იყო ერთი წმინდა ბერი, ფრიად მშვიდი და ძვირუხსენებელი. ერთხელ მოწაფესთან ერთად სადღაც მიდიოდა, გზა აერია და უნებლიეთ ვიღაცის ყანაში შევიდა.
გამოვარდა ყანის პატრონი და ბერებს გინება დაუწყო: "ეს არის თქვენი მონაზვნობა და ღვთისმოშიშება? თქვენ რომ უფლის შიში გქონდეთ, ყანას არ გამითელავდითო". ღირსმა მამამ მშვიდად მიუგო: "კეთილად იტყვი, შვილო, გაკურთხოს ღმერთმა, მაგრამ, ღვთის გულისათვის, შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ". ყანის პატრონს გული ვერ მოულბო მისმა სიტყვებმა, განრისხებული უარესად აყვირდა, წმინდა ბერი კი კვალადცა ლოცავდა და ეტყოდა: "მართალს ამბობ, შვილო, ჩვენ რომ ბერები ვიყოთ, ამას არ ჩავიდენდით, მაგრამ შეგვინდე უფლისთვის, რამეთუ ვცოდეთ". განაცვიფრა კაცი ბერის სიმშვიდემ, ლმობიერჰყო; დავარდა ღირსი მამის ფერხთა წინაშე და უთხრა: "ჭეშმარიტად ღვთის კაცნი ხართ, შემინდეთ თქვენს შორის დამკვიდრებული ღვთის სიყვარულისთვის და მეც თქვენთან წამიყვანეთო". მეყსეულად დაუტევა ყანა და ყოველი მონაგები, შეუდგა ნეტარ მამებს და იქმნა მონაზონი პატიოსანი და წარჩინებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი