22 მაისს აღინიშნება წმინდა შიოს მიცვალება - შიომღვიმეში წმინდანის ძვლები და საფლავი ამ დღეს განსაკუთრებული მადლით იმოსება
22 მაისს აღინიშნება წმინდა შიოს მიცვალება - შიომღვიმეში წმინდანის ძვლები და საფლავი ამ დღეს განსაკუთრებული მადლით იმოსება
წმიდა შიოს ლოცვითა და მადლით დაარსებული შიომღვიმედ წოდებული მონასტერი თხუთმეტი საუკუნეა დიდ მცველად ეგულება ქართველთა მოდგმას ხილულ და უხილავ მტერთაგან დასაცავად. იქ მიდიოდა საქართველოს ყველა მართლმადიდებელი მეფე, პოულობდა სულიერ საზრდოს, ლოცულობდა, დიდ საფასურს სწირავდა და აშენებდა მონასტერს, ზრუნავდა იმაზე, რომ არ შეწყვეტილიყო იქ მოღვაწეობა. ჩვენამდე მოღწეულია დიდი მეფის წმინდა დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, რომელითაც მან გაათავისუფლა მონასტერი ყოველგვარი გადასახადისაგან, აღწერა შემოწირულობა და განძი. მანვე ააგო შიომღვიმეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. წმინდა თამარ მეფემაც ბევრი შესაწირი გაიღო მონასტრისათვის და მის საძმოს აუშენა დიდი სატრაპეზო.

ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია წლის განმავლობაში ორჯერ აღნიშნავს. ყველიერის ხუთშაბათს და 9/22 მაისს. ყველიერის ხუთშაბათს აღინიშნება წმინდა შიოს საფლავიდან მისი ძვლების სასწაულებრივად აღმოსვლა "მეოხად მორწმუნეთა და კურნებლად სულთა ჩუენთა". 9/22 მაისს აღინიშნება წმინდანის მიცვალება. ხსენების დღეს შიომღვიმეში წმინდანის ძვლები და საფლავი იმოსება განსაკუთრებული მადლით. მამა შიოს საკვირველთმოქმედ ძალაში დარწმუნებული მლოცველები ევედრებიან მას სიბრმავის, უშვილობისა და სხვა მრავალი სენისაგან განკურნებას.

"ღირსი მამა შიო მღვიმელი დიდი მადლით გამოირჩეოდა, რაც იყო შედეგი დღე და ღამე დაუღალავი ღვაწლისა, ლოცვისა და მარხვისა. საოცარი ძალა ტრიალებს ამ წმინდა მონასტერში. ეს ძალა და მადლი მთელ საქართველოს ეფინება.

ბასილი კათალიკოსმა, მცხოვრებმა XIV-XV საუკუნეებში შეკრიბა წმინდა შიოსთან დაკავშირებული სასწაულები, რომელთაგან ჩვენამდე რამდენიმემ მოაღწია.

***

სპარსეთის სამთავროდან ერთი მდიდარი კაცი იტანჯებოდა წყალმანკით დიდხანს. გაიგო რა მამა შიოს სასწაულთმოქმედება, რწმენით მიეშურა მისკენ. მღვიმესთან მისული რამდენიმე დღის განმავლობაი თხოვდა მამა შიოს განკურნებას. კვირა ღეს ღირსი ევაგრე ჩავიდა ღირს შიოსთან მღვიმეში სნეულის განკურნების თხოვნიტ, რაზეც ღირსმა შიომ სიმდაბლით უპასუხა, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია კუნკულიდან შეუმჩნევლად აიღო სამი ღერი თმა და განსაკუთრებულად აუტანა ავადმყოფს. მოხდა სასწაული: კაცი სრულად ჯანმრთელი დახვდა. იმ დროს, როცა ევაგრე მღვიმეში ჩასულა, ვინმე ჭაბუკს სნეულისთვის სამი ღერი თმა მიუცია და ჩაყლაპვა უბრძანებია, რის შემდეგაც იგი მაშინვე განიკურნა. ევაგრემ მუჭი გაშალა და აღმოჩნდა, რომ თმის ღერები მას აღარ ჰქონდა ხელში.

***

მამა შიოს ლოცვით განიკურნა ერთი სპარსელი კაცის ბრმა ვაჟი. სამადლობლად მამას მონასტერში მიჰქონდა ხოლმე შესაწირი და ერთხელაც გზად იგი ავაზაკებმა გაძარცვეს. დამწუხრებული კაცი მივიდა შიომღვიმეში და დაინახა სასწაული: მონასტერთან იხილა თავისავე ნაძარცვი ტვირთი და დაბრმავებული ავაზაკები, რომლებიც ყვებოდნენ, რომ გაძარცვის შემდეგ ვიღაც მოხუცებულმა მონაზონმა თვალებში შეჰბერა მათ და ისინი დაბრმავდნენ. ახლა კი სინანულით აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და ევაგრეს სთხოვდნენ დახმარებას. კვირა დღეს ღირსი ევაგრე ჩავიდა ღირს შიოსთან მღვიმეში. მამა შიოს განჭვრეტილი ჰქონდა ავაზაკების მოქმედება და გაკვირვებულ ევაგრეს გადასცა თავისი კვერთხი, რომლის შეხებისთანავე მონანულ ავაზაკებს თვალები აეხილათ.
KARIBCHE

***

VII საუკუნეში შიომღვიმეს ერთდროულად ესტუმრნენ კათალიკოსი ბართლომეოსი და ქართლის მთავარი სტეფანოზი. კათალიკოსს, სტეფანოზისაგან განსხვავებით, დიდებული პატივი სცეს, რის გამოც მთავარი შურითა და ამპარტავნებით აღივსო და მონასტრი, ძმებს უსაყვედურა. პასუხად კი მიიღო: "ეკლესიის წესების თანახმად ეკლესიის მწყემსმთავარს პატივი უნდა მივაგოთ, მსგავსად ქრისტესი". ამის შემდეგ უფრო განსხვავებულმა მთავარმა უკანვე მიიტაცა ადრე შეწირული ორი აგარაკი (მიწის ნაკვეთი) და ძმებს დაემუქრა. შინ დაბრუნებულს ზედიზედ სამ ღამეს ეცხადებოდა წმინდა შიო და მკაცრად სთხოვდა აგარაკების დაბრუნებას. მთავარმა არ ისმინა მისი, ურჩობის გამო ი ოჯახთან ერთად დაბრმავდა და გონება გაუცოფთა. მამა შიოს კიდევ ერთი გამოცხადების შემდეგ, სინანულში ჩავარდნილი სტეფანოზი ცოლ-შვილით მივიდა შიომღვიმეში. მამებმა შიოს საფლავის მიწა ბარძიმში შეურიეს ღვინოს და დაალევინეს მათ, რის შემდეგაც მოსულებს გონების სიცოფე მოეხსნათ. გონებაგახსნილმა მთავარმა გასცა ბრძანება მონასტრისთვის მიტაცებული მიწების დაბრუნების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ განიკურნა მთელი ოჯახი სიბრმავისაგან.

***

VII საუკუნეში სარკონოზთა მთავრის ამირა მუმნიის ბრძანებით სარალი აჰმადი დიდძალი მხედრობით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, უმარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან. სოფელ ციხედიდთან, მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეთა შორის, იხილეს კლდე გამოქვაბულით. მისი დაურბევლობა სირცხვილად და სულთნის წინაშე დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ, მაგრამ უხილავმა ძალამ არ გადაალახვინათ მდინარე. შეცბუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებისგან გაიგეს, რომ იმ ადგილას იყო წმინდა შიო მღვიმელის მონასტერი. ამ ამბავმა უსჯულო მხედრობა ძლიერ გააკვირვა. სარდლებმა ყოველივე აჰმადს აცნობეს. საღმრთო ძალისაგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში უმარი გაგზავნა, ოქრო, საკმეველი და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა, ელოცათ მისი სულის გადასარჩენად.
მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა დაინახა, რომ მონასტრის გარშემო შეკრებილი იყო ანგელოზთა ბრწყინვალე მხედრობა წმიდა შიოს წინამძღვრობით. უმარმა შიშით უამბო ამ სასწაულზე ბერებს, რომელთა თავმდაბლობამ და მოკრძალებულმა ყოფა-ცხოვრებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და უთხრა მათ, რომ არ ეშინოდეთ არავისი, რადგან ანგელოზები და მამა შიო დაუღალავად იცავდნენ მონასტერს და ბერებს. ძმებმა მადლობით ადიდეს უფალი, რომელმაც წმინდა შიოს ლოცვით იხსნა მონასტერი უსჯულოთა დარბევისაგან. უმარმა იწამა ღმერთი, მოინათლა შიომღვიმეში. მასთან ერთად ნათელიღო მისმა ორმა მეომარმა. შემდგომში უმარი გახდა ურბნისის ეპისკოპოსი ნეიფიტე ურბნელი, რომელიც ცეცხლთაყვანისმცემლებმა აწამეს და, როგორვ პირველმოწამე დიაკონი სტეფანე, ქვებით ჩაქოლეს. მისი მეომრები, ნათლისღებით ქრისტოდულოსი (ბერძნულად-ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროდი (ბერძნულად ქრისტეშემოსილი) მონაზონებრივად აღესრულნენ. წმინდა მღვდელმოწამე ნეოფიტე აღესრულა მეშვიდე საუკუნეში. მისი ხსენების დღეა 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი ახალი სტილით).

ბეჭდვაელფოსტა
18.01. 2021
დიდება შენდა წმ.შიო მღვიმელო ილოცე ჩვენთვის ცოდვილებისთვის.
წმინდაო შიო მღვიმელო გეხვეწები, გაგვკურნე სულიერად, რომ ავივსოთ უფლის სიყვარულით.ამინ.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat