16.02.2012
ერთხელ თათრებმა ორი ძმა ბოიარი ტყვედ ჩაიგდეს. ერთი მათგანი ორშაბათსაც მარხულობდა ხოლმე. აგარიანებმა აიძულეს, თავიანთი საჭმელი ეჭამათ.
მეორე ძმა, რომელიც მარხვას არ იყო მიჩვეული, ერთი დღის მერე გატყდა, პირველმა კი ცემასა და მუქარას გაუძლო და არ გაიხსნილა. ის თათრებმა მარხილზე დააბეს. შუაღამისას მასთან ნათლით მოსილი კაცი მოვიდა და უბრძანა: "წამოდექი, ნუ გეშინია". უეცრად ტყვეს დასძვრა თოკები და გაჰყვა მხსნელს, ისე გაიარეს ურდო, თითქოს უჩინარნი ყოფილიყვნენ. როცა გალავანს გასცდნენ, საკვირველმა კაცმა უბრძანა, ხეზე ადიო. "არაფრის შეგეშინდეს, ოღონდ ჩუმად იყავი". "ვინა ხარ, ბატონო?" - ჰკითხა ბოიარმა. "მე ორშაბათის ანგელოზი ვარ", - თქვა უცნობმა და უჩინო შეიქმნა. როცა თათრებმა ტყვის დაკარგვა შეამჩნიეს, გაბრაზებულებმა მეორე აწამეს და დაწვეს. გათენებისას მთელი ურდო ტყის საძებნელად წავიდა, ხისთვის კი არავის შეუხედავს. როცა საფრთხემ გადაიარა, ბოიარი ხიდან ჩამოძვრა, სამშობლოში წავიდა, მერე კი პაფნუტის მონასტერში ბერად აღიკვეცა.