ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს
ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს
კაცის ცხოვრება მაშინ ფასობს, როცა იგი თავისი საქმიანობთ სიმართლეს ემსახურება
(დასაწყისი #14)

მამა სოკრატე (ჭულუხაძე) 2005 წელს ქაშუეთიდან ავლაბარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაჰყავთ. "მას შემდეგ, რაც ეს ტაძარი ღვთის შთაგონებით ვიხილე, ამ ტაძრის აშენება ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა", - იტყვის მოგვიანებით. 2002 წლის ზაფხულში გულის შეტევის გამო მოძღვარი კლინიკაში თვენახევარი მკურნალობდა.

ანზორ მელია
, პროფესორი, კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი: - ქალაქის პირველი საავადმყოფოს ტერიტორია მთელ ამიერკავკასიაში პირველია ფართის სიდიდით, სადაც სხვადასხვა პროფილის სამკურნალო დაწესებულებაა თავმოყრილი. ამდენად, ტაძრის აგება არათუ საჭირო, აუცილებელიც იყო - ავადმყოფსაც და ექიმსაც უნდა ჰქონდეს საშუალება, მისთვის ყველაზე მძიმე წუთებში შევიდეს ეკლესიაში, ილოცოს და სანთელი დაანთოს. ღვთის ნება იყო, უდავოდ მამა სოკრატე ჩვენთან რომ მოხვდა, რადგან სწორედ მისი თაოსნობით გახდა შესაძლებელი ტაძრის აშენება, თორემ ეს ადგილი უნდა გაყიდულიყო. მადლობას ვწირავთ ღმერთს ამ წყალობისთვის (საუბარი ჩაწერილია 2003 წელს).

მამა სოკრატემ გვიამბო, როგორ გაჩნდა ტაძრის მშენებლობის იდეა:

- ძალიან დამასუსტა ავადმყოფობამ. ვიდრე კარდიოლოგიურ კლინიკაში მოვხვდებოდი, მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ბავშვივით თავიდან ავიდგი ფეხი.

27 აგვისტოს, საღამოს, განმარტოება მომინდა. პალატიდან ეზოში გამოვედი გასასეირნებლად. ამდენი ხნის ულოცველს, ლოცვა ძალიან მომწყურებოდა. მივედი იმ ადგილას, სადაც ფეხს კი არა, გულს მივყავდი. ამოვიღე ჯიბიდან ლოცვების კრებული და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელზე პარაკლისის ჩატარება დავიწყე. ლოცვისას ისეთი არაამქვეყნიური, ამაღლებული განწყობა დამეუფლა, ძნელია მისი სიტყვით გადმოცემა. ის იყო, ლოცვას ვამთავრებდი, მორჩილმა მომაგნო, - მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე მოვიდა თქვენს სანახავად და გელოდებათო. ვუპასუხე, აქ მიპოვის-მეთქი, ცოტა ხნის შემდეგ მართლაც გამოჩნდა მეუფე ანანია. "მეუფეო, ღმერთმა მოგიყვანათ იმ ადგილის საკურთხებლად, სადაც ანდრია პირველწოდებულის ტაძარი უნდა აშენდეს, უკვე დაგასწარით ამ ადგილის შერჩევა-მეთქი. სიტყვები მეფური დამაჯერებლობით წარმოვთქვი, რადგან უკვე ზეცაში ყველაფერი გადაწყვეტილიყო, რისი გაცხადებაც ჩემი საშუალებით მოხდა. მეუფე ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა, იმ ადგილას მივიდა, სადაც მივანიშნე, დაიხარა, თითქოს მიწა დაყნოსა. ერთხანს მდუმარე იყო, მერე უცებ შვებით ამოისუნთქა: - მართლაც დიდებული ადგილია, ღმერთმა აკურთხოს ამ წმინდა ადგილას ტაძრის მშენებლობაო. როგორც კი მიწას პირჯვარი გარდასახა, მეც შვებით ამოვისუნთქე, რადგან საბოლოოდ მივიღე ღვთისაგან დასტური.

მეორე დღეს, ექიმების თვალწინ, ღმერთმა ამ ადგილას სამი უმძიმესი ავადმყოფი განკურნა ჩემი ლოცვით. ამის შემდეგ უფრო მეტად დაუჭირა მხარი ტაძრის მშენებლობას სამედიცინო პერსონალმა.

ღვთის შეწევნით, ყველაფერი სწრაფად მოხდა. ხუთშაბათობით საჯანმრთელო პარაკლისებს ვკითხულობდით. ძალიან ბევრი ავადმყოფი განიკურნა. ტაძარიც უცებ აშენდა, მოპირკეთდა და მოიხატა უნიჭიერესი მხატვრის, ვალერი მიქავას მიერ. ტაძრის ეზოში გაშენდა ყვავილების მშვენიერი ბაღი, აუზი, ღვთის განგებულებას წინ ვერაფერი დაუდგება. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის (საუბარი ჩაწერილია 2005 წელს).

ვესაუბრებით მამა სოკრატეს სულიერ შვილს, ქალბატონ თინათინ ჭაბუკიანს.

- ქ-ნო თინათინ, მამა სოკრატეს დიდი ხანია იცნობთ, ფილმიც გადაიღეთ მასზე. რას გაიხსენებდით თქვენი ურთიერთობიდან?

- 34 წლის ვიყავი, როცა მამა სოკრატეს საშუალებით დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, იგი 25 წელია, ჩემი ერთადერთი, შეუცვლელი მოძღვარია.

ღვთის ნებით მოხდა ჩვენი გაცნობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწმე ვარ იმისა, რასაც ღმერთი მისი ლოცვით აღასრულებს. სოკრატეზე ფილმის გადაღების დროს ძალიან დიდი ბრძოლები შემხვდა. პრაქტიკულად, იმის შემდეგ აღარც გადამიღია სხვა ფილმი. თავიდან თვითონ წინააღმდეგი იყო მასზე ფილმის გადაღებისა, ძლივს დავითანხმე. მისი ერთი სინქრონიც არ არის ამ ფილმში.

ბათუმში ფილმის ჩვენებამდე მამა სოკრატემ მოინდომა მატათა მოციქულის საფლავი მოელოცა. როცა მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო, მოულოდნელად წვიმა წამოვიდა და ცას ცისარტყელა გადაეკრა, მოწმენდილ ცაზე წვიმის წამოსვლა და ცისარტყელას გამოჩენა მართლაც საოცარი სანახავი იყო, მადლობა ღმერთს, გადაღებული მაქვს ეს კადრები. ამ და სხვა მრავალმა სასწაულმა ჩამაგონა, მეორე ნაწილიც გადავიღო მამა სოკრატეზე თუ, რა თქმა უნდა, ღვთის ნება იქნება.

ვიდრე ფილმის ჩვენება დაიწყებოდა, უამრავი ხალხი მოაწყდა მოძღვარს კურთხევის მისაღებად, ძლივს მივიკვლევდით გზას დარბაზისკენ. დამამახსოვრდა ერთი ქალის სიტყვები, - მე არ ვიცოდი, ოდესმე თქვენამდე თუ მოვაღწევდი და ვიცი, ახლა მეშველებაო. უცებ ჩოჩქოლი ატყდა. გაოცებული ხალხი ყვებოდა, რამდენიმე წამის წინ, მოძღვრის კურთხევის შემდეგ ბრმა ქალს მხედველობა დაუბრუნდაო, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. მეორე ქალბატონი, რომელიც მოძღვრის სკამის უკან იჯდა ფილმის პრემიერაზე, ფეხს ვერ ამოძრავებდა და მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრმა ქალს თვალი აეხილა, მამა სოკრატეს ხელებით ეხებოდა თურმე მხარზე და პრემიერის შემდეგ ჩვეულებრივად დაიწყო სიარული.

და კიდევ ერთი სასწაულიც, რომელიც ამ ფილმს უკავშირდება. როდესაც ფილმი ინტერნეტში დაიდო, ამერიკაში უნახავს უკურნებელი სენით დაავადებულ კაცს, რომლისთვისაც უნდა გაეკეთებინათ გადაუდებელი ოპერაცია. ფილმის ნახვის შემდეგ ავადმყოფს მეუღლისთვის უთხოვია, ოპერაციამდე სასწრაფოდ გამომგზავრებულიყო საქართველოში, მამა სოკრატემდე მოეღწია, რომ მის სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისი გადაეხადათ. მამა სოკრატემ მასზე ილოცა და როდესაც ოპერაციის წინ მეუღლემ ამერიკაში დარეკა, ამ ლოცვამ რაიმე შედეგი ხომ არ მოახდინაო, დაუჯერებელი რამ შეიტყო - ავთვისებიანი სიმსივნე საერთოდ გამქრალიყო. სხვათა შორის, რაც თავი მახსოვს, მამა სოკრატე ყოველთვის კითხულობდა კვეთებულის ლოცვას და ამ ლოცვით ბევრი განიკურნა უკურნებელი სენისგან, მათ შორის, მისი პირადი ექიმი, რომელმაც ეთერში განაცხადა: - მას შემდეგ, რაც მამა სოკრატე ჩემთან მოვიდა და ცრემლით შესთხოვა უფალს ჩემი გამოჯანმრთელება, სასწაული მოხდა და აბსოლუტურად განვიკურნე ავთვისებიანი სიმსივნისაგანო.

- თქვენს თავზე თუ გამოგიცდიათ მამა სოკრატეს ლოცვის ძალა?

- ძალიან ბევრჯერ, ერთხელ როდესაც გავიღვიძე, ცერა თითი ვეღარ მოვხარე, მივაკითხე ექიმებს. ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა. ბოლოს, ოპერაციის გაკეთება მირჩიეს - ძვალი უნდა დავამტვრიოთ და მის მაგივრად უცხო სხეული ჩავდგათო. ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. ეკლესიაში ჩვეულებრივად დავდიოდი წირვა-ლოცვაზე, თუმცა, ერთხელაც არ მომსვლია აზრად, მამა სოკრატესთვის მომეყოლა ეს ამბავი. როცა მასთან შევედი, თვითონ მკითხა, - რა გჭირს ხელზეო. უცებ მოვეგე გონს და მოვუყევი ყველაფერი. ძალიან ბევრი იცინა, როგორც კი ლოცვა წამიკითხა, სახვევი ხელიდან მოვიხსენი და მას შემდეგ აღარც მახსოვს, მარჯვენა ცერი მაწუხებდა თუ მარცხენა. ძგიდის გამრუდების გამო სუნთქვა მიჭირდა და ექიმები ოპერაციას მირჩევდნენ. მოძღვარმა მითხრა, - ნარკოზზე ვერ მოგცემ კურთხევას, ვილოცოთ და ღმერთი შეგეწევაო, მისი დალოცვის შემდეგ ოცი წელია, აღარ შეუხსენებია თავი ამ პრობლემას. ფილმში ჩემს დისშვილზეც არის მოთხრობილი, თუ როგორ განიკურნა მამა სოკრატეს ლოცვით, ამიტომ ახლა ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

მამა სოკრატე ძალიან ყურადღებიანი მოძღვარია, ზოგჯერ თუ წირვა-ლოცვას არ დაესწრები რაიმე მიზეზით, ტაძარი მრევლით გაჭედილიც რომ იყოს, მის მახვილ მზერას მაინც არ გამოეპარება ეს და გეტყვის, - წირვა რატომ გააცდინეო. მისი კატეგორიული მოთხოვნაა, ქალი შარვლით არ შევიდეს ეკლესიაში. ერთ ზამთარს ძალიან ციოდა და გრძელი პალტო ჩავიცვი, რომ შარვალი არ გამოჩენილიყო. მაინც მიხვდა და ჩემს გასაგონად სხვას უთხრა, ზოგიერთს ჰგონია, რადგან გრძელი პალტო ჩაიცვა, ვერ მივხვდები, რომ პალტოს შიგნით შარვალი აცვიაო".

მამა სოკრატე თვითონაც ძალიან ავად იყო, მაგრამ უფლის წყალობით, გამოვიდა მძიმე მდგომარეობიდან, არასდროს მიფიქრია, რომ ის ვერ გადალახავდა ავადმყოფობას, რადგან ძალიან სჭირდება ადამიანებს მისი დახმარება. ამ ბოლო დროს ხშირად გამიგონია მისგან: "ძალიან დავიღალე, როგორც ჩანს, ხალხს ვჭირდები, თორემ იმდენად დაუძლურებული ვარ, უფალი აქამდე გამიყვანდაო". უდიდესი ენერგია მიაქვს კვეთებულისა და ლახვრის ლოცვებს. ერთხელ შევესწარი, ტირილით ამბობდა: "ეგების უფალმა მეც შემიწყალოსო", ვანუგეშე, რაც შემეძლო, შენ რომ ასე ამბობ, მაშ, ჩვენ რაღა გვეთქმის-მეთქი... მამა სოკრატე ჩემთვის მარტო მოძღვარი კი არა, ყველაფერია (სინქრონის დასასრული).

2002 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ არქიმანდრიტი სოკრატე აკადემიის საპატიო აკადემიკოსად აირჩია, 2012 წლის 15 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

პოეზია მამა სოკრატეს ბავშვობისდროინდელი გატაცებაა. "ბავშვობაში ხშირად მინატრია, ნეტავი ისეთი ლექსი დამაწერინა, რომ ისტორიას დარჩეს-მეთქი, თუმცა პირველი ლექსი სამშობლოზე 1966 წელს დავწერეო", - ამბობს. მამა სოკრატე რამდენიმე წიგნის ავტორია. "ლექსად თქმული ლოცვები", ასეა დასათაურებული მისი მოზრდილი ლექსების კრებული, რომლის წინასიტყვაობაშიც ვკითხულობთ: "მამა სოკრატეს ლექსები მკითხველს სულიერ სიმშვიდეს და სინათლეს, აზიარებს, დარწმუნებული ვარ, რომ კრებული "ლექსად თქმული ლოცვები", ყველა ქართველი ქრისტიანის ოჯახში წმინდა ადგილს დაიკავებს", - წერს ნინო შუბლაძე. გაგაცნობთ რამდენიმე ლექსს ამ კრებულიდან.

მე საქართველოს შვილი ვარ,
დადგინებული ღვთისაგან,
უფალს დიდებას შევწირავ,
რომ გვიხსნას ბოროტისაგან.
ხელთ წმინდა ჯვარი მიპყრია,
ქრისტეს მივაწვდენ ხმასაო,
ბოროტი განიოტება,
სამოთხე გვიღებს კარსაო -
სადაც წმინდანნი არიან
ხარობენ ედემს ბაღსაო,
შევევედრები რომ ყველას,
იქ მოგვცემ მკვიდრობასაო.
რამდენსა ცოდვას ჩავდივართ
გული არა გვაქვს წმინდათა,
რა უმადურნი დავდივართ
ღვაწლს არ ვაფასებთ ღვთისასა.
ჩვენით, ჩვენ რას წარმოვადგენთ,
ხორცს ვაფუფუნებთ მიწადა,
სული საითკენ წაგვივა -
აწ გამოჩნდება ვინ-სადა...
მე ვგრძნობ, რომ ჩემით არა ვარ,
და ჩემით, ვერცა ვიქნები,
რაც კი მაქვს ნათხოვარია,
ვალში ვარ, ვალში ვიქნები.
აწ შემიძლია მხოლოდ ვთქვა
ჩემთა უღირსთა ბაგითა -
მადლობელი ვარ ყოვლისთვის,
მის ნახევარსაც არ ღირს ვარ.
მე არ მინდა სხვამ იწვალოს,
არ მსურს ვისმე წამება,
გადმოხედე ყველა ტანჯულს,
ყოვადწმინდა სამება.

დეკანოზი ბასილი როსტიაშვილი:
როდესაც წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დიაკვნად ვმსახურობდი. არქიმანდრიტმა დემეტრემ გამგზავნა მამა სოკრატესთან დასახმარებლად, ორი კვირით. პირველი შეხვედრისთანავე რატომღაც ძალიან დადებითად განეწყო ჩემდამი და მთხოვა, მასთან დავრჩენილიყავი. ეს იყო 2007 წელს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარი 8 თვის ამოქმედებული იყო, მაშინვე მოხდა ჩემი მღვდლად კურთხევა და დამადგინეს ამ ტაძრის მოძღვრად.

მამა სოკრატე 40 წელზე მეტია, ასე წმინდად ლოცულობს, მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ უდიდესი მოძღვარია. დიდი მადლი აქვს და ამიტომაც ისმენს უფალი მის ლოცვებს. მე პირადად ვარ იმის მოწმე, რამდენი ადამიანი განიკურნა და ფეხზე დადგა მისი ლოცვის წყალობით, ბევრმა მათგანმა ამის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. მისი ლოცვის სასწაულის თვითმხილველია უამრავი ადამიანი. მამა სოკრატეს სუფთა გული, უბოროტობა, მიმტევებლობა, ბავშვური გულწრფელობა და კეთილშობილება ყველას ანდამატივით იზიდავს. უამრავი განკურნების შემთხვევა ხდება მამა სოკრატეს ხელით, ვიცი, ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მე, როგორც ამ ამბის შემსწრემ, უნდა ვისაუბრო ამის შესახებ. უიმედო ავადმყოფები, რომლებიც სიმსივნის ბოლო სტადიაზე იყვნენ და გადარჩენის ერთი პროცენტის შანსიც არ ჰქონდათ, მამა სოკრატეს კვეთებულით განიკურნენ და დღეს ამ ტაძრის მრევლი არიან. საავადმყოფოებში მწოლიარე სულთმობრძავი ავადმყოფები, რომელთაც ექიმებისგან სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ უკვე გამოტანილი, მამა სოკრატეს ლოცვით ფეხზე წამომდგარან, რადგან რწმენით იყვნენ დამტევი იმ მადლისა, რაც მათ მამაოს წმინდა ლოცვის წყალობით მიიღეს.

- რამდენადაც ვიცი, წლევანდელი ზამთარი ძალიან მძიმე იყო მამა სოკრატისთვის, მისი გამოჯანმრთელების ყოველგვარი იმედი გადაწურული იყო.

- ცნობილი პროფესიონალი ექიმები გვიხსნიდნენ, სამედიცინო თვალსაზრისით მისი გამოჯანმრთელება და სიცოცხლისკენ შემობრუნება აბსოლუტურად გამორიცხული იყო. მას თირკმლების მწვავე უკმარისობა აღმოაჩნდა, რასაც დაერთო ფილტვების ანთება, თავის ტვინის შეშუპება და თანამდევი გართულებები, ვერაფერს გრძნობდა და ამ სამყაროსთან გაწყვეტილი ჰქონდა ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტი. 31 დეკემბრის შემდეგ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, მესამე დღეს მოულოდნელად გაახილა თვალი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის პალატაში. ეს ექიმებისთვის წარმოუდგენელი სასწაული იყო. ვინ იფიქრებდა იმას, რომ იგი ფეხზე წამოდგებოდა და კვლავ ეკლესიას დაუბრუდებოდა? (სინქრონის დასასრული).

იმ დღებში, როდესაც სიკვდილს ებრძოდა, არქიმანდრიტი სოკრატე ჭულუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ეკლესიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

არქიმანდრიტი სოკრატე: - ეს ჯილდო, საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, მერე ვნახე და ძალიან გამიხარდა. ბევრი ჯილდო მიმიღია, მაგრამ წმინდა ნინოს ოქროს ორდენი, განსაკუთრებულია... თითქმის თვენახევრის მანძილზე ამ ქვეყანას აღარ ვეკუთვნოდი, მხოლოდ საწოლზე იყო დასვენებული ჩემი სხეული, მართალია, კონტაქტი არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი და ვხედავდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, ვხედავდი ბევრად მეტსაც, რადგან სულიერი ხედვის მასშტაბი გაცილებით მეტია, სიკვდილის ანგელოზმა თავისი მანქანით თითქოს ერთად შეგვყარა ყველანი, ვეკითხებოდი, სად მიგყავთ ეს სულები, ყველანი უნდა გადაყაროთ-მეთქი? გარდაცვლილი ბევრი იყო და მათზე ვწუხდი. იმდენად ძნელია ამის თვალნათლივ განცდა, ალბათ ასეთი ძნელი დღეები არასოდეს დამდგომია ცხოვრებაში. როდესაც ისევ მოვბრუნდი და ჩემს მორჩილებთან იმის მოყოლა დავიწყე, რაც აქ ხდებოდა, მეკითხებოდნენ, - ეს საიდან იცი, როცა აპარატზე იყავი ჩართულიო. როგორ გითხრათ, პატრიარქთან ვინ რა საკითხზე შედიოდა, ესეც ცნობილი იყო ჩემთვის.

- ისევ აპირებთ კვეთებულის კითხვას?

- რა თქმა უნდა, ალბათ იმიტომ დამაბრუნა ღმერთმა, რომ ჩემი საქმიანობა გავაგრძელო. ნუ წარმოიდგენთ ისე, რომ მე ვკურნავ ადამიანებს, მე ვლოცულობ და მკურნალი ქრისტეა. ბავშვობიდან მომიწოდა ღმერთმა ამ საქმისთვის. 1954 წელს, სკოლა რომ დავამთავრე და სვეტიცხოვლის ტაძარი ვნახე, გულით ვინატრე, ნეტავი, მთელი სიცოცხლე მე დამავალოს ვინმემ სვეტიცოხვლის კარების ყოველდღე გაღება და დაკეტვა-მეთქი. ყოველთვის წინადღით მიყვარდა მეორე დღის დაგეგმვა. ცხინვალში ვიყავი მაშინ, სარკეში რომ ჩავიხედე, ვიფიქრე, დიდი თმა გამეზარდა და ხვალ დილით თმასაც გავისწორებ და წვერსაც შევიკრეჭ-მეთქი. როცა მეორე დღეს ამის გაკეთება დავაპირე, ხმა მომესმა, "თმა-წვერი აღარ გაიკრიჭო". ასეთი ბევრი მინიშნება მქონია.

ძალიან დიდი ენერგია მიაქვს კვეთებულის ლოცვას, მაგრამ შედეგს ვხედავ, ისე მიხარია, რომ ახალი სასიცოცხლო ძალა მიბრუნდება.

ერთმა მხატვარმა ქალბატონმა შემომჩივლა, "მამაო, ყოველდღე თვალისჩინი მაკლდება, ალბათ მალე დავბრმავდები, არადა ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და იმათზე ვდარდობ, ვინ მიხედავს მათო". დავლოცე და როცა მხედველობა სრულიად აღუდგა, ჩემი პორტრეტი დახატა და მაჩუქა. ერთი კაცი მუხლს ვერ ხრიდა, სახსარი ჩაკეტილი ჰქონდა, რომ დავლოცე და შვება იგრძნო, შემეკითხა, დაჩოქებას შევძლებო? დაიჩოქე-მეთქი. დაიჩოქა, ახლა ჩემით წამოვდგებიო? წამოდგები და გაივლი-მეთქი. მართლა ასე მოხდა, აქედან საღსალამათი წავიდა, ჩემი მრევლი გახდა და წირვა-ლოცვას არ აცდენს, ჯოხი კი მე დამიტოვა საჩუქრად.

- ბოლოს, რას ეტყვით საიმედოს ჩვენს ხალხს?

- ერთ პატარა ლექსს წავიკითხავ და ამით გამოვთქვამ ჩემს რწმენასა და იმედს:

საქართველოს გადარჩენა,
გაბრწყინება უწერია,
ფეხზე დგება, ფეხზე დგება
ღვთის წინაშე იბერია!!!


ბოლოს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ. ჩემმა ცხოვრებისეულმა ალღომ და გამოცდილებამ დამარწმუნა, კაცის ცხოვრება მაშინ ფასობს, როცა იგი თავისი საქმიანობთ სიმართლეს ემსახურება. ვიცი, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. გისურვებდით სიმართლის სამსახურში ჩაგეყენებინოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა და რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, არ გადაგეხვიოთ ამ გზიდან. ღმერთმა ღირსეულად გატაროთ ამ გზაზე!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat