ქრისტეს მოძულე იმპერატორ დეკიუსის დროს ანტიოქიაში ერთი ფილოსოფოსი და განთქმული მოგვი კვიპრიანე ცხოვრობდა.
სიყრმიდანვე წარმართულ ღვთაებათა მსახურებას მიჩვეულმა, სიჭაბუკეც ჯადოქრობის შესწავლას მოანდომა. მრავალი სასწავლებელი მოიარა და ბოლოს ანტიოქიაში დაბრუნდა. ისე ახლოს იყო ბნელ ძალებთან, რომ სატანა აქებდა და ჰპირდებოდა, ხორციდან რომ გახვალ, ეშმაკთა მთავრად დაგადგენო, სააქაოს კი ეშმაკების მთელი ჯარი მისცა მსახურად.
ანტიოქიაში კვიპრიანემ მრავალი შეაცდინა თავისი ჯადოქრობით. ზოგს გრძნეულებას ასწავლიდა, ზოგს კურნავდა, ზოგს სატრფოს უთვინიერებდა... ერთხელ ერთი ვაჟი ეწვია. მას ქალწული იუსტინა მოსწონებოდა და მისი გახრწნა სურდა, მაგრამ ვერაფერი გაეწყო, ამიტომ კვიპრიანეს მიადგა ჯადოს გასაკეთებლად. მაგმა მრავალი ეშმაკი მიუგზავნა იუსტინას საცდუნებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა. თვით ეშმაკთა მთავარიც კი სირცხვილეულ იქმნა ქალწულისგან. განრისხებულმა კვიპრიანემ ეშმაკს მიმართა: "თუ ჯვრისა და ქრისტეს სახელისა ასე გეშინია, მაშინ რაღას იზამ, თვით უფალი რომ მოვა შენს განსასჯელად?! განმშორდი, მტერო ჭეშმარიტებისა და მოძულევ ყოველგვარი სიკეთისა!" ეშმაკმა მისი მოკვლა განიზრახა, მაგრამ კვიპრიანემ იუსტინას ღმერთს მოუხმო და ავსულმა ვეღარაფერი ავნო.
კვიპრიანემ ჯადოქრობის დროინდელი წიგნები ეპისკოპოსს წაუღო და დააწვევინა, თვითონ კი მღვდელმთავრის მოთხოვნით საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვები, მოინანია, მოინათლა და ქრისტიანული ცხოვრებით მრავალს წარემატა. მოგვიანებით იგი მღვდლად აკურთხეს და თავს მოწამის გვირგვინიც დაიდგა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი