ნიშანი საქართველოს გაბრწყინებისა
ნიშანი საქართველოს გაბრწყინებისა
(დასაწყისი კარიბჭე #8)
ვაგრძელებთ საუბარს მამა გიორგი ბასილაძეზე.
მასალა დასაბეჭდად მზად გვქონდა, როცა სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ - მამა გიორგი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

...ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტი ღმერთის ჭვრეტის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. მტრობა და შუღლი არც ერთმორწმუნე ერებმა დაგვაკლეს. მიწა-წყალდაკარგულ ქართველებს რწმენაც შეგვირყიეს. განსაკუთრებული მზაკვრობით ებრძოდნენ ჩვენს სულიერ ცნობიერებას და ხედვას. ვიცით, ეკლესია და მთლიანად ერი რა დღეში ჩააყენეს ურჯულო ბოლშევიკებმა. ერს ღმერთი დაავიწყეს, ხოლო ეკლესია (ოფიციალური) უმწეო მდგომარეობაში ამყოფეს. ჩვენ ჯერჯერობით ახალაღდგენილ ლაზარეს ვგავართ, რომელსაც ჯერ კიდევ თეთრი ბურუსი ედგა თვალწინ, აწი იწყება დიდი გამოღვიძება", - წერდა მამა გიორგი ბასილაძე 2009 წელს გამოცემულ წიგნში "თავნი და ბოლონი იტყვიან". გვესაუბრება მამა ილია ჩიკვაიძე, ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი. - მამა გიორგისთან მრავალი წლის მამაშვილური დამოკიდებულება მაკავშირებს. იგი ხშირად ამბობს თავისი ქადაგების დროს, "თუ შენ სიმართლის თქმა არ იცი, არა ხარ მღვდელი, თუ გაჭირვებული არ გეცოდება, არა ხარ მართლმორწმუნე, ჭეშმარიტი ქრისტიანიო". მამა გიორგი, როგორც სიმართლისათვის მებრძოლი მხედარი, გვასწავლის, ვიყოთ არა კაცთმოთნენი, არამედ მართალნი და ქრისტესთვის თავდადებულნი. მას უდიდესი მადლი აქვს, რომლის ძალითაც ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა განსაცდელისა და ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში. წინასწარ განჭვრეტს მოვლენებს და სასარგებლო რჩევა-დარიგებას გაძლევს, რაც ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია. ბევრჯერ მქონია შემთხვევა მამა გაბრიელისთვის, უწმინდესი ილია მეორისათვის ან მამა გიორგისთვის მეთხოვა ლოცვაში შეწევნა და მათგან დახმარება მიმიღია იმ საქმეში, რასაც ვთხოვდი, აბა, როგორ გავართვათ თავი ამხელა პრობლემებს? მადლობა ღმერთს.

გვერდით გვყვანან იმხელა მამები, რომლებზეც განსაცდელის დროს დაყრდნობა შეიძლება. ეს სულიერი კავშირი რომ არა, რა იქნებოდა ჩვენი სარწმუნოება?..

მამა გიორგი ბასილაძემ წინასწარ განჭვრიტა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიც და 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიც.

"7 ნოემბერს ქართველი ხელს აღმართავს ქართველზე. ტანკებით, ხელკეტებითა და თოფებით გაუსწორდება ხელისუფლება საკუთარ ხალხს, ატომურ ბომბს არა, მაგრამ ხელყუმბარებსა და ქიმიურ საშუალებებს გამოიყენებს ხალხის დასაშინებლად. ეს იქნება გამოუცხადებელი ომი საკუთარ ხალხთან.

რუსეთ-საქართველოს ომიც გარდაუვალია. სანამ ლენინს მავზოლეუმიდან არ გამოიყვანენ და მიწას არ მიაბარებენ, მანამდე არ გაუმჯობესდება ვითარება ჩვენს სახელმწიფოებს შორის", - გვეუბნებოდა მამა გიორგი ჯერ კიდევ 2007 წლის გაზაფხულზე. რამდენიმე ეპიზოდი მამა გიორგისთან საუბრიდან, რომელიც პირად არქივში მოვიძიე.

- ყოველი ეკლესიური ადამიანი, მით უმეტეს სასულიერო პირი, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს, არადა, ეს არ არის იოლი საქმე. ეშმაკს ჰკითხეს: - საით გაგიწევიაო. - სუფთა ადგილია მონასტერი და იქ უნდა მივიდე, რომ ყველაფერი ავურ-დავურიოო. ჩვენ, ყველანი, განსაკუთრებით კი მონასტრის მამები და ღვთისმსახურები, გამუდმებულ ბრძოლებში ვართ ჩართულნი, რომელიც წამითაც არ წყდება. ყოველ ჩვენგანს გააჩნია ადამიანური სისუსტეები, ზოგი ბოლომდე რჩება ქრისტეს ერთგული მეომარი, ზოგი ვერ უძლებს ამ შემოტევას და ბოროტის გავლენაში ექცევა. ადამიანის გული ამ ორი ძალის შერკინების ადგილია.

რაც შეეხება ცოცხალ წმინდანებს, რა თქმა უნდა, ისინი არსებობენ და ღმერთმა ნუ ქნას, ასე არ იყოს. მათ მეც შევხვედრივარ, შენც, მთავარია, მათი გამოცნობა შეგეძლოს. მათთან სიახლოვე და ურთიერთობა იმიტომ არის ჩვენთვის საჭირო და აუცილებელი, რომ ტვირთს გვიმსუბუქებენ და შეგვეწევიან ცხოვრებაში. დროის წარმართობამ არ უნდა შეგვაშინოს და კეთილ განზრახვაზე ხელი არ აგვაღებინოს: "ჩემს სამოსში მგლები იქნებიან გახვეულნი, მათ მონეტის გულისათვის ჯვარი ექნებათ გაკეთებული, მაგრამ მე გამოვუშვებ ადამიანს, რომელმაც უნდა შეარცხვინოს ისინიო". ეს ადამიანი შეიძლება შენც იყო, შეიძლება მე, ან სხვა ვინმე, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს იქნება ის, ვინც ქრისტეს გულით ატარებს და შინაგანად იცავს ჩვენს სარწმუნოებას, ამიტომ ჩვენ კი არ უნდა გვეძებონ წმინდა ადამიანებმა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისინი.

- მაგრამ მიუხედავად ამისა, ისტორიულად ბევრი ტანჯვა-წამება გამოიარა ქართველმა ხალხმა და დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი განსაცდელს, როგორ ავხსნათ ეს?

- ამას რა ახსნა უნდა, სწორედ წმინდანთა სიმრავლემ და ერის განსაცდელის გზით სვლამ უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ და ჩვენი გადარჩენა სწადია. ერის სიდიადე და ძლიერება მისი დიდი ტერიტორიითა და მატერიალური კეთილდღეობით კი არ გაიზომება, არამედ წმინდანთა რიცხოვნობით, მათი სამშობლოსადმი თავგანწირვითა და საგმირო საქმეებით. იცით რამოდენაა ზეციური საქართველო? 6 ათასი ბერი ერთ დღეს მიიღო უფალმა სასუფეველში, თუნდაც ეს რად ღირს? ჩვენი ქვეყანა პეტრე მოციქულის ძმის, ანდრია პირველწოდებულის მიერ არის ნათელღებული და მასთან ერთად კიდევ 3 მოციქული ქადაგებდა ღვთის ცოცხალ სიტყვას. არგვეთის მთავრებს, დავითსა და კონსტანტინე მხეიძეებს, ერთ-ერთი გამაჰმადიანებული სომხის ხელით შეაძლიეს ოქრო-ვერცხლი ქრისტიანული რწმენის უარყოფის სანაცვლოდ, უთხრეს, "ამდენ განძს და თვალ-მარგალიტს გაძლევთ, ამაზე უარს როგორ ამბობ, აიღე, უბეში ჩაიდეო". დავითმა უპასუხა: ქართველი კაცი ერთხელ მოდის ამქვეყნად, ერთხელ ინათლება ქრისტიანად და ერთხელაც ტოვებს ამ წუთისოფელსო", აი, ასეთი წინაპრებისაგან უნდა ვისწავლოთ, რა ქრისტიანები ვიქნებით, თუ მოთმინება და თავგანწირვა არ შეგვეძლება.

- მამა გიორგი, თქვენ მთელი ცხოვრება მონასტერში გაატარეთ, ალბათ, ამ გადმოსახედიდან უკეთ ჩანს ის, რაც ერში ხდება, როგორ უყურებთ საქართველოს დღევანდელ ყოფას და მომავალს?

- ძნელი დრო გვიდგას, წინ არცთუ ისე იოლი გზა გვაქვს გასავლელი, ამ გზაზე ჩანს ის, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებზე შურისძიება დაიწყება, თუ უკვე დაწყებული არაა, საქართველოს მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ. მონასტერში ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან თავისი პრობლემებით, მათაც ეს კითხვა აწუხებთ, პედაგოგებს ვეუბნები, რომ ჩვენს მოსწავლეებს კარგი მასწავლებლები სჭირდებათ, რათა მათ მყარი საფუძველი შევუქმნათ მომავალში, ბავშვებს კარგი დამრიგებლები უნდა ჰყავდეთ, ორიანის დაწერა კი არ არის გამოსავალი, მთავარია, მათგან კარგი ადამიანები გამოვიდნენ. ძველის გაბიაბრუებას ახლის გაბიაბრუება მოსდევს, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. 33 წელი მაინც დამჭირდა იმისათვის, რომ ჩავწვდომოდი ბავშვის შინაგან სამყაროს, ახლა ბავშვს რომ დავინახავ, ვხედავ, ვისგან რა დადგება მომავალში, ღმერთის, მოყვასისა და შრომის სიყვარული მათ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ, აი, ეს არის მთავარი.

- მამა გიორგი, როგორ დააღწევს თავს საქართველო დიდი სახელმწიფოების გავლენას?

- ალბათ, მალე ყველა გაიგებს, რომ ჩვენ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის მქონე ერი ვართ და მას განსაკუთრებული მისია აქვს ღვთისგან მიცემული. ჭოგნარში, ჩემი სახლის წინ, 300 წლის მუხა დგას, იგი სულ ცოტა, 50 წლით მაინც არის უფროსი იმ ქვეყანაზე, რომელიც დღეს გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ. მალე მოვა ის დრო, როცა ყველა გაიგებს, რომ ჩვენთან სახიფათო თამაში არ შეიძლება. ძალიან მინდა, ჩვენი მოკავშირე ამერიკა, მართლმადიდებელი ქვეყანა გახდეს. ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიც არის რუსეთი და საბერძნეთი, ერთმორწმუნეობის მიუხედავად, არაფერი კარგი არ გაუკეთებია საქართველოსთვის და სხვა სახელმწიფოებისგან რას უნდა მოველოდეთ? ნურვინ შეეცდება გვასწავლოს, სად არის სამოთხე, სად ჯოჯოხეთი, რა არის ჩვენთვის კარგი და რა - ცუდი, როდის ვიტიროთ და როდის ვიცინოთ, ვისთან ვიმეგობროთ და ვისთან არა, ღვთის მადლით, ეს ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით. ძნელ პერიოდს დავძლევთ და ყველაფერს ქრისტე მაცხოვარი გადაწყვეტს წმინდანთა ლოცვით, როგორც კი ლენინს დაასაფლავებენ, აღმოსავლეთის მხრიდან ცისარტყელა გაცისკროვნდება, რაც ნიშანი იქნება საქართველოს გაბრწყინებისა, ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, მანამე კი საქართველოს ეკლესია განიწმინდება. ქართველის ბუნება ისეთია, რომ იგი ვერასდროს შეეგუება უსამართლობას, საბოლოოდ გამოდარებამდე წინ ისევ ბრძოლა გველოდება. ჩვენ ღვთისმშობლის ქვეყანა ვართ და ღვთის შეწევნით, აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია, სიმართლის მხარეს დავდგეთ და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება! დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!

ასეთი იმედიანი სიტყვებით დასრულდა ჩვენი საუბარი მოწამეთას მამათა მონასტრის ეზოში. როდესაც ფეხზე წამოვდექით, ერთ-ერთმა ჩემმა თანმხლებმა პირმა, რომელიც ჩვენს საუბარს თვალს ადევნებდა, მოინდომა სამახსოვრო ფოტო გადაეღო ჩვენთვის. წყალწითელას ხეობაში ღამის მდუმარება ჩამოწოლილიყო, ეს მაშინ უფრო ვიგრძენი, როდესაც მამა გიორგის ომახიანი, ხუმრობანარევი შეძახილი მოჰყვა: "რომელი ხარ მანდ, ტერორისტივით რომ მოგვეპარე". ამით მივხვდით, რომ სურათის გადაღებამდე მოძღვრისგან კურთხევა უნდა გამოგვეთხოვა. მამა გიორგიმ მანქანამდე გამოგვაცილა და დამშვიდობებისას გვთხოვა, ამოვსულიყავით მონასტერში, როცა ამის საშუალება მოგვეცემოდა. სურათი რომ გავამჟღავნეთ, ფოტოზე მამა გიორგის სახე არ დაფიქსირებულა ჩვენთვის გასაგები მიზეზის გამო.

მას შემდეგ ზუსტად 7 წელი გავიდა და საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა ისე, როგორც მამა გიორგი წინასწარმეტყველებდა, იმედი უნდა ვიქონიოთ, საქართველოს გაბრწყინებასთან დაკავშირებული ქართველი ხალხის მოლოდინიც მალე გამართლდება და ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს.

წელს, 30 აგვისტოს, მამა გიორგი ბასილაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა, ვესაუბრებით მამა ილია ჩიკვაიძეს.

- მამა ილია, წელს, ბევრ საეკლესიო მოღვაწეს (ან მოძღვარს) შეუსრულდა 80 წელი.

- ამ თაობის მოძღვრებმა მოგვიტანეს და გადმოგვცეს ჩვენ სარწმუნოება და კვლავ მათ მხრებზე დგას დღესაც ჩვენი დედა-ეკლესია. მე ბედნიერ კაცად მივიჩნევ თავს, რომ მამა გაბრიელის ეპოქაში ვცხოვრობდი, მოვესწარი მის წმინდანად აღიარებას, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორისა და მამა გიორგის წმინდა მარჯვენას ვმთხვევივარ და შევხებივარ. ვცხოვრობდი ისეთი დიდი მოღვაწე მამების გვერდით, როგორებიც არიან დიდი მამა სოგრატი, მამა რაფაელ კარელინი, რომელთაც წელს 80 წელი შეუსრულდათ, მამა ლეონტი, უკვე 90-ს მიტანებული, მამა ვიტალი, როგორ შეიძლება მათ მუხლი არ მოვუდრიკოთ? შენდობას ვითხოვ ღვთისაგან, თუკი ვინმე გამომრჩა ამ დიდი თაობიდან, რომლებიც დაფარული ღვაწლითა და სასწაულმოქმედების განსაცვიფრებელი უნარით გამორჩეულნი არიან ღვთისგან.



მამა გიორგი ბასილაძე, ქრისტესთვის დევნილი, ნატანჯი ადამიანია, ის იმ წლების მოძღვარია, როდესაც იდევნებოდა ქრისტიანობა და ანაფორის გულისთვის შეურაცხყოფდნენ ადამიანებს. იგივე ითქმის ამ თაობის სხვა მოძღვრებზეც, რომელთა მიმართაც ჩვენ უდიდესი პატივისცემა, მოწიწება და მადლიერება გვმართებს. ამ თაობის სამღვდელოებას ჩვენ ძალიან უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ, რადგან მათ მოგვიტანეს ჩვენ ის სარწმუნოება, რაც დღეს გავქვს, ისინი გამორჩეულნი არიან სხვებისგან თავიანთი სიწმინდითა და განსაკუთრებული მადლით.
მამა გიორგი ჩემთვის სიმდაბლის მასწავლებელია, ისე დამდაბლდება იგი ხალხის წინაშე, გაოგნდება ადამიანი, ხანაც ისეთ სალოსურ მოქმედებას ჩაიდენს, ძალიან უნდა დაუკვირდე, რა გითხრა ამ მოქმედებით და გარკვეული დროის შემდეგ, ღვთის მადლით გაიხსნება, რომ მან რაღაც მიგანიშნა შენს ცხოვრებაში ამა თუ იმ მოსახდენ მოვლენაზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat