ხომ შეიძლება, გაამაყდე ასეთი ფიქრით: "მე თავმდაბალი ვარ!"
ხომ შეიძლება, გაამაყდე ასეთი ფიქრით: "მე თავმდაბალი ვარ!"
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
ზოგჯერ გასაოცარიცაა მზაკვრობა ბოროტის გამოცდისა. გახსოვს, ერთხელ როგორ შეეჯიბრე მორჩილებაში მეგობარს? როგორი აღფრთოვანებული მოხვედი მაშინ! შენ ხომ მას აჯობე! მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა. ჩემი ეჭვი დადასტურდა, მაშინ ხარობდი არა როგორც კეთილი თესლის მთესველი, არამედ როგორც მოწინააღმდეგეზე გამარჯვებული.

გახსოვს, როგორ გამინაწყენდი, როდესაც მორჩილებას ჩამოგაშორე? ეს დიდი ხნის წინ იყო, ახლა სხვანაირი ხარ, მაშინ სულიერი აღზრდის ასეთი მეთოდი შენთვის აუცილებელი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ გამოირჩეს ამპარტავნების აღმოცენების მომენტი. მაშინ გავიფიქრე: თუ ახლავე არ მოუგრეხ კისერს ამპარტავნებას, მერე უკვე გვიან იქნება. ახლა, რა თქმა უნდა, მადლობელი ხარ, მაგრამ მაშინ როგორ მებრძოდი?

სულიერი შვილები არცერთ ვნებაზე ისე არ რეაგირებენ, როგორც ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობაზე. ამ ცოდვის გამოაშკარავებას პირად შეურაცხყოფად იღებენ და ბრაზდებიან. ამიტომ საჭიროა, გონიერებას მოვუხმოთ და ცხოვრებისეული გამოცდილება გამოვიყენოთ, ანუ მიზეზის განუმარტავად მოვიყვანოთ მორჩილებაში; საჭიროა, კაცი განვაშოროთ იმას, რაც მასში ამპარტავნების ვნებას იწვევს. დროთა განმავლობაში ადამიანი ხვდება, რა ხდება და რა იწვევს ყოველივეს.

ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა სამწუხარო ამბავი მომითხრო - თუ როგორ ჩააგდო ბოროტმა ძალამ ამპარტავნებაში და როგორ ეხმარებოდა მფარველი ანგელოზი ამ ბრძოლების ამოცნობა-დაძლევაში.

სამსახურში მას საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და დიდ მეცნიერებთან ჰქონდა ურთიერთობა. ერთხელ ერთმა პროფესორმა თქვა:

- მეცნიერებამ რომ აღმოაჩინოს, რა პროცესები ხდება აქა და აქ, მაშინ ამისა და ამის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი; მოხერხდებოდა ელექტროენერგიის კოლოსალური ეკონომია!

ჩემმა სულიერმა შვილმა კი უპასუხა, - აი, რა ხდებაო... გაუაზრებლად, თითქოს სიზმარშიაო, ისე ლაპარაკობდა, თან შიშით ფიქრობდა: თურმე როგორი ვარ! ვინ ლაპარაკობს ჩემში? რას ვამბობ? ახლა ყველა გაიგებს, რომ სულიერებაში ვარ, როგორ შეხედავს ამას ხელმძღვანელობა? გამათავისუფლებენ!

შერცხვა და შეშინდა, შეჩერება სურდა, მაგრამ არ შეეძლო. ბოლოს თქვა, - ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოცდილებით შეამოწმოთ, თვითონვე დარწმუნდებითო!

ერთი თვის შემდეგ კი, როდესაც მისი სიტყვები დადასტურდა, ისე განადიდეს, რომ ხუთი წლის განმავლობაში შიშით სული სძვრებოდა.

მას ურთულესი პრობლემების გადაწყვეტას სთხოვდნენ. ისეთი ნათელი გონება ჰქონდა, რომ თავიდან თვითონვე უკვირდა და ეშინოდა, შემდეგ კი მიეჩვია და ხუთი წლის შემდეგ, თავისთვისვე შეუმჩნევლად, საკუთარ აზრს დიდება მიაწერა და დაიწყო კიდეც მისი დაცემა. ზემოდან დაუწყო ყურება სხვებს, უკვირდა განსწავლულ ადამიანთა და ადმინისტრატორთა "უგუნურება", ზოგჯერ ზიზღიც კი მოერეოდა... ის ადამიანში ღვთის ხატებას ვეღარ ხედავდა, უსამართლობის გამძაფრებული შეგრძნება გაუჩნდა, გარშემომყოფთა ნაკლოვანებებს მკვეთრად გამოხატავდა და აღშფოთებული იყო მათი "უღირსი" საქციელით. "მდაბიო" ხალხის ფონზე აშკარად გრძნობდა საკუთარ უპირატესობას და გამუდმებით ამეტებდა მათ თავს.

მის წარმოდგენაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფოდნენ - ცუდებად და კარგებად. "ცუდ" ადამიანებს გაურბოდა და ზურგს აქცევდა. "კარგებთან" ალერსიანი, თავაზიანი, ყურადღებიანი იყო, მამასავით ანდა ძმასავით ზრუნავდა მათზე, უყვარდა და საპასუხოდაც იმავეს იღებდა: მათ შორის, როგორც იტყვიან, მშვიდობა და სიწყნარე, ღვთის მადლი სუფევდა, განწყობილება ყოველთვის ამაღლებული ჰქონდა, მხიარული იყო და თავს კარგად გრძნობდა.

შენიღბულ მტერს სულ უფრო შორს მიჰყავდა და გამარჯვებისკენ ისწრაფოდა. თავბრუდამხვევი სისწრაფით ყოყოჩდებოდა. საკუთარ თავში სხვათა დამოძღვრის ნიჭს ხედავდა, შესაძლებლობას იმისა, რომ ისინი ეცხოვნებინა. სწორედ ამ დროს დაემართა ისეთი რამ, რამაც საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მოულოდნელად ეშმაკი ორივე მხრიდან დაესხა თავს: საკუთარი ამპარტავნების სიღრმე დაანახა და ხორციელი ვნებები აღუძრა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ის მას გმობისა და მრუშობის აზრებით ტანჯავდა.

- ვერ გეტყვით, რით დასრულებოდა ეს ყოველივე, - დაასრულა თხრობა მოსაუბრემ, - სულიერ მოძღვარს რომ არ შევხვედროდი. ვფიქრობ, ჯოჯოხეთის ტანჯვა არ ამცდებოდა. მაგრამ მოწყალე ღმერთმა, რომელსაც ცოდვილის სიკვდილი არ ნებავს, შემიბრალა და მიჩვენა სულიერი გზა, როგორც ცხოვნების ღუზა. მიხსენით ამპარტავნებისგან! ო, როგორ მეშინია ამ ვნების! ხომ შეიძლება, გაამაყდე ასეთი ფიქრით: "მე თავმდაბალი ვარ!"

ხედავ, როგორი კაცთმოყვარეა ღმერთი! მან კაცის მძიმე ცოდვებში ჩავარდნა დაუშვა, მაგრამ ეს მისთვის თავის დამდაბლების საშუალებაა. ნათქვამია, ვისაც მწარე არ უგემია, ის სიტკბოს ვერ შეიგრძნობსო. მას ძალიან უხდება ეს ანდაზები. ახლა, რასაკვირველია, საკუთარი თავის შეფასებისას სიფრთხილეს გამოიჩენს.

გულწრფელად გეტყვი, სულს უხარია, როცა ხედავ, რომ უფალს ასეთი გზით მიჰყავს, ანუ ცოდვილი მწუხარებით მიდის სინანულამდე. გადატანილი განსაცდელები მყარი კედელივით იცავს ქრისტიანს მტრის ახალი გამოცდისგან, განსაკუთრებით საკუთარი თავის გადამეტებული შეფასებისგან. ეს კი მთავარია. ზოგიერთი, ალბათ, ფიქრობს, - რა მკაცრი მოძღვარიაო... ერთხელ ახალდაქორწინებული სულიერი შვილები მოვიდნენ. ქმარი ცოლის თანდასწრებით ჩიოდა და ამბობდა:

- მამაო, ჩემს ცოლს ვერაფერს მოაწონებ, ამპარტავანი, ჭირვეული, ბუზღუნაა. მაიძულებს, ყველაფერი მისი შეხედულებით გავაკეთო, ანგარიშს არ მიწევს, არაფერზე მეთანხმება, ცოდვაში მაგდებს... რა ვქნა?

- ცოლი ისე გიყვარდეს, როგორც შენი სული, - ვუპასუხე, - მაგრამ მსხლის ხესავით შეანჯღრიე იგი, როდესაც სათნოებას განგაშორებს. მოიქეცი ასე და ასე...

ქალი გამინაწყენდა და, ალბათ, გაიფიქრა: "დახეთ მოძღვარს!.. როგორია!.."

ზოგჯერ ასეთნიც ვართ, რათა შემდეგ ყველა ბედნიერი იყოს მიწაზეც და ზეცაშიც.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან სულიერ შვილთა ცხოვრებიდან, თუ როგორ დათესა ბოროტმა მტრობა ორ გოგონას შორის და როგორ დაძლიეს მათ ეშმაკი იმით, რომ თავიანთ ჯვარს ემთხვეოდნენ.

თავიდან ისინი დიდი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ეშმაკ და მზაკვარ მტერს შეშურდა და მათ სულში შფოთი შეიტანა. ერთმა მეორეს უთხრა:

- შენ ამპარტავანი ხარ!

- შენ კი მეტისმეტი ყოყოჩა, - მიუგო მეორემ.

რასაკვირველია, მტრობა ჩამოვარდა. საღებავები გაფერმკრთალდა, ყველაფერს სხვა ელფერი მიეცა. ყველა სიტყვა უკუღმა ესმოდათ. თითოეული მათგანი ფიქრობდა: აი, როგორ შეიძლება შეცდე ადამიანში! მე კი მეგონა, მასზე კარგი ქვეყნად არავინაა-მეთქი.

ერთმანეთს გაურბოდნენ, რამდენადაც ამის საშუალებას საერთო მორჩილება იძლეოდა. და ორივე მწერდა: "მამაო, რა ვქნათ? ვიღუპებით! დაგვაშორეთ".

ერთს ვკითხე, თუ ემთხვევი ჯვარს შენი მეგობრის სახელზე-მეთქი. არაო.

- რატომ? ნუთუ არ იცი, რომ შენს ჯვარს უნდა ემთხვიო იმისათვის, ვინც სიმძიმედ გაწევს?

- შემინდეთ, მამაო, დამავიწყდა.

- აი, ბოროტმა ძალამ თქვენი სისუსტით ისარგებლა და თავის ნებაზე გატრიალებთ. მის სახელზე ჯვარს ხუთჯერ ემთხვიე ხოლმე დილასა და საღამოს, ილოცე და გულწრფელად ითხოვე მისი ცხონება. ისიც ასე მოიქცევა. ამით მტერს დაამარცხებთ და თქვენ შორის კვლავ მშვიდობა და სიყვარული დამყარდება.

მათ ჯვარზე მთხვევა და ერთმანეთისთვის ლოცვა დაიწყეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:

- ვხედავ, როგორ ტირის ჩემი მეგობარი, ძალიან მებრალება! ვფიქრობ, მას ხომ მე ვაწვალებ, მხეცზე უარესი ვარ... და თვითონაც ცრემლად ვიღვრები... ვუყურებ მას და ვტირი, არაფრის თქმა კი არ შემიძლია, მრცხვენია. ვფიქრობ: არ დამიჯერებს, იფიქრებს, ფარისეველიაო. ვდუმვარ. გადის ერთი კვირა, მეორე... ვდუმვართ, ზოგჯერ ვტირი, განსაკუთრებით ტაძარში, და შეფარვით ვუყურებთ ერთმანეთს. ერთხელ მისი მზერა დავიჭირე. მასში იმდენი განცდა, ისეთი სიყვარული იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და კისერზე ჩამოვეკიდე ქვითინით: "დაიკო, საყვარელო, ღვთის გულისათვის, შემინდე, გულწრფელად და ღრმად მიყვარხარ... თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა. მერწმუნე, გულწრფელად გეუბნები!"

ისიც მეხვეოდა, მკოცნიდა, შემდეგ კი თვალებგაბრწყინებულმა მითხრა: "მჯერა, მჯერა, დაიკო! სწორედ იმიტომ ვტიროდი, რომ ვხედავდი, როგორ იტანჯებოდი ჩემ გამო... როგორი სულელები ვართ ჩვენ, დიდები, ბავშვებზე უარესნი!"

ამ შემთხვევის შემდეგ მათ ერთმანეთი უფრო მეტად უყვართ. სასიამოვნოა მათი ყურება. ყოველთვის მშვიდნი, მზრუნველნი, ენერგიულნი არიან...

ხედავ, რა ძალა აქვს ღვთის ცხოველსმყოფელ ჯვარს! როგორც იტყვიან, ამპარტავნება ის-ის იყო, დაიბადა, მათ კი საფუძველშივე დაამარცხეს იგი. თავი დაიტანჯეს, სამაგიეროდ, ახლა კარგად არიან. ერთმანეთს რომ დაშორებოდნენ, ცოდვა ფარულად განაგრძობდა მათში არსებობას და გაიზრდებოდა, დროდადრო დატანჯავდა მათ. ისინი ერთმანეთზე ცუდი აზრის იქნებოდნენ და ძველ ცოდვებს ახლები დაემატებოდა. ახლა კი დარწმუნდნენ, რომ თუ ადამიანი ბოროტ ძალას არ ებრძვის, თვითონვე ბოროტდება. დაგვიფარე, უფალო!

აი, რა სასარგებლოა განსაცდელები და მათთან ბრძოლა! მათი საშუალებით ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, ხოლო როდესაც ჯვარს ემთხვევა, მაშინ ბოროტის მახესაც კარგად ხედავს. ამიტომ თითოეული განსაცდელის შემდეგ სულ უფრო გამოცდილი ხდება. მხოლოდ არ უნდა დაგვავიწყდეს ჯვარზე მთხვევა და ლოცვა მათზე, ვინც გვამძიმებს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ბოროტი ძალა ვერაფერს დაგვაკლებს.

სქემიღუმენ საბას (ოსტაპენკო) წიგნიდან - "მთავარი
ქრისტიანული სათნოებებისა და ამპარტავნების შესახებ"
თბილისი, 2012

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat