იპყარ იესოს ლოცვა, იპყარ მტკიცედ და მტრისა ნუ გეშინია
იპყარ იესოს ლოცვა, იპყარ მტკიცედ და მტრისა ნუ გეშინია
ბერდიდი მამა პაისი. მოგითხრობთ სახელგანთქმულ მოსაგრეზე, მამა პაისიზე, რომელმაც 83 წელი ათონზე იცხოვრა და უფლის მიერ ას წელს გადაცილებული გარდაიცვალა.

ბერდიდი პაისი ფენომენი იყო მამათა შორის, რამეთუ თითქმის მთელი საუკუნე იცხოვრა ათონზე, საკვირველი მახსოვრობა ჰქონდა და შეეძლო, წარსულის მოვლენებზე დეტალურად მოეთხრო, განვითარებული კაცი იყო და 40 წლის მანძილზე ლავრის ცხოვრებაში ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა, რამეთუ ის უპირველეს პროეოსტოსთა შორის იყო.

სად დაიბადა მამა პაისი, ვინ იყვნენ მისი მშობლები და რა ერქვა ერისკაცობაში - ამის შესახებ არაფერი ვიცით. მთაწმინდაზე ის 1785 წელს მოვიდა. მაშინვე დაადგინეს კლიროსზე და მალევე დანიშნეს ტიპიკარად (კანონარქად), ამ მორჩილებას ეწეოდა 40 წელი, რამეთუ ბერძენთა შორის განსაკუთრებულ ხმას ფლობდა და კარგად იცოდა ნოტებით გალობა.

დროთა განმავლობაში მან საერთო პატივისცემა და ხელმძღვანელობის ყურადღება დაიმსახურა - მას ფართო კელია და მსახური მისცეს. იდიორითმულ მონასტერში ყველა თავის თავს ინახავს, მასთან, სხვებისგან განსხვავებით, ბარაქიანი სუფრა იშლებოდა, საუკეთესო ღვინოს სვამდა და წყალს საერთოდ არ ეკარებოდა. 35 წლის მერე მოხდა ბერძნების აჯანყება (1821) და თურქებით აივსო ათონი. ლავრის უფროსთაგან ის რამდენიმე ძმასთან ერთად დარჩა მონასტრის დასაცავად. თავიდან თურქები აწამებდნენ, ფულს ითხოვდნენ, ის კი უსიტყვოდ დაითმენდა და მათ მსახურებას განაგრძობდა. მისი მთავარი თანაშემწეები იყვნენ ბერდიდი ნეოფიტე (შემდგომში ღირსი ათანასეს მღვიმეში გადასახლდა, სადაც სახელი გაითქვა დიდსულიერი ცხოვრებით) და მამა გედეონი, რომლებიც ათონზე თურქების მოსვლამდე სიკვდილის შიშით აღიკვეცნენ სქემაში. თავაზიანმა და სიტყვიერმა მცირე ხანში მოიპოვა ფაშას კეთილგანწყობა და ისე სათნოეყო მას, რომ იგი თავისი ხელმწიფებით იცავდა პაისის ათონზე ყოფნისას. აბდულ-რობუთ ფაშას განზრახული ჰქონდა იქ დარჩენილი მონაზვნების ამოწყვეტა, ამიტომ ბევრი მათგანი ათონიდან წავიდა, ბერძნულ ლაშქარს შეუერთდა და საერთო ჯანყში მიიღო მონაწილეობა. მერე სულთან მაჰმუდის ბრძანება მიიღეს, დარჩენილი მონაზვნები არ ამოეხოცათ, ოღონდ მათთვის არაფერი დაეტოვებინათ, წელზე შემოსარტყმელი თოკიც კი.

თურქების წასვლის მერე, როცა ბევრი ლავრელი მამა მობრუნდა, მამა პაისი ფიქრობდა, ბერდიდი გედეონის რჩევისა და მაგალითისთვის მიებაძა და უდაბნოში დასახლებულიყო, მაგრამ იმედი აღარ ჰქონდა, რომ შეძლებდა უდაბნოს შეჭირვების დათმენას ლავრაში 40-წლიანი ფუფუნებით ცხოვრების მერე. მისი მოძღვარი მაშინ იყო ნეოფიტე კარამანლისი, რომელიც იმ დროს მღვიმეში ცხოვრობდა კავსოკალივის სკიტის იქით. მან არაერთხელ ურჩია უდაბნოში განმარტოება, ერთხელ კი კატეგორიულად უთხრა: "როდემდე იცხოვრებ ასე? ორმოცი წელია წყალი არ დაგილევია... უკვე დროა, წყალი დალიო და თვითონ მიხედო საკუთარ თავს".

პაისის განწყობა და შეუპოვრობა იმდენად დიდი იყო, რომ მან დაუტევა ლავრა და იმ დროიდან ვიდრე სიკვდილამდე, 40 წელი არ დაულევია ღვინო, არ მიუღია ზეთიანი საჭმელი და მკაცრად მოღვაწეობდა.

ლავრიდან წამოსული მივიდა მოძღვართან, რომელმაც მას მიწის დაბარვა, მარცვლეულის დათესვა, სხვადასხვა მძიმე სამუშაოს შესრულება და მკაცრი მარხვის დაცვა აიძულა. მოძღვართან მცირე ხნის ცხოვრების მერე მან ფართო კელია იყიდა კავსოკალივის სკიტში, მაგრამ დიდი კელია დიდ საზრუნავს მოითხოვდა, რაც შეუთავსებელი იყო დაყუდებული ცხოვრებისთვის, ამიტომაც დაუტევა და იმავე სკიტში მცირე კელია იყიდა, სადაც ოც წელზე მეტხანს ცხოვრობდა. 15 წლის მერე მოწაფე მიიღო, რომელიც ექვთიმეს სახელით აღიკვეცა.

გარდაცვალებამდე 17 წლით ადრე უფალმა მამა პაისიზე უმძიმესი განსაცდელი დაუშვა: ერთ ღამეს ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე მას ქოხი დაეწვა, ძლივს მოასწრო გარეთ გამოვარდნა. ამ ხანძრის მერე ის და მისი მოწაფე უსასოოდ დარჩნენ. არ იცოდა, რა ექნა. ბერდიდი მოძღვართან მივიდა საცხოვრებლად, მაგრამ სრული მყუდროებისთვის იქ წინააღმდეგობები შეხვდა და ისევ თავის დაფერფლილ ქოხს დაუბრუნდა. უფალს შეევედრა და მერე მოწაფეს მოეთათბირა, რა ექნათ. წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ძველი, ცარიელი კელიის ყიდვა განიზრახეს, ძალიან იაფი ღირდა. მაგრამ საყიდელი ფული არ ჰქონდა. გადაწყვიტა, ისეთი ღვაწლისთვის მოეკიდა ხელი, რომელზეც ადრე არასოდეს უფიქრია - გუდა მოეკიდა და მოწყალების სათხოვნელად წასულიყო. ადრე თვითონ გასცემდა მოწყალებას და მთელ მონასტერს განაგებდა, ახლა კი გლახაკივით ითხოვდა და ძლივს სადღაც თუ შეხვდა თანაგრძნობას. ნაშოვნი რამდენიმე პიესტრა კელიის საფასურად გადაიხადა, დანარჩენი კი თანდათანობით დაფარა - უფალი გამოუგზავნიდა ხოლმე.

მამა პაისის განმასხვავებელი ნიშანი ყოვლისმომცველი სიყვარული იყო, სიყვარულს გამოხატავდა ის სიტყვასა და საქმეში. თუ შეამჩნევდა, რომ ვიღაცას რაღაცა აკლდა, მაგალითად, თავის მწირ ბოსტანში მოწეულ ხახვს, რომელიც თვითონ არ ჰყოფნიდა, გაჭირვებულს აძლევდა. განსაკუთრებით ცდილობდა სიყვარული თავის მოძულეთა და შეურაცხმყოფელთა მიმართ გამოეჩინა. მივიდოდა მამათა კრებაზე, მაგრამ ცდილობდა, იქ მდუმარება დაემარხა, როცა მამათა შორის უთანხმოება იყო. იქ ცნობილი მამა ბერდიდი ბენიამინი, მდუმარების გამო, იქვე, კრებაზე აუყვირდებოდა და ლანძღავდა. ბერდიდი მშვიდად უპასუხებდა: "მაპატიეთ, უფლის გულისთვის, მე ყველაფერს დავეთანხმები, იმას, რასაც უფალი შთაგაგონებთ" და კვლავ დადუმდებოდა. შინ დაბრუნებული ცომს მოზელდა, პურს გამოაცხობდა და თბილ-თბილს მიუტანდა მამა ბენიამინს, სიყვარულით გაესაუბრებოდა, მისცემდა და ამით აჩვენებდა, რომ მის მიმართ არანაირი წყენა არ ჰქონდა. როცა ვინმე რაღაცის გამო შეურაცხყოფდა, ცდილობდა, რამენაირად მომსახურებოდა შეურაცხმყოფელს. ამბობდა: "თუ რაიმეში მცირედით სიყვარულს საქმით არ აღასრულებ, მაშინ ის სრულყოფილი არ არისო".

ბევრი განსაცდელი დაითმინა მტრისგან, როცა სიცოცხლის ბოლოს დაბრმავდა, მის წინაშე ეშმაკი წარდგა და უთხრა: "შენ მუდმივად "იესო ქრისტეს" ლოცულობ! დაე, ქრისტემ აგიხილოს თვალები! ხედავ, არ გეხმარება და ტყუილად გწამს მისი!" ბერმა ჯვარი გამოისახა, ეშმაკი დაწყევლა და ისიც გაქრა. ამის თაობაზე ეუბნებოდა ის თავის მოწაფეს და გააძლიერებდა: იპყარ იესოს ლოცვა, იპყარ მტკიცედ და მტრისა ნუ გეშინია".

ათონზე თურქების შემოსევის წინ მამა პაისიმ მონაზვნად აღკვეცა შემდგომში თავიანთი ცხოვრებით სახელგანთქმული მამები - ნეოფიტე და გედეონი. ნეოფიტე ღირსი ათანასეს მღვიმეში ცხოვრობდა, მიიცვალა 1860 წელს, ხოლო გედეონი კავსოკალივაში მოსაგრეობდა, ხარების კელიაში, ორწელიწად-ნახევარი ლოგინად იყო ჩავარდნილი. სურდა, მამა პაისი მოენახულებინა, მაგრამ მძიმე ავადმყოფობა ნებას არ აძლევდა. მაშინ თავისი მოწაფე დამიანე გაუგზავნა: "მამაო, მე ბერდიდმა გამომგზავნა შენთან ამის სათქმელად: "რადგანაც მოსვლა არ შემიძლია, ამიტომაც გამოგიგზავნე ჩემი მოწაფე, რომელიც ჩემს ნაცვლად მუხლს მოგიყრის და გეტყვის, რადგანაც ჩემი მოძღვარი ხარ, რიგი დაიცავი და წარვედ უფალთან ჩემზე წინ, რათა იქ ადგილი გამიმზადო". მამა პაისიმ სულით გაიხარა და თქვა: "გმადლობ, მამა გედეონ, ამ ამბის მოტანისთვის. ის იყო ჩემი უდაბნოში გასვლის მიზეზი და მე აქ დავასრულებ ჩემს წუთისოფელს". ბერდიდი ატირდა. ცოტა ხნით დადუმდა და დაუმატა: "უთხარი მამა გედეონს, რომ ჩვენ აღსასრული მოგვიახლოვდა, დაე, ცოტა ხანს დაითმინოს, მალე ვნახავთ ერთმანეთს".

წმინდა დიდმოწმე არტემის ხსენების დღეს, 20 ოქტომბერს, მამა პაისი კელიიდან გამოვიდა და მზეზე გასათბობად დაჯდა. დღე იყო ნათელი და მზიანი, მაგრამ ბერდიდმა სიცივე იგრძნო. შებრუნდა კელიაში, საწოლზე დაჯდა და საბანი მიიფარა. ვერ გათბა. ამის მერე ლოგინიდან ვეღარ წამოდგა, ათი დღე იწვა. ამ დღეების მანძილზე აღარაფერი ეჭამა და მომავალ ცხოვრებაში გასასვლელად ემზადებოდა, სულს კი ყოველდღიურად წმინდა ზიარებით კვებავდა, სიკვდილის წინა დღეს მისმა მოწაფემ, როცა იხილა, მისი მოძღვარი იღვენთებოდა, ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულება შესთავაზა. ბერდიდი დათანხმდა, უთხრა: "ახლა რითაც შეგიძლიათ დამეხმარეთ". მთელი ის ღამე მოწაფემ, მამა ექვთიმემ მოძღვრის საწოლთან გაატარა და ეკითხებოდა, მის მერე როგორ ეცხოვრა. ბერდიდმა უპასუხა: "შვილო, თუ ცხონება გინდა, ნუ იზრუნებ, როგორ იცხოვრო, აღსარება თქვი და ხშირად ეზიარე, ყველას მიმართ სიყვარული დაიმარხე, შენი მოძულეები მთელი გულით შეიყვარე და რითიც შეძლებ, მოემსახურე. ღვთის შიში და სიკვდილის ხსოვნა გქონდეს. როცა მზე ამოვა, იფიქრე: ნეტავ საღამომდე მივაღწევ? საღამოს კი: ნეტავ დილამდე თუ ვიცოცხლებ? ამგვარ მდგომარეობაში მყოფს ჭეშმარიტი სინანული გექნება. ხორციელ საჭიროებასა და არსობის პურზე ნუ იზრუნებ; მცირე ხელსაქმე გქონდეს და ამით დაკმაყოფილდი. უფალი იზრუნებს, ოღონდ ნუ ეძიებ ფუფუნებას და გარდამეტებულს, და მცირედით დაკმაყოფილდი. კელიის საქმეებითაც ნუ დაიმძიმებ გონებას. ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა დავასრულო და ასე შემდეგ - მრავალი ზრუნვის გამო სულიერი სიმშვიდე და ჭეშმარიტი სინანული არ გექნება. გქონდეს მოუკლებელი ლოცვა იესოსი და ყურადღება, არ შეგეშინდეს წმინდა საიდუმლოებასთან ხშირი ზიარებისა".

გათენებამდე მოვიდა მოძღვარი მღვდელი მამა დოსითეოსი და მასთან მომსახურე მღვდელმონაზონი; მათ ბერდიდი აზიარეს და შეუდგნენ ზეთის კურთხევის საიდუმლოების შესრულებას. მსახურების შუამდე თავისუფლად ხმარობდა ხელებს - თვითონ გაუწოდებდა ხოლმე ზეთისცხებისთვის, მაგრამ მესამე სახარების შემდეგ დასუსტდა. ბერდიდის ძალნი ნელ-ნელა ჩაქრა და ბოლო ლოცვის წარმოთქმისას, თითქოს მიიძინაო, მამა პაისი გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat