ქრისტემ ჩვენ მტრის სიყვარული გვასწავლა, მათი სულის გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ
ქრისტემ ჩვენ მტრის სიყვარული გვასწავლა, მათი სულის გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ
11 სექტემბერს, უფლის წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით , საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა მღვდელმთავარმა იაკობმა დიდ სქემაში აღკვეცა სოფელ მლეთის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის დედათა და მამათა მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაპიონი (ჯიშკარიანი), რომელსაც წმინდა იოანე ზედაზნელის პატივსაცემად, აღკვეცის შემდეგ ეწოდა სქემარქიმანდრიტი იოანე.

ვულოცავთ მამა იოანეს ამ უმაღლეს საპატიო წოდებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მილოცვას ჟურნალის მკითხველიც შეუერთდება. მომდევნო ნომერში მასთან ახალჩაწერილ საუბარს შემოგთავაზებთ. ახლა კი რამდენიმე ხნით გადავინაცვლოთ წარსულში და გავეცნოთ პირად არქივში დაცულ მასალას, რომელიც 2004 წლის 4 მარტით არის დათარიღებული, იმხანად მამა სერაპიონი ბოლნისში მსახურობდა.

უკანასკნელ ხანს საქვეყნოდ გაითქვა სახელი ბოლნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის სტავროპიგიალურმა მონასტერმა. მონასტრის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონ სერაპიონს ბევრი სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ბევრი მათგანი აქ მძიმე სნეულებას მოუყვანია, ზოგი - ცხოვრებისეულ გასაჭირს. მონასტრის შენობაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ავადმყოფთა თავშესაფარს, მათ ხომ სრულ გამოჯანმრთელებამდე აქ უწევთ ცხოვრება. ახალგაზრდების ერთი ნაწილი ხატებს წერს, ზოგი - მოზაიკას ეუფლება ხატების მოსაპერანგებლად. ალბათ გაგიკვირდებათ და, ავადმყოფთა უმრავლესობა აქ წამლის მაგიერ მამა სერაპიონის მიერ ყოვედლღიურად აღვლენილი კვეთებულის ლოცვის ძალით იკურნება.

მამა სერაპიონი მონასტრის ეზოში ხის ძელზე ჩამომჯდარი დაგვხვდა, საქმიანობით იყო გართული. იმერული სტუმარ-მასპინძლობით შემოგვეგება. საოცარი მოსაუბრე გამოდგა. გულიდან ამოსული მისი ყოველი სიტყვა ეკლესიური სიბრძნით, ღრმა სულიერი ხედვითა და მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულით იყო გამთბარი. ყველას მოფერებით ელაპარაკებოდა, საუბრის დროს კი ხშირად იყენებდა ფრაზას: "რა ვქნა, შენ შემოგევლე". საოცარი იუმორის წყალობით ჩვენს შეკითხვებზე მისი ყოველი პასუხი გულიანი სიცილით მთავრდებოდა - ჯანსაღი სიცილი განტვირთვისა და ფსიქოთერაპიის საუკეთესო საშუალებააო. ჩემს შეკითხვაზე, როგორ უმკლავდებოდა ყოველდღიურად კვეთებულის ლოცვას, მიპასუხა:

- რა ვქნა, შენ შემოგევლე, აბა, მე ამას ჩემით როგორ შევძლებდი, ღმერთი რომ არ მაკეთებინებდეს. ნათელისა და ბნელის ბრძოლა და დაპირისპირებაა, ერთი მხრივ, ქრისტესა და მისი მხედრიონის, მეორე მხრით კი მის მოწინააღმდეგე ძალებს შორის. დღეს ხომ არ დაწყებულა ბერის, მღვდლის, რელიგიური ადამიანის, მლოცველის შრომა. ეს არის კვეთება ეშმაკთან, ბოროტ ძალასთან პირდაპირი კონტაქტი, პირდაპირი შერკინება. არსენალი უამრავია (ბრძოლის საშუალებებს ვგულისხმობ), ის კი, მუდამ ერთი იყო და დღესაც ერთია...

მამა სერაპიონი, ერისკაცობაში ვახტანგ ჯიშკარიანი, დაიბადა სოხუმში, 1950 წლის 26 მაისს, ხონის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. პროფესიით მხატვარ-არქიტექტორს ერთხანს ქუთაისის მუზეუმშიც უმუშავია. მადლიერებით იხსენებს იქ გატარებულ წლებს. ბოლოს, გულმა მაინც თბილისისკენ გამოუწია, სადაც უამრავი მეგობარი ეგულებოდა და ახალდაარსებულ ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში დაიწყო მუშაობა, აკადემიის დროინდელი ნაცნობ-მეგობრები მას ხშირად აკითხავდნენ მონასტერში.

- მყავს ბევრი საერთო სულისკვეთების მეგობარი, მათ შორის ზოგიერთი ბერია, ზოგი - ერისკაცი - ღმერთისკენ წარმართებული, სულიერად ვინ რა დონეზე ვართ დაწინაურებული, ეს ღმერთმა იცის, სხვამ არავინ.

ექიმობა მამა სერაპიონის ბავშვობისდროინდელი ოცნება ყოფილა. მეოცნებე ბუნება მას სტუდენტობის პერიოდშიც გაჰყოლია.

- ძალიან მინდოდა ხალხთან ურთიერთობა და მსახურება. სტუდენტობისას ვოცნებობდი, ნეტავი ტაქსის მძღოლი, ოფიციანტი ან მაღაზიის გამყიდველი გავხდე-მეთქი. ეს ის სფეროა, როდესაც ხალხის მომსახურება გიხდება. ვოცნებობდი ადამიანებისთვის მეთქვა, - მობრძანდით, დაბრძანდით, სად მიგიყვანო, შენ შემოგევლე, რა გიჭირს, რით დაგეხმარო. მაღაზიაში შემოსულს ხომ უნდა შეეგებო ღიმილით და ემსახურო, რა გნებავთ, რა მოგართვათ, რას ინენებთ, შენ გენაცვალე... ასევე, ვოცნებობდი კარგ ქართულ ოჯახზე. ღმერთმა არც ოჯახი მომცა, არც ექიმი გამხადა, არც ოფიციანტი, არც ტაქსის მძღოლი და არც მაღაზიის გამყიდველი, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველა ოცნება ამისრულა ერთად და დღესაც აი, ამ სანუკვარ ოცნებებს მისრულებს; მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა.

შეიძლება ყოველთვის ერთნაირ გუნებაზე არ იყო, მაგრამ მღვდელი ყოველთვის მზად უნდა იყოს ადამიანის მისაღებად და დასახმარებლად. კაცს რომ გაუჭირდება და ჩემთან მოვა, როგორ ვუთხრა, ახლა დაღლილი ვარ, თავი დამანებე-მეთქი და შევაჭმევინო ეშმაკს? მაშინ ჩემი შრომა ღვთისგან არ ყოფილა, ასე გამოდის. მღვდელი რომ კაცს თავზე ხელს დაადებს კურთხევისთვის, თუ ის ყალბი იქნება, არასამკურნალო, არაწმინდაა ის მღვდელი. თუ ჯვარი გარდაგსახე და შენ ვერ იგრძენი, რა მოხდა შენში, მაშინ მე მღვდელი კი არა, პანტომიმის მსახიობი ვყოფილვარ.

- მამა სერაპიონ, რა თვისებას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

- მთავარი პატიოსნება და გულწრფელობაა. თუ პატიოსანი და გულწრფელი არ იქნები, გამოდის, რომ ცრუ ადამიანი ხარ და ღმერთი აღარ მოგისმენს. ახლა მეც მინდა გკითხოთ - გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, თქვენი წარმოდგენით, სულიერები უფრო ხართ თუ ხორციელები? დღედაღამე მთელი თქვენი არსებით, ღვთისკენ წარემართებით თუ თქვენი მთავარი საზრუნავი ჭამა-სმასა და ჩაცმა-დახურვაზე, გართობაზე, პირად განდიდებასა და კეთილდღეობაზე ფიქრით არის შთაგონებული? მე ვაღიარებ, რომ ხორციელი ადამიანი ვარ და ჩემში სულიერების ნატამალიც არ არის, ოღონდ მინდა კი, ვიყო სულიერი და შეიძლება განსხვავება ჩემსა და სხვას შორის ეს იყოს და იმ სხვას, იმით ვჯობდე, რომ მავანს თავისი ხორციელობა ეტრაბახებოდეს. ალბათ თქვენც ხშირად შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებიც თავმომწონედ საუბრობენ, რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყოლიათ ცხოვრებაში და რა ურთიერთობა ჰქონდათ მათთან, რა სასმელები დაულევიათ, რამდენი მუშტი დაურტყამთ ვინმეთვის და ცხვირ-პირი ჩაუმტვრევიათ. ადრე მეც მიტრაბახია იმით, რომ მაგარი დამრტყმელი და მსმელი ვიყავი. თუ ჩემს შეკითხვას გულწრფელად უპასუხებთ, აღსარებაც ჩაბარებული გექნებათ, - გვითხრა მამა სერაპიონმა და ყურადღება მოიკრიბა ჩვენს მოსასმენად, შემდეგ კი ბევრი დარიგება მივიღეთ მისგან.

მამა სერაპიონის კვების რაციონი იმდენად მწირია, რომ კვირის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე ცალი ხორბლის ან ბრინჯის მოხარშული მარცვალი იყოს. ჩვენ მას დიდმარხვის პერიოდში ვესტუმრეთ და გვითხრეს, ამ დროს ხშირად კაცთაგან მიუვალ გამოქვაბულში გადის, 40 დღე მხოლოდ წყლით, ულუკმაპუროდ მარხულობსო.

- ჩემი ასეთი კვების რეჟიმი ღმერთმა ჩამოაყალიბა, ღმერთმა მზარდა. 10 წელი მაინც ვებრძოდი მსუნაგობის ცოდვას. ჩემი კვება კი თავიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული.

მამა სერაპიონს ხშირად გამოქვაბულშიც უხდება ცხოვრება, როდესაც ტყიდან მონასტერში ბრუნდება, ხისგან გამოთლილი წმინდა ნინოს ჯვრები ჩამოაქვს. მის კელიას კი ბერი გაბრიელის რამდენიმე სურათიც ამშვენებს.

- მამაო, თუ გყავთ გამორჩეულად საყვარელი წმინდანი?

- ვინც კი წმინდაა ზეცაში, მე როგორ გამოვარჩიო, რომც მყავდეს, ამას ვერ ვიტყვი, რადგან ეს ჩემი განწყობიდან იქნებოდა გამომდინარე და შემეშლებოდა. ამის თქმას ვერ გავბედავ, მინდა ყველა თანაბრად მიყვარდეს, რადგან მათი ერთობლიობა, ერთი მთლიანი სხივია, მძივის ასხმას ერთი მათგანი რომ მოწყვიტო ხომ დაიშლება. წმინდანთა დასი ერთი კრიალოსანია, ერთი ზეცად აღმავალი ნათელი.

თავისუფალ დროს მამა სერაპიონი არ ღალატობს თავის პროფესიულ საქმიანობას. თუმცა მისთვის იმდენად დეფიციტურია ყოველი წამი, სკამების მოჩუქურთმება და მხატვრული დამუშავება, რომელიც მას დიდი ხნის წინ დაუწყია, მოუცლელობის გამო ჯერაც არა აქვს დასრულებული. მონასტრის ეზოში უამრავი შინაური ცხოველი და ფრინველია. საოცარია, რომ მათ ესმით მამა სერაპიონის სიტყვა და შეძლებისდაგვარად ემორჩილებიან მის ბრძანებას, როცა ხბოსთან მივიდა და საჭიდაოდ გამოიწვია, ცხოველმა მიიღო გამოწვევა, ჩვენდა გასაოცრად, წინა ფეხებით ბეჭებზე შეახტა და დაეჭიდა მოძღვარს... მამა სერაპიონმა იხუმრა კიდეც, - ნეტავი ასე ადამიანებს ესმოდეთ ჩემიო. ჩვენს საუბარს კი შინაურ ფრინველთა და ცხოველთა თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.

სქემარქიმანდრიტი იოანე პატრიარქთან ერთად

მამა სერაპიონი მასთან მისულ ყოველ ადამიანში მოყვასს ხედავს, განურჩევლად იმისა, ქრისტიანია იგი, თუ სხვა აღმსარებლობისა!

- ქრისტემ ჩვენ მტრის სიყვარული გვასწავლა. მათზე უნდა ვზრუნავდეთ, მათი სულის გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ, მაგრამ როგორ? - ხომ არის ნათქვამი იხსენ სული შენი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიანო. ჩვენ უნდა გზა გავუკვალოთ მათ. უზენაესი მსაჯულის გარდა, არავინ იცის, ვინ სად მოვხვდებით.

- ახლა ბევრს საუბრობენ ბოლო ჟამის მოახლოებაზე, რაზედაც მამა გაბრიელიც ლაპარაკობდა, თუ ეს ასეა, როგორ უნდა მოიქცეს ბოლო ჟამის ქრისტიანი?

- მორწმუნე ქრისტიანი, თუ ის კეთილია, ასე უნდა ფიქრობდეს, - იქნებ ხვალინდელი დღე აღარც კი გამითენდეს, ამიტომ ისე ვიცხოვრებ, მოვასწრებ ღმერთთან შერიგებას. ხვალ ყველანი წავალთ ამქვეყნიდან, ჩვენთვის ყოველი დღე ბოლო დღე კი არა, ბოლო წამი უნდა იყოს. უმთავრეს საქმეს ნუ გადავდებთ და მალევე გავაკეთოთ. სიტყვა "ჟამი" ამ შემთხვევაში ძალიან გაზვიადებულადაა ნათქვამი. ჟამი ხომ დროს ნიშნავს. ერთ წამში კი შეიძლება მილიარდობით წლები, უსასრულობა ჩავატიოთ. ამიტომ, ბოლო ჟამს ნუ ვიტყვით, კაცობრიობისთვის ქრისტეს მეორედ მოსვლა, ბოლო გამოცხადება-გამობრწყინება არის და მისკენ წარვემართოთ ყველა. წამი არ დავკარგოთ და ჯობს ბოლო ჟამზე კი არა, ბოლო წამზე ვილაპარაკოთ. ჩვენი მიზანია, სასუფეველში მოხვედრა, რომელიც, მგონი, ღრუბლებს ზემოთ კი არა, თანამედროვე ტექნიკის ენით რომ ავხსნათ, დედამიწის მიზიდულობის სფეროს მიღმა უნდა წარმოვიდგინოთ. რაკეტა ამ მიზიდულობას რომ გასცდეს და მისი ორბიტის გარშემო იბრუნოს, გარკვეული სიჩქარე სჭირდება, თუ არ ვცდები, 7-8 კმ/წმ-ში. ხოლო მზის სისტემას, რომ გააღწიოს ამ სიჩქარეს უნდა გადააჭარბოს და უფრო დიდი სისწრაფით გაფრინდეს, მზის სისტემის გარეთ, კიდევ უფრო მაღალი სიჩქარე უნდა განვავითაროთ. ვფიქრობ, სასუფევლამდე რომ როგორმე ავაღწიოთ, ქრისტესკენ მართლაც წარმოუდგენელი სისწრაფით უნდა გავქანდეთ, რადგანაც იგი ყოველგვარი გალაქტიკის მიღმაა და, ჩემი წარმოდგენით, ამისათვის სინათლის სიჩქარეს ბევრად უნდა გადავაჭარბოთ.

როდესაც ქვათახევის მონასტერში მარტო ვიყავი და 7 კილომეტრის რადიუსში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ქვემოდან ისე ავძახოდი ღმერთს, მგონი ერთი ოზონის ხვრელი ჩემი გახვრეტილი უნდა იყოს კოსმოსში. თითოეული ჩვენგანი ისეთი სისწრაფით უნდა ავიტყორცნოთ ზეცაში, რომ ხვრელები გაჩნდეს, სხვაგვარად თავს ვერ დავაღწევთ ამქვეყნიური ციხიდან.

- მამა სერაპიონ, დაამატებთ კიდევ რაიმეს?

- როგორ არ დავამატებ, შენ შემოგევლე. ხომ ვტკეპნი ამ ჩემს რაკეტოდრომს? - უფრო მეტად უნდა დავტკეპნო, ცეცხლსა და შემართებას არ მოვაკლებ, რომ როცა დრო მოვა, მძლავრად ავხტე და ზეცისკენ გავქანდე...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat