ბერი იოსები გვარიგებდა: "ძილის შემდეგ, თვალის გახელისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა. არ მისცე გონებას ფუსფუსის უფლება,
თუ თავის იძულებით ამას შეძლებ, უფალიც შეგეწევა და ეს წმინდა ჩვევად გექცევა: გაახელ თვალს - იესოს ლოცვა - და ასე მთელი დღე ლოცვა პირველ ადგილზე. ამრიგად შრომობ ლოცვის წარმოთქმის თანხლებით, ასე იკურთხება და დალოცვილი ხდება შრომა, " ბაგეები" , "ენა" , "გული" , ლოცვის დრო და ადგილი, იმ ადამიანისა ვინც უფლის სახელს წარმოსთქვამს. სამომავლოდ კი ამგვარი ლოცვით, ანუ ღვთაებრივი ძალით შეიარაღებული კაცი უნაკლო და მოუწყვლადი ხდება. ბოროტი ვეღარ ნახულობს მასში სუსტ ადგილს კბილის გასაკრავად, რადგან მათ განდევნის, ფერფლავს იესოს ლოცვა.
ჩვენ კი ამ დარიგებით ვცხოვრობდით. თვალის გახელისთანავე - ჩქარა, ჩქარა! იესოს ლოცვა! ვასრულებთ მორჩილებას, დავალებებს, მივათრევთ ტვირთს - შეუჩერებლად ვლოცულობდით
" უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე."
სარგებელიც დიდი იყო. სულს ეფინება სიხარული, გვერევა გრძნობები, გული ჩვილდება - იმდენი ცრემლია, ვერ გადმოგცემთ. ხმით ლოცვისას ხშირად ისეთი მადლი გვეძლეოდა, რომ აშკარად გვაგრძნობინებდა ღვთაებრივ სიყვარულს, გონება აღტაცებაში მოდიოდა და რაღაც საოცარი ფორმით მარტო კი არ ლოცულობდა, არამედ თან ჭვრეტდა კიდეც უფალს და უხილავ სამყაროს.
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი /
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი