ხან ხუთ დღეში ერთხელ იხმევდა საზრდელს, ხოლო ტრაპეზის დროს, ცალი ხელით საჭმელს რომ იღებდა, მეორე ღვთის მიმართ ჰქონდა აპყრობილი
ხან ხუთ დღეში ერთხელ იხმევდა საზრდელს, ხოლო ტრაპეზის დროს, ცალი ხელით საჭმელს რომ იღებდა, მეორე ღვთის მიმართ ჰქონდა აპყრობილი
* ათონელ ღირს მამას ჰაჯი-გიორგის (+1886) ერთხელ წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი გამოეცხადა და უთხრა: "ოთხშაბათსა და პარასკევს მე ძუძუსაც არ ვწოვდი, დღევანდელ რუსეთში კი მარხვას არ ინახავენ, ამიტომაც მოიწევა მათზე ამდენი განსაცდელი. ბევრ რუსს ვეხმარები, მაგრამ ისინი უწესოდ ცხოვრობენო".

* დიდად მოღვაწე იყო მამა ფილოთეოს ზერვაკოსი (+1980), მაგრამ როცა ერსა თუ ეკლესიაში რაიმე პრობლემა იჩენდა თავს, ღვაწლს გააათმაგებდა ხოლმე. ასეთ დროს საზრდელს თითქმის სრულიად აიკრძალავდა. ხშირად სულიერ შვილებსაც სთხოვდა, მისი ღვაწლის თანამოზიარენი ყოფილიყვნენ. "უთხარით დედებს, - წერს იგი ერთ წერილში, - ვისაც შეუძლია და სურს, დაე, იმარხულოს ეკლესიაში მშვიდობისთვის".

* მამა ვიტალი სიდორენკო (+1992) იმისთვის მარხულობდა, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი შეწყვეტილიყო, რომ ქართველებს ერთმანეთის სისხლი არ დაეღვარათ. მამა ვიტალი დღეებს მდუმარებაში, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა, ხშირად ამაზეც უარს ამბობდა. ერთგან იგი წერს: "არაფერი ისე არ მოულბობს უფალს გულს მოქცეული ცოდვილის მიმართ, როგორც მარხვა. ამას გვასწავლის ნინევიელთა მაგალითი".

მამა ვიტალის მარხვის სიყვარული ბავშვობიდან მოსდევდა. მას ხუთი წლიდან დაუწყია მარხვის შენახვა. ხორცს საერთოდ არ ჭამდა, ხოლო ოთხშაბათსა და პარასკევს რძის ნაწარმსაც არ იღებდა. მიუხედავად ამისა, მაინც ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვი ყოფილა.

* ოპტელი ბერი პლატონი ჰყვებოდა: მამა ამბროსი ოპტელს კუჭი ჰქონდა დაავადებული და პარასკეობით ორი-სამი ნაჭერი ჰოლანდიური ქაშაყის შეჭმა უხდებოდა. ამ ცოდვას, რომელსაც ჩვენ ცოდვად არც კი ჩავთვლიდით, აღსარებისას ცრემლით ინანიებდა. ხატების წინ მუხლებზე დაეცემოდა, ვითარცა საშინელი სამსჯავროს წინაშე, და ტიროდა. ვუცქერდი, ვუცქერდი მოტირალ მოძღვარს და მეც ავტირდებოდი ხოლმეო.

* მამა იერონიმე ეგინელი (+1966) გვასწავლის: იმარხულეთ შეძლებისამებრ, ზომიერად, ისე, როგორც თქვენი ჯანმრთელობა შეგაძლებინებთ. დაე, მხოლოდ სიმდაბლე გქონდეთ უზომო. გამოაწრთეთ საკუთარი სხეული ისე, რომ ასი წელი იცოცხლოს, სულისთვის კი ისე იზრუნეთ, თითქოს ხვალ უნდა აღესრულოთო.

* წმინდა სერაფიმე ვირიცელის სულიერმა შვილმა, დეკანოზმა ალექსიმ, მრავალი წელი გაატარა კომუნისტების საკონცენტრაციო ბანაკებში. სტალინის სიკვდილის შემდეგ პატიმრებს გათავისუფლების იმედი გაუჩნდათ. ერთხელ მამა ალექსიმ უთხრა თანაპყრობილთ: "წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი დიდი მეოხია და მსწრაფლშემწე. მოდი, შევევედროთ, გაგვათავისუფლოს და მის ხსენებამდე სამი დღე ვიმარხულოთო". რამდენიმე ათეული პატიმარი დათანხმდა, თუმცა მარხვა საბოლოოდ ოცდაექვსმა კაცმა შეინახა. და აი, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ბანაკში ბრძანება მოვიდა - სწორედ ის 26 კაცი გაათავისუფლეს.

* მამა სებასტიანე ყარაგანდელი (+1979) ამბობდა: დაპატიმრებულიც ვიყავი, მაგრამ არც ციხეში ვარღვევდი მარხვას. თუ მარხვის დღეს ხორციან ბალანდას მოიტანდნენ, პურის ნატეხში ვცვლიდიო. "როცა მარხვას უმიზეზოდ არღვევ, - ამბობდა იგი, - მოვა დრო და ავადმყოფობა დაგატყდება თავს. აი, მაშინ კი, გინდა თუ არა, მოგიხდება მარხვის შენახვა, ღმერთი დაუშვებს ამას შენი ცოდვების გამო".

* ერთხელ, მარხვისას, წმინდა იოანე კრონშტადტელს ექიმები აიძულებდნენ, რძე დაელია. ღირსი მამა ჯერ უარობდა, ბოლოს კი ერთი პირობით დათანხმდა: მარხვას დაარღვევდა, თუ დედამისი მისცემდა კურთხევას. მამა იოანეს დედას წერილი გაუგზავნეს, ქალმა კი ამგვარი პასუხი გასცა: "როგორ მოგცე კურთხევა იმისა, რაც დედაეკლესიამ აკრძალაო?" პასუხმა ძალზე გაახარა წმინდა იოანე და რძეც, რა თქმა უნდა, აღარ დაულევია.

* "მამაო, გული როგორ დავიცვაო?" - ჰკითხა ერთმა ძმამ მამა ტითოს. "თუ არ დავიცავთ ენას და მუცელს, - მიუგო ბერმა, - ვერც გულს გავუფრთხილდებითო".

* ერთ დიდ და სახელგანთქმულ ბერთან ცხოვრობდა ახალგაზრდა ძმა, მცირედ უდები. ღირსი მამის ღვაწლის შემხედვარემ, ერთხელ უთხრა: "მამაო, ამბობენ, ზოგს დიდი ღვაწლი ამპარტავნებამდე მიიყვანსო". მიუხვდა ბერი გადაკრულს და უთხრა: "თუ სიზარმაცით სიმდაბლე სასარგებლოა, მაშ, წავიდეთ, ცოლები შევირთოთ, ხორცი ვჭამოთ და ღვინო ვსვათ. ვაი ჩვენდა, შვილო, რომ ეშმაკნი დაგვცინიან და ვერ გულისხმავყოფთო!"

* ერთ ბერს უდაბნოში განმარტოებით ოცდაათი წელი დაეყო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. ერთხელ გაიფიქრა: "ამაოდ ვშვრები - ამდენი ხანია უდაბნოში ვცხოვრობ და მხოლოდ ბალახს ვჭამ, მაგრამ არც გამოცხადება მიხილავს და არც სხვა ღირსი მამებივით სასწაული მომიხდენია, ავდგები და სოფელში დავბრუნდებიო". ამ ფიქრში რომ იყო, წარმოუდგა უფლის ანგელოზი და უთხრა: "ეს რა აზრს შეუპყრია შენი გონება, ბერო?! ამაზე მეტი სასწაული რაღა გინდა? დაფიქრდი, ვინ განგაძლიერებს ამ უდაბნოში. დაითმინე და ღვთისგან სიმდაბლე ითხოვეო". მას შემდეგ დაფუძნდა ბერი უდაბნოში და სიმდაბლით მადლობდა ღმერთს.

* ღირსი მამები ხორციელთან ერთად სულიერი მარხვისკენაც მოგვიწოდებენ.

ერთი სკიტელი ბერი მამა აქილას ესტუმრა და დაინახა, რომ მან პირიდან სისხლის კოშტი წამოაგდო. "რა არის ეგ, მამაო?" - ჰკითხა გაკვირვებულმა. "ეს გულისსიტყვაა ჩემი შემაწუხებელი ძმის მიმართ, - მიუგო ბერმა, - ვცდილობდი, ცუდი არაფერი მეთქვა მისთვის, უფალს ვევედრებოდი, ჩემი გულიდან აღმოეფხვრა იგი. მექცა ეს სიტყვა სისხლად, წარმოვაგდე იგი, შვება ვიგრძენი და მწუხარება დამავიწყდაო".

* იყო ერთი ბერი, კეთილად მოღვაწე, მლოცველი და მმარხველი. მთელი დღე ხელსაქმობდა, ღამით ლოცულობდა, პურს კი მეცხრე ჟამს იხმევდა ღვთის სადიდებლად, ვითარცა იტყვის მოციქული: "გინათუ სჭამდეთ, გინათუ სმიდეთ, ყოველსავე სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ".

ერთ დღეს, განთიადისას, ბერს მოშივდა, მაგრამ მესამე ჟამამდე მოითმინა. მერე იფიქრა, მოდი, ცოტასაც გავძლებ და მეექვსე ჟამს შევჭამო. დადგა მეექვსე ჟამი, ბერმა დაალბო ორცხობილა, მაგრამ ამჯერადაც სძლია გულისთქმას და მეცხე ჟამამდეც მოითმინა, მერე კი გულით ილოცა და მეყსეულად იხილა საეშმაკო ძალი, კვამლის სახით რომ გავიდა მისი სენაკიდან. იგრძნო ბერმა, რომ განეშორა "უწესო შიმშილს" და განადიდა ღვთის ძალმოსილება.

* იყო ერთი ბერი, ყოვლად სათნო, უმანკო, წრფელი, მმარხველი და მლოცველი. ოცი წლის მანძილზე საწოლში არ დაწოლილიყო, მხოლოდ სქემაზე თუ მიიძინებდა, მაგრამ მალევე ადგებოდა და უფალს ადიდებდა. მკაცრად მარხულობდა - ხან ორ, ხან ხუთ დღეში ერთხელ იხმევდა საზრდელს, ხოლო ტრაპეზის დროს, ცალი ხელით საჭმელს რომ იღებდა, მეორე ღვთის მიმართ ჰქონდა აპყრობილი. "რატომ იქცევი ასე, ღმერთშემოსილო მამაო?" - ჰკითხა მოწაფემ. "შვილო ჩემო, - მიუგო ბერმა, - განკითხვის დღე მიდგას თვალწინ, მეშინია და შეწყალებას ვითხოვო".

* დიდად მმარხველი იყო ღმერთშემოსილი მამა ანტონი - ხან ოთხი დღის, ხან მთელი კვირის განმავლობაში დაითმენდა შიმშილს და პურს არ ეკარებოდა. ერთხელ, ტაძრის დღესასწაულზე, ღირს მამას ერისკაცნი ეწვივნენ. მათ შორის იყო ერთი მონადირე, ღვთისმოშიში და ეკლესიათა პატივისმცემელი. წირვის შემდეგ მონასტრის ძმებმა სადღესასწაულო ტრაპეზი გააწყვეს და ჯეროვნად ინუგეშეს. ერისკაცმა ეს რომ იხილა, გულში განიკითხა ბერები: "ხედავ, ამათაც ჰყვარებიათ მოლხენაო!" დაფარულთმცნობელობის მადლით მოსილმა მამა ანტონმა შეიტყო მისი გულის ზრახვა და სთხოვა: "ძმაო, ჩადე ისარი შენს მშვილდში და მოზიდეო". სტუმარი დაემორჩილა. ანტონმა მშვილდის უფრო მეტად მოზიდვა სთხოვა. ერისკაცმა ეს თხოვნაც შეუსრულა. "კიდევო", - სთხოვა ღირსმა მამამ. "წმინდაო ღმრთისაო, - ჰკადრა მონადირემ, - ზომაზე მეტად რომ მოვზიდო, გატყდებაო". მაშინ მამა ანტონმა ბრძანა: "ასე ვართ, შვილო, ჩვენც; ზომაზე მეტად თუ ვიმარხულეთ და ვიღვაწეთ, ამ მშვილდივით დავიმსხვრევით და შევიმუსრებითო".

* განუწყვეტელი მარხვა, მწირი საკვები, მღვიძარება, ფიზიკური შრომა და ხანმოკლე დასვენება - ასეთი იყო ძველად ღირს მამათა ცხოვრების წესი. მაინც რამდენ ხანს გაუძლებდა თანამედროვე ქრისტიანი ასეთ ღვაწლს? პასუხი თქვენთვის მოგვინდვია, იმდროინდელ ღირს მამებს კი ის თითქოს სიცოცხლესაც უხანგრძლივებდა: პახუმი დიდმა 85 წელი იცოცხლა, ექვთიმე დიდმა - 97 წელი, თეოდოსი დიდმა - 105 წელი, საბა განწმენდილმა და იოანიკე დიდმა - 94-94 წელი, პაისი დიდმა - 95 წელი.

მძიმე იყო განმარტოებით მცხოვრებ მეუდაბნოე მამათა ყოფა - დათმენა მზის მცხუნვარებისა თუ ყინვისა, ქარისა თუ ავდრისა. საზრდოდაც, ვინ იცის, რას პოულობდნენ უდაბნოში, მაგრამ ანტონი დიდმა 105 წელი იცოცხლა, აქედან უდაბნოში - 70 წელი, მაკარი მეგვიპტელმა - 97 წელი, ონუფრი დიდმა მხოლოდ უდაბნოში 60 წელი გაატარა, ილარიონ დიდმა - 80 წელი, ილია მეგვიპტელმა - 70 წელი, მამა კირიაკემ 107 წელი იცოცხლა, პავლე კომელიელმა - 112 წელი, აქედან უდაბნოში - 50, ხოლო მონასტერში - 40.

იყვნენ წმინდა მამებიც, ბნელ ქვაბებსა და სენაკებში თავი ცოცხლად რომ დაემარხათ. მუდამ მოხრილნი, თითქმის უმოძრაონი განლევდნენ დღეებს ვიწრო სენაკებში. თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეიძლებოდა ასეთ კუბოებში გაძლება? ღირსი მამები კი, იცით, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ იქ? ღირსი აბრაამი - 47 წელი, პეტრე ათონელი - 51 წელი, ანტონი მღვიმელი - 56 წელი (გარდაიცვალა 90 წლისა), ღირსი ირინარქი - 38 წელი, იოანე მრავალვნებული - 30 წელი.

იყო ღვაწლის სხვა სახეც - მესვეტეობა: დღედაღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში სვეტზე უმოძრაოდ იდგნენ, თითქოს მიეჯაჭვნენო. ფეხები უსივდებოდათ, იარებით ეფარებოდათ... მკაცრი მარხვა, მწირი საზრდო, ძილის მაგივრად - სვეტის მოაჯირს ჩამოყრდნობით თვლემა. განა ვინმე ორ კვირას მაინც გაუძლებს ამას? ისინი კი უძლებდნენ, თანაც რამდენ ხანს: წმინდა სვიმეონ მესვეტემ 100 წელი იცოცხლა, აქედან სვეტზე 80 წელი იყო დაყუდებული; წმინდა დანიელი 80 წლისა აღესრულა და აქედან 33 წელი სვეტზე გაატარა; ავლიპიმ 118 წლისამ შეჰვერდა სული უფალს, ხოლო სვეტზე 53 წელიწადი იყო დაყუდებული; თეოდოსიმ სვეტზე 50 წელი გაატარა, ღირსმა ლუკამ - 45.

სწორედ მარხვა იყო ღვთის შეწევნით მათი დღეგრძელობის მიზეზი. კაცს ერთადერთი მტერი ჰყავს: ცოდვა, - რომელსაც ღირსი მამები მარხვითა და ლოცვით თრგუნავდნენ და საუკუნო სიცოცხლეს იმკვიდრებდნენ.

* მამა დანიელ კატუნაკელი ჰყვებოდა: როცა მაღალღირსი ნიკიფორე თეოტოკოსი ეპისკოპოსად იყო რუსეთში, ერთმა მართლმადიდებელმა გენერალმა ტრაპეზის საკურთხებლად მიიწვია. რაკი დაინახა, რომ მარხვაში სუფრაზე სახსნილო კერძები მოეტანათ, ღირსმა ნიკიფორემ უარი თქვა მის კურთხევაზე - საქმით აჩვენა, რომ არ შეეძლო წმინდა ეკლესიის განჩინებათა გაუქმება. საეპისკოპოსო კათედრაზეც იმავე მიზეზით თქვა უარი.

* მამა იოაკიმე ათონელი (+1950) შეუძლოდ იყო. ექიმმა გასინჯა და ტუბერკულოზი დაუდგინა. უთხრა, რამდენიმე თვეს კიდევ იცოცხლებ, მაგრამ ამისთვის მკაცრი დიეტა უნდა დაიცვა, ყუათიანი საკვები: ხორცი, თევზი, კვერცხი - ჭამოო. მამა იოაკიმემ მშვიდად მოუსმინა. ექიმი რომ წავიდა, ავადმყოფმა თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს, სთხოვა: "მამაო, მაკურთხე, რათა ამაღამ ეკლესიაში დავრჩე და ღვთისმშობლის მიმართ ვილოცო, დილით კი გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ, რა აჯობებსო".

მამა იოაკიმემ ის ღამე ლოცვაში გაატარა, დილით კი მოძღვარს სთხოვა: "ნუ მოვიქცევით ისე, როგორც ექიმმა გვითხრა, მივანდოთ ჩემი ჯანმრთელობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ის იზრუნებს ჩემზე. მაკურთხე, რომ მარხვა განვაგრძო და აღარც სიტკბოს გემო ვიხილოო". მამა გრიგოლი განაცვიფრა მისმა რწმენამ და ამგვარი მარხვისთვის კურთხევა მისცა.

გავიდა ნახევარი წელი. ერთხელ ექიმმა მამა იოაკიმეს ამბავი იკითხა. რომ გაიგო, ცოცხალიაო, გასინჯა და დარწმუნდა, რომ სავსებით გამოჯანმრთელებულიყო. ჩანს, ჩემმა დანიშნულმა დიეტამ გარგოო, - თავი მოიწონა მკურნალმა. მამა იოაკიმემ და მამა გრიგოლმა ერთმანეთს გადახედეს და ღიმილი ძლივს შეიკავეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat