ნეტარი დედოფლის თეოფანიას ცხოვრებიდან ერთი ასეთი ამბავია ცნობილი: მის მეუღლეს, ბასილი იმპერატორს ცილისწამების გამო თავისი ძე, ლეონი, დიდხანს ჰყავდა დამწყვდეული ციხეში.
რამდენს ევედრებოდნენ პატრიარქები და წარჩინებულნი შვილის შეწყალებას, მაგრამ ამაოდ - ბასილს მტკიცედ სჯეროდა შვილის ღალატი. სამი წელი იტანჯებოდა ლეონი. მან და დედოფალმა თეოფანიამ მრავალი ცრემლიანი ლოცვა აღავლინეს. უფალმა შეისმინა მათი ვედრება - იხსნა ისინი არა კაცთა მიერ, არამედ ფრინველის დახმარებით. იმპერატორს ერთი მოლაპარაკე თუთიყუში ჰყავდა. ერთხელ, ნადიმზე, როცა ბასილი დიდებულებით იყო გარშემორტყმული, ამ ჩიტმა რამდენჯერმე ხმამაღლა წამოიძახა: "ვაი, ვაი, საცოდავი ბატონი ლეონი!" შეაძრწუნა იმპერატორი და მისი თანამეინახენი ჩიტის ნათქვამმა. მასში ღვთის ხმა დაინახეს. მეფემ მაშინვე გაათავისუფლა შვილი და უწინდელ ხარისხში აღადგინა. ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლეონი ავიდა. მას ხალხმა ლეონ ბრძენი უწოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი