სქემარქიმანდრიტი საბა: "როდესაც ამ ღმერთშემოსილ დედებზე ვსაუბრობდი, ბევრს მათი ცხოვრება და სასწაულები დაუჯერებლად ეჩვენებოდა"
სქემარქიმანდრიტი საბა: "როდესაც ამ ღმერთშემოსილ დედებზე ვსაუბრობდი, ბევრს მათი ცხოვრება და სასწაულები დაუჯერებლად ეჩვენებოდა"
სქემარქიმანდრიტ საბას რამდენიმე წლის წინ ბატონმა ზურაბ ცხოვრებაძემ დამაკავშირა და გამაფრთხილა: - მამა საბა (იმ დროს მამა საბა არქიმანდრიტი დიმიტრი იყო და წალკაში მოღვაწეობდა) ჩვეულებრივი ბერი არ არის, წმინდანებთან ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა, თანაც ბევრი რამ ახსოვს და ძალიან დაგეხმარებათო ("კარიბჭემ" მამა საბას შესახებ მასალა უკვე შემოგთავაზათ).

მამა საბასთვის ადრე უწმინდესს უთხოვია, აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირებზე (და არა მხოლოდ მათზე) დაეწერა ყველაფერი, რაც ახსოვდა.

მამა საბა აფხაზეთში მეუდაბნოე ბერობისას დაუახლოვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მაშინ - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.

მოძღვარს მრავალი საკვირველი ცხოვრება ახსოვს. თავად მისი ცხოვრებაც ასეთია, მაგრამ ამაზე მხოლოდ მისი სულიერი შვილები და უამრავი გაჭირვებული საუბრობენ... თავის თანამედროვეებს დიდი სიყვარულით იხსენებს, საკუთარ თავზე კი მხოლოდ იმას ამბობს, ერთი უბადრუკი კაცი ვარ, მე კი არა, თავად უფალი კურნავს ამდენ ხალხსო. მამა საბა იმ ძველებს ჰგავს, "ვისაც ჰქონდა რწმენა და უბრალოება. მათი უმრავლესობა განათლებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სიმდაბლისა და მოღვაწე სულის გამო გამუდმებით იღებდნენ ღვთიურ განათლებას" (პაისი ათონელი).

მამა საბამ მაშინ სოხუმთან ახლოს მდებარე უდაბნოს ორ ღმერთშემოსილ დედაზე - სქემმონაზონ ელენესა (დედა ელენე ახალმოწამეა. მისი თმიდან, რომელსაც მამა საბა სასოებით ინახავს, 15 წლის წინ მირონი გადმოდინდა) და მის დაზე, მონაზონ ნინოზე, ერთ ძველ რვეულში მოქცეული მოგონებები მანდო და მითხრა, - თუ ამ მასალას ბევრს გააცნობთ, ამ დედების მადლი დიდად შეგეწევათო.

***
სქემარქიმანდრიტი საბა: "სქემმონაზონი ელენე ტუვიშევა 1889 წელს დაიბადა ქალაქ პენზაში. მამამისი კვიპროსელი ბერძენი გახლდათ, დედა - რუსი. 5 წლისა მძიმედ დასნეულდა და მისი გადარჩენის იმედდაკარგულმა მშობლებმა ფსკოვის მონასტერს მიაბარეს... იქ მის თავს სასწაული მოხდა და გოგონა სრულებით განიკურნა. მადლიერმა მშობლებმა იგი მონასტერშივე დატოვეს. მორჩილებაში განვლო დედა ელენეს ბავშვობამ და მონაზვნად ადრეულ სიყმაწვილეში აღიკვეცა...

თორმეტი წლისა იქნებოდა, მშობლებმა მისი და ნინოც იმავე მონასტერში რომ მიიყვანეს, მაგრამ კომუნისტებმა მონასტერი დახურეს და დები თავიანთ ერთ-ერთ ძმასთან, არქიმანდრიტ ნიკონორთან გადავიდნენ მოსკოვთან ახლოს. მამა ნიკონორი იმ დროს პატრიარქ ტიხონს (აწ უკვე წმინდანად შერაცხულს) მსახურობდა...

ვიცი მისი ცხოვრების იმ პერიოდის ერთი ამბავიც: თურმე მამა ნიკონორს კვეთებულის ლოცვის კითხვის კურთხევა მიუღია, მაგრამ დრტვინავდა, ვერ მოვასწრებო. ჰოდა, ამდგარან და ეს კურთხევა დედა ელენესთვის გადაუციათ (მოგეხსენებათ, ქალებს ხსენებული ლოცვის კითხვის უფლება არ აქვთ) და გაუფრთხილებიათ - ლოცვა იკითხე, მაგრამ გასამრჯელოს ნურავის გამოართმევ, თორემ ღმერთი აღარ შეგეწევაო... იგი ამ ლოცვას სიცოცხლის ბოლომდე - თავის მოწამებრივ აღსასრულამდე კითხულობდა...

KARIBCHEერთ დღეს დედა ელენე ავად შეიქმნა. ცალი თირკმელი ამოკვეთეს. იმ დროიდან მას "ტკივილებიანი მონაზონი" შეარქვეს. ექიმებმა საქართველოში, სოხუმის ახლოს ურჩიეს ცხოვრება. მაგრამ მანამდე თვით ღვთისმშობელი გამოეცხადა და ის ადგილი უჩვენა, სადაც სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო - სოხუმთან, სოფელ ჩინის სიახლოვეს მდებარე უდაბნო (მოგვიანებით დედა ელენეს ჩინელ მონაზვნადაც მოიხსენიებდნენ).

არქიმანდრიტ ნიკონორს სოფელ ჩინის მკვიდრმა ბერძნებმა უჩვენეს უდაბნო, რომელსაც ეძებდა. იმ დროს იქ რამდენიმე ბერი მოსაგრეობდა... სწორედ ერთ-ერთი მათგანისგან გამოისყიდა თავისი დისთვის მცირე სენაკი, უფრო ზუსტად, მიწური.

დედა ელენეს იქ ცხოვრება თავიდან გაუჭირდა - არც იქაურები იცნობდნენ და მარტო იყო... მერე ყველაფერი შეიცვალა და ხალხს იგი ძალიან შეუყვარდა, ეხმარებოდნენ, უვლიდნენ კიდეც.

მისი და, მონაზონი ნინო, იმ დროს ასტრახანში თავის მეორე ძმასთან, მთავარეპისკოპოს ფილიპესთან მსახურობდა. როდესაც მეუფე ფილიპე დააპატიმრეს, დედა ნინო დასთან, აფხაზეთში გადმოვიდა. ისინი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის დიდი სიყვარული და მორჩილება ჰქონდათ... მათი სენაკი იმ უდაბნოში მალე ნამდვილ ლაზარეთად იქცა - ყველა, ვინც კი კურნება ვერსად ჰპოვა, დედებისკენ გარბოდა და ისინიც ღვთის სიტყვით და ლოცვით შეეწეოდნენ... ასე იცხოვრეს, როგორც მახსოვს, 1932 წლამდე...

სწორედ იმ წელიწადს დედებს თვით უფალი გამოეცხადათ და მსოფლიოსა და თავად მათი მომავლის შესახებ აუწყა და გააფრთხილა - ეკლესია-მონასტრები დაიხურება, თქვენ კი დიდი ტანჯვა და განსაცდელი გელით, მაგრამ ხალხი დაგიცავთო...

***
ერთხელ დედებთან დათვი მივიდა და დასიებული თათი უჩვენა. დედა ელენემ ღრმად ჩარჭობილი ხიჭვი გამოუღო, ჭრილობიდან ჩირქი გამოურწყა, თათი შეუხვია და გაუშვა... დათვი მეორე დღეს ისევ მოვიდა, დედა ელენემაც ისევ უწამლა და ბოლოს მოარჩინა კიდეც... დათვმაც მასთან დაიდო ბინა და ყოველ ღამეს სენაკთან ათევდა ხოლმე. დედა ელენე მას ძალიან უფრთხილდებოდა - ყოველდღიურად სხვადასხვა ბალახეულს უხარშავდა, ფქვილს აურევდა და აჭმევდა, მაგრამ თუ რაღაც მიზეზით დათვს საჭმელს დაუგვიანებდნენ, იმდენ ხანს უფხაჭუნებდა თათს სენაკის კარზე, სანამ პურის ნატეხს მაინც არ მიაწვდიდნენ.

ერთხელ დათვმა დედა ელენეს სხვისი ყანიდან ნაპარავი სიმინდი მიურბენინა. დედა ელენემ ადამიანივით შეარცხვინა, - რატომ ჰპარავ ღარიბებს, ისინი ხომ მშივრები ამუშავებენ მიწასო. დათვიც ადამიანივით უსმენდა და თავს უქნევდა...

ამ დათვის ამბავი ყველამ იცოდა. ერთხელ მონადირეებმა დედა ელენეს წერილიც კი მისწერეს: - დედაო, დათვი გყოლიათ. ნადირობისას რომ არ შემოგვაკვდეს, გთხოვთ, რამე ნიშანი დაადეთ ან საყელური მაინც გაუკეთეთო... დედა ელენე ასეც მოიქცა და ამ დათვმა 8-9 წელი კიდევ იცოცხლა...

***
1937-ში მონაზონი ნინო 8 წლით ჩაქვის ციხეში ჩასვეს, აწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ამ წლებზე მას არასოდეს უსაუბრია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთხელ, ფსალმუნის კითხვისას, ციხის უფროსმა მოჰკიდა თმაში ხელი (დედა ნინოს მსხვილი ნაწნავები ჰქონდა) და თავი შარდიან ქოთანში ჩააყოფინა. სულ მალე მის შეურაცხმყოფელს ვიღაც შემოაკვდა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გავიდა დრო. ციხის ახალ უფროსსაც შეემთხვა უსიამოვნება - პატიმრები გაექცნენ. შეშფოთებული გაიძახოდა, - ახლა ნამდვილად პასუხს მომთხოვენ და მეც ჩამსვამენო, მაგრამ დედა ნინომ ანუგეშა, - პატიმრები აუცილებლად დაბრუნდებიანო. ასეც მოხდა... მადლიერების ნიშნად ციხის უფროსმა დედა ნინოს საკანში სალოცავი კუთხე გამოუყო და ეს ადგილი ფარდით გადაატიხვრინა.

...უდაბნოში, თავის სენაკში მარტო დარჩენილი დედა ელენე ხელისუფლებას, რაღა თქმა უნდა, არ დარჩენია უყურადღებოდ. შეუთვალეს - ცოცხალს თუ მკვდარს მაინც მოგწვდებით და დაგაპატიმრებთო. მაგრამ მისი ჯანმრთელობა, უფლის განგებით, იმ დროს ისე გაუარესდა, ხელისუფლებას ხალხმა უთხრა: - მაინც კვდება და სადღა უნდა წაიყვანოთო...

დედა ელენეს ავადმყოფობამ დიდხანს გასტანა. მის მისახედად სოფლელებიც დადიოდნენ ხოლმე... ერთ ზაფხულს სადილის მოსამზადებლად სენაკში ვიღაცამ ღუმელი დაანთო. დიდი გვალვა იდგა და საკვამურიდან სენაკის სახურავს ცეცხლი იოლად მოედო... ლოგინად ჩავარდნილი დედა ელენე ეზოში როგორღაც გამოხოხდა, დაინახა, როგორ იწვოდა სახურავი და ტირილით შესთხოვა ღვთისმშობელს: - წმინდა დედაო, თუ სენაკი დაიწვა, ქუჩაში მომიწევს სიკვდილი, რადგან ვერავინ შემიფარებსო (იმ დროს სასულიერო პირის, მით უფრო - მონაზვნის შეფარება უმძიმეს სასჯელს ითვალისწინებდა)... ზეცას ახედა და დაინახა, როგორ აკურთხა მისი სენაკი ღვთისმშობელმა ყრმა იესოთი და ცეცხლიც ჩაქრა, დედა ელენე კი სავსებით ჯანმრთელი წამოდგა ფეხზე.

ღვთისმშობელმა არაერთი რამ აუწყა დედა ელენეს სამყაროს მომავლის შესახებ, მაგრამ სხვათათვის გაცხადება აუკრძალა.

***
უფალს ყრმობიდანვე გულმხურვალედ ვევედრებოდი, ისეთ ღვთივსულიერ ხალხს შევხვედროდი, რომ გადარჩენაში დამხმარებოდნენ. მალე, უფლის განგებით, ერთმა ჩემმა ავადმყოფმა თანასოფლელმა უდაბნოში დედა ელენესთან კურნების მისაღებად წასვლა გადაწყვიტა, მე კი თარჯიმნად (რუსული არ იცოდა) მიახლა... დედა ელენემ ავადმყოფი დააიმედა, გამოკეთდებიო და მართლაც მისი ლოცვით იგი განიკურნა... დედა ელენემ მაშინვე გამოიცნო ჩემი აზრები და იგავებით გამიმეორა. შინ რომ მოვბრუნდი, დიდხანს ვფიქრობდი, მაინც რა მადლი აქვს, უფალმა რამხელა ნიჭი მისცა, ეს როგორ შეძლო-მეთქი, თუმცა ამის შესახებ არავისთვის მითქვამს.

მალე, ღვთის ნებით, დედა ელენემ კაცი გამომიგზავნა - ღობის გაკეთებაში მოგვეხმაროსო. ხალისით წავედი... იქ ერთი კვირა დავრჩი და არაერთხელ დავრწმუნდი, ღვთისგან რა ნიჭსა და მადლს ფლობდა დედა ელენე. ყოველ ჩემს იდუმალ ზრახვას კითხულობდა... ძალიან მომინდა, ამ ორ მონაზონს ჩემს სახლში, ჩემსავე კმაყოფაზე ეცხოვრა, ოღონდ კი ელოცათ ჩემთვის... დედა ელენემ ესეც გამოიცნო და მითხრა: - ქრისტეფორე (მამა საბას საერო სახელი, - მ.ტ.), ისე იქნება, როგორც შენ ფიქრობო. თუმცა, ისინი კი არა, მე დავსახლდი მალე მათთან - მათი მორჩილი გავხდი...

ერთხელ ისეთი რამ მითხრა, რაც გამუდმებით მემართებოდა და მეგონა, ღვთისგან იყო: - იცი, ქრისტეფორე, ერთხელ, ღამით, სენაკში ვიჯექი, უცებ იქაურობას ცეცხლი მოედო. აღმომხდა: - ღმერთო, არ ვარ ასეთი მადლის ხილვის ღირსი-მეთქი და თვალები დავხუჭე... რომ გავახილე, ცეცხლი აღარ იყო, რადგან ჩვენება უფლისგან არ მოდიოდა. ასე რომ, თუ მსგავს რამეს ოდესმე წააწყდი, უყოყმანოდ ნუ მიიღებო...

KARIBCHEროგორც გითხარით, მსგავსი ხილვები წლების მანძილზე მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, თავად ღმერთი მიგზავნის-მეთქი, თანაც სწორედ ლოცვისას... შინ რომ მოვბრუნდი და ლოცვად დავდექი (იმ დროს ძალიან ბევრს ვლოცულობდი, თვითნებურად უამრავ მეტანიას ვაკეთებდი, სხეულს ვეღარც ვგრძნობდი, არც ვიღლებოდი... და თან ძალიან ცოტა მეძინა), ოთახი ისევ აივსო ცეცხლით და ისევ ჰაერში ავიწიე... მაშინ დედა ელენეს დარიგება გამახსენდა, პირჯვარი გამოვისახე. ვთქვი, - უფალო, არ ვარ ამგვარი მადლის ხილვის ღირსი-მეთქი. თვალები დავხუჭე და... რომ გავახილე, ყველაფერი გამქრალიყო... მაშინღა მივხვდი, რა ხიბლში ვიყავი და როგორ მამხილა დედა ელენემ... მსგავსი ხილვები მერეც, წლების მანძილზე გრძელდებოდა, მაგრამ აღარ ვიღებდი და დედა ელენეს ლოცვის მეოხებით ისინიც თანდათან გაქრა... ამის შემდეგ უფრო მეტად მივენდე დედა ელენეს...

ერთხელ, ლიტურგიისას, მღვდელმა მითხრა, - ქრისტეფორე, ისწავლე
იპოდიაკვნად მსახურიო. ვუპასუხე, - ვისწავლი, მამაო, და ღვთისმსახური გავხდები-მეთქი. მომიგო, მღვდელი ვერასოდეს გახდებიო... ამ ამბავმა ისე დამამწუხრა, კინაღამ სრულ სასოწარკვეთას მივეცი - იმან კი არ შემაწუხა, მღვდლობა რომ არ მეღირსებოდა, არამედ იმან, რომ სულს ვერასოდეს გადავირჩენდი...

გამოხდა ხანი და იმ ღვთისმსახურთან ერთად დედა ელენეს სენაკს ვესტუმრეთ. გალობა რომ დავიწყე, უეცრად კარში დედა ელენე შემოვიდა და ღიმილით მითხრა: - ქრისტეფორე, შენ ღვთისმსახური იქნებიო, რამაც ძალიან გამახარა, თუმცა ვუპასუხე: - არა, დედაო, მღვდელი ვერასოდეს გავხდები-მეთქი. გამიმეორა: - აი, ნახავ, ღვთისმსახური იქნები და ხალხსაც ძალიან ეყვარებიო... მისი წინასწარმეტყველება 28 წლის შემდეგ მართლაც ახდა...

***
დედა ელენესთან მისი მორჩილი, ევპრაქსია ცხოვრობდა... გამიშალეს საწოლი, ჯვრის გამოსახულებიანი ბალიში დამიდეს... დედა ელენემ კი იქვე მიამბო, როგორ დაუგო ერთმა ხუცესმა მასთან სენაკში ღამის გასათევად მისულ ყმაწვილკაცს ჯვრიანი ბალიში და ეს ყმაწვილკაცი შემდეგ როგორ აღიკვეცა ბერად... დედა ელენემ ამ მონათხრობით ჩემი ბერობა იწინასწარმეტყველა. იმ პერიოდში კუჭის ძლიერი ტკივილი მაწუხებდა. უდაბნოდან რომ ვბრუნდებოდი, დედა ელენემ გზა დამილოცა და პურის ნაჭერი გამატანა - როგორც კი კუჭი შეგაწუხებს, ამ პურის ნაწილი მიიღე ხოლმეო. მგზავრობისას კუჭმა რამდენჯერმე შემაწუხა, მაგრამ მაშინვე მიყუჩდებოდა, როგორც კი იმ პურის ნაწილს შევჭამდი...

***
ერთხელ მორჩილმა ევპრაქსიამ და კიდევ ერთმა ქალმა დედა ელენეს სენაკის გარშემო ჩალის შესაგროვებლად და დასაწვავად კურთხევა გამოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ადგნენ და თვითნებურად იწყეს ამის კეთება... მახსოვს, ძლიერი გვალვა იყო. მოედო ცეცხლი იქაურობას და მალე სენაკისკენ წაიწია. შეშინებული ურჩი მორჩილი აყვირდა: - დედა ელენე, ხანძარია, ვიწვითო. მე და დედა ელენე სენაკიდან რომ გავედით, ცეცხლის ალყაში მოვექეცით... ხანძრის ჩაქრობა დავიწყე. არაფერი გამომივიდა. მაშინ დედა ელენემ სენაკიდან ჯვარი და ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა. ამ სიწმინდეებით ცეცხლს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა, - იესო ქრისტე, გვიშველეო! კელიის გარშემო აბრიალებული ცეცხლი მყისიერად ჩაქრა, თუმცა მოშორებით ისევ გიზგიზებდა და ნელ-ნელა ტყისკენ მიიწევდა... დედა ელენე სენაკის ეზოდან გავიდა, ცეცხლს მიუახლოვდა, ჯვრით და ხატით ჯვარი გადასახა და ისევ შესთხოვა უფალს, - იესო ქრისტე, გვიშველეო. ხანძარი ჩაქრა...

მაშინვე მივხვდით, რომ ეს ხანძარი მისი კურთხევის შეუსრულებლობის ნაყოფი იყო...

***
იმ დროს ფეხი ძალიან მტკიოდა - ჭრილობა გამეხსნა და ჩირქით მევსებოდა... მალე ჩირქი ძვლამდე მივიდა... მაშინ დედა ელენესთან რომ არ ვყოფილიყავი და თავისი ლოცვით არ განვეკურნე, ექიმები ფეხს აუცილებლად მომკვეთდნენ..."



მეწყვილეს ვუთხარი, თან ლაბადა უნდა წავიღოთ, თორემ რაკი დედა ელენე წვიმას სთხოვს უფალს, აუცილებლად გაწვიმდება-მეთქი
თქვენ კი ჯოჯოხეთს წახვალთ
"ყაზახეთიდან რომ დავბრუნდი, დედებს ახალი სახლის აშენება შევთავაზე... მეწყვილესთან ერთად ტყეში ფიცრებს ვამზადებდი. ერთ დილით ვხედავ, დედა ელენე გაწვიმებას ევედრება უფალს. მეწყვილეს ვუთხარი, თან ლაბადა უნდა წავიღოთ, თორემ რაკი დედა ელენე წვიმას სთხოვს უფალს, აუცილებლად გაწვიმდება-მეთქი. არ დამიჯერა და უბრალოდ ჩაცმულები წავედით. სამუშაო ადგილამდე არც კი ვიყავით მისულები, მართლაც დასცხო ძლიერმა წვიმამ...

1957 წლის ზამთარში დედა ელენემ მაკურთხა, უდაბნოს მთებში მეცხოვრა. იქ მაშინ სხვა ბერებიც მოღვაწეობდნენ, მათ შორის - მამა ონისიფორე, მამა პახომი, იეროდიაკვანი ფეოდული და სხვები. ვიპოვე ცარიელი სენაკი, ბოსტანი გავაშენე და იქ ნახევარი წელიწადი გავატარე. ზაფხულში ისეთი გვალვა დაიჭირა, ყველაფერი გადაახმო. ავდექი, დედა ელენეს მივაკითხე და ვთხოვე ელოცა, რომ წვიმა წამოსულიყო... ცოტა ხანში წვიმა კი არა, თოვლიც წამოვიდა, რამაც იქაურები ძლიერ გააოცა. მალე იმის თხოვნა დამჭირდა - დედაო, გვეყოფა წვიმა-მეთქი.

ერთხელ, მისი სახლის შენებისას, ცემენტის ხსნარი მოვამზადე. დედა ელენემ იკითხა: ქრისტეფორე, ამ სიცხეში ცემენტი რომ გახმეს, წყალი ხომ გჭირდებაო? - დიახ, დედაო-მეთქი, მან კი ილოცა: უფალო, ისეთი წვიმა მოგვეცი, კედლები სულ დასველდესო. ხარაჩოდან ჩამოსული არ ვიყავი, ცა ღრუბლებმა დაფარა, წამოვიდა კოკისპირული წვიმა, რომელსაც ისეთი ქარი მოჰყვა, კედლები ყველა მხრიდან დაასველა, 15 წუთში კი, ვითომც არაფერიაო, ისევ მზემ გამოანათა.

დედების სენაკის სიახლოვეს გზის გასაყვანად კლდე უნდა აეფეთქებინათ. მონაზვნებს უთხრეს, ერთი კვირით სენაკი უნდა დატოვოთ, ხოლო თუ შემთხვევით დაინგრევა, ახალს აგიგებთო. მათ კი უპასუხეს: აქ იმდენი ხატი და სიწმინდე გვაქვს, ვერსად წავიღებთ, ამიტომ გვირჩევნია, აქ დავიხოცოთო.

აფეთქებების დროს დედა ელენე ჯვრით ხელში გამოდიოდა სენაკიდან და სენაკს, ეზოს და კლდეს ჯვარს სახავდა. ორი თვის განმავლობაში ქვები და ნამსხვრევები ყველა მიმართულებით ცვიოდა, მაგრამ არც სენაკს და არც მის შემოგარენს კენჭიც არ მოხვედრია, ამფეთქებელთაგან კი ცოცხალი აღარავინ გადარჩა... თავადაც არაერთხელ მითხრეს, აფეთქებული კლდის ნამტვრევები კი არა, სულ სხვა, ზემოდან, მთიდან წამოსული ლოდები გვეცემაო.

ერთხელ დედა ელენესთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და შესჩივლა: ფეხზე ეგზემა მაქვს, ექიმები ოპერაციის გაკეთებას მირჩევენ, მე კი მეშინიაო. დედაომ დალოცა და უთხრა: ოპერაცია გაიკეთე, ნურაფრის გეშინია, შენთვის ვილოცებო. მართლაც, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჭაბუკი გამოჯანმრთელდა, დედა ელენესთან მადლობის სათქმელადაც მივიდა.

ერთი გოგონა, რომლის მდგომარეობაც პროფესორებმა უიმედოდ ჩათვალეს, დედა ელენეს ლოცვით სრულებით განიკურნა.

სოხუმის სიახლოვეს ახალგაზრდა ქალი გათხოვების შემდეგ მეზობლებმა მოაჯადოვეს და ჭკუიდან შეიშალა. მამამისმა ხან ექიმებს მიაკითხა, ხან პროფესორებს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ურჩიეს, დედა ელენესთან მიიყვანეთო, რაც ექიმებს სიცილად არ ეყოთ: რა შეუძლია მონაზონს, როცა პროფესორები ვერაფერს გახდნენო... მოკლედ, დედა ელენე სნეულების მიზეზს მაშინვე მიხვდა, გოგონასთვის ილოცა და იგი მალე სრულებით გამოჯანმრთელდა. მოგვიანებით მან თავად მიამბო, რომ ეშმა ენით უთქმელი სილამაზის ჭაბუკის სახით ეცხადებოდა და ჰპირდებოდა, თუ ქმარს დაახრჩობ, ცოლად შეგირთავო. ერთი სული მქონდა, მეუღლეს ყელში ვწვდომოდი, ძლივს მაკავებდნენო...

ერთმა კაცმა შემომჩივლა, რა ხანია, ძილი აღარ მეკარება, დილით შეშლილივით ვდგები და აღარ ვიცი, რა ვიღონოო. დავამშვიდე, დედა ელენეს ვთხოვ, შენთვის ილოცოს და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გაუხარდა... დედაოც დამთანხმდა... როდესაც იმ კაცს ისევ შევხვდი, მადლობა მითხრა - აღარაფერი მაწუხებსო.

ერთხელ მე და ერთ კაცს მანქანის ქურდობაში დაგვდეს ბრალი და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებშიც დაგვასმინეს. დედა ელენეს შევევედრე, ჩვენთვის ილოცეთ, თორემ ვიღუპებით-მეთქი. დამამშვიდა, ღმერთისა გწამდეთ და ის არ გიღალატებთო. მართლაც, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჩვენს ცილისმწამებლებს მალე თავად მოუწიათ თავის მართლება.

ერთხელ მტკიცედ გადავწყვიტე სოფელ გეორგიევკიდან წასვლა. ამ დროს დედა ელენემ თავისთან მიხმო - ვინმე წამოიყოლე და უდაბნოში წამოდი, ახლომახლო ავაზაკები დაძრწიან და აქ დარჩითო. 2-3 დღე ისე გავიდა, არავინ შეგვინიშნავს. ვიფიქრე, აქ დროს ამაოდ ვკარგავ და მოდი, წავალ-მეთქი, მაგრამ იმ ღამეს ხმაური და ყვირილი გავიგონე, თითქოს ტყეში ვიღაც დაძრწოდა. დედა ელენეს დასაცავად სხვებიც მოვიდნენ, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ. დედაოს რომ ეკითხებოდნენ, აქ ავაზაკებს რა უნდათო, პასუხობდა, ასე ჰგონიათ, ოქროს ხატი გვაქვს, სინამდვილეში კი სპილენძისააო... მოკლედ, უდაბნო 6 თვის განმავლობაში ვერ მივატოვე. როგორც ჩანს, ავაზაკები უფალმა დედა ელენეს ლოცვით გამოგზავნა, რომ გეორგიევკა არ დამეტოვებინა და სულიერად არ დავღუპულიყავი.

ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიაში 500 მანეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთები ამომაცალეს. ვიფიქრე, საბუთებს სადმე გადააგდებდნენ, ფულს კი, აბა, ვიღა დამიბრუნებს-მეთქი... დედა ელენემ ეს რომ შეიტყო, მითხრა, საბუთებს იპოვიო, მაგრამ გავიდა სამი თვე და მათ კვალსაც ვერ მივაგენი. ბოლოს შევჩივლე, თქვენ ხომ მითხარით, საბუთებს დაიბრუნებო, აბა, ამდენ ხანს სად არის-მეთქი? მირჩია, სოფლის საბჭოს მიაკითხე, ესა და ეს კაცი ნახე და რასაც გეტყვის, გააკეთეო. მართლაც ვნახე ის ადამიანი, რომელმაც საპასპორტოში გამგზავნა. შევედი თუ არა, სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი, რომ მომახალეს: მოხვედი, არა, პასპორტის ასაღებადო?!

- რა იცით-მეთქი?

- შენი საბუთები ვიღაცებმა მოიტანეს, თქვეს, ვიღაც ბერძენს ეკუთვნის და უნდა დავუბრუნოთო.

გახარებული გამოვბრუნდი ნაპოვნი პასპორტითურთ...

ცოტა ხანში ამანათი მივიღე. გახსნილი არ მქონდა, დედა ელენემ ღიმილით თქვა, მანდ სანთლები აწყვიაო. მართლაც სანთლები აღმოჩნდა და... კიდევ 500 მანეთი! დედა ელენემ - ეს ის ფულია, შენ რომ ამოგაცალესო.

დედა ელენეს სახლი ისევ რომ გადაუწვეს, მე იმ დროს სოხუმში, მიტროპოლიტ ილიასთან ვცხოვრობდი. ზამთარი იდგა. ვთხოვე, შეიძლება ახალი სახლიც მე აგიშენოთ-მეთქი? როდი გაძალებ, მაგრამ თუ ააგებ, კარგი იქნებაო.

სანამ ვაშენებდი, ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდი იდგა, არც თოვლი წამოსულა, არც წვიმა... რომ დავასრულე, დედაომ მითხრა - ეს სახლი ჩემთვის ააგე, მე კი შენ დაგიტოვებო. ვიუარე, - დედაო, მე ხომ იგი ჩემთვის არ ამიშენებია, თან მარტო აქ როგორ ვიქნები-მეთქი? უფალი ვინმეს გამოგიგზავნისო. ვიფიქრე, ალბათ, ხუცესს გამომიგზავნის, რომელთან ერთადაც ვიცხოვრებ-მეთქი, მან კი ამ ფიქრზე მიპასუხა - მორჩილი გეყოლებაო.

სოფელ გეორგიევკაში ერთ ოჯახში მცირეწლოვანი გოგონა უცნობმა სენმა სიკვდილის პირას მიიყვანა. მშობლები უკვე მიცვალებულივით დასტიროდნენ. იმ დროს დედა ელენესთან ვმუშაობდი. რაკი იგი ჭვრეტის მადლს ფლობდა, ეს უბედურება იგრძნო და მითხრა: ამა და ამ ოჯახს შვილი სიკვდილის პირას ჰყავს, მშობლები დასტირიან, წადი და უთხარი, რომ გოგონა არ მოკვდება, მხოლოდ ჩემამდე მოიყვანონო... ძლივსღა სუნთქავდა საბრალო. დედა ელენემ მისთვის ილოცა, კანდელიდან აღებული ზეთი სცხო, ჯვარი გადასახა და გოგონაც გამოჯანმრთელდა.

წუთისოფლისგან რომ დავეცავი, დედაომ მაკურთხა: წადი, ქრისტეფორე, მონასტერში, იქ იმ ხუცესებს იპოვი, რომლებიც გასწავლიან, როგორ იცხოვროო, - და კიევიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე მამათა მონასტერზე მიმითითა. იქ ერთ ადამიანს ნახავ, რომელიც მიგასწავლისო. თან დასძინა, მონასტერს პეჩორა ჰქვიაო. მართლაც, ჩავედი კიევში, ვეძებე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი ქალაქიდან 800 კილომეტრით იყო დაშორებული... ასე მივაგენი ფსკოვ-პეჩორის მამათა მონასტერს, ვიპოვე ხუცესებიც, რომლებმაც იქ დარჩენა მირჩიეს. ნახევარ წელიწადს ვიცხოვრე იქ და ძალიან გამიჭირდა - მძიმე მორჩილება გვქონდა, ბეტონზე ვმუშაობდი, თან კუჭის სნეულებაც მტანჯავდა. გადავწყვიტე, უდაბნოში დავბრუნებულიყავი და დედა ელენესთვის რჩევა მეკითხა, თან გავიფიქრე: - რა კარგი იქნებოდა, აქ რომ ყოფილიყო, რამეს ხომ მირჩევდა-მეთქი. მოულოდნელად მართლაც ჩამოვიდა, ხუცესები ნახა და სთხოვა, ქრისტეფორე თქვენთან დატოვეთ, აქ კარგად იქნებაო. ვუთხარი, დედაო, აქ ძალიან მძიმე მორჩილება მაქვს-მეთქი, მაგრამ მომიგო: არა უშავს, მალე ტაძარში იმსახურებო და იმავე დღეს უკან გაბრუნდა.

რამდენიმე წელიწადს კიდევ დავრჩი იქ, შემდეგ კი სოხუმში, მიტროპოლიტ ილიასთან გადავედი.

კიდევ გავიხსენებ დედა ელენეს რამდენიმე სასწაულს:

ერთი ქალი ძლიერ ავად გახდა, ექიმებმა ვერაფერი უშველეს, ღმერთს ევედრებოდა, გადამარჩინეო. და აი, ერთხელ უცნობი მონაზონი ესიზმრა, რომელმაც უთხრა: ჩემთან მოდი და გიშველიო. ქალმა ჰკითხა: როგორ გიპოვო, როდესაც შენი არც სახელი ვიცი, არც საცხოვრებელი ადგილიო? მე დედა ელენე ვარ, ჩინის უდაბნოში ვცხოვრობ და ამიტომ ჩინელ მონაზვნადაც მიხსენიებენო.

მართლაც, მიაკითხა იმ ქალმა უდაბნოს და მალე სავსებით გამოჯანმრთელდა.

დედა ელენე სულ მიმეორებდა, ქალაქში არ იაროო, მე კი ვპასუხობდი: დედაო, სულ სხვებს ვუშენებ სახლებს, საკუთარი კი ვერ ამიგია, მაკურთხეთ, ან ავიშენო, ან შევიძინო-მეთქი. არაფერი მიპასუხა. მერე ვკითხე, სად ვიცხოვრებ-მეთქი? სადაც უფალი ინებებს, იქო. მაშინ ვფიქრობდი, რომ უდაბნოში დავრჩებოდი, მან კი სულ სხვა რამ მიწინასწარმეტყველა: ერთ დღესაც სოხუმის ეკლესიაში წასასვლელად ფული მთხოვა. გავიფიქრე, ის ხომ უკვე მოხუცია და ვეღარ დადის, სად წავა, ალბათ, ფული განგებ მთხოვა-მეთქი. გავიდა ნახევარი საათი, სამუშაოს მოვრჩი და... სადღაა დედა ელენე?! ამ ხნის მანძილზე სავარაუდოდ რა ადგილამდეც შეეძლო წასვლა, ყველგან ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. უეცრად გავიხედე და რას ვხედავ! ისეთ მანძილზე მოჩანს, მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იქამდე ამ დროში ფრენით თუ მიაღწევდა... დავეწიე, ვთხოვე, წავიდეთ, დედაო, შინ-მეთქი. ჩემი სახლი იქ არისო, - და ხელი სოხუმისკენ გაიშვირა, რითაც მიწინასწარმეტყველა, რომ გეორგიევკაში არ დავრჩებოდი და ასეც მოხდა.

უკანასკნელად რომ ვნახე, კურთხევისას ხელზე ვეამბორე, მან კი მკერდზე მაკოცა, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია. მივხვდი, ერთმანეთს ვეღარასოდეს შევხვდებოდით.

სიცოცხლის მიწურულს ხალხს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს არაფერი ესმოდა და ვერაფერს გრძნობდა. ყველა ამბობდა, - ცოდოა, დაბერდა და გონება დაკარგაო.

ერთხელ ქალაქიდან თევზი მოუტანეს, მან კი აიღო და ლოგინის ქვეშ დაიდო, თან მორჩილი მკაცრად გააფრთხილა, ჩემს საწოლს არ გაეკარო, თორემ ღმერთი დაგსჯისო. მალე თევზი აყროლდა. ეს იმისთვის გააკეთა, რომ ხალხს წმინდანი არ ჰგონებოდა და პატივი არ მიეგო. მის საწოლს თუ ვინმე მიუახლოვდებოდა, სიბრალულით ამბობდა. "საწყალი დედა ელენე, უკვე ყარსო". ერთმა ქალმა მონაზვნის მორჩილს უსაყვედურა კიდეც, რატომ არ უვლიო, ამ უკანასკნელმა კი ეს ამბავი დედა ელენეს აუწყა. დედაომ დაამშვიდა - არა უშავს, ილაპარაკოს, ეგ ქალი ხვალ ჩემთან მოვაო. მართლაც, მისი ქალიშვილი მეორე დღეს ჭაში ჩავარდა. დედამისი დედა ელენესთან მივიდა, პატიება სთხოვა და შეევედრა, ჩემი გოგონასთვის ილოცეო. დედა ელენეს ლოცვით ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა და გამოჯანმრთელდა, მეორე დღეს კი მონაზვნის მორჩილმა საწოლქვეშ მყრალი თევზი იპოვა, რომელიც სულმთლად ახალს ჰგავდა.

ერთხელ დედა ელენეს მისი დის, მონაზონ ნინოს საფლავის გასაკეთებლად კურთხევა გამოვთხოვე, მერე ვიფიქრე, ოდესმე ხომ დედა ელენეც მიიცვლება, მოდი, ადგილს მისთვისაც მოვამზადებ-მეთქი და კურთხევაც მივიღე. მუშაობისას ხანდახან მოდიოდა და საფლავებს რომ დახედავდა, ცრემლი ნაკადულივით მოსდიოდა.

ერთხელ ვთხოვე: დედაო, ერთ კაცს ძალიან უჭირს, ცოდოა, უნდა გადაარჩინოთ-მეთქი. მან კი მიპასუხა, ისიც მეცოდება და შენც, მაგრამ ყველაფერი დამთავრდაო, - თავისი მოახლოებული გარდაცვალება იწინასწარმეტყველა...

მალე სოხუმში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიასთან (პატრიარქ ილია მეორესთან) გადავედი მორჩილად. დედა ელენეს მორჩილს შევხვდი და დავაბარე, მალე ვინახულებ-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, სანამ შენ იქ ჩახვალ, დედა ელენე გარდაიცვლებაო.

უდაბნოში, დედა ელენეს სენაკში მიბრუნებულმა მორჩილმა დაინახა, როგორ დაანთო დედაომ სანთელი, რომელიც სქემმონაზვნად აღკვეცისას ეჭირა ხელში (ამ სანთელს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ უნთებენ სქემმონაზვნებს) და როგორ დაიწყო ზიარებისწინა ლოცვების კითხვა. მორჩილმა იფიქრა, ალბათ, შეიშალა, ვინ უნდა აზიაროსო. მერე ხედავდა, როგორ ილოცა მთელი ღამე დედა ელენემ, დილით კი მორჩილს უთხრა: წინათ უდაბნოში მონაზვნებს ანგელოზები აზიარებდნენო. შემდეგ სახლს ხატით ხელში გარს შემოუარა და საკუთარ თავს ჰკითხა: "ხატები სად უნდა წავიღო?" - და თავადვე მიუგო: "მეუფესთან, მეუფესთან!.." შემდეგ კი უხილავ ჯალათებს მიმართა: მოხვედით, არა, ჩემს მოსაკლავად? მომკალით, მე მოწამე გავხდები, თქვენ კი ჯოჯოხეთს წახვალთო. ბოლოს მორჩილს მიუბრუნდა და უთხრა: ქრისტეფორემ სახლი მომიწყო და მალე წავალ იქ, თან აქ, თქვენს სიახლოვესაც ვიქნებიო. ამ დროს გეორგიევკიდან ერთმა კაცმა მიაკითხა. დედაომ მასაც უთხრა, მალე გავალ ამ ქვეყნიდანო. იმ კაცმა ჰკითხა: დედაო, ჩვენ ვიღასთან გვტოვებთო? მე კი მივდივარ, მაგრამ შენთვის მაინც ვილოცებო, უპასუხა დედა ელენემ. შემდეგ მორჩილი სადღაც გაგზავნა და მარტო დარჩა.

იმავე დღეს მოკლეს ავაზაკებმა და კლდიდან გადააგდეს. მისი ცხედარი, როგორც თავად თქვა, ორი დღის ძიების შემდეგ იქვე ახლოს, მდინარის პირას ვიპოვეთ. ეს ამბავი 1975 წლის სექტემბერში მოხდა.

ძალიან მინდოდა, მის სენაკში სამუდამოდ დავრჩენილიყავი და მიტროპოლიტ ილიას კურთხევაც ვთხოვე, მაგრამ მან თავისი სახლისკენ მიმითითა და მითხრა: აი, შენი სახლი, წამოაბრძანე უდაბნოდან ხატები და აქ იცხოვრეო. ვერაფრით მოვისვენე და ისევ ვთხოვე - დედა ელენეს სენაკს ვერ მივატოვებ, უდაბნოში უნდა დავბრუნდე-მეთქი. რაკი არ იშლი, ერთ იგავს გეტყვი და მერე თავად გადაწყვიტე, რას იზამო - და იმ მგლის ამბავი მიამბო, თევზის ჭერა რომ ასწავლეს, მან კი იფიქრა, კუდითაც კარგად დავიჭერო, ტბასთან მივიდა, კუდი ჩაყო, თევზის ლოდინში შიგ ჩაეყინა და კუდიც მოსძვრა და ლამის თავიც დაკარგა. ვკითხე: მეუფეო, იქ თავს მომაჭრიან-მეთქი? არ მითქვამს, რომ თავს მოგაჭრიან, მაგრამო... - და აღარ დაასრულა.

მეორე დღესვე გამოვეთხოვე მეუფეს და უდაბნოში დავბრუნდი, თუმცა ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ვინმეს მოვეკალი. დედა ელენესთვის პატივის მიგება მსურდა და ამიტომ არ დავემორჩილე მეუფეს.

უდაბნოში მარტოდმარტომ 8 თვე ვიცხოვრე. მეუფე ხედავდა ჩემს ტანჯვას და რამდენიმეჯერ ისევ მთხოვა, დაბრუნდიო, მაგრამ უდაბნოს დატოვება მიჭირდა, თან დედა ელენეს გამუდმებით ვევედრებოდი, მითხარი, როგორ გამოგასალმეს სიცოცხლეს-მეთქი.

ერთხელ ამ ფიქრით წამოვედი სოხუმში მეუფესთან, რომელმაც მითხრა: ქრისტეფორე, მოემზადე, მალე ბერად უნდა აღგკვეცოთო, რამაც ძალიან გამახარა.

მეუფე ილიამ თავისი ხელით გამიმზადა აღკვეცისთვის საჭირო სამოსი და სახელად ხარიტონი დამარქვა.

უდაბნოში დაბრუნების მეორე დღესვე, დედა ელენეს საფლავთან ლოცვისას, ავაზაკები დამეცნენ, გამკოჭეს, პირში რაღაც ჩამჩარეს, ხელ-ფეხი გამიკრეს და მიწაზე დამაგდეს. ჩემი კლდიდან გადაგდება უნდოდათ. დიდხანს მეწვალნენ, მაგრამ ძვრაც ვერ მიყვეს. გულში მხურვალედ ვლოცულობდი, ოღონდ ახლა გადავრჩე და მეუფესთან დავბრუნდები და დავემორჩილები-მეთქი... ამ დროს ავაზაკებს ისეთი თავზარი დასცა ღმერთმა, ვინ საით გარბოდა, ვეღარ გაეგოთ... მივხვდი, რომ დედა ელენემ დამიცვა.

როდესაც მეუფეს ყველაფერი ვუამბე, ხელმეორედ მაკურთხა, უდაბნოდან ხატები წამომეღო და წმინდა ხარიტონის ცხოვრება წამიკითხა, რომელსაც თავს ყაჩაღები დაესხნენ და ღვთის შეწევნით ცოცხალი გადარჩა, თან დაამატა - ეს ხარიტონი შენ ხარო. მაშინ მივხვდი, რომ მეუფემ ჩემი განსაცდელი წინასწარ განჭვრიტა.

სხვათა შორის, დედა ელენე მიტროპოლიტ ილიას ძალიან ხშირად პატრიარქად მოიხსენიებდა და მისი წინასწარმეტყველება, როგორც ხედავთ, ასრულდა".
ბეჭდვაელფოსტა
07.10. 2017
ია
ამჯამად სად იმყოფება მამა დიმიტრი ?
11.08. 2016
ნინო
უძლიერესია მისი ლოცვის ძალა,ჩემი შვილი დამიბრუნა,აუცილებლად მივიყვან მასთან როცა გვეღირსება საავადმოფოდან გასვლა,საოცარი მადლის მატარებელია.
30.01. 2016
ნონა
მეუფე საბა, დამლოცე სული გადაგვირჩეს მე და ჩემს შთამომავლებს, ჩემს ნათესავებს, ახლობლებს, ნათლულებს.
04.09. 2014
gtxovt gaagrzelot!
gtxovt gaagrzelot!
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat