ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):
-აქ, ათონზე ერთი, უკვე ხანდაზმული ბერი ცხოვრობს-ბერი სოფრონი, მას უფლის წინაშე
ერთი უჩვეულო ღვაწლი აქვს აღებული: ის დადის მონასტრიდან მონსტერში (როგორც იცით ათნოზე ოცი დიდი მონასტერი და ამდენივე სხვადასხვა ზომის სავანეა), შედის ეკლესიაში და მივა რა თითოეულ ადამიანთან, ხელზე ეამბორება და სთხოვს პატიებას და დალოცვას, როგორც კი დაივლის ყოველ ადამიანს, არა აქვს მისთვის მნიშვნელობა თუ ვინ არის, მთავარია არავინ გამორჩეს, შემდეგ მიდის სხვა სავანეში და ასე ორმოცი წელიწადია დადის სავანიდან სავანეში. მინდა გამოვხატო ის შეგრძნება, რომელსაც მე ვგრძნობ, როცა ეს სიყვარულით სავსე, წმიდა მოხუცი ჩემს ცოდვილ ხელებს ეამბორება, მაგრამ ჩემი სიტყვა ამისთვის მეტად უძლურია, ერთს კი გეტყვით, რომ ამ დროს აშკარად ვგრძნობ, რომ გაცილებით უფრო სუფთა ვხდები ვიდრე მასთან შეხვდრამდე ვიყავი, თითქოს მისმა სიწმინდემ ტალღასავით შემოაღწია ჩემს უგრძნობ გულში და ამ დროს მხოლოდ ტირილი მინდება! დიახ! არაფერი არ ასუფთავებს გულს ისე, როგორც თავგანწირული, მიმტევებელი სიყვარული! ღმერთო მოჰმადლე ყოველ ადამიანს ასეთი სიყვარულის გრძნობა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი