ჩვეულებრივი ქრისტიანი ერისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა ცნობილი სარდალი, ციხედიდის მთავარი ევაგრე, ჰყავდა ცოლ-შვილი და, ვითარცა დიდებულს, მრავალი მონა ემსახურებოდა.
ერთხელ შვილსა და მონებთან ერთად მტკვარგაღმა, სარკინეთის მთებში წავიდა სანადიროდ. ნადირობისას მტრედი დაინახა, ნისკარტით საჭმელი რომ მიჰქონდა სადღაც. თვალი გაადევნა და დაიმახსოვრა, სად მიიტანა ფრინველმა "ნობათი". მეორე დღესაც დაინახა მტრედი და ამჯერად უკან გაჰყვა. ფრინველმა ერთ გამოქვაბულთან მიიყვანა, სადაც წმინდა შიო ცხოვრობდა. განაცვიფრა უცხო სახილველმა ევაგრე, შიშითა და კრძალვით მიუახლოვდა წმინდა მამას და ვინაობა ჰკითხა. წმინდა შიომ მიუგო: "კაცი ვარ უცხო და ქრისტესმოსავი, განშორებული სოფლის ამბოხს. მინდა, აქ მშვიდად აღვესრულო უფლის სათნომყოფელიო". ევაგრემ თქვა: "ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, ამიერიდან ერთი ნაბიჯითაც არ მოგშორდები". "ვერ შეძლებ, შვილო, აქ ცხოვრებას, - უთხრა წმინდა შიომ, - გეტყობა, ფუფუნებაში ხარ გაზრდილიო", - მაგრამ ევაგრემ უკან აღარ დაიხია და ღირს მამას დაემოწაფა. როცა წმინდა შიო გარდაიცვლა, ღირსმა ევაგრემაც მოძებნა სხვა მღვიმე, იქ დასახლდა და იქვე აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი