მიტროპოლიტი ელისეს (ჯოხაძე) მოგონებები:
-ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ ეპარქიის საკათედრო
ტაძარში სააღდგომოდ ჩავედი. ღვთის წყალობით საქმე და საკეთებლი ბევრი დამხვდა. გონებაში გეგმებს ვაწყობდი საქმის კეთება საიდან და როგორ დამეწყო ეკონომიურად მცირე შესაძლებლობის მქონე ეპარქიაში. ამ დროს მაუწყეს სტუმრების მოსვლა, რომლებსაც ჩემთან შეხვედრა და საქმიანი საუბარი სურდათ.
სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს აღდგომა დღეს მობრძანებული. ისინი ერთ-ერთი საზოგადოების თავკაცები აღმოჩნდნენ. ჩვენი საუბარი მათი მხრიდან გაჯერებული იყო ეკლესიისადმი კეთილგანწყობით, ბოლოს ისინი დაინტერესდნენ თუ რაში მჭრდებოდა მათგან მხარდაჭერა და დახმარება.
ჩვენს დროში ძალიან ძნელია ავტომანქანის გარეშე საქმის კეთება, მითუმეტეს მთიან კუთხეში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იშვიათად დადის და თუ დადის, უმეტესად ცენტრალურ გზაზე. შემოთავაზებული დამხმარების სურვილმა და მათ გულახდილობაში დარწმუნებულმა, კეთილის მყოფელ ქველმოქმედებს შევკადრე, რომ პირველ რიგში, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, საჭირო იყო უპრეტენზიო მარკის რაღაც მანქანა, ეპარქიის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად.
-იცით მამაო! გრიგოლ ხანძთელი ჯორით დადიოდაო! გულმოსული და დამრიგებლური ტონით გამახსენა ერთ-ერთმა "საზოგადო მოღვაწემ" ეპიზოდი წმინდა მამის ცხოვრებიდან. ამ არასერიოზული პასუხის შემდეგ მათთან საქმიანი საუბრის გაგრძელება კედელზე ცერცვის შეყრად ჩავთვალე. ასეთ სტუმრებთან ურთიერთობა სააღდგომო სუფრასთანაც კი არასასურველია. მათ ეს შემატყვეს და მადლობა ღმერთს, მალე წავიდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს მოღვაწეობაში გრიგოლ ხანძთელს რომ შევედაროთ, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეს ყველას, რომ წმინდა გრიგოლ ხანძთელის დროინდელ ეკლესიას და მის მოღვაწეთ, გვერდში ედგნენ და სახელწიფოს საკეთილდღეოდ ერთად იღწვოდნენ: ღვთივკურთხეული მეფე და მხედრობა, კეთილმსახური ერი და უანგარო ქტიტორები, და არა უღმერთო კომუნისტები, კოსმოპოლიტი ნაკომუნისტარები და ინტელიგენციის ზოგიერთიწარმომადგენელი, რომლებიც ქვეყნის სამარცხვინოთ და თავისი სულის წარსაწყმედად ჩვენი ერისა და ეკლესიის სიწმინდეებს და წმინდანებს სიტყვით და პრესის საშუალებით ღიად შეურაცხყოფენ.
რაც შეეხება ჯორს, ეს პირუტყვი იმ ეპოქის მსოფლიოსათვის ადამიანთა გადაადგილების საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა, ჩვენს დროსთან მიმართებაში კი თუ მეტი არა, დღევანელი პრესტიჟული ავტომობილის ტოლფასი იყო. ისე, რომ ეს პირუტყვი ზოგიერთი კაცუნას ხელწამოსაკრავი არ არის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი