წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, დიდად მორწმუნე და მხურვალედ ტრფიალი ღვთისმსახურებისა, მხოლოდ სვეტიცხოვლის მიმართ "განდრეკილობდა რეცა გონებით"
და ამბობდა: არავინ იცის, ამ სვეტის ქვეშ რა არის და რას ვცემთ თაყვანსო.
ერთხელ გზად მიმავალი მეფე ტაძარში შევიდა, სვეტის წინ კი არ ილოცა. ასეთი დაბრკოლებული გონებით მოილოცა ტაძარი და წავიდა. იმავე ღამეს მიძინებულს ეჩვენა სვეტის თავზე მჯდომარე მოხუცი სახედ ძველთა დღეთა. მისგან გამომავალ ბრწყინვალებას, რომელიც ელვის სახედ კრთებოდა, ვითარცა "შანთნი ცეცხლისანი", კაცობრივი თვალნი ვერ განიცდიდნენ. გაკვირვებული იყო მეფე ამ სახილავით და შეძრწუნებულიც. უეცრად ხმა მოესმა: "დავით, დავით, უწყოდეთ ყოველთა: ვისაც ჩემდამი მტკიცე სარწმუნოება ექნება, არასოდეს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდა მომართ, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯება!" გაუკრთა ძილი მეფეს, შეშინდა ფრიად. ზეწამოიჭრა, ცხენზე ამხედრდა, მთელი ღამე აჭენა და განთიადზე, ცისკრის ლოცვისას, სვეტიცხოველს მიაღწია. გაუკვირდა იოანე პატრიარქს მეფის უდროოდ მისვლა. ის კი დაემხო სვეტიცხოვლის წინაშე, ცრემლით დაალტობდა იატაკს და ურწმუნოების გამო შენდობას ითხოვდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი