გამაძღარი სხეული წმინდად ლოცვას ხელს უშლის
გამაძღარი სხეული წმინდად ლოცვას ხელს უშლის
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა მოსაგრეობაზე
თვით ჩვენს უკანასკნელ, ესქატოლოგიურ დროში მთლად არ გამქრალა სულმამაც გმირთა მიერ გაწეული მოსაგრე და ზეკაცობრივი ძალისხმევა, ღვაწლი და კადნიერება. უეჭველია, ამგვარ მოღვაწეებს მიეკუთვნება თავისი მოთმინებით, თავშეკავებით, ასკეზით და მკაცრი ცხოვრებით რუმინელი მოსაგრე იროდიონი. მთელი ორმოცი წლის მანძილზე ის თავის კელიაში დაყუდებული ცხოვრობდა, სრულიად შიშველი, არაფრის მქონე, მაგრამ ნეტარი და ბედნიერი. მთელი ცხოვრება სანთელივით იწვოდა ლოცვაში, დაყუდებასა და ჭვრეტაში. მას პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ესაუბრებოდა მიმსვლელთ. ზოგიერთ ძმათმოყვარე მამას ყველაფერი მოჰქონდა მასთან, რაც აუცილებელი იყო გამოკვებისათვის ამ განსულიერებული ზეციური ფრინველისა.

მონაზვნებისადმი მიმართვისას ბერმა თქვა:

- ასკეზა იმგვარი უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ ჯანმრთელობის შენარჩუნება საკუთარი მოვალეობის აღსრულებისთვის. იღუმენიამ უნდა იცოდეს, დაახლოებით რამდენ მეტანიას აკეთებს თითოეული მონაზონი. მარხვაზე აღმატებულია ღამისთევის ლოცვა, რომელიც განწმენდს და ამსუბუქებს გონებას, დაატკბობს გულს. ბევრი ძილისაგან კი ჩვენი გონება სუქდება. სულიერ ცხოვრებაში ზოგჯერ აუცილებელია საკუთარი თავის იძულება. ძალზე ხშირად არ გვაქვს მადა, სწრაფვა სულიერი მუშაკობისადმი. თავს პატარა ნატეხის შეჭმა ვაიძულოთ და მადაც მოგვივა. როგორ ვიქცევით ხელის ღრძობისას? თუ მხოლოდ წავუთათუნებთ, ტკივილი არ გაივლის. მკვეთრი მოწევაა საჭირო, რათა ძვლები თავის ადგილას ჩაჯდეს. ნუ დავემსგავსებით კუს, რომელიც ქორწილში წავიდა და ბავშვის ნათლობას მიუსწრო.

კარული მთაწმინდის მკაცრი უდაბნოა, სადაც მეტად მკაცრი მოსანგრეები ცხოვრობენ - მე მათგან ორი რუსი ასკეტი გავიცანი, ნიკოდიმოსი და სერაფიმე. მათზე ჰყვებიან, რომ ისინი მრავალგზის ინახავდნენ ორმოცდღიან მარხვას, წმინდა დიდმარხვის მსგავსად, და დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ყავასა და მცირედ წყალს სვამდნენ. ჭეშმარიტად ზეკაცობრივი მოსაგრეობაა!

მაგრამ ამა სოფლისათვის რამდენი უცნობი მეომარია, მმარხველია, რომელთა ღვაწლითაც განცვიფრდებიან ანგელოზნი და კაცნი, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან მთაწმინდის სარბიელზე ვნებათაგან განსაწმენდად!

მოვიტან ამონარიდს მეუდაბნოე დ-ს წერილიდან, რომელიც მოგვითხრობს მათზე, ვინც ათონელ მოსაგრეთა ნაკვალევს გაჰყვა, რათა მკითხველი დარწმუნდეს, რომ ძველი დროის მსგავსად, ჩვენს დროშიც არიან ასკეზის გმირები.

"რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები დღესაც ცხოვრობენ - რისი მოწმეც თვითონვე ვიყავი. ისინი ჩვენზე, გახრწნილ თაობაზე, მალამოსავით მოქმედებენ და გვიცავენ ბოროტისაგან. ასე ხდება, როცა გესმის, რომ, მაგალითად, მთაწმინდაზე ცხოვრობს მონაზონი, რომელსაც 50 დღე პირში ლუკმა არ ჩაუდვია და სხვა ღვაწლი აღასრულა, რომელმაც თვითონვე განაცვიფრა და განადიდა ღმერთი. ჩვენ ხომ ასეთ რამეებს მხოლოდ პატერიკებში ვხვდებით! დიდება უფალს, რომ ჩვენს მზაკვარ დროშიც აღგვიდგინა ასეთი მოსაგრეები. ვკითხულობდი, მჯეროდა ყოველივე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო კაცს, 50 დღე უჭმელს გაეძლო. და აი, ბედნიერი დამთხვევით ეს ჩვენთანაც მოხდა.

ერთი უპოვარი მოსაგრე მამა მესტუმრა ყველიერის კვირას. ნატრაპეზევს ჩემს კელიაში დარჩა ღამის გასათევად. დიდმარხვის პირველ ორშაბათს ვიგლაში მომიხდა წასვლა, მაგრამ ვერ წავედი. საქმე ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ეს ბერიკაცი გავგზავნე, სიამოვნებით დამთანხმდა (კარულსა და ვიგლას შორის 5 საათის სავალია). ამ მოსაგრემ შეასრულა დავალება და საღამოს კალივაში დაბრუნდა. ცხელი სასმელი და პური მივუტანე, რადგანაც მოხუცი იყო (60 წლის), მთელი დღის უჭმელი და გზით დაღლილი. უარი მითხრა. სამშაბათს ვთხოვე, წაიხემსე-მეთქი. ამჯერადაც იუარა. გაოცებულმა ვკითხე, ხანდაზმულმა ამხელა გზა გაიარე და შიმშილსა და წყურვილს ვერ გრძნობ-მეთქი? ჩვეული უბრალოებით მიპასუხა, - შარშან, დიდმარხვის პირველი ორშაბათიდან ბზობის კვირამდე არაფერი მიჭამია, მხოლოდ ბზობის კვირას დავადგი კბილი საჭმელსო.

არანაირი საფუძველი არ მქონდა, მის ნათქვამში დავეჭვებულიყავი, რადგან კარგად ვიცნობდი მას, ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე. მეტად გულწრფელი იყო, არ უყვარდა მავნებლობა და შორს იყო ყოველგვარი მზაკვრობისაგან. არც უფიქრია, რომ ამ ამბავს გავამხელდი, თორემ თქმას ამიკრძალავდა. მაგრამ ამის გამჟღავნებას ღვთის განგებულებად ვთვლი, სხვათა სასიკეთოდ და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, რომელსაც ერთი დღე მარხვა არ შემიძლია, რათა მეტად დავმდაბლდე..."

მამა გერმანე კავსოკალიველი 1875 წელს 105 წლისა გარდაიცვალა. ის მთაწმინდაზე 1830 წელს მოვიდა და მორჩილად დაუდგა დასახიჩრებულ ბერდიდს, დანიელს, მთავარანგელოზთა კელიიდან. მანამდე ერთმა მღვდელმა (ვისაც ის აღსარებას აბარებდა) უთხრა:

- შვილო, წადი მამა დანიელთან, მართალია, უძლურია და არაფერი არ აქვს...

- დიახ, წმინდაო მამაო, - უპასუხა მას მამა გერმანემ, - მას არ აქვს შემოსავალი, ღარიბია და ინვალიდი, მაგრამ მე მოძღვარი პურისთვის კი არ მინდა, მე მინდა მამა, რომელსაც სულიერი დარიგება შეუძლია.

ის მოძღვართან მივიდა სამშაბათ დღეს. მას კი საჭმელიც არ ჰქონდა. მამა გერმანე მასთან დარჩა და დიდი მოთმინებითა და სიყვარულით, 30 წლის მანძილზე მრავალ გაჭირვებას გაუძლო. ორი წლის მერე მამა დანიელი დაბრმავდა. მამა გერმანემ, როგორც კარგმა მორჩილმა, კავსოკალივაში მიაბარა მიწას და ხაირის ასკეტირიონში გადავიდა, სადაც მოღვაწეობდა რუმინელი მოსაგრე გერასიმე.

მოძღვარი ვ. ამბობდა, - მარხვა ჯანმრთელობის დედააო. ერთხელ მან ერთ ექიმს უთხრა: - მე ვმარხულობ, შენ კი ყველაფერს ჭამ. გინდა, წავიდეთ და სიარულში შევეჯიბროთ? სულიერება - აი, რა აწრთობს რკინასავით ადამიანს.

თვითონ ის დღეში ერთხელ სვამდა და მხოლოდ საღამოს აძლევდა თავს ნებას, ცხელი სასმელი დაელია. დიდმარხვას ისე ატარებდა, მხოლოდ ბალახის ნახარშსა და დღეში ერთ ჭიქა ღვინოს სვამდა.

მამა ვ. ოცი წელი ეგინაზე ცხოვრობდა წმინდა ნექტარიოსთან. როცა მათ წყარო დაუშრათ, თვითონვე მოაწყო ჯალამბრიანი ჭა.

მახსოვს, როგორ დადიოდა უწინდოდ მთელი ზამთარი ღვთისმოშიში მონაზონი ათანასე ივერიელი. იდიორითმულ მონასტერში ყველა თავისთვის იმზადებდა საჭმელს, ის - არასოდეს და იმით წაიხემსებდა, რასაც სასტუმროში მომლოცველებს აძლევდნენ.

მღვდელმონაზონმა კვიპრიანემ (1880-1955) ათონზე ათასი დღე იცხოვრა (1905 წლის მერე) და ღვთისაგან შინაგანად ეუწყა, რომ უკან, სამშობლოში, კვიპროსზე დაბრუნებულიყო. მერე კი მთელი წელი სიმონპეტრაში მკაცრ ღვაწლში, ნებაყოფლობით ჭირთათმენასა და შეჭირვებაში გაატარა. შემდეგ კი კატუნაკში მოღვაწეობდა. ეძინა დღე-ღამეში ოთხი საათი. მის კელიაში, ჩრდილოეთ მხარეს, ღუმელი არ იდგა. ერთი წყვილი სანდალი მთელი წელი ჰყოფნიდა. 50 წელი არ უბანავია. სნეულება განწმენდდა მას, შრომა კი გამოჰკვებავდა. როცა ამ მოსაგრემ ხმა დაკარგა, მაღლა აღაპყრობდა ხელებს და დიდხანს ლოცულობდა. მხოლოდ მაშინ დაუშვებდა, როცა თვითონვე უვარდებოდა დაღლილობისგან.

ვიცნობდით ასევე უბრალო, მშვიდ და კეთილსინდისიერ მეუდაბნოე მამა ფანუერს, რომელიც პანტოკრატორის მონასტრის სიახლოვეს, ბუჩქნარში მდებარე წმინდა თეოფილე მირონმდინარის სახელობის კელიაში ცხოვრობდა.

რამდენი დანგრეული კალივაა ათონზე, რამდენ მამას უცხოვრია იქ, უღვაწია, უბრძოლია ზეციურ ბოროტ ძალებთან და გამარჯვებული გამოსულა! ქვემოთ მცხოვრები მამები ზოგჯერ ისეთ სოროებს, ბუდეებს, მღვიმეებს პოულობენ, რომ გაოცებულნი რჩებიან: როგორ ცხოვრობდნენ აქ მიწის ანგელოზნი და ზეცისა კაცნი!

წმინდა პეტრე ათონელის განმარტოებულ მღვიმეში წარმოუდგენელი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა მეუდაბნოე მამა ქრიზოსთიმოსი თავის მოწაფეებთან ერთად. მათ ტანთ დახეული სამოსი ეცვათ, დადიოდნენ ფეხშიშველნი, ჭამდნენ ორცხობილასა და წაბლს და იმას, რასაც მათ ლავრა უგზავნიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სასიამოვნო სახე ჰქონდათ და ზეციურ ნათელს ასხივებდნენ. ამ დიდებულ მოსაგრეებს იცნობდა ღირსსახსოვარი ეპისკოპოსი თრაკიისა და სტაგონიისა დიონისე ლავრიოტი (მან დამასხა ხელნი დიაკვნად), რომელმაც დაწერა და დაამოწმა მათი ღვაწლი. თავის მოძღვართან ერთად ის ხშირად ეწვეოდა ხოლმე ამ სულიერ ციხესიმაგრეს წმინდა პეტრეს მღვიმეში.

მოღვაწეობისას ამტანობა და ავადმყოფობისას დათმენა აჩვენა მამა ქრისტეფორე ახალსკიტელმა. ექიმის მოთხოვნაზე, ხორციანი ბულიონი ეჭამა, მან უპასუხა:

- მირჩევნია მოვკვდე. სკიტის ტიპიკონი ამის ნებას არ მაძლევს.

საბოლოოდ, ის მოერია სნეულებას და ღვთის წყალობით გამოჯანმრთელდა.

ღირსი სილუანე ათონელი ამბობდა: - მეტოქიონში ასეთი რამ შემემთხვა: მაძღრად შევჭამდი და ორი საათის მერე შემეძლო კიდევ მეჭამა. დავიწყე სასწორზე აწონა. სამ დღეში სამი ოყა მოვიმატე (ერთი ოყა 1280 გრამს უდრის). მივხვდი - საცთური იყო, რამეთუ ჩვენ, მონაზვნებმა, საკუთარი სხეული უნდა გამოვახმოთ, რათა მასში არ იყოს არანაირი მოძრაობა, რაც ლოცვას შეეწინააღმდეგება. გამაძღარი სხეული წმინდად ლოცვას ხელს უშლის, ღვთის ხელი არ მოვა მაძღარ მუცელზე. თუმცა უნდა ვიცოდეთ მარხვის საზომიც, რათა უდროოდ არ მოვუძლურდეთ, თორემ მორჩილების შესრულებას ვეღარ შევძლებთ.

ღირსი პეტრე ათონელის მიუდგომელ კელიაში ათი წლის მანძილზე მოღვაწეობდა მამა ექვთიმე კონტელი, თავის მოწაფესთან, მამა მათესთან ერთად.

მამა ექვთიმე ადრე ცოლიანი მღვდელი იყო, როცა მეუღლე მოუკვდა, ათონზე მოვიდა. თვითონ ათანასე ათონელის მღვიმეში ცხოვრობდა და ლავრის მოძღვრის (აღსარებათა მიმღების) მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ კი ღირსი ნილოს მირონმდინარის მღვიმეში გადავიდა. მას ემსახურებოდა აწ მოხუცებული მამა მეთოდე, რომელიც მოგვიყვა მასზე. დაძონძილი სამოსი ეცვა, რომელსაც თვითონვე ჟღენთდა ცვილით (რათა ტანსაცმელს წყალი არ გაეტარებინა). მამა მეთოდეს ის ზურგით დაჰყავდა.

მამა ფილარეტი იმდენად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ, რომ თვით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზეც კი არ დაუტევებდა მეცხრე ჟამის კითხვას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat