კვლავაც კეთილი ძალის სამსახურშია
კვლავაც კეთილი ძალის სამსახურშია
არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე) 80 წლისაა
ათი წლის წინ ონკოლოგიურ დაწესებულებას მიაკითხა პაციენტმა, რომელსაც ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - ავთვისებიანი სიმსვინის შორსწასული ფორმა. ავადმყოფის გადარჩენის შესაძლებლობა თითქმის გამოირიცხა, მაგრამ ქირურგები მას სიცოცხლის რისკის ფასად გადაუდებელი ოპერაციის გაკეთებას მაინც ურჩევდნენ.

ბაადურ გიგიაძე: - ასეთი მძიმე დიაგნოზი რომც არ დაესვათ, მაინც ვაპირებდი მამა სოკრატესთვის მეთქვა. იგი ჩემი მოძღვარია და ადრე დისკოზისაგანაც მისი ლოცვით განვიკურნე. ამიტომ ონკოლოგიის ინსტიტუტში მისი გამოჩენა ჩემთვის უდიდესი იმედი იყო. გეცოდინებათ ალბათ, მამა სოკრატე ბავშვობიდან ვერ ამოძრავებს მარჯვენა ხელს. როცა პალატაში ამ მდგომარეობაში მიხილა, ისეთი ძალა მიეცა, ორივე ხელით ჰაერში ამიტაცა და ჩემი სხეულით ჯვარი გამოსახა. ასეთი რამ მისთვისაც უჩვეულო იყო. როცა თავის მადლიან ლოცვას მორჩა, მითხრა: "უკვე შენი სიმსივნე ისე დაპატარავდა, ოპერაცია ძალიან მალე დამთავრდება, ჩემთან რომ ადრე მოსულიყავი, ესეც არ დაგჭირდებოდა. ახლა კი ხატები საოპერაციოში წავიღოთ, იქ ვილოცოთ და მალე შენ თვითონ დარწმუნდები, რომ ღმერთმა სიცოცხლე გაჩუქაო".

რევაზ გაგუა, საქართველოს ანდრო ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პრეზიდენტი, პროფესორი.

- წინასწარ ჩატარებული გამოკვლევისა და ანალიზების შედეგებით სიმსივნური წარმონაქმნი საოპერაციოდ ძნელად მისადგომ ადგილებს მოიცავდა. ოპერაცია იმიტომ იყო რთული, რომ დანით უნდა შევხებოდით ბრონქებს, გულის წინ მდებარე სასიცოცხლო მნიშვნელობის სისხლძარღვებს, იქვეა ფილტვი, სასუნთქი და საყლაპავი მილი, უამრავი ნერვული წნული. ყველა ეს ორგანო უნდა გაგვეწმინდა მეტასტაზებისგან.

მართლაც, დაუჯერებელი სასწაული მოხდა. მას შემდეგ, რაც ბაადურმა ჩვენთან მოიყვანა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მოძღვარი მამა სოკრატე, უდიდესი რელიგიური პიროვნება და მე ვიტყოდი, საზოგადო მოღვაწე, ოპერაციამ, რომლის ჩატარებისაც ასე გვეშინოდა, ბრწყინვალედ ჩაიარა და, შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი შედეგით დასრულდა. მამა სოკრატემ საოპერაციოს კურთხევის შემდეგ ქირურგებიც გვაკურთხა, შემდეგ კი ჩვენი დაწესებულების ეზოში შევარჩიეთ ადგილი, სადაც მისი კურთხევით, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარი უნდა აღიმართოს, რომელიც ძალიან წაადგება აქ მოხვედრილ ავადმყოფებს. ახლა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც რწმენა გადაარჩენს საქართველოს (საუბარი ჩაწერილია 2003 წელს).

არქიმანდრიტი სოკრატე იმ მადლმოსილ სასულიერო პირთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც იმისთვის იბადებიან, თავიანთი არსებობით ადამიანებს ცხოვრების ტვირთი შეუმსუბუქონ და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნონ. მას ღმერთმა ლოცვის მეშვეობით უხვად უწყალობა სასწაულებრივი კურნების ნიჭი. გამოცდილ მოძღვარს მაშინ სტუმრობენ სნეულნი, როცა ექიმებს მათი გამოჯანმრთელების ყოველგვარი იმედი ამოეწურებათ. ალბათ, სწორედ ესაა მისი პოპულარობისა და საყოველთაო სიყვარულის მიზეზი.

სრული გამოჯანმრთელებისთვის ზოგჯერ გარკვეული დროა საჭირო, ზოგჯერ კი კურნება პირველი ლოცვისთანავე მიიღწევა. ეს, გარკვეულწილად, რწმენაზეც არის დამოკიდებული. მოძღვარს კი, რწმენასთან ერთად, დიდი სულიერი ენერგია და ფიზიკური ძალისხმევა სჭირდება. სწორედ ასეთ მოძღვრებზე ამბობს ქრისტე: "სახელითა ჩემითა სნეულსა ზედა ხელსა დასდებდეთ და გაცოცხლდებოდეს, რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გეყოთ თქვენ".

არქიმანდრიტი სოკრატე:


- ახალგაზრდობაში მქონდა ჩვენება, რომ ეს საქმე მეკეთებინა. კვეთებულის ლოცვას მას შემდეგ ვკითხულობ, რაც მოძღვარი გავხდი. ღვთის მადლით, მართლა ბევრი იკურნება, კვეთებული უძლიერესი ლოცვაა, რომელიც IV საუკუნეში მოღვაწე მსოფლიო მნიშვნელობის მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა შექმნა. ამ ლოცვას მოძღვრისაგან ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, ბრძოლაც დიდია. ლოცვის დროს მეხმარება ჯვარი, ლახვარი და ნაკურთხი წყალი. როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, ფერდში ლახვარი უგმირეს და გარდამოხდა სისხლი და წყალი. ეშმაკი ხომ ჯვრითა და ლახვრით დაითრგუნა, ამიტომაც აქვს ლახვარს ჯვრის ტოლფასი ძალა.

ზოგჯერ ეშმაკი ადამიანში შედის, ბატონობს მასზე, თავის ჭკუაზე ატარებს, მართავს, ალაპარაკებს. ერთხელ გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან 17-18 წლის გოგონა მომიყვანეს მშობლებმა, მგონი, ნანი ერქვა. არავის ემორჩილებოდა, ძირს ეცემოდა, ყვიროდა, მაინც დაუსხლტათ ხელიდან, ცდილობდა მანქანას შევარდნოდა - თავის მოკვლა უნდოდა. მეც გამიჭირდა მისი დამორჩილება. ბოლოს მაინც განიკურნა.

ძალიან ვიღლები მათთან, ვინც ეშმაკისგან არის შეპყრობილი ან ჯადო აქვს გაკეთებული. ამ დროს სახეზე მიტკლის ფერი მადევს და მყისიერად ისე ვითიშები, უცებ კაცს რომ ძილი მოგეკიდება და ჩაგთვლემს. ამ დროს ბევრ ნაკურთხ წყალს ვიპკურებ, მერე თანდათანობით ისევ მოდის ენერგია და განვაგრძობ ლოცვას (საუბარი ჩაწერილია 1999 წელს).

ვინც მოძღვრის ნაცვლად ყურს მიუგდებს
მკითხავს და მოლას,
ის ჯოჯოხეთში საუკუნოდ
იწვის და ბოლავს...
ასეთისაგან ღმერთმა იხსნას
ქართველი ერი,
ეშმაკთ მიმდევრის
აღიხოცოს სახსენებელი.
19 მაისი, 2001 წელი.

კვეთებულისა და ლახვრის ლოცვის დროს მამა სოკრატე უდიდეს დარტყმას იღებს თავის თავზე - თვითონ ხდება ბოროტ ძალთა სამიზნე. "ავი სულები არსებობენ და მოქმედებენ ადამიანისთვის ზიანის მისაყენებლად, მათ დასაღუპად. უარყოფა მათი არსებობისა წმინდა წერილისა და ქრისტიანობის უარყოფას ნიშნავს", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი.

უკეთურ ძალთაგან ვნებულნი რომ დღესაც მრავლად არსებობენ, ამას მოწმობს თბილისელი ლ.კ.-ს წერილი.

"ოთხი შვილის დედა ვარ, ქვრივი. ასე 60 წლის ვიქნებოდი, თითქოს რაღაც ძალამ თავში დამარტყა და მარცხენა მხარე გამიჩერა. რამდენჯერაც წამოდგომა დავაპირე, ვერ შევძელი. იმ დღიდან, საშინელი სიზმრები დამჩემდა, გაურკვეველმა შიშმა მომიცვა. შემზარავი ფიქრები ამეკვიატა გარდაცვალებაზე. სულიერად ვიტანჯებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეულში ქვეწარმავლები მიძვრებოდნენ. მეშინოდა არ გავგიჟებულიყავი. ექოსკოპიური და კომპიუტერული გამოკვლევებით არაფერი გამოვლინდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც ვერ გაიგეს, რა მჭირდა. პირიდან ხან მამლის ყივილის, ხანაც ცხოველის ბღავილის მსგავსი ხმები ამომდიოდა, არ ვიცინოდი და ამ დროს თითქოს ვიღაც ხარხარებდა ჩემში, შვილები შეშინებულნი მაკვირდებონენ. ლოგინად ჩავარდნილს აღარც ჭამა მინდოდა, აღარც ლაპარაკი, მხოლოდ ღმერთს შევთხოვდი შველას.

მდგომარეობა დღითითღე მიუარესდებოდა. როდესაც ჩემმა შვილებმა სახლის საკურთხებლად მოძღვარი მოიყვანეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიიდან, უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი - უცებ სახე დამეღრიცა და ენა გადმომივარდა, რამაც მღვდელი გააოცა.

ცდუნებამ მძლია და "ნათელმხილველების" ძებნა დავიწყე, ბოლოს, ღმერთმა იმას მაინც მიმახვედრა, რომ თვითონ ბოროტის სამსახურში მყოფი კაცი ვერაფერს მიშველიდა. როგორც იქნა, ერთმა დალოცვილმა მირჩია, მამა სოკრატესთან მივსულიყავი. მისი პირველი ლოცვის შემდეგ, უდიდესი შვება ვიგრძენი. რამდენიმე დღეში წამოვდექი ფეხზე, სიცოცხლე დამიბრუნა მისი კურთხეული ლოცვის ძალამ! რაც მაწვალებდა, უცებ მომეხსნა, თითქოს მეორედ დავიბადე ამქვეყნად. მიჭირს სიტყვებით გამოვთქვა მადლიერება... ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მამა სოკრატე გაჭირვებული ხალხის იმედად!"

არქიმანდრიტი სოკრატე (ერისკაცობაში - სეხნო ჭულუხაძე) დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთში დაიბადა 1933 წლის 19 თებერვალს.

ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალა სამი და. დამწუხრებული ყრმა გამუდმებით შესთხოვდა ღმერთს დების უმანკო სულთა ზეცაში დამკვიდრებას.

8 წლისამ თავადაც ჩახედა სიკვდილს თვალებში - სასწაულებრივ გადაურჩა მდინარე ლიახვში დახრჩობას, "მშვიდობით ქვეყანავ", - ასე ეთხოვებოდა თურმე სამყაროს, თუმცა ეს ორი სიტყვა ოდენ ქვეყნიერებასთან გამოთხოვებას როდი ნიშნავდა, როგორც განმარტავს, ეს სიტყვები დედამიწის ყოველი მკვიდრის დალოცვის საკრალურობასაც მოიცავდა. სტიქიასთან შერკინებულ ბავშვს გადარჩენა მხოლოდ მას შემდეგ ურწმუნებია, სახლამდე ბარბაცით მისულს, ეზოში უსაყვარლესი დედა და აკვანში მწოლიარე უმრწმესი ძმა რომ დაუნახავს. იმ წუთას ასეთი ლოცვა აღმოხდენია ბაგეთაგან: "ღმერთო, ბედნიერი ამყოფე ყოველი ადამიანი და მე მატვირთე მათი წილი განსაცდელი". უფალმა შეისმინა მისი თხოვნა; მძიმე და ამასთან მსუბუქი ჯვარი არგუნა. ისეთი, რჩეულთ რომ უმზადებს ღმერთი.

ცხოვრების სიმძიმით დაბრძენებულ და მოყვასზე დადარდიანებულ ღვაწლმოსილ მოძღვარს წლები მოემატა, მაგრამ გული ბავშვივით უმანკო და მოსიყვარულე დარჩა. თავისი ცოხვრების 80 წლის მანძილზე იმდენად გაიხარჯა მოყვასზე ზრუნვაში, საკუთარი კეთილდღეობისთვის ალბათ, ერთი დღეც არ უცხოვრია. იქნებ, ამიტომაც იზიდავს ანდამატივით მრავალრიცხოვან სამწყსოს, ბავშვებს კი მართლაც განსაკუთრებულად უყვართ იგი.

მამა სოკრატესაგან მომისმენია, - დახმარებისთვის მისულ ყოველ ადამიანში გარდაცვლილ დებს, ახლობლებს და უფლისაგან გამოგზავნილ მოყვასს ვხედავო...

მისი სასულიერო მოღვაწეობა მცხეთის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაიწყო.

1968 წლის 17 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში, მამა სოკრატესთვის დიაკვნად დაუსხამს ხელი საქართველოს იმჟამინდელ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ეფრემ მეორეს. იმავე წლის 14 მარტს ცელებატად უკურთხებია და დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაუდგენია მღვდელმსახურად. მალე დეკანოზის ხარისხშიც აიყვანეს, ხოლო ბერად აღკვეცის შემდეგ, 1975 წლის 30 დეკემბერს, არქიმანდრიტობა უბოძეს და ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც თითქმის სამი ათეული წელი იმსახურა. 1979 წლის 26 ნოემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, 1982 წლიდან კი, მცხეთისა და შიომღვიმის მთავარ ხუცესად დაადგინა.

დეკანოზი აკაკი მელიქიძე, თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი:

- როგორც ვიცი, მამა სოკრატე, ღრმადმორწმუნე ოჯახში აღიზარდა და ბავშვობიდან იყო ჩართული სარწმუნოებაში, ამიტომაც უშვებს უფალი მისი ხელით დიდ სასწაულებს.

ჯერ კიდევ ათეისტურ წლებში, როცა სარწმუნოებაზე საუბარს, ჩურჩულითაც ვერავინ ბედავდა, მამა სოკრატე ქაშვეთის ტაძრის ამბიონიდან უშიშრად ქადაგებდა ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას. ძალიან მიზიდავდა ეს მოძღვარი, რადგან ვგრძნობდი, რომ ღვთის მიმართ განსაკუთრებული სასოება და სიყვარული ჰქონდა. ჩემს თანაკურსელთაგან ოდნავ მაინც თუ დაინტერესდებოდა ვინმე ეკლესიური ცხოვრებით, მაშინვე მამა სოკრატესთან მიმყავდა, მისი საუბრით ყველანი აღტაცებულნი ვრჩებოდით და ვესწრაფვოდით მისგან სასარგებლო რჩევებს. რაც მახსოვს, მუდამ დაუღალავი მლოცველი იყო. ყოველთვის შევნატროდი მის სიმშვიდეს. ვისაც ღმერთი მადლს აძლევს, ცხადია, მოწინააღმდეგე ძალის შემოტევისა არ უნდა ეშინოდეს.

როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფინანსთა სამინისტროში გამამწესეს სამუშაოდ, უარი განვაცხადე, რადგან მტკიცედ გადავწყვიტე სასულიერო გზას გავყოლოდი. მართალია, მე თეთრი სამღვდელოების გზით წავედი, მაგრამ როგორც მღვდელმა, მამა სოკრატეს შემწეობით, მეც დავიწყე კვეთებულისა და ლახვრის ლოცვის კითხვა.

მამა სოკრატე ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნებაა, რამდენი რამ გადაიტანა და დაითმინა, მაგრამ მაინც ვერ დაღალა ამდენმა ბრძოლამ და ძველებური შემართებით, კვლავაც კეთილი ძალის სამსახურშია. იგი ბურჯია ჩვენი სარწმუნოებისა, რადგან სასუფევლის ცხოვრებით ცხოვრობს. მართალია, ჩემი მოუცლელობის გამო, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მუდამ ვლოცულობ მისი დღეგრძელობისთვის.

საუბარი ჩაწერილია 2008 წელს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat