მე არ დავემორჩილები უღმერთო ბრძანებას მიწიერი მეფისა
მე არ დავემორჩილები უღმერთო ბრძანებას მიწიერი მეფისა
ჩვენს სიცოცხლეში დამდგარი ყოველი დღე გვაახლოებს მარადისობას და წმინდანებს, რომელთა ხსენებაც იმ დღესაა. განვიხილოთ საეკლესიო კალენდრის ერთი დღე.

11 (24) ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდმოწამე მინას. წმინდა მინა ეგვიპტელი ქრისტიანი იყო, ჯარისკაცი გახლდათ და ფრიგიაში მსახურობდა. იმ დროს რომს ორი უწმინდური მეფე, დიოკლეტიანე და მაქსიმიანე ჰყავდა. მათი ბრძანებით ყველა ქრისტიანს კერპებისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. მაშინ ნეტარმა მინამ დაუტევა სამხედრო წოდება და მთაში უდაბურ ადგილას დაეყუდა, სადაც მარხვითა და ლოცვით განიწმენდდა სულს და ქების მსხვერპლს შესწირავდა უფალს.

ერთხელაც მთის ძირას მდებარე ქალაქის მცხოვრებნი შეიკრიბნენ და თავიანთი ღმერთების პატივსაცემად ზეიმი გამართეს. ნეტარი მინა მივიდა მათი ზეიმის სანახავად და საღვთო მოშურნეობით აღვსილმა ამხილა მათი კერპთაყვანისმცემლობა. მაშინვე შეიპყრეს და ქალაქისთავს წარუდგინეს. წმინდა მინამ მხნედ აღიარა ქრისტე. ქალაქისთავმა მისი გასამართლება მეორე დღისთვის გადადო. მეორე დღეს წმინდა მინა წარადგინეს სამსჯავროს წინაშე. ჯერ ალერსით და ძღვნით სცადეს მისი მონადირება, მერე კი განაშიშვლეს და ხარის ძარღვებით გაშოლტეს. სისხლი წყაროსავით სდიოდა იარებიდან. მისი სიმტკიცე რომ იხილეს, ხეზე თავდაყირა ჩამოკიდეს და რკინის ჭანგებით რანდვა დაუწყეს. წმინდა მინა არ ტყდებოდა. მისმა სიმტკიცემ განარისხა ქალაქისთავი და უფრო სასტიკად დაუწყეს ტანჯვა, დაჭრა, ტყავის აცლა.

- ახლა განვიძარცვავ ტყავის სამოსს და ცხონების ქიტონს შევიმოსავ, - თქვა მოწამემ.

მერე კი სხეული სანთლებით მოუწვეს, მაგრამ უდრეკი იყო წმინდა მინა.

- დაუტევე, მინა, უქმმეტყველება და აირჩიე: ან ჩვენი იქნები და გადარჩები, ანდა ქრისტიანი და მოკვდები, - უთხრა ქალაქისთავმა.

- მე ქრისტესი ვიყავი, ვარ და ვიქნები, - ხმამაღლა შესძახა წმინდა მინამ.

უფრო საშინელი ხერხით განაგრძეს მისი წამება, ბოლოს კი ქალაქგარეთ გაიყვანეს, თავი მოჰკვეთეს და კოცონში ჩააგდეს. როცა ცეცხლი ჩაქრა, მორწმუნეებმა მოაგროვეს ცეცხლს გადარჩენილი წმინდანის სხეულის ნაწილები, ნელსაცხებელი სცხეს, გარკვეული დროის მერე კი სამშობლოში, ალექსანდრიაში გადაასვენეს, სადაც შემდგომში წმინდა მინას სახელზე აშენებულ ტაძარში დააბრძანეს. იგი მრავალ სასწაულს მოიმოქმედებდა.

* * *
ამავე დღესაა ხსენება წმინდათა მოწამეთა ვიქტორისა და სტეფანიდასი. რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის დროს სარდალ სებასტიანეს ნაწილში მსახურობდა იტალიელი ჯარისკაცი ვიქტორი. იგი ქრისტიანი იყო და ყველას წინაშე თამამად აღიარებდა თავის რწმენას. ერთხელ სარდალმა გამოიძახა და უთხრა, - ბრძანება მოგვივიდა, ყველა ქრისტიანმა მსხვერპლი უნდა შესწიროს ჩვენს ღმერთებს. ამიტომ შენც შესწირე მსხვერპლი, თავს ნუ დაიღუპავო.

- მე არ დავემორჩილები უღმერთო ბრძანებას მიწიერი მეფისა და არ აღვასრულებ მის ნებას, რამეთუ მე მონა ვარ უკვდავი მეფისა, ღმერთისა და ჩემი მაცხოვრის იესუ ქრისტესი.

- შენ თავს თვითონვე გამოუტანე განაჩენი, მსხვერპლი შესწირე, თორემ საშინელი ტანჯვა გელის.

- სწორედაც ეგ მინდა - ჩემი უფლისთვის დავითმინო ტანჯვა. მიხარია, რომ ამის ღირსი შევიქენი.

სარდალმა ბრძანა, მისთვის თითები დაემტვრიათ. მერე კი ღუმელი გაახურებინა და წმინდა ვიქტორი შიგ შეაგდეს. სამი დღის მერე, როცა ღუმელი გახსნეს და ფერფლის გადაყრა მოინდომეს, წმინდანი იქ სრულიად უვნებელი იხილეს. თავისი მარცხი რომ იხილა, ერთ ჯადოქარს მისი მოწამვლა უბრძანა. მან სასიკვდინე საწამლავში მოხარშა ხორცი და წმინდანს მიუტანა. მან თქვა: "თუმცა არ ეგების გამოგართვათ ეგ უწმინდური ხორცი, მაგრამ მაინც შევჭამ, რათა მიხვდეთ, რომ ვერანაირი საწამლავი ვერ მოერევა ჩემი უფლის ძალას". ხორცს ჯვარი გადასახა და შეჭამა. ჯადოქარმა მეორე ნაჭერი ხორცი უფრო ძლიერ საწამლავში მოამზადა და წმინდანს უთხრა: "თუ ამის შეჭმითაც ცოცხალი გადარჩები, მაშინ თქვენს ღმერთს ვიწამებო". წმინდა ვიქტორი ახლაც უვნებელი დარჩა. ჯადოქარმა დაწვა თავისი ჯადოსნული წიგნები, ჯადოები და ჭეშმარიტი ქრისტიანი შეიქნა.

გაბრაზებულმა სარდალმა წმინდანი ახლა გახურებულ ზეთში ჩააგდებინა, მაგრამ ვერაფერი ავნო, მერე წმინდანი ხეზე ჩამოკიდეს და სხეული სანთლებით მოუწვეს. ის მხნედ იყო. სარდლის ბრძანებით, თვალებიც დასთხარეს და სამი დღე ჩამოკიდებული დატოვეს. ეგონათ, მოკვდებოდა. მალევე მისი ჯალათები დაბრმავდნენ, მიხვდნენ დანაშაულს, მიირბინეს წმინდანთან, შენდობა და კურნება სთხოვეს. წმინდანის ლოცვით მათ თვალები აეხილათ. მათ ყველაფერი უამბეს სარდალს. ის უფრო განრისხდა და ბრძანა, წმინდა ვიქტორისთვის ტყავი გაეძროთ. როცა მისი ბრძანების აღსრულება დაიწყეს, იქვე მდგარმა ერთ-ერთი ჯარისკაცის ცოლმა, სახელად სტეფანიდამ, ზეციდან ჩამოშვებული ორი გვირგვინი იხილა: ერთი წმინდა ვიქტორს დაედგა თავს, მეორე კი მას. წმინდა სტეფანიდა ქრისტიანი იყო. მან ხმამაღლა ხოტბა შეასხა წმინდა ვიქტორის მარტვილობას. სარდალმა მისი შეპყრობა ბრძანა. "მე ქრისტიანი ვარ", - ხმამაღლა აღიარა წმინდა სტეფანიდამ. "რად გინდა ასე მალე დატოვო ეს ცხოვრება, ქმარი და მოკვდე ჯვარცმულისთვის?" - ჰკითხა სარდალმა. წმინდანმა კი ჯალათს უპასუხა: "მე დავუტოვებ ამ წუთისოფელს მიწიერ სურვილებსა და ქმარს და ბრძენ ქალწულებთან ერთად შევხვდები ჩემს ზეციურ სიძესო". მერე დაგმო ცრუ ღმერთები და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. სარდლის ბრძანებით, ორი ფინიკის ხე გადმოხარეს, ერთის წვერზე ერთი ფეხით მიაბეს, მეორეზე - მეორით და ასე გახლიჩეს. წმინდა სული კი ჩიტივით აფრინდა და ზეციურ ბუდეში განისვენა.

ამას მერე წმინდა ვიქტორს თავი მოჰკვეთეს. წმინდანის სხეულიდან სისხლთან ერთად რძეც წარმოდინდა და მრავალი ურწმუნო მოაქცია. წმინდა ვიქტორი და წმინდა სტეფანიდა 11 ნოემბერს ეწამნენ ქალაქ დამასკოში. გვეწეოდეს მათი წმინდა ლოცვა.

* * *
იმავე დღეს ეკლესია წმინდა ბიკენტისაც მოიხსენიებს. ის ესპანელი იყო. სიყრმიდანვე თავი თვისი მიუძღვნა უფალს. ქალაქ ავგუსტოპოლის ეპისკოპოსმა ვალერიმ ის დიაკვნად აკურთხა და გვერდით დაიყენა, რადგან მღვდელმთავარი ენაბრგვილი იყო, მისი კურთხევით მორწმუნე ერს ბიკენტი დამოძღვრიდა.

იმ დროს უწმინდურმა დიოკლეტიანემ ესპანეთში ერთი მსაჯული გაგზავნა, სახელად დატიანე, მძვინვარე მტერი ქრისტიანთა. ვალენსიაში მან შეიტყო ეპისკოპოს ვალერისა და მისი დიაკვნის ამბავი და ჯარისკაცებს მოაყვანინა. გრძელი გზით დაღლილ-დაქანცულები ბნელ ჯურღმულში ჩააყრევინა და ბრძანა, მათთვის არაფერი ეჭმიათ. დიდი ხნის მერე დატიანემ ტუსაღები მოიკითხა და სრულიად უვნებელნი იხილა. მკაცრად დაუწყო საუბარი ეპისკოპოსს. მღვდელმთავარი მას ჩუმად პასუხობდა, თითქოს ეშინიაო. დიაკონმა ბიკენტიმ გაამხნევა იგი: - მამაო, ასე ჩუმად რატომ საუბრობ, თითქოს გეშინოდეს. კადნიერად, ხმამაღლა გამოაცხადე ქრისტეს ძალა და თამამად ამხილე მათი უგუნურებაო. დატიანეს ბრძანებით, ეპისკოპოსი გაიყვანეს, ახალგაზრდა დიაკვანი კი ხეზე მიაბეს და რკინის ჭანგებით ხორცის აცლა დაუწყეს. ისეთი ღრმა იყო იარები, ძვლები უჩანდა. "აბა, რას იტყვი, ბიკენტი, ხომ ხედავ, რამხელა იარებით დაგეფარა სხეული", - ჰკითხა მსაჯულმა. ეს სწორედ ისაა, რაც ძალზე მსურდა - ვეწამო ჩემი უფლისთვის. ნუ შეჩერდები, უბრძანე მსახურებს, უფრო ძლიერ მაწამონ. მე კიდევ, როგორც ქრისტეს მონა, მზად ვარ ყოველივე დავითმინოო.

დატიანე განრისხდა, მსახურებს უყვირა, არ დაეზოგათ ქრისტეს მოწამე. ბიკენტი კი იცინოდა და მათ სისუსტეს აბრალებდა. წამებით რომ ვერაფერს მიაღწია მსაჯულმა, ახლა ალერსი დაუწყო. წმინდა ბიკენტიმ შეაჩერა: - ასე ვერაფერს მავნებ, ისევ ჩემი ტანჯვა განაგრძეო. ამ სიტყვებმა დატიანე უფრო განარისხა. მისი ბრძანებით წმინდანი ჯვარზე გააკრეს და გახურებული რკინით უწვავდნენ იარებს, სცემდნენ. უეცრად წმინდანი ჯვრიდან ჩამოვარდა. ეგონათ, მოკვდაო, მაგრამ წმინდა ბიკენტი წამოდგა და ისევ ჯვარზე გაეკრა, ჯალათები კი ბატონის ბრძანების შეუსრულებლობაში ამხილა. მრავალი ტანჯვის მერე წმინდა ბიკენტი ისევ დილეგში ჩააგდეს. იმავე ღამეს დილეგი საღვთო ნათელმა გაანათა, მას ანგელოზთა გალობა მოესმა და წყლულთაგან კურნება მიიღო. დატიანეს ბრძანებით, წმინდანი რკინის გისოსზე დააგდეს, ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. წმინდა მოწამემ დაასრულა თავისი ღვაწლი და სული თვისი მიანდო უფალს. მსაჯულის ბრძანებით, მისი ცხედარი მინდორში გადააგდეს ყვავ-ყორნებისთვის შესაჭმელად, მაგრამ ღმერთმა სწორედ ყვავი დაუდგინა მცველად - ახლოს არ უშვებდა სხეულის ასაკენკად მოფრენილ ჩიტებს და ისე ეცა შესაჭმელად მოსულ მგელს, რომ გააქცია. დატიანეს ბრძანებით, წმინდანის სხეული ზღვაში გადააგდეს. როცა უკან გამოცურეს, წმინდანის სხეული ნაპირზე დახვდათ. ჯარისკაცები შეშინებულნი გაიქცნენ, ხოლო ქრისტიანებმა წმინდანის ნეშტი აიღეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

KARIBCHE
* * *
11 (24) ნოემბერს იხსენიება ღირსი მამა თეოდორე სტუდიელი. იგი კონსტანტინოპოლელი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო. ახალგაზრდობაში კარგი განათლება მიიღო, ორატორის ხელოვნებას დაეუფლა. მისი დედის ძმა გახლდათ ღირსი პლატონი, რომელიც ეკლესიის მამათა VII მსოფლიო კრებას ესწრებოდა. ნეტარმა პლატონმა კრებაზე თან თეოდორეც წაიყვანა. კრების დასრულების მერე წმინდა პლატონი თავის დისშვილებთან, თეოდორესა და მის ორ ძმასთან ერთად ოლიმპოს მთის სიახლოვეს, სეკიდიონთან დასახლდა და იქ სახელგანთქმული მამათა მონასტერი დააარსა. დიდებული მამის დიდებული სულიერი შვილი გამოდგა წმინდა თეოდორე. წმინდა პლატონის კურთხევით, ღირსმა თეოდორემ მღვდლობის მადლი მიიღო და თავისი ღვაწლი გააათკეცა. მიუხედავად უარისა, გარკვეული ხნის მერე მონასტრის წინამძღოლობაც მიიღო.

ამ დროს იმპერიის ტახტზე ავიდა კონსტანტინე, რომელმაც დაამხო საკუთარი დედა, დედოფალი ირინე, მიუხედავად პატრიარქის წინააღმდეგობისა, ძალით მონაზვნად აღკვეცა სჯულიერი მეუღლე და შეირთო ქალი, რომელიც ნათესავად ერგებოდა, გამონახა მღვდელიც, რომელმაც ჯვარი დასწერა. მეფის უსჯულოებამ დასაბამი დაუდო სხვების ცოდვებსაც. მისმა დიდებულებმაც მეფეს მიბაძეს და მხევლებად შორეული ქვეყნებიდანაც კი მოჰყავდათ ქალები. შეწუხებულმა წმინდა თეოდორემ ყველა მონასტერს გაუგზავნა წერილი, სადაც მოუწოდებდა, მეფე ეკლესიიდან განკვეთილად ჩაეთვალათ, ვითარცა საღვთო რჯულის დამარღვევი.

მეფემ რისხვა დამალა და წმინდა თეოდორეს ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა, ჩემი ოჯახისთვის ილოცეო. წმინდა თეოდორემ არც ოქრო მიიღო და არც შესაფერისად შეხვდა მასთან სასაუბროდ მისულ მეფეს. მეფის ბრძანებით, მონასტერი დაარბიეს და ნაწამები ღირსი თეოდორე თორმეტ უხუცეს მამასთან ერთად თესალონიკში გადაასახლეს.

ღვთის სასჯელი მოეწია მეფეს, იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და თვალებდათხრილი გარდაიცვალა. ტახტზე დაბრუნებულმა ირინე დედოფალმა ყველა გადასახლებული სამღვდელო პირი უკან დააბრუნა. რამდენიმე წლის მერე სარკინოზებმა დაიპყრეს ბერძნული მიწების ნაწილი და ღირსი თეოდორეც იძულებული გახდა, მონაზვნებთან ერთად კონსტანტინოპოლში გადასახლებულიყო, სადაც, დედოფლისა და პატრიარქის თხოვნით, სტუდიის მონასტერს ჩაუდგა სათავეში. ღირსმა თეოდორემ დიდებული მონასტერი შექმნა. მის მიერ შედგენილ სტუდიურ ტიპიკონს დღემდე იყენებენ მონასტრები. ამასობაში ბიზანტიის ტახტზე ნიკიფორე ავიდა, რომელმაც დაამხო დედოფალი ირინე, ნიკიფორემ მღვდლად ძალით აღადგენინა პატრიარქს ის იოსები, რომელმაც კონსტანტინე მეფეს უკანონოდ დასწერა ჯვარი. წმინდა თეოდორემ ეკლესიაზე ძალდატანებაში ამხილა მეფე, რისთვისაც ის ერთ-ერთ კუნძულზე დაამწყვდიეს. ნიკიფორე ბარბაროსებთან ომში მალევე დაიღუპა. ტახტზე ავიდა მიქაელ კურაპალატი, რომელმაც წმინდა თეოდორე დააბრუნა გადასახლებიდან. ამასობაში გარდაიცვალა წმინდა პლატონი.

როცა ტახტზე ლევ ისავრიელი ავიდა, ბრძოლა დაუწყო წმინდა ხატებს. ბევრს არიგებდნენ მას წმინდა თეოდორე და სხვა ღირსი მამები, არწმუნებდნენ. ბოლოს წმინდა თეოდორემ უთხრა, - თუ ასე გაგრძელდება, თავს მოიკვეთ ეკლესიიდანო. განრისხებულმა ლევმა ღირსი მამები სასახლიდან გაყარა. წმინდა თეოდორე განამხნევებდა მამებს და მტკიცედ დგომისკენ მოუწოდებდა. ლევის ბრძანებით, მართლმადიდებელი მამები აწამეს და გადაასახლეს; ეკლესიების კედლებიდან წმინდა ხატები, სიწმინდეები გარეთ გამოყარეს და შეურაცხყვეს. წმინდა თეოდორე აპოლონიაში გადაასახლეს და მეტოპას ციხეში დაამწყვდიეს. წმინდა თეოდორე არც გადასახლებაში დასცხრებოდა და ვრცელი ეპისტოლეებით განამხნევებდა ქრისტიანებს. საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინა დილეგში წმინდა თეოდორემ, სიცივე, შიმშილი, სნეულება. ამას დაემატა ისიც, რომ მეფეს ხელში ჩაუვარდა წმინდა თეოდორეს სიგელი, სადაც იგი მეფის ურჯულოებას ამხილებდა. მან თეოდორესთან გაგზავნა ერთი უწყალო სარდალი, რომელმაც წმინდანსა და მის მოწაფეს, ღირს ნიკოლოზს სცემა და თებერვალში შიშველი დაყარა. სამი თვე იწვალეს მასწავლებელმა და მოწაფემ, ერთმანეთი ძლივს განკურნეს. სამი თვის მერე, მეფის ბრძანებით, ისინი სმირნაში გადაიყვანეს, სადაც წელიწად-ნახევარი გაატარეს.

ლევ ისავრიელის სიკვდილის მერე ტახტზე მიხეილი ავიდა, რომელმაც გადასახლებიდან დააბრუნა ყველა პატიმარი, თუმცა ხატის თაყვანისცემაზე უარი თქვა. წმინდა თეოდორემ უარი თქვა კონსტანტინოპოლში დაბრუნებაზე, დასახლდა ბითვნიაში და აქვე აღესრულა. როცა ის გარდაიცვალა, ღირსმა ილარიონ დალმატიელმა, რომელიც ძმებთან ერთად მუშაობდა, ახედა ზეცას და თქვა: "აი, სული თეოდორესი, სტუდიის მონასტრის იღუმენისა, რომელიც დიდად ევნო წმინდა ხატებისთვის და ბოლომდე მტკიცე დარჩა, ახლა უკვე გარდაცვლილი, ზეციურ ძალებთან ერთად ზეიმით ადის ზეცად". მრავალი სასწაული აღესრულა წმინდანის კუბოსთან, მან მრავალი ეშმაკეული და თითო სახე სნეულებით დაცემულნი ფეხზე დააყენა.

* * *
11 ნოემბერს (ძვ.სტ.) არის ხსენება წმინდა სტეფანე დეჩანელისა, რომლის შესახებაც უკვე მოგითხრეთ "კარიბჭის" ფურცლებზე, და წმინდა ნეტარი მაქსიმესი, ქრისტესთვის სულელი მოსკოველი სასწაულთმოქმედისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat