წმინდა ზაქარია ანჩელი ყრმობისას ბატკნების მწყემსი გახლდათ. მეგობრებთან ერთად მისი საყვარელი თამაში "ჟამისწირვა" იყო.
ერთხელაც, თამაშისას, ყრმა ზაქარიამ გაამზადა პური და ღვინო, ვითარცა შესაწირავი, და დადო პატიოსანი ჯვრის წინაშე. სხვა ბავშვები გარსმოდგომოდნენ მას და ანგელოზებრივი ხმით გალობდნენ: "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ", თან მრავალგზის "კირიელეისონს" იმეორებდნენ. ამ დროს გზად ანჩელი ეპისკოპოსი მოდიოდა და იხილა ზეციდან დაშვებული ნათლის სვეტი ყრმა მღვდელზე. ნახა ისიც, რომ პური და ღვინო ზაქარიას ლოცვით უფლის სისხლად და ხორცად გადაქცეულიყო. განცვიფრდა მღვდელმთავარი, მივიდა და ამ ყრმის ხელითვე ეზიარა. ამის შემდეგ ზაქარია თავისთან წაიყვანა და ღირს მამებს ჩააბარა აღსაზრდელად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი