21.06.2012
მოგვითხრობენ ვინმე ბერდიდზე, რომელმაც სამოცდაათი კვირა მარხვაში გაატარა და კვირაში ერთხელ ჭამდა საჭმელს
, რათა ღმერთს მისთვის წმინდა წერილიდან ზოგიერთი ადგილის მნიშვნელობა განემჟღავნებინა, მაგრამ ღმერთი არ უმხელდა მას. ამას რომ ხედავდა, ბერმა თავისთვის თქვა: "აი, საკმაოდ დიდი შრომა გავწიე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. წავალ ძმასთან და მას ვკითხავ". როცა კელიიდან გამოვიდა და კარები დახურა, მივლენილ იქნა მასთან უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: "შენს მიერ მარხვაში გატარებულმა სამოცდაათმა კვირამ არ დაგაახლოვა ღმერთთან, ახლა კი, როცა თავი დაიმდაბლე და საკითხის გასარკვევად ძმასთან წასვლა განიზრახე, გამოგეცხადე, რათა საკითხი განმარტო". აღასრულა ეს და ანგელოზი გაშორდა მას.