როცა შეიტყობდა, სადმე ღარიბი ცხოვრობსო, მიდიოდა ჩუმად და მის კართან მოწყალებას ტოვებდა
როცა შეიტყობდა, სადმე ღარიბი ცხოვრობსო, მიდიოდა ჩუმად და მის კართან მოწყალებას ტოვებდა
სიტყვა გულისთქმათა განრჩევის სათნოებაზე. ერთხელ მთაწმინდის უდაბნოდან დაფნაში მივდიოდი. ნავში ერთი მონაზონი დავინახე, რომელიც გარეგნულად მეუდაბნოეს ჰგავდა. იჯდა მომლოცველთა შორის და გონებამოკრებილი ხელსაქმობდა. ის სკვნილზე ქსოვდა. დროდადრო გადაულაპარაკებდა გვერდით მჯდომ მომლოცველს და პასუხობდა მას მადლმოსილი უშუალობით, ვითარცა უშუალო ბავშვი, თუმცა საქმიანობას არ წყვეტდა. ერთ სკვნილს რომ დაამთავრებდა, მეორეს დაიწყებდა, ეამბორებოდა - სამუშაოს დაწყებისას და დასრულებისას.

თმა ხშირად ეცემოდა სახეზე, კაბის სამკლავეებიდან მოჩანდა გაცრეცილი, ასკეტური სახის ფლანელის პერანგი და ისე მუშაობდა, თითქოს თავის კელიაში იჯდა. თავისუფალი, ბუნებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრის მიმართ. გამაოცა უდაბნოს ამ ახალგაზრდა მკვიდრის უშუალობამ, შრომისმოყვარეობამ და უბრალოებამ.

მამა იოაკიმე ამბობდა: - მოწაფეს დაღლის გულისთქმები და ამიტომაც მორჩილებისას მარტო არ უნდა დარჩეს. დაე, მის გვერდით იყოს ვინმე - თუ მოძღვარი არ იქნება, ვინმე ძმათაგანი მაინც იყოს.

მამა იოაკიმე სიცოცხლის 73 წლის მანძილზე მხოლოდ სამჯერ გასცილდა მთაწმინდის საზღვრებს და სამშობლოში ერთხელაც არ ყოფილა. როცა დედამ მას თბილი წერილი მოსწერა, აღელდა და დაწვა ისე, რომ ბოლომდე არ ჩაუკითხავს. აი, სრულყოფილი უარყოფა სოფლისა! ეს მოსაგრე ექიმებთან არ დადიოდა. ტკივილების ჟამს ამბობდა: "მიმიღე, უფალო, მოწყალებათა სიუხვითა. რამეთუ ერთი მხრივ თუ ვცოდავთ, მეორე მხრივ მივიღებთ მისაგებელს". ის არ იწონებდა ტაძრის დღესასწაულებზე სიარულს, მხურვალედ უყვარდა მყუდროება და მისი სიკეთენი.

ბერდიდს ჩვეულებად ჰქონდა - ყოველდღიურად სკვნილს ჩამოილოცავდა სიტყვებით: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, დაე, ყოველივე უცხო, ყოველივე უშჯულოება და უსამართლობა, ყოველივე, რაც ავნებს სულს, განმეშოროს შენთვის ნაცნობი გზებით. ოღონდ არ მქონდეს ყოველივე ამის მიმართ სწრაფვა და უძლურება, რაც ამძიმებს სულს". თავის მოწაფეს, თეოდორეს რჩევის მიცემისას ეუბნებოდა:

- ჩვენ ოცდათვრამეტი წელი ერთად ვიცხოვრეთ. შენ იცი, რაზე გეუბნები "არას" და რაზე - "კის". როცა ამ ცხოვრებიდან წავალ, ყოველთვის ასე განსაჯე: ცოცხალი რომ იყოს ჩემი მოძღვარი და ამის შესახებ მეკითხა, რას მიპასუხებდა? ასე რომ ნურაფრის გეშინია. თუ კაცი არ შესცოდავს, უფალიც არ დაუშვებს, რომ მან რაიმეთი იტანჯოს, ხოლო თუ ბოროტი შურით ევნება, ღმერთი უბოძებს მოთმინებას და კვლავ აღვსებული გამოვა იქიდან.

მე წყალობად მომეცა გავცნობოდი ამ იშვიათ ბერს, ამეღო კურთხევა მის წმინდა ხელთაგან და მის კურთხეულ ბაგეთაგან მრავალი ათონური ისტორია მომესმინა. მისგანვე მივიღე ცნობები, რაც გამოვიყენე სახელგანთქმულ მამა ხარიტონის მოძღვრის ბიოგრაფიის შედგენისას.

სიტყვა ქრისტესმობაძავ გულმოწყალებასა და უფლებისმიერ მოწყალებაზე. კარულელ მოძღვარს, მამა ქრისტეფორეს, ჩვეულებად ჰქონდა, ღამისთევის ლოცვაზე საკუთარი თავისთვის სილა გაეწნა ძილის დასაფრთხობად. რამდენადაც მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ, მით უფრო მოწყალე გახლდათ გლახაკებისადმი. ყოველთვის, როცა ის ხვდებოდა ვინმე მომლოცველს, მონაზონს ან ერისკაცს, ყოველთვის მიწამდე თაყვანს სცემდა ხოლმე. ასევე მიწამდე თაყვანს სცემდა შეხვედრისას მოწყალების მთხოვნელს, ერისკაცი იყო თუ მონაზონი.

- ისინი, შვილო, უფლის მცირე ძმები არიან, თვით ქრისტე დგას მათი სახით, - ამბობდა იგი.

თქვა ბერმა: - უწყალოთათვის, როცა ისინი კვდებიან, პანაშვიდი გადაიხადეთ და უპირველეს ყოვლისა, მოწყალება გაიღეთ. ბევრი გლახაკი არსებობს და მათ მიეცით...

პანაშვიდებზე კოლიო მოიტანეთ და არა ტკბილეული, როგორც ამას ბოლო დროს ბევრი აკეთებს.

წმინდაანელი ღირსსახსოვარი მამა ქრისანთე ჰყვებოდა: - მამა ნექტარიოს წმინდაანელი ისეთი მოწყალე იყო, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, წმინდა ნათლისმცემლის კალივის კედლებსაც კი მოწყალებად დაურიგებდა მეუდაბნოეებს და თურქების უღელქვეშ გატანჯულ ქრისტიანებს. მისი ამ სათნოების შესახებ იცოდა მხოლოდ მამა აზარიამ, რომელმაც ერთხელ თავის ბაღში მუშაობისას მითხრა: "იცი, რას აკეთებს საღამოობით? მიდის მეუდაბნოეებთან და ურიგებს ყველაფერს, რაც აბადია".

ვგონებ, მამა ნექტარიოსმა იგრძნო, რომ ცხოვრების გზას მოწამებრივად დაასრულებდა. მისმა თანამემამულემ, მამა კირილემ გადაწყვიტა, მასთან ერთად ამ გზას დასდგომოდა. როცა სმირნაში ხოცვა-ჟლეტა ატყდა, თურქებმა მღვდლები და მონაზვნები დამშრალი ნაკადულის კალაპოტში ჩასვეს და დარაჯად დაუდგნენ. მონაზონ დედებს წაკითხული ჰქონდათ ამის შესახებ წინასწარმეტყველება, მათ გაქცევა მოასწრეს და კუნძულ ქიოსიდან მიტილენეში გადავიდნენ. ყველა ტყვეს, მღვდელსა და მონაზონს სიკვდილის ეშინოდა, მხოლოდ მამა ნექტარიოსი იდგა მედგრად და მათ ანუგეშებდა: "ჩვენ მცირე ასაკიდან დავუტევეთ სოფელი და ქრისტეს გავყევით და ნუთუ ახლა, როცა მისი გულმოწყალებით გამზადებულია ჩვენთვის მოწამებრივი აღსასრული, შეგვეშინდება? ის, რაშიც შევცოდეთ, უნდა შევინანოთ, რათა მოგვცილდეს სიკვდილის შიში".

ყველა დაემორჩილა მის სიტყვას, აღსარება თქვეს, იგრძნეს კადნიერება და მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს თურქთაგან. მხოლოდ ერთი ბერდიაკონი გადარჩა ყოვლადსახიერი ღვთის განგებულებით და მან მომიყვა ამის შესახებ.

ხედავთ, რას სჩადის გულმოწყალება, თავი ქრისტიანული სათნოებებისა? რადგანაც ის მამა ნექტარიოსს გარდამეტებულად ჰქონდა. მან ღირსყო იგი, არად ჩაეგდო სიკვდილი და ქრისტესთვის მოწამებრივად აღსრულებულიყო!

ღირსსახსოვარი მამა ჰყვებოდა: - სახელგანთქმული ჩერნოგორიელი მამა მინა ძალზე მოწყალე იყო. მისი ძმები ერთი დიდი სინიდან ჭამდნენ. ის მათ თავს აჩვენებდა, რომ თვითონაც ჭამდა (როგორც ვიცით, ბერებს კუნკული აქვთ ჩამოფარებული და ტრაპეზობისას ვერ ხედავენ, ვინ რამდენს ჭამს). როცა ხედავდა, რომ ყველანი დავნაყრდით, მონარჩენს იხმევდა. "დანაყრდით, ბედნიერებო?" - გვეკითხებოდა. "დიახ", - ვპასუხობდით. რა ვიცოდით, თუ მან მხოლოდ ერთი კოვზი საჭმელი შეჭამა.

მცირეოდენი კაცთაგან თუ აჩვენებდა ისეთ გულმოწყალებას, როგორიც მონაზონ ხარლამპეს ჰქონდა, წმინდა ანას სკიტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კალივიდან. ეს სათნოება მასში აღემატებოდა მოსაგრეობასაც, მოუკლებელ ლოცვასაც, ღვთისმსახურების სიყვარულსაც, სიკვდილის ხსოვნასაც. ღირსი მამა 1945 წელს მიიცვალა.

ჩვენგან ადრე ხსენებულმა მამა ევლოგიმ თავისი ღვაწლისა და სათნოებების გამო ღვთისგან უდიდესი მადლი და ძალა მიიღო. მასზე ხმა გავარდა, როგორც განსჯის უნარის მქონე მოძღვარსა და მამაზე და მრავალი მოდიოდა მასთან მონაზვნურ ცხოვრებაში რჩევისა და დარიგების საკითხავად, მისგან ნუგეშისა და კურთხევის მისაღებად. ბერდიდს განსაკუთრებით გლახაკები უყვარდა, რომლებიც მასთან სითბოსა და ყურადღებას პოვებდნენ. მათ თავის კელიაში ცალკე საცხოვრებელი აუშენა, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ და სამადლობლად სხვადასხვა მორჩილებაში ეხმარებოდნენ.

ვიცნობდი ლოცვითი მღვიძარების დიდებული მუშაკის, მამა კალენიკეს მოწაფეს - მამა ქრისტოდულოს, რომელიც გამიმასპინძლდა კატუნაკში თავის, წმინდა გერასიმეს სახელობის კალივაში. რამდენ გლახაკს უვლიდა, აჭმევდა, ასმევდა, ანუგეშებდა ეს ღირსსახსოვარი მამა!

ამბობდა: - იზრუნეთ მწირებზე, რათა ისინი კმაყოფილნი წავიდნენ. ერისკაცებსაც შეუძლიათ ჩვენთვის ილოცონ. ძლიერია მათი ლოცვა, როცა ისინი ამბობენ: "ღმერთმა გაკურთხოს, ღმერთმა შეგიწყალოს, მამაო". დიდებულია მოწყალების სათნოება და ღმერთიც განსაკუთრებულად აკურთხებს მოწყალების გამცემთ. მიეცით, რაც გაქვთ, ნუ გენანებათ. ეს ჩემს თავზე მრავალგზის გამოვცადე. ღვთისმოშიში ქრისტიანები მიგზავნიდნენ ტკბილეულს, პროდუქტს, კონსერვებს და სხვას. მე მათ ევლოგიასავით სხვებს ვურიგებდი - მხეცები ხომ არ ვართ, ყველაფერი შევჭამოთ?

ამ მოსაგრის დაკრძალვისას, ვიდრე წესს აუგებდნენ, ერთი გუდიანი ერისკაცი მოვიდა - მამა ქრისტოდულო, მოწყალებას გთხოვთო.

- ასეთ ღარიბულ კალივებში რატომ ითხოვ მოწყალებას? - ჰკითხეს.

- მამა ქრისტოდულო ყოველთვის მაძლევდა ფულს, კონსერვს, მაკარონს, ტანსცმელსაც კი. მე აქ რამდენიმე წელია, დავდივარ და ის მიცნობს.

ბერი გარდაიცვალაო, - უპასუხეს.

- რას ამბობთ? ღმერთმა შეიწყალოს ყველა იმ სიკეთისთვის, რაც გამიკეთა, - და გლახაკი შეწუხებული წავიდა.

ის იყო მაგალითი უბრალოებისა და სიყვარულისა, ნამდვილი სიყვარულისა და მოწყალებასა.

უკიდურესად გლახაკ, პერანგში გამოწყობილ ასკეტ მამა გ-ს არ ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა. ის რუსულ მონასტერს სატრაპეზოში ეხმარებოდა და რასაც ამისთვის აძლევდნენ, უდაბნოში მცხოვრებ მოსაგრეებს მოწყალებად ურიგებდა.

- ეს ჩემთვის ცხონების ერთადერთი შესაძლებლობაა, - ამბობდა ის, - მდაბლად ვითხოვო, ვიშრომო, გავცე...

არტში, გრიგორიატის ერთ-ერთ მეტოქიონში, მამა არტემი მსახურობდა. ბაზრიდან ხელცარიელი ბრუნდებოდა. ყველაფერს გლახაკებსა და მოხუცებს ურიგებდა.

ყველა იმ უამრავ "ევლოგიას" (შენაწირს), რასაც ჰაჯი გიორგის მისი ლოცვით განკურნებული ხალხი აძლევდა, მოწყალებად გლახაკებს, მონაზვნებს და ერისკაცებს ურიგებდა. იმგვარი გულმოწყალე იყო, რომ მოწყალების უხვად გამცემ კაცზე ამბობდნენ, - ჰაჯი გიორგივით გასცემსო.

გრიგორიატის იღუმენის, მამა სიმონის წინამძღვრობისას მონაზონმა იპატიმ დაინახა, რომ ჭურჭელში ზეთი 300 კილოგრამიღა დარჩა და იღუმენს ჰკითხა, - მივცეთ ზეთი ასკეტებსო?

- მიეცი.

- მამაო, ჩვენთვისაც არა გვაქვს!

- ეს ზეთი ყველა ჩვენგანისთვისაა. თუ რამე დარჩება, ყველასთვის დარჩება.

ისინი გასცემდნენ, ზეთი კი არ ილეოდა! ჭურჭელში ზუსტად იმდენივე რჩებოდა.

ერთმა მონაზონმა ჰკითხა თავის სტუმრებს:

- რა სამუშაოებს ასრულებთ?

- მამაო, ჩვენ ცუდი პროფესია გვაქვს, ვაჭრები ვართ, - უპასუხეს მათ ნირწამხდრებმა.

- დღეს, ძმებო, კარგი ვაჭრები გვჭირდება. გულწრფელად მითხარით, რას აკეთებთ, როცა საქონელი ძვირდება? საქონლის ძველ პარტიას ახალ ფასში ყიდით?

- დიახ, მამაო, აბა სხვანაირად როგორ მოვიქცეთ? ახალი სავაჭროს შეძენა ხომ გვინდა.

- კარგი, მაგრამ ძველი საქონლიდან ორმაგ შემოსვალს იღებთ. რა თქმა უნდა, ძველი ფასებით ვერ გაყიდით, რადგან სხვა ვაჭრები აგიმხედრდებიან. მაგრამ გაყიდვით მიღებული მეორე შემოსავალი მოწყალებად გაეცით.

ახალსკიტელი მღვდელმონაზონი, ტანმომცრო, სათნოებებით დიდებული მამა ანტონაკისი (ანტონის კნინობითი - საალერსო ფორმაა) ათენში წმინდა ანას მეტოქიონში, მთავარანგელოზთა ტაძარში მსახურობდა. როცა შეიტყობდა, სადმე ღარიბი ცხოვრობსო, მიდიოდა ჩუმად და მის კართან მოწყალებას ტოვებდა, ისე როგორც იქცეოდა მისი თანამედროვე ცნობილი მამა იერონიმე სიმონპეტრელი და წმინდა მღვდელმთავარი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი, მირონლუკიელი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat