხვა ადამიანის გამოცდილებას ან ძიებას, შეიძლება საკუთარი გონების, გულისა და გამოცდილების გათვალისწინება. ძალიან ხშირად სიტყვები საკმარისი არ არის, რადგან ისინი მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემენ იმას, რისი თქმაც ადამიანს სურს.

მოგეხსენებათ, როგორ ხდება ხოლმე სიმღერის დროს: - სიტყვები, შესაძლოა, უბრალოდ ჟღერდეს, მელოდია კი - ძალზე მიმზიდველად. სწორედ ასე უნდა ვისწავლოთ ნებისმიერი სხვა ადამიანის მოსმენა და არა მხოლოდ მოძღვრისა. სიტყვები ჭეშმარიტებას გამოხატავენ, სწორედ იმას, რასაც უნდა გამოხატავდნენ, მაგრამ ისინი ტალღასავით მიაქვს მელოდიას. თუ შენ მელოდია არ გესმის და ოდენ სიტყვებს აყურადებ, მაშინ ვერ მიიღებ იმას, რაც მასში დევს.

ისეც ხდება, რომ მოძღვარი ძალზე მარტივ რამეს იტყვის, რომელიც სულამდე აღწევს და შეგძრავს.

პროფესორმა ლ. ზანდერმა შეკრიბა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც პარიზის ერთი ცნობილი მჭევრმეტყველის საჩვენებელ გაკვეთილზე მიიწვია. ეს ადამიანი ატყვევებდა ყველას, ვინც კი მოუსმენდა, თუმცა ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. Mმან სამაგალითო გაკვეთილი ჩაატარა და ყველა ზრდასრული ადამიანი აღაფრთოვანა, მაგრამ გაკვეთილის დასრულების შემდგომ შვიდიოდე ბიჭს რომ ჰკითხეს, - რას ფიქრობ ამ გაკვეთილზეო, საშინელი პასუხი მიიღეს: - ძალიან თავშესაქცევი კი იყო, მაგრამ მოძღვარს თავადვე არ სჯეროდა, რაზეც საუბრობდაო.

ეს სიმართლე არ გახლდათ, მაგრამ სიტყვები იმდენად დახვეწილი იყო, თემა კი იმდენად გონივრულად შერჩეული, რომ ბავშვი ამ ადამიანის სულს ვერ ჩასწვდა და მოეჩვენა, რომ ეს ცარიელი სიტყვები და ბრჭყვიალა სპილენძი იყო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანთა ურთიერთობისას ეს მაგალითი მუდამ გვახსოვდეს.

მეორე მხრივ, ზოგჯერ ადამიანი რაიმე ძალიან უბრალოს ამბობს და ეს სიტყვები ჩვენი სულის ისეთ სიღრმეს აღწევს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ დროს დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან ან დიდი გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში.

მოზარდობისას, დიდ ხუთშაბათს, ახალგაზრდების ჯგუფი გარდამოხსნის წინ შესანიშნავ, მაგრამ, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ მოძღვართან, მამა გრიგოლ შუმენსკისთან ერთად ვლოცულობდით. იგი საოცრად უბრალო ადამიანი გახლდათ, თავის გამოჩენა არ უყვარდა... დიდხანს იდგა გარდამოხსნის წინ, შემდეგ შემოგვიბრუნდა და დავინახეთ, რომ სახე ცრემლებით ჰქონდა სველი... გვითხრა: - დღეს ქრისტე თითოეული ადამიანისათვის ევნო, მოდით, იმაზე ვიტიროთ, რომ ჩვენ ვართ მისი სიკვდილის მიზეზიო. შემდეგ მუხლი მოიყარა, ჩვენც ვტიროდით, რადგან მისმა სიტყვამ სულის სიღრმემდე შეგვძრა...

ამ ყველაფერს მორჩილების გამო ვამბობ, რადგან მორჩილება, უპირველესად, სწორედ რწმენას ნიშნავს. უნდა ვისწავლოთ, რომ როდესაც ვინმე საუბრობს, განსაკუთრებით - სულიერი მოძღვარი, ვისმინოთ მისი სიტყვა და აქედან, მისი ინტონაციიდან, მისი პიროვნებიდან მივიღოთ ის სულიერი გამოცდილება, საიდანაც ეს სიტყვები დაიბადნენ. თუ მოძღვრის სიტყვები მისივე სულიერი გამოცდილებიდან არ მომდინარეობს, ჩვენს სულს ვერ შეძრავს, თუნდაც სრული ჭეშმარიტება იყოს.

მე ბევრი წმინდანის ცხოვრება და სასულიერო ლიტერატურის გარკვეული რაოდენობა მაქვს წაკითხული და თავზარდამცემია, რომ ხუცესი, სულიერი მოძღვარი, იღუმენი, წინამძღვარი და მეუდაბნოე თავისი გამოცდილების სიღრმიდან რაიმეს ეუბნება ადამიანს, რომელმაც კითხვა დაუსვა, ან სულაც არაფერი უკითხავს, მაგრამ შეხედა და იგრძნო, რომ ამ ადამიანისათვის რაღაცის თქმა იყო საჭირო.

თვით სამონასტრო მორჩილებაც კი იმაში მდგომარეობს, რომ ისეთი მოძღვარი აირჩიო, რომელიც შენს სულს ეხმიანება, რომელსაც შეუძლია, მთელი გულით უყვარდე, რომლის, როგორც ადამიანის მიღებასაც შეძლებ და რომელიც ღვთისგან მოგეცა.

როდესაც 17 წლის ვიყავი, პარიზის ერთ-ერთ რუსულ ტაძარში წავედი, რომელიც იმ დროს მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული დარჩა... წირვაზე იმდენად დამაგვიანდა, რომ ღვთისმსახურება, რომელიც სარდაფში ტარდებოდა, დასრულებული დამხვდა... კართან შევჩერდი და დავინახე, როგორ ამოდიოდა ხის კიბეზე ბერი... შევხედე თუ არა, მასში იმხელა შინაგანი გულისხმიერება და სიმშვიდე დავინახე, რომ მივუახლოვდი და ვკითხე: - არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ გთხოვთ, ჩემი სულიერი მოძღვარი გახდით-მეთქი და ეს არასოდეს მინანია. მას ჩემთვის მორჩილება არ დაუვალებია. ძალიან ღრმა სულიერი ცხოვრება ჰქონდა, ჩემს შეკითხვებს აღსარებაზე მოკლედ, უბრალოდ, ნათლად და მარტივად პასუხობდა, მაგრამ მუდამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ დიდ ხომალდს მიაგავდა, ზღვას რომ მიაპობდა, მე კი მასზე თოკით მიბმული პატარა ნავი ვიყავი. იგი ღრმად შეიჭრა ზღვაში, მე კი ჯერაც ვერ მივახლოვებოდი ადგილს, რომელიც უკვე კარგა ხნის წინ გაიარა, მაგრამ მას მე მივყავდი... სწორედ ამაში მდგომარეობდა მორჩილება, რადგან ის ბრძანებებს არ მაძლევდა... უბრალოდ, თავისი ცხოვრების, სულისა და ლოცვის თანაზიარს მხდიდა.

მოძღვრის სიკვდილის შემდეგ კი თითქოს ღმერთმა გვიჩვენა, სინამდვილეში ვინ იყო იგი: ავადმყოფობის ჟამს მოკლე წერილი მომწერა: ,,მე შევიცანი ჭვრეტითი ლოცვის საიდუმლო, ახლა შემიძლია, მოვკვდე".

მესამე დღეს კი გარდაიცვალა...

მოძღვრისთვის მორჩილება მხოლოდ ბრძანებების აღსრულებაში კი არა, მის წინაშე გახსნილი სულის სიღრმისეულ წვდომაში გამოიხატებოდა.

როდესაც მოძღვრისა და სულიერი შვილების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, მოძღვარს შეუძლია, მისცეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ ილოცონ, როგორ შეიძინონ სულიერი სიფხიზლე, როგორ განიწმინდონ სული და ხორცი და ასე შემდეგ. ამგვარი კონკრეტული რჩევების აღსრულება საჭიროა, მაგრამ თავად მოძღვარი ძალიან ფრთხილად უნდა გასცემდეს რჩევებს, რადგან ზოგჯერ მოძღვარმა არ იცის ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრება. ამიტომ, შესაძლოა, ისეთი რჩევა მისცეს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია.

მახსენდება ერთი ადამიანი, რომელმაც მკითხა: - რა ვქნა? უნივერსიტეტში ლიტერატურას ვასწავლი. აღსარებაზე ვიყავი, მოძღვარმა კი მითხრა: - ამიერიდან საერო ლიტერატურა აღარ წაიკითხოო... როგორ მოვიქცე?

ვუპასუხე, რომ მოძღვარს გავესაუბრებოდი, რომელმაც შემდგომ გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან ეს უგუნურება იყო. მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც მოძღვარი თეორიულად საუბრობს და არა საკუთარი გამოცდილებიდან და ჭეშმარიტებიდან გამომდინარე.

მოძღვრის ურთიერთობა სულიერ შვილთან ორმხრივი მაშინ არის, როდესაც სასულიერო პირი ღრმად იხედება ადამიანის სულში, მუდამ აყურადებს მას და არასოდეს ეუბნება გაუაზრებელს და დამაბრკოლებელს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat